რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაცია ევროპაში

2019 წლის ოქტომბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კანადამ კანაფის ლეგალიზაცია მოახდინა რეკრეაციული მოხმარებისთვის, ამავე დროს აშშ-ს არჩევნების მოახლოებისას, კანაფი ცხელი თემა გახდა. შესაბამისად ძირითადი აქცენტი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაზეა გამახვილებული, თუმცა დროა ევროპას გადავხედოთ, რომ ვნახოთ როგორ პროგრესირებენ ქვეყნები ჩვენი სამშობლოს მახლობლად. რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნებთან ერთად საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასაც განვიხილავთ.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი, ევროპის ერთ – ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა, პირველია, ვინც კანაფის სრულ ლეგალიზაციას მოახდენს რეკრეაციული მოხმარებისთვის. 2018 წლის ნოემბერში პრემიერ მინისტრმა ხავიერ ბეთელმა გამოაცხადა, რომ კოალიციის სამი ძირითადი პარტია – დემოკრატიული პარტია, ლუქსემბურგის სოციალისტურ მუშათა პარტია და მწვანეთა პარტია – კანაფის ლეგალიზაციას მოახდენენ და 2022/23 წლისთვის შექმნიან სრულად რეგულირებულ, ზრდასრულ მომხმარებელზე ორიენტირებულ ბაზარს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ივნისიდან სამედიცინო კანაფის მოხმარება ლეგალურია, როდესაც ახალ კანონებს მიიღებენ, ინდივიდებს საშუალება მიეცემა თან ჰქონდეთ 30 გრამამდე კანაფი, იგივე რაოდენობა, რაც ლეგალურია კანადაში. ამ კანონმდებლობის ზუსტი დეტალები კვლავ განიხილება, როგორიც არის ასაკობრივი შეზღუდვები და არარეზიდენტებზე აკრძალვა ნარკოტურიზმის შესაფერხებლად.

 

ნიდერლანდები

კანაფი ჰოლანდიაში დეკრიმინალიზებულია 1976 წლიდან, რეკრეაციული მოხმარება კი ნებადართულია ცნობილი კოფიშოპების სისტემის საშუალებით. ასევე ცნობილია რომ ნიდერლანდები პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც 1999 წელს სამკურნალო კანაფის ლეგალიზაცია მოახდინა, ჯანდაცვის მინისტრის ელზ ბორსტის დამსახურებით.

კოფიშოპების სისტემა საშუალებას აძლევს დაწესებულებებს მცირე რაოდენობით კანაფი გაყიდონ, თუმცა ეს ოფიციალურად უკანონოა. ასევე არსებობს მკაცრი სალიცენზიო რეგულაციები ამ კოფიშოპებისთვის, როგორიცაა ასაკობრივი შეზღუდვები, ასევე მაღაზიების მარკეტინგის და გარეგნობის კონტროლი. მაღაზიების კიდევ ერთი პრობლემაა შავ ბაზარზე დამოკიდებულება იმისთვის, რომ მათი თაროები შეავსონ, რადგან კანაფის კომერციული კულტივაცია ახლაც უკანონოა.

ამრიგად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ახლა ნება დართო, რათა განახორციელონ საცდელი ექსპერიმენტი შესაძლო მეთოდებით, სრული ლეგალიზაციის მისაღწევად. 2021 წლის დასაწყისიდან ათი მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას ოთხწლიან კვლევაში, სახელწოდებით “დახურული მომარაგების კანაფის ექსპერიმენტი”, სადაც ყველა ეს კოფიშოპი მხოლოდ რეგულირებული მეწარმეების მიერ მომარაგდება.

 

მალტა

მალტის მთავრობამ კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაცია 2015 წელს მოახდინა, 2018 წელს კი სამედიცინო მიზნით მოხმარება იქნა ლეგალიზებული. 2018 წლის 9 მარტს ცვლილებები შევიდა მალტას ნარკოდამოკიდებულებათა კანონში, რომელიც ექიმებს შესაძლებლობას აძლევდა  პაციენტებისთვის დაენიშნათ კანაფით მკურნალობა. ასევე 2018 წლის აპრილში მიიღეს კანონი სახელად „კანაფის წარმოება სამედიცინო მოხმარებისთვის“, რამაც კომპანიებს საშუალება მისცა მიეღოთ ლიცენზია, რომ ეწარმოებინათ კანაფი სამედიცინო მიზნით მალტის მიწაზე.

ამ იმპულსს ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯოზეფ მუსკატმა, რომელმაც 2017 წლის არჩევნებამდე პირობა გასცა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რეკრეაციული კანაფის ლეგალიზებას მოახდენდა. თუმცა, უკვე ორი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ არის რაიმე კონკრეტული გეგმა. ეს შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს საპარლამენტო მდივნის ჯულია ფარუგია პორტელის მიერ, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სურს დაელოდოს, რათა პირველ რიგში საგანმანათლებლო კამპანიის გაშვება მოხდეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. ეს კამპანია მიზნად ისახავს ნარკომოხმარების მავნე ზემოქმედების შესახებ განათლებას, სანამ მთავრობა განიხილავს კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზების რეფორმას.

 

გერმანია

ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) უკანასკნელი იყო გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიებიდან, რომელსაც ჰქონდა ამკრძალავი გეზი სარეკრეაციო კანაფთან მიმართებაში, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, რადიკალურად შეიცვალეს აზრი. ეს მოხსენებები ემყარება CDU– ს შიდა პოლიტიკის სპიკერის მარიან ვენდტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ამბობს, რომ ”შესაძლებელია კანაფის განთავისუფლება პირადი მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, კონტროლირებადი წარმოებით და გავრცელებით”.

ეს რადიკალურად აზრის შემობრუნებაა, რაც ამ ქეისს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. შარშან, მარლენ მორტლერის პოზიცია, CDU- ს ბავარიული განშტოების წინამორბედი, ქრისტიანულ სოციალური კავშირი (CSU) მდგომარეობდა იმაში, რომ კანაფის ლეგალიზების იდეა იყო არასწორი ნაბიჯი, რადგან ეს ”მიანიშნებდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ კანაფი საშიში ნივთიერება არ არის ”.

სამედიცინო მიზნით გამოყენება 2017 წელს გახდა კანონიერი, თუმცა მკაცრად არის კონტროლირებული. რეკრეაციული მოხმარება ამჟამად არალეგალურია, მაგრამ სახელმწიფო სულ უფრო და უფრო ხდება ლმობიერი და როგორც წესი, არ ისჯება 6 გრამამდე კანაფის პირადი მოხმარებისთვის ფლობა.

 

შვეიცარია

მიუხედავად იმისა, რომ კანაფის რეკრეაციული მოხმარება შვეიცარიაში უკანონოა, 2011 წლიდან კანაფის პროდუქციის გაყიდვა კანონიერია, თუ შეიცავს 1.0% THC- ზე ნაკლებს, შედარებით სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან, სადაც დაშვებული ზღვარი 0.2%-ია. ასევე შვეიცარიამ კანაფის დეკრიმინალიზაცია მოახდინა 2012 წელს, სადაც 10 გრამამდე ფლობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარებას შესაძლოა 100 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმება მოჰყვეს (დაახლოებით 300 ლარი).

შვეიცარიაში არჩევნები 2019 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა, რათა აერჩიათ ფედერალური ასამბლეის ორივე პალატის ყველა წევრი. ხმების ყველაზე მეტი წილი 25.6% შვეიცარიის სახალხო პარტიამ (SPP) მიიღო, თუმცა მთლიანობაში ხმების ვარდნა განიცადა, რადგან ორმა მწვანე პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია, რაც მიგვითითებს რადიკალურ ცვლილებაზე მეტად პროგრესული პოლიტიკისკენ. მომდევნო წლებში ამან შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს კანაფთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

 

ესპანეთი

ესპანეთის კანონმდებლობა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით განსხვავებულია, რადგან არ განასხვავებს რეკრეაციულ და სამედიცინო კანაფის მოხმარებას. როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მოხმარების დეკრიმინალიზაცია პირად სივრცეებში 2015 წელს მოხდა, მაგრამ სამედიცინო მოხმარება ჯერ ტექნიკურად არ არის ლეგალური. ეს გავლენას ახდენს პაციენტებზე, რადგან მათ არ შეუძლიათ მიიღონ ექიმებისგან რეცეპტი კანაფის შემცველი მედიკამენტებისთვის, ისინი ამ წამლებს კანაბისის კლუბებში ყიდულობენ. ეს კლუბები არაკომერციული კერძო გაერთიანებებია და ზოგი მათგანი ოპერირებს უკანონო შავი ბაზრის მეშვეობით. კატალონიის, ნავარასა და ბასკის ქვეყნის რეგიონებმა მიიღეს კანონი, რომელიც კოოპერატივების ქსელს შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გააკონტროლონ კანაფის მოხმარება, გავრცელება და კულტივირება.

ახლახან ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მეოთხეჯერ, როდესაც საზოგადოება იძულებულია კენჭისყრაზე მივიდეს, ესპანეთმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა მთავრობა, თუმცა ეს ორი პარტიის კოალიციაა. მთავრობაში შედის PSOE სოციალისტური პარტია, რომელიც თანახმაა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციაზე და Podemos-ი სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მხარს უჭერს როგორც კანაფის სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მოხმარების ლეგალიზაციას. ახლა როდესაც ესპანეთის სამთავრობო კრიზისი დასრულდა, კანაფის თემა შესაძლოა დაბრუნდეს მადრიდის პოლიტიკოსების დღის წესრიგში.

 

საფრანგეთი

საფრანგეთში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია კანაფის მომხმარებლების, მათი რიცხვი 4.7 მილიონს შეადგენს.

ბოლო დროს სამთავრობო დავალებით შექმნილმა კომისიამ საფრანგეთს ურჩია კანაფის ლეგალიზება რეკრეაციული მოხმარებისთვის. მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის ივნისში, ნათქვამია, რომ აკრძალვა, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არსებობს, წარუმატებელი იყო მრავალი მიზეზის გამო, როგორც მუდმივად მზარდი ახალგაზრდა მომხმარებლების რაოდენობა, ასევე სახელმწიფო ხარჯების ტვირთი და შავი ბაზრის პრობლემები. მოხსენება რეკომენდირებას უწევს ლეგალიზაციას, თუმცა მკაცრი რეგულაციებით. ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 70-მა საზოგადო მოღვაწემ მოაწერა ხელი პეტიციას ლეგალიზაციის მოთხოვნით, “პრაგმატიზმის” სახით, რომელთაგან ორი მაკრონის მმართველი პარტიიდან იყო.

მთავრობის სპიკერმა სიბეთ ნდაიეიმ თქვა: ”(მისი) პოზიცია კანაფის ლეგალიზაციისკენ არ მიდის”, თუმცა, რიჩარდ ფერანდი, საპარლამენტო სპიკერი მაკრონის LREM პარტიიდან, ამბობს, რომ საკითხი განხილვისთვის კვლავ ღია იქნება.

 

გაერთიანებული სამეფო

ბოლო 18 თვის განმავლობაში, დიდმა ბრიტანეთმა იხილა გარდამქმნელი ცვლილება კანაფის პოლიტიკაზე, რაც ალფი დინგლისა და ბილი კალდუელის შემთხვევებმა გამოიწვია. ორივე ბიჭი იტანჯებოდა მძიმე ეპილეფსიით, მთავრობამ კი შეუზღუდა კანაფის შემცველ მედიკამენტებთან წვდომა. მედიით გაშუქების შემდეგ, კონცენტრირებული ბილი კალდველის დედის შარლოტას გარშემო, თუ როგორ ცდილობდა ის მისი შვილისთვის წამალის შემოტანას საზღვარზე და ამას მოყოლილი მედიკამენტის კონფისკაციით, რომელიც საბოლოოდ დაუბრუნეს, შსს-მ განაცხადა რომ განიხილავდნენ სამედიცინო კანაფის საკითხს, რაც საბოლოოდ დასრულდა შესაბამისი ცვლილებით კანონში. მას შემდეგ ორი კანაფის შემცველი მედიკამენტი დაამტკიცა NHS–მა და ინტერესი გაჩნდა CBD გამაჯანსაღებელი პროდუქტების მიმართ, რომლის შეძენაც შესაძლებელია სავაჭრო ცენტრებში.

ამ რეფორმების გატარების ფონზე, ასევე გაჩნდა რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაციის მზარდი ინტერესი. ზაფხულის დასაწყისში დეპუტატები დევიდ ლამი, ნორმან ლამბი და ჯონათან ჯანგლი გაემგზავრნენ კანადაში, რათა უკეთესად შეესწავლათ რეგულირებული კანაფის ბაზრის პოლიტიკა, კურსი, ინდუსტრია და საზოგადოების გამოცდილება. დაბრუნების შემდეგ თითოეულმა დეპუტატმა BBC- ში განაცხადა, რომ ზრდასრული მომხმარებლებისთვის ბაზრის სრული ლეგალიზება მოხდება უახლოეს მომავალში.

ზაფხულში ასევე დაიწყო „საღამოს სტანდარტის“ “კანაფის დებატები”, მიმდინარე გამოძიება, რომელიც მიზნად ისახავს წარმოადგინოს არგუმენტები კანაფის ლეგალიზაციის სასარგებლოდ და მის წინააღმდეგ. ინტენსიურმა გაშუქებამ, რომელიც მიეცა ‘კანაფის დებატებს’, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური ნების შეცვლაში, რადგან 2019 წლის 1 ნოემბერს, „საღამოს სტანდარტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ლონდონის მერი სადიქ ხანი ახლა ფიქრობს, რომ დროა განიხილოს კანაფის ლეგალიზაცია.

 

საქართველო

2017 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის და კანაფის შემცველი სხვა პროდუქტების დეკრიმინალიზაცია მოახდინა პირადი მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „პირის უფლებაა თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.“

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურია, შესაბამისად, არ ითვალისწინებს რაიმე სახის სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ ჯარიმას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს.

ბოლო წლებში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიუხედავად,  რაც მეტწილად პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამსახურებაა, კანაფის მომხმარებლებს, უგუნური კანონმდებლობის გამო ისევ პრობლემები ექმნებათ. მთავრობაში სკამებზე წამოსკუპებული პარლამენტარები კი ირჩევენ დუმილის, ტყუილის და საზოგადოების იგნორირების პოლიტიკას, მაშასადამე თქვენთან ლოგიკური კითხვა მაქვს…

ვის ან რას ველოდებით? ნუ იტყვით რომ ვანძრევთ, რადგან ეს ისედაც ნათელია!