მსოფლიოში პირველად სწორედ ჰოლანდიაში დაიწყო კანაბისის თესლის ოფიციალურად წარმოება და გაყიდვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც , გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამერიკაში გამოცხადდა სასტიკი ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ. უამრავმა ნიჭიერმა სელექციონერმა სწორედ აქ იპოვა თავშესაფარი და დაიწყო ახალი ეპოქა.
დროთა განმავლობაში იქმნებოდა და ქრებოდა უამრავი კომპანია, მაგრამ დღემდე მოაღწიეს მხოლოდ იმათ, ვისი პროდუქციაც კონკურენტუნარიანი იყო. დღეს მთელ მსოფლიოში ათასობით კომპანია აწარმოებს და ყიდის მარიხუანას თესლს, მაგრამ ხარისხის ეტალონად სწორედ ჰოლანდიური სიდბანკები რჩებიან.
ჰოლანდიური მწარმოებლები:
- Dutch Passion
- Barney’s Farm
- Greenhouse Seeds
- Strain Hunters
- Homegrown Fantaseeds
- K.C. Brains
- Nirvana Seeds
- Paradise Seeds
- Sagarmatha Seeds
- Sensi Seeds и Sensi Seed Club
- Serious Seeds
- Soma Seeds
- TH Seeds
მარიხუანას თესლის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი საქართველოს ბაზრისთვის ძალიან შორსაა და ქართველი მებაღეებისათვის მათი პროდუქცია ხელმისაწვდომი არ არის.
ასევე ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიც ესპანეთი და ინგლისია, უამრავი კარგი მწარმოებელი საქმიანობს და მათი პროდუქციაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.