მარიხუანას მორწყვის ოპტიმიზაცია

თანამედროვე სოფლის მეურნეობა მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე ხდება სულ უფრო და უფრო ეფექტური, ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ბუნებაზე გავლენის შემცირებითა და ნაკლები წყლის გამოყენების გზით მიიღებოდეს ბევრად დიდი მოსავლი. ამის კარგი მაგალითი არის ისრაელი და განსაკუთრებით, ჰოლანდია, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე თითქმის ორჯერ პატარაა მაგრამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ (რომელიც მასზე 300-ჯერ დიდია). ჰოლანდიელებმა მცირე ფართობზე ასეთ შედეგს შრომისუნარიანი ხასიათით მიღებული უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებით, წარმოებისა და ბაზრების განვითარებით მიაღწიეს. 2017 წლის მონაცემებით, ჰოლანდიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ტექნოლოგიებისა და ცოდნის ექსპორტმა 100 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა (მათ შორის მარიხუანასა და მისი თესლის ექსპორტი). ეფექტურმა განათებებმა, წვეთოვანმა სარწყავმა, ჰიდროპონიკულმა სისტემებმა და სხვა სახის არეებმა ჩაანაცვლა ნიადაგი და მკვეთრად შეზღუდა პროდუქციის წარმოების სეზონურობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ცოდნას, ინფრასტრუქტურასა და ენერგიას (როგორიცაა ელექტრო ენერგია და ბუნებრივ აირი) და ყველა ქვეყანაში ასეთი განვითარებული ჯერჯერობით არ არის.

საქართველოს სოფლის მეურნეობაზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ჰოლანდიის და ისრაელის დასაწევად კი შესაბამისი ცოდნა გვჭირდება. ამიტომაც დავიწყოთ მცენარეების სწორი მორწყვის შესწავლით.

დედამიწაზე წყალი სინათლესთან ერთად არის სიცოცხლის საფუძველი – მცენარეები სწორედ წყლის საშუალებით იღებენ საკვებ ნივთიერებებს. მას დიდი მინშვნელობა აქვს კანაბისის მცენარის ჯანმრთელობისა და ზრდისთვისაც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცენარეების მორწყვაზე, ნიადაგთან ან სუბსტრატთან ერთად, რომელშიც იზრდება, მნიშვნელოვანია მცენარის ზომა და წყლის მიწოდების ინტენსივობა. ეს პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ რა პოტენციალს გამოავლენს მცენარე. ტრადიციულთან ერთად, არსებობს მორწყვის უამრავი ტექნოლოგიური საშუალება და მეთოდი. რაც უფრო მეტ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ, მით უფრო გაგვიადვილდება მცენარეების გაზრდა. მაგალითად შუქის ტაიმერი – რომ არა ის, თვეების განმავლობაში დღეში მინიმუმ 2-ჯერ მოგვიწევდა ზუსტად ერთსა და იმავე დროს ყუთთან მისვლა და სინათლის ხელით ჩართვა-გამორთვა. შუქის ტაიმერის მსგავსად, შესაძლებელია სარწყავი ტაიმერის გამოყენება, რათა უფრო უკეთ ვაკონტროლოთ ეს პროცესი. ეს სტატია ეხება როგორც ოთახისა და ყუთის მცენარეებს, ასევე ღია ცის ქვეშ, ბუნებაში გაშენებულ ბაღებსს. იმისდა მიუხედავად, რომ ამ ორ გარემოს შორის არის არსებითი განსხვავებები, მიზანი იგივეა – მცენარეს ზრდისთვის შევუქმნათ ოპტიმალური პირობები.

რა განსხვავებაა ყუთში გაზრდასა და გარეთ გაზრდას შორის?

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რწყვის რეჟიმთან მიმართებაში, რადგანაც მცენარის მიერ წყლის ათვისება მეტწლიად დამოკიდებულია გარემო პირობებზე (გარემოში იგულისხმება ნიადაგი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ა.შ.). გარეთ და შიგნით გაზრდისას კი ეს პირობები, ხშირად, მკვეთრად განსხვავდება.

  1. მცენარის ფესვების ზრდის არეს აქვს ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობა. ზრდის არეში პირველ რიგში იგულისხმება ნიადაგი იგივე “მიწა”. ნიადაგი არის რთული ბუნებრივი სხეული, რომელიც შედგება მინერალებისგან, წყლისგან, ჰაერისგან და ორგანული ნივთიერებებისგან (გახრწნის/დეკომპოზიციის სხვადასხვა სტადიაში მყოფი მკვდარი ფესვები და არსებები, ზემოდან დაყრილი ფოთლები, ტოტები და ა.შ.), მათ შორის ცოცხალი ორგანიზმებისგან (ბაქტერიები, სოკოები, სხვადასხვა არსებები, ა.შ.). ამ ოთხი ნივთიერების (მინერალური, ორგანული, ჰაერი და წყალი) პროპორციებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ნიადაგის სწორი შერჩევა და მართვა კრიტიკული მნიშვნელობისაა მცენარისათვის. ბუნებრივი ნიადაგი და ქოთნის პირობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
  2. ყუთში გაზრდიას არის ერთგვაროვანი განათება, გარეთ კი შეიძლება პერიოდულად რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი იყოს ღრუბელი, რაც მცენარეში ამცირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინტენსივობას და შესაბამისად ზრდის ტემპებს. ღრუბლიან ამინდში მცენარე ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის სინათლეს და ამიტომ არ ჭირდება ბევრი წყალი. ხოლო ყუთის პირობებში მეტწილად მუდმივი პირობებია და მცენარეს წყალიც სტაბილურად მიეწოდება.
  3. იგივე ეხება ტენიანობასა და ტემპერატურასაც, გარეთ ეს მაჩვენებელი მკვეთრად მერყეობს, იგივე ღრუბლიან/წვიმიან დღეებში და განსაკუთრებით შემოდგომის დადგომასთან ერთად, როდესაც მცენარე იწყებს ყვავილობას და განსაკუთრებით მგრძნობიარე და მოწყვლადი ხდება გარემო პირობების ცვლილებების მიმართ. დღისით სითბო და კარგი ამინდი, ხოლო ღამით სიცივე და ხშირად ტემპერატურის 10-15 გრადუსიანი კლება სტრესავს მცენარეს და ანელებს ქსოვილების განვითარებას (მაგ. ოქტომბერში დღისით მზიან ამინდში ტემბერატურა შუადღეს შეიძლება 20 გრადუსამდე ავიდეს, მაგრამ ღამე 5 გრადუსზე ჩამოდიოდეს).
  4. და ბოლოს, ქოთნისა და მცენარის ზომა პირდაპირ განსაზღვრავს გამოყენებული წყლის რაოდენობას. რაც უფრო დიდია მცენარე, მით მეტი წყალი ჭირდება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყუთშიც და გარეთაც ადგილი შეზღუდული გვაქვს და უზარმაზარი ქოთნების ძვირადღირებული ნიადაგით გავსება და მითუმეტეს ხშირად მორწყვის საშუალება ყოველთვის არ არის.

ამიტომაც ჩვენი მიზანია, მაქსიმალური ეფექტურობით გამოვიყენოთ შეზღუდული რაოდენობის რესურსი და ნაკლები ფულისა და დროის ხარჯზე მივიღოთ მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობის მოსავალი.

არსებობს მორწყვის უამრავი საშუალება და მეთოდი, რომელიც უნდა ავარჩიოთ და მოვარგოთ ჩვენ მცენარეებსა და პირობებს. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ როდის ჭირდება მცენარეს წყალი და როგორ იღებს ის წყალში გახსნილ მინერალურ საკვებ ნივთიერებებს.

წყლის ტემპერატურა

სარწყავი წყლის ტემპერატურა კანაბისის მცენარისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ფაქტორმა შეიძლება ახსნას ბევრი თქვენთვის ამოუცნობი პრობლემა, რომელიც შესაძლოა თქვენ მცენარეებს ჰქონდათ ხოლმე.

არსებობს წყლის საზომი უამრავი საშუალება (თერმომეტრი), რომლებიც რეალურად ძალიან ხელმისაწვდომი და იაფია. მეტიც, ზოგიერთი EC და pH მეტრი ასევე ზომავს ტემპერატურასაც. თუ აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდით სარწყავი წყლის ტემპერატურას, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ იმედია, აზრს შეიცვლით.

გამომდინარე იქედან სარწყავი წყალი გრილია თუ თბილი, იცვლება მისი შემადგენლობა და თვისებები, მაგალითად მასში ჟანგბადის რაოდენობა. თუ სარწაყავი წყალი არის 16º გრადუსზე დაბალი (ანუ წყალი გრილია), მცენარის ფესვების მოქმედება მკვეთრად იზღუდება, რაც გამოიწვევს მინერალების შეთვისების შემცირებას და ზრდის პროცესის მკვეთრ შეფერხებას. ზედმეტად ცივი წყლით რწყვის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი არის ფოთლების ოდნავი მუქი ფერი და ზოგიერთ შემთხვევაში გახლეჩაც კი. ცივი წყლით მორწყვა და მცენარის დასტრესვა იწვევს ფესვების სოკოვან დაავადებებს როგორიცაა პითიუმი და სხვები, რაც ძალიან ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება თქვენი მცენარეებისათვის.

თუ სარწყავი წყალი ზემდეტად თბილია, მცენარე ვეღარ შეძლებს წყალში გახსნილი მინერალების შეთვისებას, ან ძალიან დაბრკოლდება ეს პროცესი, რაც გამოიწვევს მინერალების ნაკლებობებს და შეიძლება ნიადაგში/სუბსტრატში სოკოებიც კი გააჩინოს, ამას კი შეუძლია, ძალიან ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

წყლის უფრო და უფრო გათბობასთან ერთად მასში ჟანგბადის კონცენტრაცია კლებულობს. დაწყებული 20º გრადუსიდან წყალში ჟანგბადის კონცენტრაცია ჩამოდის 9 ppm-მდე, ეს იდეალური ტემპერატურაა მცენარის ფესვებისთვის ჟანგბადის შესათვისებლად. 23º და ოდნავ მეტ გრადუსზე ფესვები აღწევს ნივთიერებების შეთვისების ყველაზე ოპტიმალურ კონდიციას, მაგრამ ჟანგბადის რაოდენობა ჩამოდის 8.5 ppm-მდე. ამრიგად, თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენმა მცენარემ ფესვები განავითაროს სწორად ზრდის მთელი პროცესის განმავლობაში, მაშინ უნდა რწყათ 20º-იანი წყლით, ეს მათ დაეხმარება რომ გაიზარდონ და მიიღონ უამრავი ჟაგბადი. მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარეებმა შეითვისონ მაქსიმალური რაოდენობის საკვები ნივთიერებები, უმჯობესია, სარწყავი წყალი 23º გრადუსზე დააყენოთ.

შეჯამებისათვის: კანაბისისთვის სარწყავი წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 20-23º გრადუსებს შორის უნდა მერყეობდეს.

წყლის ტემპერატურასთან დაკავშირებით აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ ნიადაგზე, სადაც თქვენი მცენარეები არიან უფრო უსაფრთხოდ და ნიადაგის რეალური ტემპერატურა დიდადაა დამოკიდებული თქვენი ყუთის/ოთახის პირობებსა და პარამეტრებზე. ტემპერატურასთან დაკავშირებით რეალური პრობლემები გამოვლინდება ჰიდროპონიკული სისტემების შემთხვევაში.

როდესაც თქვენ ზრდით ჰიდროპინიკული სისტემით, აქ არ იქნება ნიადაგი, რომელიც თავის თავზე აიღებს ყველა შოკს, რაც თქვენმა მცენარემ შეიძლება მიიღოს და თქვენი სუბსტრატის ერთადერთი შემავსებელი არის წყალი. მცენარის ფესვები მუდმივ კავშირში იქნება წყალთან და სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვენელობა წყლის ტემპერატურას, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია და გავლენა აქვს თქვენი მცენარეების ჯანმრთელობაზე. თქვენ უნდა შეამციროთ ან გაზარდოთ წყლის ტემპერატურა, თუ ის არის უფრო მეტი ან ნაკლები 20º გრადუსზე.

როდესაც თქვენ ჰიდროპონიკული სისტემისათვის იყენებთ ცივ წყალს (18º), ეს ეხმარება ფესვებს, გადარგვის შემდეგ გაიზარდონ სწორად, მაგრამ ამ ტემპერატურაზე ფესვებს არ შეუძლიათ შეითვისონ ბევრი საკვები. რადგანაც ისინი არიან მცირე ზომის, მათ არც სჭირდებათ ბევრი საკვები ნივთიერების შთანთქმა, მაგრამ როდესაც ფესვები ადაპტირდება ახალ გარემოსთან, სისტემასთან და საკმარისად გაიზრდება, ამის შემდეგ საჭირო იქნება წყლის ტემეპრატურის მატება 23º გრადუსამდე, რათა მცენარეებმა შეძლონ საკმარისი რაოდენობის მინერალების ათვისება.

როგორც წესი, ის ტემერატურა, რომელსაც თქვენი ნათურები გამოყოფენ წყლის ტემერატურას საერთოდ არ ცვლის. არსებობს სისტემაში წყლის ტემპერატურის მონიტორინგისა და რეგულირების უამრავი ხელმისაწვდომი ელექტრონული და ციფრული ხელსაწყო, რომლებიც დაგეხმარებათ 24 საათის განმავლობაში აკონტროლოთ და არეგულიროთ წყლის ტემპერატურა, რათა თქვენს მცენარეებს ჰქონდეთ ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა და საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად შეთვისების შესაძლებლობა.

მცენარის მიერ წყლის შეთვისების ბუნება

როდესაც ჩვენ ვზრდით კანაბისს და ვსაუბრობთ ჩვენი მცენარეების ზომებზე, მორწყვა და ის, თუ როგორ მივაწვდით მცენარეებს წყალს, არის კრიტიკული იმასთან მიმართებაში, თუ როგორ გაიზრდებიან ისინი. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო ხშირად მოვრწყავთ მცენრეს მცირე დოზებით (იქნება ეს წყალი თუ წყალში გახსნილი სასუქი), მით უფრო უკეთეს შედეგს დადებს ის.

მცენარის ზრდასთან ერთად რეგლუარულად მოსარწყავად სწორი დროისა და მცირე დოზების შესარჩევად გვჭირდება დაკვირვება. ზოგადად თითო მორწყვაზე ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 60-70 მილილიტრის მოცულობის წყალი/ხსნარი, მაგრამ შედეგი იქნება ძალიან კარგი, რადგანაც წყლის ის რაოდენობა რასაც მცენარე მიიღებს, ასევე მინერალური ნივთიერებებისა და ჰაერის მოცულობები და პროპორციები სხვა გარემოებებთან ერთად იქნება ბევრად უფრო ერთფეროვანი მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე დღეში ერთხელ ან რამდენიმე დღეში ერთხელ მორწყვა. საუბარია იმაზე, რომ მცენარეს გასაზრდელად ყოველი დღის განმავლობაში ბევრად უფრო დიდი ხნით ქონდეს ოპტიმალური გარემო.

მაგალითად, გათენებიდან ან ნათურების ანთებიდან ნახეავრი საათის შემდეგ მცენარეს მივცეთ წყლის ან სასუქიანი წყლის (ხსნარის) პირველი პორცია (დოზა), მერე ყოველი საათის შემდეგ და რაც უფრო მივუახლოვდებით დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთს (შუადღეს, როცა ყველაზე მეტად ცხელა), მორწყვებს შორის შუალედები ჩამოვა ყოველ ნახევარ საათამდე. მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ გარემო პირობებსა და მცენარეზე. მაგალითად, თუ თქვენს ბაღში/ყუთში არის დაბალი ტენიანობა და ჰაერი მშრალია, ან არის ქარიანი ადგილი და კარგი ცირკულაცია, მცენარეს დაჭირდება უფრო მეტი წყალი თითეულ დოზაზე და თქვენ უნდა დაარეგულიროთ მორწყვის ჯერადობა ამის მიხედვით. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის ბოლოსკენ თქვენ უნდა შეწყვიტოთ მორწყვა მზის ჩასვლამდე/ნათურების გამორთვამდე 2-3 საათით ადრე, რათა სიბნელის პერიოდში ფესვებს მიეცეთ შედარებით გამოშრობის საშუალება. სიბნელეში ფესვები მოიხმარენ ძალიან ცოტა წყალს და თუ ისინი ღამე ზედმეტად სველ და ნაკლებ ჟანგბადიან პირობებში არიან, შესაძლოა ამან გამოიწვიოს პრობლემები და დაავადებები (როგორიცაა ფესვის სიდამპლე).

მორწყვის ეს სისტემა კარგად მუშაობს ნებისმიერი არესთვის/სუბსტრატისთვის, სადაც არის საკმარისი დრენაჟი და თქვენ არ აპირებთ გადაჭარბებულ ტენში ამყოფოთ ფესვები. თუ თქვენ ზრდით ნიადაგში და ის ძალიან სველდება, თქვენ უნდა მორწყათ უფრო მცირე დოზებით და არა ჯერადობით. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ წყლის ნაკადი მოდიოდეს ნელა, წვეთ-წვეთობით. ამ დროს წვეთი ნიადაგზე დაცემისას ასწრებს გაშლას და უფრო დიდი ფართობის დასველებას, ანუ ჩვენ წყალს ვაძლევთ დროს, კარგად გაჟღინთოს ნიადაგი და გაიწოვოს გვერდებზეც. თუ თქვენი სარწყავი სისტემა ნიადაგთან მდებარეობს ძალიან ახლოს, რწყავს ზედმეტი წნევით და წყალი ჩქარა გამოდის, ის ვერ დაფარავს დიდ ფართობს და გრავიტაციის ძალით დაეშვება ზუსტად ვერტიკალურად ქვევით, ქოთნის ცენტრში, კიდეები კი მშრალი დარჩება (ანუ გაკეთდება 5-10 სმ სველი სვეტი და ირგვლივ იქნება სიმშრალე).

მცირე დოზებით რეგულარული რწყვის მეთოდის კიდევ ერთი სასარგებლო მხარე შეეხება მცენარისათვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ვიცოდეთ წყალში გახსნილი სასუქის კონცენტრაცია (EC ან ppm), მაგრამ კიდე უფრო მნიშვნელოვანი არის მინერალების ბალანსი. თქვენი თავი რომ აიღოთ, ადამიანებს გვჭირდება დაბალანსებული დიეტა, რაც უფრო სწორად გაქვთ შერჩეული სურსათი (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ცილები, ნახშირწყლები, ა.შ.), მით უფრო ჯანმრთელი იქნებით. მცენარეებიც ზუსტად იმავე პრინციპით იზრდებიან, თუ თქვენ მათ რეგულარულად გამოკვებავთ დაბალანსებული მცირე დოზებით მთელი დღის განმავლობაში, ისნი გაიზრდებიან უკეთ, ვიდრე მაგალითად თუ სასუქს მივცემთ ყოველ 2 დღეში ერთხელ. მიცემისთანავე მათ ექნებათ საკმარისზე მეტი საკვები, შემდეგ ნელ-ნელა დროის გასვლასთან ერთად ეს რაოდენობა დაიკლებს და რაღაც მომენტში ზოგიერთი მინერალი გახდება დეფიციტური, რადგანაც ჩვენ არ ვიცით თითეული მცენარე ზუსტად რას და რამდენს შეითვისებს. ამ დროს ზრდის პროცესი ფერხდება და აღარ არის ოპტიმალური. შემდეგ 2 დღეში ისევ ახალი სასუქით ისევ ყველაფერი ერთბაშად ჭარბად მიეწოდება, რაც მცენარისთვის შოკური მომენტიც კი არის, როცა ის ცდილობდა მიეღო წყალი, მიეღო საკვები ნივთიერებები და უცბად ამდენი ერთად დაატყდება თავს და ასე გრძელდება ეს ციკლი. დაგვეთანხმებით, რომ ამას ჯობია ყოველი დღის განმავლობაში რეგულარულად ვკვებოთ მცენარე წყლითაც და მინერალებითაც.

და ბოლოს, გარდა ფესვებისა, რომლებსაც ექნებათ მუდმივი წვდომა საკვებ ნივთიერებებთან და ტენთან, ნიადაგში არსებობს სასარგებლო ცოცხალი ორგანიზმების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც ფესვებს ეხმარებიან მინერალების შეთვისებაში და სიმბიოზურ კავშრის ამყარებენ მცენარესთან. მსგავსად მცენარეებისა, მათაც ჭირდებათ სტაბილური გარემო. თუ ჩვენ ვრწყავთ დღეში ერთხელ ან უფრო იშვიათად, ვნახავთ რომ მორწყვისას ნიადაგი ზედმეტად სველდება და მისგან ჰაერი გამოიდევნება, ხოლო მორწყვამდე ნიადაგი ზედმეტად შრება, ამას კი გავლენა აქვს მის სტრუქტურასა და მარილიანობაზე, რადგანაც ნიადაგში მარილების რაოდენობა  (EC ან ppm), პირდაპირ კავშირშია ტენიანობასთან – როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული რაოდენობის წყალი, მასში გახსნილი გარკვეული რაოდენობის მარილები და ჩვენ ვამცირებთ წყლის რაოდენობას (როცა ნიადაგი შრება), შესაბამისად იზრდება მასში მარილის კონცენტრაციაც, მარილიანი პირობები კი (სასარგებლო) ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობას ძალიან არ მოსწონს. მუდმივი რწყვით თქვენ ინარჩუნებთ ნიადაგის/არის ერთგვაროვან ტენიანობას რაც ძალიან კარგი წინაპირობაა სასარგებლო მიკრობებისთვის გასამრავლებლად და საარსებოდ. ნიადაგი არასდროს გამოშრება ზედმეტად ან არასდროს დასველდება ისე, რომ ბაქტერიები დაიხოცნონ ან შეეზღუდოთ არსებობა ანაერობული (უჰაერო) პირობების გამო.

თქვენ შეიძლება იფიქროთ, როგორ უნდა გავაკეთო ეს? ეს არც ისე რთულია, ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ტაიმერი და სპეციალური ელექტრო ჩამკეტი ონკანი, რაც ჩართავს და გამორთავს სარწყავ წყლის ტუმბოს ან ონკანს – ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამი/წუთი, ისევ გაითიშოს და ასე შემდეგ. ამ გზით ფესვთა სისტემა შეითვისებს ბევრად უფრო თანაბარი რაოდენობის წყალს, საკვებ ნივთიერებებს და ჰაერს. შედეგად თქვენ მიიღებთ დაჩქარებულ ზრდას.

ამ მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მხარე არის გამოყენებული წყლის რაოდენობის დაზოგვა, რაც ზოგიერთი მებაღისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.