აზოტის ნაკლებობა და ფოთლების სიყვითლე

აზოტის ნაკლებობა მარიხუანასთვის

პრობლემა: აზოტის დეფიციტი. კანაბისისთვის აზოტის დეფიციტი იწვევს ქვედა, ზრდასრული, ძველი ფოთლების გაყვითლებას, დაჭკნობასა და საბოლოოდ სიკვდილს – მცენარისგან მოშორებას, ჩამოვარდნას.

აზოტის დეფიციტით გამოწვეული გაყვითლებისას შეიძლება ვიხილოთ ყავისფერი შეფერილობა. როგორც წესი, ფოთლები ჯერ რბილდებიან, იხვევიან შიგნით, შემდეგ ხმებიან, იღებენ მსხვრევად ტექსტურას და კვდებიან.

აზოტის ნაკლებობა სავეგეტაციო პერიოდში 2

თუ თქვენ მცენარეს უყვითლდება ზედა, ახალამოსული ფოთლები, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ არ გაქვთ საქმე აზოტის დეფიციტთან. აზოტის ნაკლებობა პირველ რიგში, ყოველთვის ყველაზე ძველ, ქვედა ფოთლებზე აისახება.

აზოტის ნაკლებობის პროგრესი

აზოტის ნაკლებობის პროგრესი

აზოტი არის მობილური ელემენტი, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გადაადგილება მცენარის შიგნით საჭიროებიდან გამომდინარე. მარიხუანას სჭირდება აზოტი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ფოთლები მწვანედ და მიიღოს ენერგია სინათლისგან. ყველა ახალი ფოთოლი იღებს საკმარისი რაოდენობის აზოტს, რათა იყვნენ მწვანე და განახორციელონ ფოტოსინთეზი. ყველაზე მეტ სინათლეს სწორედ ახალამოსული, ახალგაზრდა ფოთლები შთანთქავენ. სწორედ ამიტომაც სჭირდება მცენარეს მათი პრიორიტეტულად ქცევა – მიიღოს რაც შეიძლება მეტი ენერგია.

მწიფე ყვავილედები

მწიფე ყვავილედები

თუ ახალი ფოთლები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის აზოტს, მცენარე იწყებს აზოტის „მოპარვას“ ძველი, ქვედა ფოთლებისგან, რათა მიაწოდოს ის ახლებს. სწორედ ამითაა გამოწვეული ქვედა ფოთლების გაყვითლება და დაჭკნობა აზოტის დეფიციტის დროს. კანაბისისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყვავილობის პერიოდის ბოლოს ფოთლების გაყვითლება – ის განიცდის აზოტის ნაკლებობას ყვავილედების წარმოქმნის პროცესში.

თუმცა, თუ თქვენი მცენარე გაყვითლების გამო კარგავს ქვედა ფოთლებს ძალიან ჩქარა (თუ მათი გაყვითლება და ჭკნობა მაღლა „მიცოცავს“ მცენარის ქვედა ნაწილიდან) განსაკუთრებით, სავეგეტაციო პერიოდში, სანამ მცენარე დაიწყებს ყვავილედების ფორმირებას, მაშინ თქვენ გაქვთ პრობლემა და საჭიროა მისი სასწრაფოდ მოგვარება. სავეგეტაციო პერიოდში აზოტის ნაკლებობა არ გვჭირდება!

აზოტის ნაკლებობა ქვედა ფოთლებზე~

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ მარიხუანას ქვედა ფოთლები ყვითლდება სავეგეტაციო პერიოდში, ან ყვავილობის დაწყებისას, შესაძლოა, თქვენი მცენარე საჭიროებდეს აზოტის დამატებას.

ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება აზოტის დეფიციტის ნიშნები ვეგეტაციის დროს. სავსებით ნორმალური მოვლენაა რამდენიმე ქვედა ფოთლის გაყვითლება აქა-იქ მცენარეზე, განსაკუთრებით, რაც უფრო დიდია ის. მაგრამ თუ თქვენ ატყობთ, რომ კარგავთ შესამჩნევი რაოდენობის ფოთოლს და ეს პროცესი ზევით მიიწევს, თქვენ გაქვთ პრობლემა.

როგორც მებაღემ, თქვენ უნდა იცოდეთ, რამდენი აზოტი ჭირდება თქვენ მცენარეს და რა პერიოდებში. აზოტის რაოდენობის შეფარდებას სხვა ელემენტებთან უდიდესი როლი აქვს მცენარის ზრდასა და ყვავილედების ფორმირებაში.

სავეგეტაციო პერიოდი – აზოტის მაღალი რაოდენობა (როგორც წესი, უმეტეს სასუქებში გვხვდება)

უმეტეს სასუქებში, რომლებიც საქართველოს მაღაზიების დახლებზე გვხვდება, არის აზოტის მაღალი შემცველობა (N – Nitrogen). სასუქების ეს სისტემები გამოსადეგია სავეგეტაციო პერიოდისთვის.

საქართველოში არსებული აზოტის ზოგიერთი წყარო:

  •  „ორგანიკა“ არის არამინერალური, თხევადი, ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს მარიხუანაზე და რეკომენდირებულია მებაღეების მიერ
  • ამონიუმის გვარჯილა (ქართული წარმოების) შეიცავს 34.4% აზოტს და არის თეთრი გრანულების სახით. არის აზოტის წყარო, მაგრამ მისი არასტაბილურობის გამო, შეიძლება ეფექტი არც ისეთი სასურველი იყოს. სწორად გამოყენების პირობებში უკვე ზრდასრულ მცენარეზე შეიძლება, კარგი შედეგი მივიღოთ.   
  • სხვადასხვა მინერალური სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტის მაღალ კონცენტრაციას.

აზოტის ნაკლებობისა და სიჭარბის დიაგრამა

ყვავილობის ფაზა – აზოტის დაბალი რაოდენობა. ძალიან მნიშვლეოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ აზოტის დაბალი შემცველობის მქონე სასუქების გამოყენება ყვავილობის პერიოდისთვის.

საქართველოში ფოსფორისა და კალიუმის მაღალი კონცენტრაციის შემცველი მინერალური სასუქები სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. ყვავილობის პერიოდისთვის სწორედ ეს მინერალებია საჭირო. ორგანულ მებაღეობაში ამ ელემენტების მიღება მხოლოდ ორგანული ნარჩენების სახითაა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, ნიადაგში წინასწარ შევურიოთ მაგალითად: ძროხის, ცხენის ან ქათმის გადამწვარი ნაკელი, ბიოჰუმუსი, კომპოსტი და ა.შ.

სურათზე ჩვენ ვხედავთ აზოტის ნაკლებობას ყვავილობის პერიოდის ბოლოსთვის. ეს პროცესი სრულიად ნორმალურია და ამასთან, სასურველიც.

მოსავლის აღების წინ

მცენარითვის ბუნებრივია აზოტის ნაკლებობა მაშინ, როდესაც ის სიმწიფეს უახლოვდება. ეს კარგი მოვლენაა. ზედმეტ აზოტს შეუძლია ხელი შეუშალოს ყვავილედების წარმოქმნის სწორ პროცესებს, გააფუჭოს პროდუქტის კვამლის გემო და სუნი. სწორედ ამიტომაცაა, რომ ყვავილობის პერიოდისთვის განკუთვნილი სასუქები შეიცავენ აზოტის მცირე დოზებს.

მწიფე ყვავილედები და ყვითელი ფოთლები

ამიტომაც ნუ ვინერვიულებთ, თუ ჩვენი მცენარეები ყვავილობის პერიოდის ბოლოსკენ აზოტის დეფიციტის ნიშნებს გამოავლენენ. მისი არასაკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ყვავილედების კარგად ჩამოყალიბებას და მოსავლის რაოდენობის ზრდას!

პრობლემის მოგვარება: თქვენ შეგიძლიათ, აგრონომიულ მაღაზიებში შეიძინოთ ბევრი სახის სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტს. პრაქტიკულად, თითქმის ყველა სახის სასუქი შეიცავს მას. თუ თქვენ ჯერ არ გამოგიყენებიათ სასუქი და ამავე დროს მცენარეს ქვედა ფოთლები უყვითლდება, სცადეთ აზოტიანი სასუქის გამოყენება და დააკვირდით, გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა.

თუ თქვენ უკვე იყენებთ სასუქს, მაშინ, სავარაუდოდ, აზოტის დეფიციტი არ გექნებათ. ამისდა მიუხედავად, თუ ამჩნევთ, რომ აზოტის ნაკლებობა ისევ პრობლემად რჩება სასუქების გამოყენების დაწყებიდან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, მაშინ პრობლემა სხვა რამეშია და თქვენ უნდა შეძლოთ მისი პოვნა.

აზოტის ნაკლებობა მარიხუანას ყვავილობისას

ცოტა მეტი აზოტსა და კანაბისზე

ზოგჯერ, თქვენ შეიძლება მიიღოთ აზოტის დეფიციტი, თუ ფესვების ირგვლივ სუბსტრატის pH  არის ძალიან დაბალი (5.5-ზე ნაკლები), იმისდა მიუხედავად, რომ იქ აზოტი უხვადაა. ეს გამოწვეულია იმის გამო, თუ ფესვების გარშემო pH  არასწორ ფარგლებშია, ისინი სწორად ვერ შთანთქავენ მინერალებს. pH შესახებ მეტს ამ სტატიიდან გაიგებთ

აზოტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავეგეტაციო, ზრდის პერიოდისთვის. მას შემდეგ, რაც ის გადავა ყვავილობის ფაზაში, მისი საჭიროება კლებულობს, მაგრამ არა ბოლომდე.

აზოტის ნაკლებობა

აზოტის ნაკლებობა

აზოტი არის ერთ-ერთი სამი ძირითადი მაკროელემენტიდან, რომელიც მინერალური (NPK ტიპის) სასუქების შემადგენლობაშია. როდესაც ჩვენ ასეთი სასუქის ეტიკეტს დავხედავთ, დავინახავთ სამ ციფრს. მაგალითად, 6-4-4 ან 2-8-4. ეს ციფრები აღნიშნავენ შეფარდებას აზოტს (Nitrogen N), ფოსფორსა (Phosphorous P) და კალიუმს (Potassium K) შორის. დედამიწაზე არსებულ თითქმის ყველა მცენარეს ეს ელემენტები ესაჭიროება გასაზრდელად.

ენპეკა სასუქი

ამ შემთხვევაში პირველი ციფრები “0.01”, „6“ და “2” ყოველთვის აჩვენებს აზოტის პროპორციას ხსნარში შეფარდებით დანარჩენ ორ ელემენტთან (ფოსფორსა და კალიუმთან).

იმის მიზეზი, რომ აზოტი თითქმის ყველა სასუქის ფორმულაში შედის არის, რომ ის არის სასიცოცხლო ნივთიერება მცენარეული პროცესებისათვის.

შენიშვნა: სიმწიფის ბოლო ფაზამდე ბოლო რამდენიმე კვირით ადრე მცენარე იწყებს მთელი დარჩენილი აზოტის „გამოწოვას“ თავისი ფოთლებიდან, ეს არის ყვავილედების ფორმირების პროცესი. ის იწვევს მცენარის ქვედა მხარეს ფოთლების გაყვითლებას. ეს არის ბუნებრივი მოვლენები და მასთან ბრძოლა საჭირო არ არის. თქვენ უკვე შეამჩნევდით, რომ დამწიფებული ყვავილედების სურათების უმეტესობაზე, სადაც ჩანს დიდი ყვავილედები და მალე უნდა მოიჭრან არის ყვითელი ფოთლები. ყვავილობის პერიოდში აზოტის სიჭარბე და მცენარის მისით მოწამვლა, მუქი მწვანე ფერის ფოთლებით მოჭრის დროს ამცირებს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.

აზოტის შკალა

დაიმახსოვრეთ: მარიხუანას ფოთლებისათვის ნორმალური მოვლენაა სიმწიფის პერიოდში გაყვითლება.

ფოთლის ფერი: მკრთალი ყვითელი ფერი ქვედა, ძველი ფოთლებისთვის, ფოთოლზე ძარღვთაშორისების გაყვითლება.

სიმპტომი: ქვედა ფოთლების გაყვითლება, ძველი ფოთლების დაჭკნობა და ჩამოვარდნა.

ფოთლების ჩამოცვენა