დახმარება პრობლემური თესლების გაღვივებისას

პრობლემური თესლის გაღვივება

მარიხუანას თესლის გაღვივება

ალბათ, ბევრს გეცნობათ მწუხარების შეგრძნება, როდესაც ძალიან გინდათ, გაზარდოთ რომელიმე კონკრეტული ჯიში და რატომღაც, სწორედ თქვენთვის სასურველი ჯიშის კაკლებს არ უნდათ გაღვივება. რამდენიმე დღეში კი იწყებენ გაფუჭებას, ლპობას და საბოლოო ჯამში კვდებიან.

როგორც ცნობილია, კანაფის ბევრი კაკალი სამწუხაროდ არის რთულად გაღვივებადი (ეს დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე: ჯიში, ასაკი, სიმწიფის ხარისხი, შენახვის პირობები და ა.შ.). სავსებით გასაგებია, რომ გაღვივების თემა ძველია, საკმაოდ ბევრჯერ იქნა განხილული ფორუმებზე, სტატიებში და სხვა წყაროებში. მინდა მხოლოდ გავამახვილო თქვენი ყურადღება ამ პროცესის ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტზე და ნათლად, თავიდან ბოლომდე გაჩვენოთ რთულად გაღვივებადი კაკლების გაღვივების მეთოდი, რომელიც მრავალი წელია შეფერხების გარეშე, საიმედოდ მუშაობს. ეს მეთოდი კი მდგომარეობს, ჩანასახის ყველაფერი არასაჭიროსაგან განთავისუფლებაში, უკვე წყლით გაჟღენთილი კაკლის ეტაპზე. (მინდა დავაზუსტო, რომ ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ იმ კაკლების მიმართ, რომლებიც თავისით ვერ ახერხებენ გარე დამცავი ზედაპირისგან განთავისუფლებას და ფესვის გაზრდას!)

პრობლემური თესლის გაღვივება

წყლით დალბობამდე „ვხსნით“ ნაჭუჭს, რითაც ვუზრუნველყოფთ სითხის პირდაპირ ჩანასახთან შეუფერხებელ მოხვედრას. ამისათვის არის ბევრი მეთოდი – ჩამოქლიბვა, ჩამოჭრა და ა.შ., მაგრამ მათი გამოყენება ყოველთვის მოსახერხებელი არ არის, განსაკუთრებით მცირე ზომის სატივის კაკლებთან მუშაობისას, რომლებიც, როგორც წესი, ბევრად პატარები არიან ვიდრე ინდიკას და ავტოყვავილებადი ტიპის კაკლები.

Sky_Method_01

ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ მარტივი და ეფექტური მეთოდი, კაკლების „გატკაცუნება“, როგორც ჩვეულებრივ მზესუმზირას თესლს – ვიდებთ კიდით კბილზე და ცოტათი ვაწვებით დამახასიათებელ ტკაცუნამდე:

მარიხუანას გაღვივებული თესლი (2)

კაკლების მთავარი პრობლემა და მტერი არის მიკროორგანიზმები, რის გამოც ხშირად ფუჭდებიან და ლპებიან, ამიტომ დეზინფექციისთვის ვამზადებთ წყლის ხსნარს (სასურველია ნეიტრალური ან ნაკლებადმჟავე pH-ის დონით 6.0-7.0) და წყალბადის ზეჟანგით (იყიდება ნებისმიერ აფთიაქში). შეფარდება: ერთ ჭიქა წყალზე, სამი სუფრის კოვზი ზეჟანგი:

წყალბადის ზეჟანგი

ხსნარი შევანჯღრიოთ ან რამდენჯერმე გადავასხათ ერთი ჭიქიდან მეორეში აერაციისთვის და ჩავალბოთ უკვე „გახსნილი“ კაკლები (აერაციის შედეგი ჩანს როგორც მრავალი ჰაერის ბუშტუკები კედლებზე და კაკლებზე):

აერაცია

ერთი დღის შემდეგ კაკლები დაიბერება, გახსნილი ნაპრალებიდან გამოჩნდება თეთრი ფერის ჩანასახები, მაგრამ ფესვის გამოჩენას და გამოზრდას არ ჩქარობენ:

პირველი ნიშნები

როგორც ამბობენ, „ნუ დაუცდით ბუნებისგან მოწყალებას“ და სანამ კაკლები არ დალპნენ, კიდევ რამდენიმე დღის გატარებისას ესეთ მდგომარეობაში, ვიწყებთ „მიხმარებას“. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ჩვეულებრივი კბილსაჩიჩქნი. ვიღებთ კაკალს ცერა და საჩვენებელი თითით, ღია ნაპრალში ვდებთ ფრჩხილს ისე რომ ნაჭუჭის ერთი ნახევარი დავიჭიროთ და კბილსაჩიჩქნის საშუალებით მეორე ხელით ვწევთ და ფრთხილად ვაცლით ნაჭუჭის ორივე ნახევარს (როდესაც კაკალი დამბალია, ეს კეთდება ძალიან მარტივად):

თესლის გაღვივებაში მიხმარება

შემდეგ, ამავე კბილსაჩიჩქნის დახმარებით, ჩანასახს ფრთხილად ვაცლით მწვანე გარსს, ამით მას სრულად ვათავისუფლებთ (დალბობის გამო ეს გარსიც მარტივად ეცლება და ფესვის დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის ჯერ კიდევ არ გაზრდილა):

მიხმარება

შემდგომი გაღვივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. „პარალონის“ მცირე ზომის ნაჭრები, 3-5მმ სისქის, რომლებიც ბამბის ფირფიტებისგან განსხვავებით, მეტად ჰაერგამტარია, ჰაერი კი გაღვივებისას ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სისველე. ვალბობთ პარალონს ასევე წყლისა და ზეჟანგის ხსნარში (მნიშვნელოვანია! არ გამოიყენოთ იგივე ხსნარი განმეორებით, რომელშიც მანამდე დაალბეთ კაკლები, გააკეთეთ ახალი). პარალონი კარგად გავწუროთ და დავდოთ თეფშზე. ზევიდან დავალაგოთ ჩანასახები, დავაფაროთ ასეთივე დამბალი და გაწურული პარალონი:

კანაბისის გაღვივებული თესლი

სხვადასხვა ჯიშის შემთხვევაში მიაწერეთ დასახელება. თეფშს გადააფარეთ პარკი და დადგით თბილ ადგილას (სასურველია 25-28 გრადუსი). განთავისუფლებული „ცხოვრებისეული წინაღობებისგან“ ნაჭუჭის და მწვანე გარსის სახით, ჩანასახები ჩვეულებრივ ვითარდებიან ძალიან სწრაფად. უკვე მომდევნო დღეს შესაძლებელია ვიხილოთ დაახლოებით ესეთი სურათი:

გაღვივებული თესლი

პარალონის კიდევ ერთი უპირატესობა – იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ცოტათი ფესვი შეეზრდება, შესაძლებელია ამოღება აბსოლუტურად დაზიანების გარეშე.

გავხვრიტოთ გრუნტი ჩვენი კბილსაჩიჩქნით, როგორც ასეთი, მიმართულების მიმცემი ფესვისთვის:

ნიადაგის მომზადება

ფრთხილად ჩავსვათ ღივები ამ ნახვრეტებში:

გადარგვა

მოვრწყათ (პირველი მორწყვისთვის სასურველია გამოიყენოთ იგივე ხსნარი ზეჟანგით ნიადაგის დეზინფექციისათვის ღივების გარშემო) და დროებით საწყისი პერიოდისთვის დავაფაროთ მაგალითად ჭიქა რომ შევუქმნათ სათბურის ეფექტი:

აღმოცენდა

ერთი – ორი დღის შემდეგ:

თესლის გაღვივება

პროცესი წავიდა!

აი ასეთი საინტერესო და მარტივი მეთოდით ვახერხებდი „გამეცოცხლებინა“ არა მხოლოდ რთულად აღმოცენებადი ჯიშების კაკლები, ასევე ძალიან ძველი კაკლები უძველესი მარაგიდან და კიდევ ასევე მოუმწიფებელი, მწვანე და ღია ფერის კაკლები, რომლებსაც გაღვივების ჩვეულებრივი მეთოდისას, პრაქტიკულად სიცოცხლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ გოგონა, რომელიც ამ პროცესის დემონსტრირებაში იღებდა მონაწილეობას, საერთოდ ცხოვრებაში პირველად ეჭირა ხელში კანაფის კაკლები და მას ყველაფერი გამოუვიდა!)) ასე რომ მითუმეტეს ნებისმიერ მებაღესაც უნდა გამოუვიდეს.

P.S. არა რთულად აღმოცენებადი, არამედ ჩვეულებრივი კაკლები შეგიძლიათ გააღვივოთ ასე:

ვიღებთ ჩვეულებრივ ბანკას მოსაჭერი სახურავით:

ჭიქაში გაღვივება

ჩავასხათ ძირზე წყლის ხსნარი ზეჟანგით, კბილით „გავხსნათ“, „დავატკაცუნოთ“ კაკლები, ჩავყაროთ ბანკაში, დავახუროთ თავი ჰერმეტიულად და შევინახოთ ბნელ და თბილ ადგილას. 2-3 დღეში კაკლები თითქმის ყველა გარსს თვითონ მოიშორებენ (შესაძლებელია ცოტა მიხმარება დაგვჭირდეს, რადგან შიგა მწვანე გარსი ყოველთვის თავისით არ შორდება) და რჩება მხოლოდ ღივის მიწაში ჩარჭობა:

აღმოცენება

სასარგებლო დამატება: თუ თქვენ გაქვთ მშრალი გამაფესვიანებელი ფხვნილის სახით, ძალიან სასარგებლოა ჩარგვის წინ ღივს ჩავაყოფინოთ ფესვი – ეს არა მხოლოდ იცავს ღივს დალპობისგან, ასევე მნიშვნელოვნად აჩქარებს მის შემდგომ განვითარებას:

აღმონაცენი

არ დაგავიწყდეთ საწყის პერიოდში, რომ შეუქმნათ სათბურის ეფექტი ჭიქის დაფარებით და ყველაფერი კარგად იქნება!

წარმატებები!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წყალში მოთავსებული თესლი თავისით ვერ ღვივდება! ამ პროცესის უკეთ აღქმაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ.

გაღვივებული კაკლები