კანაბისის აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი

კანაბისის აკრძალვა

20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელი მედიამაგნატი უილიამ ჰერსტი (რომელსაც “ყვითელი” პრესის მამას ეძახიან) თავის საგამომცემლო ბიზნესისთვის ყიდულობდა ქაღალდს “Dupont Chemicals”-ისგან, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ცელულოზის გამომუშავება იყო. კანაფის ქაღალდი დიუპონის “ხის” ქაღალდს ყველა პარამეტრით სჯობდა და აქედან გამომდინარე სერიოზულ კონკურენტს წარმოადგენდა.

ჰერსტის “New-York Journal”-ისa და სხვა გაზეთების მეშვეობით აგორდა ძალიან დიდი შავი პიარკამპანია, რომელიც ფორმალურად იყო მიმართული მარიხუანას წინააღმდეგ. მისი მთავარი თეზისი იყო: მარიხუანა – ძლიერი ნარკოტიკული საშუალება, უამრავი პრობლემის წყარო და ასე შემდეგ. 1936 წელს შტატებში იღებენ ძლიერ პროპაგანდისტულ ფილმს სახელწოდებით “Reefer Madness”, რომელიც საბოლოოდ არწმუნებს ხალხის დიდ მასას კანაფის მავნე თვისებებში.

ეს ყოველივე ხდება იმის საწინდარი, რომ 1937 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იღებს კანონს სახელწოდებით “1937 Marijuana Tax Act”. ამ კანონის მიღებაში დიდი წვლილი შეაქვს ჰარი ანსლინგერს, მაშინდელი ნარკოპოლიციის თავკაცს. ეს კანონი კრძალავდა მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო მიზნებით და კანაფის მწარმოებელ კომპანიებს უზარმაზარი გადასახადის გადახდას აკისრებდა, რაც მათი დახურვისა და საქმიანობის შეჩერების მიზეზი გახდა.

ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ ზუსტად მაგ პერიოდში დიუპონი აპატენტებს პლასტიკის დამზადებას ნავთობისგან. მას შემდეგ ნავთობპროდუქტებისგან იწყება ისეთი მასალების მზადება, როგორიც არის პლასტმასი, ცელოფანი, ცელულოიდი, მეთანოლი, ნეილონი, კევლარი და სხვა უამრავი სინთეტიკური პოლიმერი. მარიხუანა გახდა გასანადგურებელი როგორც კლასი და ეგ საქმე მშვენიერად გამოუვიდათ.

მოგვიანებით, 1961 წლის 30 მარტს ნიუ-იორკში გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა აწერს ხელს “საერთაშორისო კონვენციას ნარკოტიკული საშუალებების შესახებ”, რომელიც აწესებს უმკაცრეს კონტროლს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების, კერძოდ ყაყაჩოს, კოკას და კანაბისის გაზრდა-მოყვანაზე. ყველაზე საინტერესოა ის, რომ მარიხუანა, რომელიც არის უნივერსალური სამკურნალო საშუალება, იქნა შეტანილი “ნარკოტიკები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო გამოყენება” სიაში, განსხვავებით ოპიატებისგან, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში.