კანაბისის სელექციის ისტორია

სხვადასხვა ჯიში

კანაბისის სელექციაზე საუბრისას ჩვენ კარგად უნდა ვიცნობდეთ ზოგიერთ ტერმინს. გენოტიპი – არის გენური და ქრომოსომული ხასიათი, გენეტიკური კოდი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისათვის. ფენოტიპი – ერთობლიობა ორგანიზმის ყველა გარეგანი და შინაგანი ნიშნისა, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში.

ფენოტიპის ზოგიერთი გამოვლინებისათვის საჭიროა გარკვეული პირობები. თუ ხელმისაწვდომი საკვები ნივთიერებები, განათების ხანგრძლივობა, ტემპერატურა ან სხვა პირობები განსხვავდება, ადგილი ექნება ფენოტიპურ გამოვლინებას.

ორი ერთნაირი გენოტიპის მატარებელი მცენარე შეიძლება უამრავ ფენოტიპად დაიყოს თუ მათი გარემო პირობები განსხვავებულია.

ოთახში გაზრდა გარეთ გაზრდის წინააღმდეგ

მარიხუანას მოვლა-მოყვანის ტერმინოლოგიაში არსებობს მკვეთრი განსხვავება ინდორისა და აუთდორის პირობებს შორის. ოთახში კულტივირების გარემო მკვეთრად შეზღუდულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის ბუნებრივ პირობებთან შედარებით.

ოთახის პირობები ნიშნავს მუდმივად კონტროლირებად ტემპერატურას, ტენიანობას, განათებასა და სხვა მრავალ ფაქტორს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ოპტიმალური გარემო კანაბისის გასაზრდელად. გარეთ, ბუნებაში კი არსებობს უამრავი განსხვავებული ნიადაგური, კლიმატური, რელიეფური და სხვა სახის გარემო, სადაც მრავალმილიონწლიანი ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა სამი ძირითადი სახეობა: სატივა, ინდიკა და რუდერალისი.

კანაბის სატივა არის ეკვადორული სახეობა, რომელიც ბუნებრივად ეკვადორიდან 30 გრადუსით სამხრეთით ან ჩრდილოეთით იზრდება. ეს ტიპი უზარმაზარ ზომებს აღწევს და 7-9 მეტრამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. მას აქვს გრძელი ტოტები, ვიწრო ფოთლები და ძალიან ნელა აღწევს მწიფობის ფაზამდე.

კანაბის ინდიკა გავრცელებულია 30-50 გრადუს განედებზე ეკვადორიდან სამხრეთით ან ჩრდილოეთით(მაგალითად საქართველო არის 41-43 ჩრდილოეთ გრადუსებს შორის). ინდიკა სატივასთან შედარებით ბევრად დაბალი იზრდება(1-1.5 მეტრი). მას აქვს უფრო ცოტა და მოკლე ტოტები(შედარებით გრძელები მცენარის ქვედა მხარესაა), ფართო ფოთლები და მწიფდება ბევრად უფრო მალე, ვიდრე სატივა.

ინდიკასა და სატივას ზონები

რუდერალისი კი ჩრდილოეთ განედის 50 გრადუსზე მაღლა მყოფ ტერიტორიებზე გვხვდება ბუნებრივ პირობებში(მაგალითად რუსეთში). რუდერალისი არის ყველაზე პატარა, მეჩხერი და ყველაზე სწრაფად დამწიფებადი სახეობა კანაბისის ოჯახიდან.

თანამედროვე კომერციის ისტორია

70-იანი წლების ბოლომდე კომერციული მარიხუანას სრული უმრავლესობა წარმოადგენდა დიდებულ აუთდორებს. მათი უმრავლესობა იზრდებოდა თავიანთ სპეციფიკურ რეგიონებში ანუ იქ, სადაც ისინი ბუნებრივად იყვნენ. ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მეზღვაურებმა დაიწყეს მისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება.

ძველი სურათები

(საქართველოშიც პორტებიდან უამრავი სახეობის მარიხუანა შემოდიოდა მეოცე საუკუნის განმავლობაში. მეზღვაურები მთელი მსოფლიოდან ავრცელებდნენ ამ მცენარეს ყველგან, სადაც მოხვდებოდნენ. საქართველოს ადგილობრივი ჯიშების დიდი ნაწილიც სწორედ აქედან წარმოიშვა.)

გარდა იმისა, რომ ეს ლენდრეისები თავიანთ რეგიონებში იდეალურად იყვნენ აკლიმატიზებული, ზოგიერთ ადგილს გააჩნდა ტენდენცია წარმოეშვა განსაკუთრებული სახის ჯიშები, რომლებმაც მომავალში სახელი გაუთქვეს ამ ადგილებს. ამ პერიოდში სწორედ ამ ადგილებიდან წამოსული ჯიშები იყო ყველაზე საუკეთესო.

მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში დრაკონული კანონმდებლობით კანაბისის დევნა  მისი დამალვისა და წარმოების შენობებში გადატანის მიზეზად იქცა.

სელექციონერებსა და მებაღეებს საშუალება არ ჰქონდათ ბუნებაში თავისუფლად მოეყვანათ ეს მცენარე. 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ინდორის დიდი ბუმი. რომელმაც საქართველოში დღემდე ვერ ჰპოვა განვითარება, ამერიკაში კი ეს 50 წელზე მეტია ეფექტურად მუშაობს.

sour diesel

ამ პერიოდში მოხდა რიგი ცვლილებები, რამაც საბოლოოდ შეცვალა კანაბისის ინდუსტრია.  მათ შორის იყო – სინსემილას წარმოების დაწყება, ინდუსტრიული განათების გამოყენება და ინდიკას გენეტიკის აქტიური შეტანა სელექციაში. ამ ყველაფერმა კი ძალიან დიდი ზიანი მიაყენა კანაბისის გენფონდს.

გზა სისუსტისკენ

როდესაც ინდუსტრიული განათება, სინსემილა და ინდიკას გენეტიკა გახდნენ წამყვანი ამ სფეროში, ნათელი გახდა რომ ძალიან ძნელია ინდორის პირობებში მიიღო კომერციული რაოდენობა სინსემილა სატივებისაგან. ჩქარა დამწიფებადი, მკვრივი სტრუქტურის მქონე ყვავილედებიანი, უპრეტენზიო ინდიკა მალევე გადაიქცა დომინანტურ სახეობად ინდორ სამყაროში.

მეორე ფაქტორი, რამაც ინდიკას პოპულარობას შეუწყო ხელი, იყო მისი სუფთასისხლიანი ორსქესიანობა. ანუ ინდიკას ყოველი ბუჩქი იყო ან მამალი ან დედალი. განსხვავებით სატივას უამრავი ჯიშისაგან, რომლებიც მიდრეკილი იყვნენ ჰერმაფროდიტიზიმსაკენ. ამის მიზეზი ალბათ, სატივას სახეობის დაუმორჩილებლობა და შეუგუებლობა იყო ოთახის არაბუნებრივი პირობების მიმართ. ასევე მისი გენეტიკური მახასიათებლები.

რადგანაც უფრო და უფრო მკაცრი კანონმდებლობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის გამო აუთდორ პლანტაციები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა მთელ მსოფლიოში, კომერციული მებაღეობის ძირითად პროდუქტად ინდიკას ფენოტიბი დამკვიდრდა.

მალე დამწიფებადი და დიდი მოსავლის მქონე ინდიკა ბევრად უფრო მომხიბვლელი იყო ვიდრე ოთახში დიდი ადგილის დამჭერი და 14-16 კვირა მარტო ყვავილობის პერიოდში მყოფი და მოკრძალებული მოსავლის მომცემი სატივა. ამ პერიოდში ინდიკას 2-3 მოსავლის აღება შეიძლება. ამით დაიწყო გენეტიკური სისუსტისაკენ მიმავალი გზა.

იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი კროსბრიდი (crossbreed – სხვადასხვა მშობლის ნაშიერი) ინდიკისა და სატივის მონაწილეობით იძლეოდა სატივას არომატსა და ეფექტს ინდიკას ყვავილედების სტრუქტურით, ეს თვისება მხოლოდ რამდენიმე თაობაში გადადიოდა და შემდეგ იკარგებოდა.

სელექციური დეპრესია მეშვიდე თაობის შემდეგ უკვე ძალიან მდარე ხარისხის პროდუქტს იძლევა. თავის და-ძმებთან შეჯვარებული მცენარე ყოველ თაობაში უფრო და უფრო სუსტდება გენეტიკურად და კარგავს თავის მომხიბვლელობას. მეორე მხრივ კლონირება კარგი გამოსავალია. მაგრამ დედა მცენარის დიდი ხნით შენახვა ყველას არ შეუძლია და როგორც წესი, ბოლოს მაინც იკარგება.

სტატია იმ ეპოქიდან, როდესაც ინდიკამ სრულიდან განდევნა სატივა მებაღეების გროუ რუმებიდან. სატივას მოყვანის სირთულეებიდან გამომდინარე, უმეტესობა ინდიკას ამჯობინებდა. ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია. მაგრამ ხარისხიანი სატივა ბევრად უფრო ფასობს ვიდრე ინდიკა.

ეს სტატია არის იმ ეპოქიდან, როდესაც ინდიკამ სრულიდან განდევნა სატივა მებაღეების გროუ რუმებიდან. სატივას მოყვანის სირთულეებიდან გამომდინარე, უმეტესობა ინდიკას ამჯობინებდა.

რუდერალისი: მითი და არასწორი გამოყენება

რადგანაც ინდორის მებაღეები ცდილობდნენ გაუმჯობესებინათ თავიანთი გენეტიკური რესურსები, გამოჩნდა ერთი ფენომენი – რუდერალისი. როგორც ვიცით, იგი მოიპოვება პრაქტიკულად მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში: აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, უკრაინაში, შვედეთში და ა.შ. მას შემდეგ, რაც ამერიკაში მოხვდა ინდიკას გენეტიკა, მებაღეებმა მცენარეთა დროითი ციკლის შესამცირებლად დაიწყეს მათი ავტოყვავილებად რუდერალისთან შეჯვარება.

სულ რამოდენიმე თაობა დასჭირდა ამ “სარეველას” თავისი საუკეთესო მხარე გამოევლინა. “სარეველას” ვამბობ იმიტომ, რომ მას პრაქტიკულად არანაირი პოტენცია და ეფექტი არ გააჩნია და ზომებშიც ძალიან უსუსურია. სელექციონერები ცდილობდნენ, რუდერალისისაგან დაეტოვებინათ მხოლოდ ავტოყვავილობადობის ფუნქცია და დანარჩენი კარგი გენეტიკის მქონე ჰქონოდა.

რუდერალისის ფოთოლი

სელექციაში მარტო ერთი თვისების დატოვება ძალიან დიდ ძალისხმევას, შრომასა და დროს მოითხოვს და მისი სრულებით განცალკევება პრაქტიკულად შეუძლებელია. ავტოყვავილებად რუდერალისთან შეჯვარების შედეგად ძლიერი ჯიშების ეფექტიც კლებულობს, ზომებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ აქვს ავტოყვავილობადობის თვისება რაც ასე ფასობს დღევანდელ კომერციულ ბაზარზე.

ჩემი აზრით, კანაბისს ბიოტექნოლოგები გენური ინჟინერიის საშუალებით პირველ რიგში,  სწორედ ავტოყვავილებადობის გენს ჩაუნერგავენ. ანუ აიღებენ რუდერალისისაგან მხოლოდ ამ ნიშან-თვისებაზე პასუხისმგებელ გენს და ჩადგამენ ჩვეულებრივი ფოტოპერიოდული მცენარის დნმ-ში. ეს გენი მხოლოდ ამ თვისებას უზრუნველყოფს და შედეგად შეიძლება, ძალიან კარგი პროდუქტი მივიღოთ.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ავ-კარგობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ დღეს მარიხუანა არ წარმოადგენს მათთვის მიმზიდველ პროდუქტს. გენმოდიფიცირება უფრო ათასობით ჰექტარზე მოსაყვან კულტურებს ესაჭიროებათ ჰერბიციდების მიმართ ტოლერანტულობის ასამაღლებლად, ან მავნებლებისა და დაავადებების მიმართ მდგრადობის მოსამატებლად. მარიხუანა კი ასეთი მასშტაბებით არ იწარმოება. ამასთან, ეს ძალიან ძვირადღირებული ტექნოლოგიებია და ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ არაფერი ისმის.

დავუბრუნდეთ რუდერალისს, რომელიც ბაზარზე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. მაშინდელი ჟურნალები რომლებიც ამ თემას ეხებოდნენ (მაგ. High Times) განუწყვეტლივ წერდნენ ამ ფენომენის შესახებ. ჭორი გადაიქცა მითად და დაიწყო მისი არასწორი გამოყენებაც. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რუდერალისის ფენოტიპი გამოყოფილია ინდიკას გენეტიკიდან სელექციის გზით.

ჯუჯა პლანი

დღესაც ასე გრძელდება, სელექციონერები არჩევენ ისეთ ინდივიდებს, რომლებიც ყველაზე მალე იწყებენ ყვავილობას და ყველაზე ჩქარა იზრდებოდნენ. ხშირად, ამის შედეგად იკარგება არაჩვეულებრივი, პიკანტური თვისებები, რომლებიც სხვანაირი სელექციის შედეგად შეიძლებოდა გამოვლენილიყო.

ფენოტიპური გამოვლინებები

არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ სატივასა და ინდიკას ჰიბრიდების ფენოტიპურ გამოვლინებებს. ფენოტიპური მრავალფეროვნება f2 რომელიც მეორე თაობაში გამოიხატება. აქ დემონსტრირდება თავდაპირველი მშობლების მთლიანი სპექტრი: სუფთა ინდიკას, სუფთა სატივას და ყველაფერ დანარჩენს რაც მათ შორისაა.

ამ თაობიდან ერთ-ერთი ფენოტიპის აღება და დასტაბილურება ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე. f2 თაობიდან აღებული ფენოტიპი შეიძლება ბებიისა და ბაბუის თვისებებისაგან განსხვავებული იყოს. ანუ თუ ბაბუა არის ინდიკა, f2 შვილიშვილი შეიძლება იყოს სატივა და პირიქით. განსხვავებით f1 თაობიდან, რომელიც მშობლების ჰიბრიდს წარმოადგენს და მასში თანაბრადაა როგორც დედის, ასევე მამის თვისებები.

სელექციაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჯიშის დასტაბილურება და ფენოტიპების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. როდესაც თქვენ მარიხუანას ერთ ცალ კაკალში 10 ევროს იხდით, თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ყიდულობთ და არა რაღაც შემთხვევითი ფენოტიპი. ასევე ერთი და იმავე ჯიშის მცენარეებში ფენოტიპური განსხვავება ძალიან მცირე უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი კაკლები ძალიან იშვიათია.

კანაბისის თესლის მწარმოებელი კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის მუდმივობასა და სტაბილურობას. ანუ თქვენ შეიძლება რომელიმე კომპანიისაგან ერთხელ იყიდოთ მაგალითად, White Widow და ძალიან მოგეწონოთ. შემდეგზე იყიდოთ და სულ სხვა პროდუქტი მიიღოთ რადგანაც კაკლები ასე ვთქვათ, “სხვა პარტიიდან” იყოს.

ამ სტაბილურობისათვის ყველაზე კარგი ვარიანტია დედა და მამა მცენარეების შენარჩუნება და მათი კლონების საშუალებით სულ ერთი და იმავე გენეტიკის ერთსა და იმავე პირობებში წარმოება. მაგრამ როდესაც კომპანია უშვებს 50-80 ან მეტი სხვადასხვა დასახელების ჯიშს, მუშაობს ახალ ჯიშებზე და ა.შ. წარმოიდგინეთ რამხელა ფართობი დასჭირდება ამდენი მცენარის შესანახად. მუშახელსა და სხვა რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ფენოტიპურ ვარიაციებზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო, სადაც მცენარე იზრდება. 18/6 და 12/12 განათების სისტემები უზრუნველყოფენ ინდიკას ფენოტიპის გააქტიურებას და სატივას გენები რეცესიული ხდება. მცენარე კარგავს ბევრ კარგ თვისებას. მათ შორის გემოს პიკანტურ ნოტებს. ნათურის სიახლოვეს ეთერზეთებისა და სხვა არომატსა და სუნზე პასუხისმგებელი ორგანოების დაკარგვის გამო. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ საუკეთესო ეგზემპლარები გარეთ, ბუნებაში გაიზრდება. იმისდა მიუხედავად, რომ ყუთსა და ოთახში მათ იდეალური პირობები ექნებათ.

სელექციის საფუძვლები

როდესაც ჩვენ სელექციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ე.წ. “თაობები”, რომელიც ინგლისურად აღინიშნება f (filial – შვილი)   ასოთი და f1 ნიშნავს პირველ თაობას განსხვავებულ დედასა და მამას შორის. f2 არის f1-იდან წარმოებული მეორე თაობა. f3 არის f2-დან წარმოშობილი მესამე თაობა და ა.შ.

პირველ თაობაში გადმოდის ორივე მშობლის გენეტიკური მახასიათებელი თანაბრად. ანუ თუ ჩვენ შევაჯვარებთ 100% ინდიკასა და 100% სატივას, მივიღებთ f1 თაობას 50% ინდიკასა და 50% სატივას შემადგენლობით.  

თუ ჩვენ ამ პირველ თაობას ისევ ერთმანეთთან შევაჯვარებთ, მივიღებთ f2 თაობას, რომელშიც უკვე 25% იქნება ინდიკა, 25% იქნება სატივა, 25% იქნება ინდიკა დომინანტი და 25% იქნება სატივა დომინანტი. ანუ f2 თაობაში მოხდა ფენოტიპური დახლეჩა და შთამომავლები ბებიასა და ბაბუას თვისებების მატარებლები იქნებიან, ისევე როგორც ჰიბრიდები.

ფენოტიპური გამოვლინებები

შემდეგ სელექციის გზით არჩევენ სასურველ ფენოტიპებს და ასე აგრძელებენ მათ შეჯვარებას (inbreeding – შეჯვარება ახლო ნათესავებში) და უკუშეჯვარებას (backcross) მანამ, სანამ საბოლოოდ არ დასტაბილურდება კონკრეტული ჯიში. სწორედ აქ ივლენს თავს “სელექციური დეპრესია” და გენეტიკური ეროზია. ბრიდერები სასურველი ნიშან-თვისების (მაგალითად ყვავილედების ფერის, ან ფოთლების ფორმის, ან მოქმედების ეფექტის) მისაღებად კარგავენ ყველა სხვა საინტერესო მხარეს და ამით პროდუქტის ხარისხი იკლებს.

იასამნისფერი ფენოტიპი 3

ჰიბრიდები

საუკეთესო ვარიანტია ჰიბრიდული ჯიშები, რადგანაც ეს ორი ერთმანეთისათვის უცხო გენეტიკის ნაყოფია და საუკეთესო ფორმულას წარმოადგენს. “სელექციური დეპრესიის” არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცენარე ისევ თავის გენებთან მოდის კავშირში და რადგანაც იქ ახალი არაფერია, ხარისხი უარესდება. ორი განსხვავებული ჯიშის f1 ჰიბრიდი ყოველთვის ორივე მშობელზე ძლიერი იქნება.

ჰიბრიდის-უპირატესობა

რაც შეეხება უკუშეჯვარებას (backcross) ნიშნავს ჰიბრიდის ერთ-ერთ თავის მშობელზე ან წინაპარზე შეჯვარებას კონკრეტული ნიშან-თვისების გასაძლიერებლად. მაგალითად, f2 სატივა ფენოტიპის თავის სატივა ბაბუასთან ან ბებიასთან შეჯვარებას ფოთლების ფორმის შესანარჩუნებლად, პოტენციის ეფექტის გაძლიერებისათვის, ან სატივას ეფექტის მომატებისათვის, ან ყვავილედების ფერის/ფორმის განსაზღვრისათვის და ნებისმიერი სხვა თვისებისათვის, რაც შეიძლება მას გააჩნდეს.

უფრო რთული სიტუაციაა ავტოყვავილედების მხრივ. აქ მხოლოდ ავტოყვავილებადობის თვისების გამოყოფას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და ხარისხიანი ავტოყვავილებადი ჯიშის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამიტომაც მათი ფასი მაღალია. მითუმეტეს, თუ ისინი ფემინიზებულიცაა. ამ ყველაფრის უკეთ გაგებაში ქვემოთ მოცემული სურათი დაგეხმარებათ.

ავტოყვავილებადი ჯიშის გამოყვანა

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

ჯიშიც გენეტიკურ ჩანაწერებში როდესაც წერია მისი მშობლები, პირველად ყოველთვის იწერება დედა. მაგალითად, White Russian არის White Whidow-სა და Ak-47-ის ნაჯვარი (White Whidow x Ak-47). აქ White Whidow არის დედა, ხოლო Ak-47 არის მამა. Kalashnikova-ს შემთხვევაში კი Ak-47 x White Whidow პირიქითაა (Ak-47 x White Whidow). სავარაუდოა, რომ ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს რადგანაც ეს ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ჯიშია იმისდა მიუხედავად, რომ დედ-მამა იგივე რჩება.

კომერციული კაკლები: კარგი თუ ცუდი?

ჩვენ უკვე ცოტა მეტი რამ ვიცით სელექციაზე და ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებიან ჩვენთვის ცნობილი ჯიშები. მათი საუკეთესო წარმომადგენლები მიღებული არიან სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აღებული ლენდრეისების ერთმანეთში სელექციის შედეგად.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Skunk (ინგ. “მყრალი”) შედგება ავღანური ინდიკასა და მექსიკური და კოლუმბიური სატივებისაგან. ამ სელექციის ზუსტი თანმიმდევრობა არავინ იცის. მაგრამ ვხვდებით, რომ ის ციდან არ ჩამოვარდნილა.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატივა Haze (ჰეიზი ამ ჯიშის შემქმნელის გვარია) შედგება მექსიკური, კოლუმბიური, ინდური და ტაილანდური სატივებისაგან.

ჯიში Afghan Kush არის ლენდრეისი. ანუ ის ბუნებრივად იზრდება კუშის (კუში არის მთათა სისტემა ავღანეთსა და პაკისტანში, როგორც ჩვენთან კავკასიონია) მთების კალთებზე. Panama(ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში) red, Malawi(ქვეყანა აფრიკაში) gold, Thai(ტაილანდი), Hawaiian(ჰავაი)  ასევე ლენდრეისებია და მათი ბუნებრივი გავრცელების ადგილების სახელებით არიან ცნობილი.

ლენდრეისი ვიეტნამიდან

როგორც აქამდე არაერთხელ აღგვინიშნავს, მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემა დგას ამ ლენდრეისებთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ათასობით წლის მანძილზე ამ ადგილობრივი ჯიშების კულტივირებით იყო დაკავებული, დღეს, ხშირ შემთხვევაში სწორედ კომერციულ ჰიბრიდებს ანიჭებს უპირატესობას მათი დიდი მოსავლის, მალე დამწიფების, სასურველი ეფექტის და სხვა მიზეზთა გამო. ადგილობრივი ლენდრეისები იმტვერება კომერციული მამლების მტვრით და გადაჯიშების გზას ადგანან.

ეს პრობლემა კანაბისის გავრცელების უმეტეს რეგიონებში დგას. მაგალითად, მაროკოში სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ჰაშიში სწორედ ადგილობრივი ჯიშებისაგან მზადდებოდა, დღეს მათი პოვნა უკვე ძალიან გაძნელებულია. ისინი ჩაანაცვლა უფრო მეტი ტრიქომის მომცემმა პაკისტანურმა და ავღანურმა ჯიშებმა. ადგილობრივი ჯიშის ნიშან-თვისებები კი სამწუხაროდ, იკარგება ამ გენომების აღრევის მომენტში.

ლიბანური ჰაშიში 70-იან წლებში

ლიბანური ჰაშიში 70-იან წლებში

Strain Hunters, ასე ვთქვათ, თავიანთ სარეკლამო ფილმებში, სწორედ ასეთ ქვეყნებში ჩადიან და ეძებენ გაქრობის პირას მყოფ ლენდრეისებს რათა გამოიყენონ სელექციისათვის, მათგან მრავალი სასარგებლო ფენოტიპი გამოყონ და შემოგვთავაზონ ახალი ჯიშების სახით.

ასევე ლენდრეისებს ერთ-ერთ უდიდეს პლიუსად ეთვლებათ მათი სამკურნალო და სამედიცინო თვისებები რომლებიც კომერციულ, ძლიერ, THC-ის რაოდენობაზე კონცენტრირებულ  ჯიშებში მიკარგულია და რეცესიულ მდგომარეობაშია. ეს სამედიცინო თვისებები ძალიან ფასობს თანამედროვე მსოფლიოში. რადგანაც მარიხუანა პირველ რიგში, სამედიცინო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა ოდითგანვე და დღესაც არანაკლებ აქტუალურია ამ მხრივ.

დღეს მისი მომხმარებლების უმეტესობა მას რეკრეაციული, ანუ გასართობი მიზნებისათვის იყენებს, მაგრამ მსოფლიოს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში აღიარებენ მის სამედიცინო თვისებებს და ამის შედეგად – უკვე მისით მკურნალობასაც.

ლენდრეისების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სელექციისათვის, ასევე გენეტიკური ბანკების საცავებში შესანახად. მებაღეები უნდა ეცადონ, გაუფრთხილდნენ ამ ყველაზე ძვირფას განძს და მისი მდგრადი გამოყენების მექანიზმების შექმნასა და იმპლემენტაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

ძველი ლენდრეისი