კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020

კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კითხვარი 2020

ინფორმაცია კვლევის შესახებ და თანხმობის ფორმა

შესავალი: მოცემული კვლევა პირველად ჩატარდა 2012 წელს 13 ქვეყანაში (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ისრაელი და აშშ) და მასში მონაწილეობა მიიღო 6500-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც მოჰყავთ კანაფი. 2020 წელს საქართველოც უერთდება კვლევის ტალღას და ჩვენ გთხოვთ კვლევაში მონაწილეობას, რომლითაც საკუთარ წვლილს შეიტანთ კანაფის გროვერების (მომყვანების) მიმართ არსებული სტერეოტიპების შეცვლაში. კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 25 წუთი.

ვინ ატარებს კვლევას? მოცემული კითხვარი შექმნილია „კანაფის კულტივაციის გლობალური კვლევის კონსორციუმის“ მიერ, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანაფის საშინაო კულტივაციის უკეთ გაგებით. საქართველოს ფარგლებში კი, აღნიშნულ კვლევას ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია.

რა მოხდება, თუ კვლევაში მონაწილეობას გადავწყვეტ? კვლევაში თქვენი მონაწილეობა სრულიად მოხალისეობრივია. თუ კითხვარის შევსებას დაიწყებთ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მონაწილეობა ბრაუზერის დახურვით. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, არ უპასუხოთ არასასურველ შეკითხვებს.

შესაძლო რისკი და სარგებელი: თქვენი კვლევაში მონაწილეობა სრულიად ანონიმურია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ არანაირ ინფორმაციას და, მათ შორის, არც თქვენი IP მისამართი იქნება გამოყენებული არანაირი მიზნით. კვლევაში მონაწილეობისათვის ფინანსური ჯილდო გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობით თქვენ პირდაპირ სარგებელს ვერ იღებთ, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ კანაფის მცირემასშტაბით კულტივაციის შესახებ არსებული ცოდნის გაუმჯობესებაში.

გამოკითხვაში მონაწილის უფლებები: თქვენ შეგიძლიათ კვლევასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ შეკითხვებით მიმართოთ და/ან უფლებების დარღვევის შესახებ აცნობოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კვლევითი პროექტების ეთიკურობის დამდგენ კომისიას, რომელმაც განახორციელა მოცემული კვლევის ეთიკური შეფასება და პირადად დაუკავშირდეთ – ჯანა ჯავახიშვილს – darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge

ხოლო თუ გაგიჩნდათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვები ან პრობლემები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: irma.kirtadze@iliauni.edu.ge 599538171

“კითხვარის შევსება“ ღილაკზე დაჭერით/დაწკაპუნებით, მე ვადასტურებ, რომ:

კითხვარზე გადასვლა