მარიხუანას მომხმარებლების ჯეოკანაბისის 2018 წლის კვლევის შედეგები

ჯეოკანაბისი (Geocanabis.com) წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოში მარიხუანას (კანაბისის) კულტურის განვითარება. 2018 წლის სექტემბრის თვეში ჯეოკანაბისმა ჩაატარა კვლევა მარიხუანას მომხმარებლებში. კვლევა მიმდინარეობდა 14 დღის განმავლობაში. გამოკითხვის მიზანია დაადგინოს საქართველოში არსებული მდგომარეობა მარიხუანას (კანაბისის) გარშემო. მომხმარებლებისათვის კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი და ანონიმური იყო. კვლევა ჩატარდება ყოველწლიურად რათა ნათლად გამოჩნდეს ლეგალიზაციის მიერ გამოწვეული დინამიკა კანაბისის მცენარის გარშემო. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 14-70 წლის ასაკის 800-ზე მეტმა ადამიანმა.

კვლევამ გამოვლინა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • მარიხუანას მომხმარებლების თამბაქოსთან დამოკიდებულება (კანაბისის მომხმარებელთა 85.7% ეწევა თამბაქოსაც; ადამიანები 92.5% შემთხვევებში მარიხუანას თამბაქოსთან ერთად მოიხმარენ, მხოლოდ 7.5% მოიხმარს სუფთა კანაბისს);  
  • 49.1%-ს საქართველოში მარიხუანა და მისი პროდუქტები არასდროს არ უყიდია და სხვა გზებით მოიპოვებს;
  • მარიხუანა პირველად 13-17 წლის ასაკში გასინჯა მომხმარებლების 68.5% პროცენტმა;  
  • მარიხუანას ქონის შემთხვევაში გამოკითხულთა 38.3% მას დღეში რამდენჯერმე მოიხმარს;
  • მომხმარებლებში კანაბისის მიღების ყველაზე პოპულარული გზა არის ბოთლი და ბულბულიზატორი;
  • მწეველების 25.7%-ს არასდროს გაუზრდია კანაბისის მცენარე;
  • მომხმარებლების 75% მარიხუანას ღია ცის ქვეშ ზრდის;
  • გამოკითხულთა მხოლოდ 48.6% ეთანხმება მის სრულ ლეგალიზაციას, 33.8% მხოლოდ მოხმარებასა და კულტივაციას.
  • ა.შ.

კვლევის შედეგების მიხედვით და არსებული ტენდენციებით შეიძლება პროგნოზირება გავაკეთოთ იმისა, რომ დროთა განმავლობაში შემცირდება თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა და 7.5% რომელიც სუფთა მარიხუანას მოიხმარს, 2025 წლამდე მინიმუმ გასამმაგდება. ასევე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მარიხუანა ექნება შეძენილი და ეს ბაზარი აუცილებლად განვითარდება ლეგალურად ან არალეგალურად (დამოკიდებულია კანომდებლობაზე), რადგანაც ქვეყანაში იქნება დიდი მოთხოვნა. ბოთლებს და ბულბულიზატორებს ჩაანაცვლებს მოწევისა და მიღების უფრო ცივილური გზები მათ შორის ვაპორაიზერები, ბონგები, ჯოინთები, საჭმლის სახით და სხვა.

მარიხუანას გაზრდა გახდება ბევრად უფრო პოპულარული და გარედან გადაინაცვლებს ოთახებსა და დახურულ სივრცეებში ხელოვნურ განათებაზე. მაგრამ არსებობს რისკი, რომ უნიკალური ქართული გენეტიკის ჯიშები დაიკარგება და შეერევა უცხოურ ჰიბრიდულ ჯიშებს.

იხილეთ კვლევის შედეგები (დინამიური ფილტრებით).