მარიხუანას მეგობარი მცენარეები

ჭინჭარი და მარიხუანაროგორც იცით, არსებობს ბევრი მწერი და მავნებელი, რომელიც ერჩის ჩვენ მცენარეებს. საბედნიეროდ, ბუნებაში არსებობს ბევრი “მეგობარი მცენარე” რომელიც გარკვეულწილად დაგვეხმარება მათთან ბრძოლაში. გარეთ დათესვისას ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც დიდი ბიომრავალფეროვნების პირობებში პრობლემებიც უხვადაა.

ჭინჭარი

პირველ რიგში, დავიწყოთ ჭინჭრით, რომელიც ნაყოფიერი ნიადაგის ინდიკატორია. ანუ სადაც იზრდება ჭინჭარი, იქ შეგვიძლია დავთესოთ მარიხუანა. ჭინჭარი ასევე კარგი დამცავი საშუალებაა არასასურველი ვიზიტორებისასგან, ცხოველებისაგან და კამუფლაჟისთვის.

ხავერდა

ხავერდა (იმერული ზაფრანა) რომლის თესლის შეძენაც საქართველოშიცაა შესაძლებელი  და ჩვეულებრივი ზაფრანას ახლო ნათესავია არის ბუნებრივი დამცავი მწერებისაგან და კურდღლებისგან. მისი საუკეთესო თვისება არის ფრთათეთრასაგან დაცვა, რაც კანაბისს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის. მისი რეპელენტური თვისებების გამოყენება კარგი საშუალებაა ჩვენი მცენარეების დაზღვევისათვის. ამასთან ის არაჩვეულებრივად გამოყურება. მეორე მხრივ, მისი ვიზუალი შეიძლება ვინმესთვის მიმზიდველი იყოს და ამიტომაც ადვილად შესამჩნევ ადგილას არ უნდა დავთესოთ.

მწვანე ხახვი

მწვანე ხახვი ასევე ბუნებრივი რეპელენტია და გამოიყენება ბუგრებთან და ტკიპებთან საბრძოლველად. მათი ჩვენი მცენარეების ირგვლივ განთავსება საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივი გზით, ქიმიკატების გარაშე დავიცვათ ისინი. ჩვენ შეგვიძლია, ისინი დავთესოთ მარიხუანას დათესვამდე ან გადარგვამდე ცოტა ადრე და სანამ ისინი პატარები იქნებიან, მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

ქრიზანთემა

ქრიზანთემა ასევე გვევლინება ბუნებრივ რეპელენტად. მის სიახლოვეს ბევრი სახის მწერი არ ისურვებდა დიდხანს გაჩერებას. ის ასევე ძალიან ლამაზი ყვავილია და საქართველოში ბევრ მოყვარულს აქვს თავის ბაღში. ასე რომ, მისი შოვნა არც ისე ძნელი იქნება თქვენთვის. ასევე შეგიძლიათ, მისი ანაჭრელის საშუალებით კლონის გამოყვანა და ასეთი გზით გამრავლება.

ქინძი

ქინძი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არის ერთ-ერთი ყველაზე უებარი საშუალება აბლაბუდახვევია ტკიპებისა და ბუგრებისაგან დასაცავად. ამასთან, ქინძი შეიძლება გამოვიყენოთ მცენარის კამუფლაჟისთვის. მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. მისი თესლი ძალიან ადვილად ხარობს ნებისმიერ ადგილას და ის ყველგან იყიდება. მისი დათესვა შეგვიძლია მარიხუანას დათესვამდე 2-3 კვირით ადრე და უკვე წამოზრდილები კარგად დაიცავენ ჩვენ მცენარეებს.