როდესაც კანაბისის ყვავილედს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ნაწილების კომპლექსს: თეთრ პატარა ბუსუსებს, რომლებიც სიმწიფესთან ერთად სტაფილოსფერი-მოწითალო ხდებიან, შაქარივით კრისტალებს, ჩასკვნილ პატარა ფოთლებსა და კაკლების ჩანთებს. რისთვის არსებობს ეს ფორმაციები და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი?
ყვავილედების ფორმა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. გააჩნია წარმომავლობას, სახეობას, ჯიშსა და გარმო პირობებს. როგორც წესი, ინდიკას ყვავილედები უფრო დიდი, სქელი, ჩაფსკვნილი და ხშირია. სატივას ყვავილედები კი – უფრო გრძელი, თხელი წვრილი და ფაფუკი.
მარიხუანას ანატომია
კანაფის ყვავილედი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრუქტურის, მაგრამ ძირითადი ელემენტების ნახვა, ყველა მათგანშია შესაძლებელი. კანაფი იზრდება გრძელი და წვრილი ღეროებით, უზარმაზარი ფართო ფოთლებით, რომლებიც გამოდიან მისი მუხლებიდან. მისი ყვავილობა იწყება მაშინ, როდესაც მისი უნიკალური და ჩახლართული ფორმაციები ჩნდება.
ყვავილედები
ყვავილედები არის მცენარის ის ადგილები, სადაც კონცენტრირდება მისი სასქესო ორგანოები და ჩვენთვის საინტერესო დედალი მცენარის ყვავილები. მთავარი ყვავილედი ფორმირდება მცენარის ცენტრალურ ღეროზე სულ ზევით, ხოლო უფრო მცირე ყვავილედები ქვედა ტოტებსა და მცენარის მუხლებზე, ანუ ტოტების ფორიმირების ადგილებში. ყვავილედების რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, სწორად გასხვლით, გადაწვენით (LST) და სიმწვანის ზღვით (ScrOG). ამ მეთოდების შესახებ სხვა სტატიებიდან შეიტყობთ.
ჯამი
ადამიანისათვის, რომელიც არ იცნობს ამ მცენარეს, მისი ყვავილედები უბრალოდ დახლართულ და კოპებიან ყვავილებად აღიქმება, სინამდვილეში სწორედ ჯამის ყვავილედებია, რისგანაც შედგება იგი. თუ კარგად დავაკვირდებით ამ პატარა, კრისტალებით დაფარულ ფოთოლაკებს, თქვენ აღმოაჩენთ ცრემლის ფორმის კვანძებს. სწორედ ეს არის ჯამები, რომლებიც უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის შეიძლება იყოს. ჯამები შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით ტრიქომებს, ანუ ჯირკვლებს საიდანაც გამოიყოფა ჩვენთვის ასეთი სასურველი THC და სხვა კანაბინოიდები. ასევე ეს ის ადგილია, სადაც დამტვერვის შემთხვევაში თესლი ჩაისახება და წარმოიქმნება.
ბუტკო
ჯამებიდან გამოდის თეთრი ბუსუსა ბუტკოები,. მათი დანიშნულება მამალი მცენარის მტვრის დაჭერა და მათი საშუალებით ჯამებში თესლის წარმოქმნა. ეს ბუსუსები თეთრი ფერიდან მცენარის სიმწიფესთან ერთად პროგრესირებს და იღებს მუქ ყვითელ, სტაფილოსფერ, წითელ და ყავისფერ ფერებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეპროდუქციულ ნაწილში, მაგრამ მცენარის მოქმედების ეფექტსა და გემოში ძალიან მცირე როლი აქვთ.
ქვემოთ მოცემული სურათი ბევრი რამის შესახებ გვიხელს თვალს. კარგად დააკვირდით კაკლის ადგილსამყოფელს, ორ უკვე გამხმარ, ყავისფერ ბუტკოს, რომლებმაც დაიჭირეს მამლის მტვერი და ჩაისახა კანაბისის თესლი. ჯამი კი ირგვლივ სიმწიფის სხვადასხვა სტადიაში მყოფი ტრიქომებითაა დაფარული.
ტრიქომები
მიუხედავად მათი ძალიან მცირე ზომისა, ძნელია, ვერ შეამჩნიო კრისტალებივით მოფრქვეული ტრიქომები მცენარის ყვავილედებსა და ფოთლებზე. ეს ფისი გამოხატულია გამჭვირვალე, სოკოს ფორმის ჯირკვლებად ფოთლებზე, ღეროსა და ჯამებზე. მათი განვითარება დაკავშირებულია მცენარის დამცავ სისტემასთან მწერებისა და მავნებლებისაგან. ეს ამონაზარდები გამოყოფენ წებოვან და არომატულ ზეთებს, რომლებსაც ეთერზეთები ეწოდებათ. ასევე სწორედ აქ ფორმირდება თერაპიული კანაბინოიდები ისეთები, როგორიცაა ტი-ეიჩ-სი და სი-ბი-დი. ჰაშიშისა და ჩარას წარმოება სწორედ ტრიქომებთან და შაქარივით ფისთან არის დაკავშირებული.
მცენარისათვის ბუნებრივი მოვლენაა რეპროდუქცია. როდესაც ის გრძნობს, რომ ახლოვდება შემოდგომა და დღის ხანგრძლივობა იკლებს, იწყებს ყვავილობას, ანუ რეპროდუქციული ნაწილების წარმოქმნას. ჯამებიდან გამოდის ბუტკოები, რომლებაც უნდა დაიჭირონ მამალი მცენარის მტვერი და ჩაისახოს თესლი. ამის შემდეგ, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნაგროვები ენერგია მიემართება თესლის წარმოქმნაში, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია.
მაგრამ, როდესაც ჩვენ მოვაცილებთ მამალ მცენარეს, ყვავილედები იწყებენ ზრდას, ბუტკოებისა და ჯამების გაზრდას, ამავე დროს მისი მოცულობის ზრდის პარალელურად, იზრდება ყვავილედების ფართობი და მასზე არსებული ტრიქომების რაოდენობაც. მცენარე ცდილობს გახდეს რაც შეიძლება დიდი, რათა უკეთე შეძლოს მტვერის დაჭერა, გამოყოფს უამრავ ტრიქომს, ფისსა და ეთერზეთებს ამ პროცესების პარალელურად.
შედეგად კი ვიღებთ ჩვენთვის სასურველ უზარმაზარ ყვავილედებს, დაფარულს ტრიქომებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კანაბინოიდებს. ხოლო როდესაც ის იმტვერება, მთელი ენერგია მიდის თესლის წარმოებაზე და ჩვენ მათ გარდა, პრაქტიკულად არაფერი გვრჩება.