პერლიტი, ტორფი, მინერალური ბამბა და სხვა ჩასათესი საშუალებები

პერლიტი და ვერმიკულიტი

როდესაც ჩასათეს საშუალებებზე ვფიქრობთ, ყურადღება მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ და საუკეთესო ნარევი შევადგინოთ. მხოლოდ მიწის გამოყენება ნამდვილად ვერ მოგვცემს სასურველ შედეგებს. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ მაქსიმალურად დიდი მოსავლი შესაძლებელად მცირე ბიუჯეტსა და ვადებში, თორემ პირდაპირ მიწაში ჩარგული მეცენარეც კი გაიზრდება და დამწიფდება. ძირითადად, საქამე ეხება ოთახში, ქოთნებში გაზრდილ მცენარეებს. ჯერ გავეცნოთ იმ საშუალებებს, რომლებიც საქართველში შეგვიძლია შევიძინოთ.

პერლიტი

პერლიტი – ვულკანური წარმოშობის მინერალია, რომელიც ძალიან კარგი და აუცილებელი საშუალებაა ნარევში შესარევად. მას გააჩნია წყლის შთანთქმისა და დაკავების უნარი – იწოვს თავისი მასის 400%-ამდე წყალს. აფხვიერებს ნიადაგს, ხელს უწყოს აერაციას. მცენარე ჟანგბადის 98% სწორედ ფესვების საშუალებით იღებს, ჩახუთული ფესვები კი მცენარეს ზრდასა და განვითარებაში ვერაფრით ეხმარება. ასე რომ პერლიტი ნომერ პირველი საშუალებაა ნიადაგში შესარევად.

ვერმიკულიტი

ვერმიკულიტი – ასევე მინერალური წარმოშობის საშუალებაა, რომელიც შეგვიძლია, შევურიოთ ნიადაგს. ის ამსუბუქებს მას, როდესაც ნიადაგი ზედმეტ თიხას შეიცავს, ასევე აუმჯობესებს მის ჰაეროვან და წყლოვან თვისებებს. პერლიტის მსგავსად ისიც გამოიყენება ჰიდროპონიკულ სისტემებში, როგორც ფესვების დამჭერი საშუალება. მე პირადად,  საქართველოში ნამდვილად არ მინხავს რომ იყიდებოდეს, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ მალე შემოიტანენ.

ბიოჰუმუსი

ბიოჰუმუსი – არის გადამწვარი ნაკელი, რომელიც ჭიაყელების მიერ არის გადამუშავებული. მცენარე მას პრაქტიკულად 100%-ით ითვისებს, არ სჭირდება გადაწვის პერიოდი და შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და მიკროელემენტს. მოკლედ, მაგარი რამეა და საქართველოშიც იწარმოება, უბრალოდ ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

მინერალური ბამბის კუბები

მინერალური ბამბის კუბები – N1 საშუალება კლონების გადასარგველად და ჰიდროპონიკული საშუალებებისათვის. მას ბამბასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არის თერმულად და ქიმიურად დამუშავებული მინერალების შედეგი, რომელიც თავისის ტექსტურით ძალიან ჰგავს ბამბას. სამწუხაროდ, საქართველოში არ იყიდება, მაგრამ ძალიან იაფი ღირს ამაზონზე და შესაძლებელია გამოწერა.

ტორფის ხავსი

ტორფის ხავსი – როგორც იქნა, შემოვიდა ქართულ ბაზარზე, კერმაზიტის მსგავსად, აქაც მოიპოვება, მაგრამ არავინ აწარმოებს. ეს არის ჭაობის გამშრალი  ხავსი, რომელიც გამოიყენება ნიადაგში. იკავებს დიდი რაოდენობის წყალსა და სასუქებს. არაჩვეულებრივი საშუალებაა ზედმეტად ფხვიერ მიწაში შესატანად და მისი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. მისი დეკომპოზიციის დროს გამოიყოფა CO2  რაც მცენარის საკვები ელემენტების ტოლფასია.

კერამზიტი

კერამზიტი – მას ხშირად დაინახავთ იუთუბზე ჰიდროპონიკულ სისტემებში. ეს არის ე.წ. გაფართოებული თიხა, რომელიც მისი თერმული დამუშავების შედეგად მიიღება. ჩვეულებრივ, მას აფენენ ქოთნების ძირში დრენაჟის გასაუმჯობესებლად. მისი შეძენა საქართველოშიცაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც მახსოვს ძალიან ძვირი ღირდა, რადგანაც იმპორტირებული იყო და რატომღაც ჩვენთან არ იწარმოება.

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი დასათესად?

ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების უმრავლესობა დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვავილების დიდ მაღაზიებში შეგვიძლია შევიძინოთ როგორც ტომრებით, ასევე კილოობითაც მცირე რაოდენობით. ასევე იყიდება დასათესად ვარგისი გაწმენდილი და დაფასოებული ნიადაგი. იყიდება უკვე გამზადებული ნარევებიც.

როდესაც მცენარის ქოთანში გაზრდას ვაპირებთ, აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნიადაგი და კარგი ნარევი გავაკეთოთ. რაიმე კონკრეტული ფორმულა ნამდვილად არ არსებობს. ორი აუცილებელი ინგრედიენტი, რომლებსაც ვერ ამოვიღებთ არის თავად ნიადაგი და პერლიტი. მათი შეფარდება შესაძლებელია 1/1 ანუ 1 ნაწილი ნიადაგი და 1 ნაწილი პერლიტი. ეს ძალიან მსუბუქ ნარევს მოგვცემს. თუ გვინდა, რომ კარგი ნარევი გამოვიდეს, აუცილებლად უნდა დავამატოთ ბიოჰუმუსი. ასევე საურველია ტორფის ხავსის გამოყენებაც.

ნარევის პროპორციულობა შესაძლებელია იყოს შემდეგი, 1 ნაწილი მიწა, 1 ნაწილი პერლიტი, 0.5 ნაწილი ბიოჰუმუსი და 0.5 ნაწილი ტორფი. ამ პროპორციების შედგენა თქვენ თითონაც შეგიძლიათ, მთავარია არაფერი არ მიაკლდეს. კერამზიტით იფარება ქოთნის ძირი, მაგრამ მის ნაცვლად უბრალო ხრეშის გამოყენებაც შეგვიძლია. ისევე როგორც უბრალო სილის გამოყენება ზედმეტი თიხიანობის დროს.

რაც შეეხება ბუნებაში დათესვას, ეს უკვე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე. მაგრამ პერლიტის შეტანა ყველა შემთხვევაში ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. აღმოსავლეთ საქთველოში ასევე კარგი იქნება ტორფის ხავსის შეტანა. ეს დაგვეხმარება ნიადაგში ნესტის შენარჩუნებასა და მორწყვის ინტენსივობის შემცირებაში.

რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო კარგად და ღრმად გავუფხვიერებთ ნიადაგს მცენარეს, მით უფრო დიდი და ჯანმრთელი გაიზრდება ის.