რატომ აიკრძალა მარიხუანა? რეალური მიზეზი უარესია, ვიდრე შენ გგონია!

მარიხუანას განადგურება

მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს ებადება კითხვა: რატომ აიკრძალა მარიხუანა? რატომ ხვდება ხალხი ისევ ციხეში მისი მოხმარების ან გაყიდვის გამო?

ბევრი ჩვენგანი ვარაუდობს, რომ ვიღაცამ სადღაც მეცნიერული გზით დაადგინა, რომ მარიხუანა მეტად მავნებელია ვიდრე სხვა ნარკოტიკები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვიყენებთ, მაგალითად ისეთები როგორიც ალკოჰოლი და თამბაქოა.

ვიღაცამ შეიმუშავა ეს ყველაფერი ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის?

იოჰან ჰარიმ, ავტორმა წიგნის „კივილზე დადევნება: ნარკოტიკებზე ომის პირველი და უკანასკნელი დღე“, ამავე წიგნზე მუშაობისას დაიწყო ოფიციალურ არქივებში ძიება, რომ გაერკვია, თუ რატომ აიკრძალა კანაფი 1930-იან წლებში. მან აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში სულ სხვა რაღაც მომხდარა.

1929 წელს ვაშინგტონში აკრძალვების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ჰარი ანსლინგერი. ალკოჰოლის აკრძალვამ გამოიწვია კატასტროფა. განგსტერებმა ჩაიგდეს ხელში მთელი უბნები. კრიმინალების მიერ კონტროლირებადი ალკოჰოლი გახდა კიდევ უფრო მომწამლავი.

საბოლოოდ ალკოჰოლის აკრძალვა შეწყდა, ჰარი ანსლინგერი კი შიშმა მოიცვა. იგი აღმოჩნდა უდიდესი სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური, სადაც ვერაფერს ვერ აკეთებდა. მანამდე ის ამბობდა, რომ კანაფი პრობლემას არ წარმოადგენდა: „ის არ ვნებს ხალხს და არ არსებობს უფრო მეტად აბსურდული მცდარი წარმოდგენა, როგორც ის, რომ მარიხუანა იწვევს ადამიანებში აგრესიას“.

Harry J. Anslinger

მაგრამ უეცრად, როდესაც მის დეპარტამენტს დასჭირდა ახალი მიზანი – ანსლინგერმა გამოაცხადა, რომ მან შეიცვალა აზრი.

მან აუხსნა საზოგადოებას რა ხდება კანაფის მოწევისას.

თავიდან თქვენ ჩავარდებით „ბოდვისებრ მძვინვარებაში“. შემდეგ თქვენ შეგიპყრობთ „ფანტაზიები… ეროტიული ხასიათის“. შემდეგ თქვენ „დაკარგავთ საღი აზროვნების ძალას“. ბოლოს თქვენ მიაღწევთ გარდაუვალ საბოლოო პუნქტს: „სიგიჟეს“.

მარიხუანა ადამიანს აქცევს „გარეულ მხეცად“. თუ მარიხუანა გადაეყრებოდა ფრანკენშტეინის მონსტრს კიბეებზე, მონსტრი შიშისაგან მკვდრად დაეცემოდა, გვაფრთხილებს ანსლინგერი.

ჰარი ანსლინგერი ერთი კონკრეტული შემთხვევით გახდა შეპყრობილი. ფლორიდაში, ბიჭმა სახელად ვიქტორ ლიკეტამ, ნაჯახით, სასიკვდილოდ აჩეხა თავისი ოჯახი. ანსლინგერმა აუხსნა ამერიკას: ეს არის რაც მოხდება, როდესაც მოწევ „ეშმაკის ბალახს“. ეს შემთხვევა გახდა განთქმული. მშობლები ამერიკაში ძალიან შეშინდნენ.

რა მტკიცებულებები ჰქონდა ჰარი ანსლინგერს? აღმოჩნდა, რომ ამ დროს მან მიმართა 30 წამყვან მეცნიერს ამ თემაზე, კითხვით, იყო თუ არა კანაფი სახიფათო და თუ უნდა ყოფილიყო ის აკრძალული. ოცდაცხრამ უპასუხა – არა. ანსლინგერმა აირჩია ის ერთი მეცნიერი ვინც თქვა „კი“ და წარუდგინა ის მსოფლიოს. პრესამ, შეპყრობილმა ვიქტორ ლიკეტას ნაჯახით, ეს აიტაცა.

პანიკაში, რომელმაც მოიცვა ამერიკა, მარიხუანა აიკრძალა. შტატებმა სხვა ქვეყნებსაც მიმართა, რომ მათ იგივე უნდა გაეკეთებინათ. ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ ეს იყო უგუნური იდეა და უარი განაცხადეს ამის გაკეთებაზე. მაგალითად მექსიკამ გადაწყვიტა, რომ მათი ნარკოპოლიტიკა უნდა იმართებოდეს ექიმების მიერ. მათი სამედიცინო რჩევა იყო, რომ კანაფი არ იწვევს ამ პრობლემებს და მათ უარი განაცხადეს აკრძალვაზე. ამით ამერიკა აღშფოთდა. ანსლინგერმა უბრძანა შესაბამისობაში მოსულიყვნენ. მექსიკელები თავის პოზიციას იჭერდნენ იქამდე, სანამ ბოლოს შტატებმა არ შეუწყვიტა მექსიკას ყველა ლეგალური ტკივილგამაყუჩებლის მიწოდება. ხალხის ტანჯვაში გარდაცვალება დაიწყო საავადმყოფოებში. სინანულით, მექსიკა იძულებული გახდა დაეწყო ნარკოტიკებთან ბრძოლა.

მაგრამ შინ გაჩნდა კითხვები. წამყვანმა ამერიკელმა ექიმმა სახელად მაიქლ ბალიმ გაოგნებულმა მისწერა ჰარი ანსლინგერს. აუხსნა, რომ მას სტუდენტობისას გამოუყენებია კანაფი და მხოლოდ ძილისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა მისთვის. მან თქვა – „შეიძლება კანაფმა, ხალხის მცირე რაოდენობა მართლაც მიიყვანოს სიგიჟემდე, მაგრამ ამის დასადგენად ჩვენ გვჭირდება სამეცნიერო კვლევების ჩატარება“.

ანსლინგერმა უპასუხა მტკიცედ – „მარიხუანას ბოროტებასთან მეტი გაჭიანურება აღარ შეიძლება“, ასევე დაამატა, რომ არ აპირებს დაუმოუკიდებელი მეცნიერების დაფინანსებას ამ შემთხვევაში, ან საერთოდ ოდესმე.

წლების განმავლობაში, ექიმები ცდილობდნენ მასთან მიდგომას მტკიცებულებით, რომ ის იყო არასწორი, ანსლინგერი კი მათ მუქარებით აჩუმებდა.

დღესდღეობით მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ცხოვრობს, კანაფზე ისევ იმ აკრძალვით, რომელიც ჰარი ანსლინგერმა შემოიღო საერთოეროვნულ პანიკაში, რაც მოჰყვა ვიქტორ ლიკეტას მკვლელობების სერიას.

აქ საინტერესო არის ის, რომ წლების შემდეგ ნახეს ფსიქიატრიულ არქივში ფაილები ვიქტორ ლიკეტას შესახებ. აღმოჩნდა, თურმე არ არსებობდა არანაირი ფაქტი, რომ ის როდესმე მოიხმარდა კანაფს.

მის ოჯახში მას ჰქონდა მძიმე ფსიქიკური დაავადება. ერთი წლით ადრე ოჯახს უთხრეს, რომ საჭირო იყო ვიქტორის ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მათ უარი განაცხადეს ამაზე. მის ფსიქიატრებს არასოდეს არც კი უხსენებიათ მარიხუანა მასთან დაკავშირებით.

ანუ აგიჟებს ხალხს კანაფი, თუ არა?

ბრიტანეთის მთავრობის, ყოფილი მთავარი მრჩეველი ნარკოტიკების საკითხში დევიდ ნატი განმარტავს – „თუ კანაფი იწვევს ფსიქოზს პირდაპირი გზით, მაშინ ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება: როდესაც კანაფის მოხმარება იზრდება, ფსიქოზით დაავადებულების რიცხვიც მოიმატებს. შესაბამისად, როდესაც კანაფის მოხმარება მცირდება, ფსიქოზის რიცხვმაც უნდა დაიკლოს“.

ეს ესე ხდება? ჩვენ გვაქვს უამრავი მონაცემი ძალიან ბევრი ქვეყნიდან და როგორც აღმოჩნდა ეს მიდგომა მცდარია. მაგალითად ბრიტანეთში 1960 წლიდან კანაფის მოხმარება გაიზარდა დაახლოებით 40-ის კოეფიციენტით. ფსიქოზის რიცხვი? ის შენარჩუნდა სტაბილურად.

ფაქტობრივად, სამეცნიერო მონაცემები გვეუბნება, რომ კანაფი უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე ალკოჰოლი. ალკოჰოლი მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად კლავს 40,000 ადამიანს – კანაფით მკვდარი ბუნებაში არ არსებობს. თუმცა ვილი ნელსონი ამბობს, რომ მისი მეგობარი გარდაიცვალა, როდესაც კანაფით სავსე ტომარა დაეცა თავზე.

Mason Tvert

სწორედ ამიტომ, 2006 წელს კოლორადოში ახალგაზრდა კაცმა სახელად მეისონ ტვერტმა გამოიწვია დუელში ქალაქ დენვერის ჯერ კიდევ მაშინდელი მერი, რომელიც მოგვიანებით გახდა გუბერნატორი, ჯონ ჰიკენლუპერი. ჰიკენლუპერი ფლობდა ბარებს მთელი შტატის მასშტაბით, სადაც იყიდებოდა ალკოჰოლი და სწორედ ამით გახდა ის მდიდარი. მან კანაფზე თქვა, რომ მავნებელია და უნდა იყოს აკრძალული. მეისონმა მას შესთავაზა: „თქვენ მოიტანეთ ერთი ყუთი ალკოჰოლი, მე მოვიტან ერთ პაკეტ კანაფს. ყოველი თქვენი მიღებული ალკოჰოლის დოზის შემდეგ, მე მივიღებ შესაბამის კანაფის დოზას. ვნახოთ ვინ მოკვდება პირველი“. ეს იყო მოვლენა, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა სიტუაცია.

მეისონი გაუძღვა კანაფის ლეგალიზაციის კამპანიას თავის შტატში. მისმა თანამოქალაქეებმა ამ კამპანიას მხარი დაუჭირეს 55 პროცენტით. ეხლა ზრდასრულ ადამინებს ლეგალურად შეუძლიათ იყიდონ კანაფი ლიცენზირებულ მაღაზიებში, სადაც ის იბეგრება და აქედან შემოსული ფული ოფიციალურად ხმარდება სკოლების მშენებლობას. წელიწადნახევრის შემდეგ, ამ სისტემის პრაქტიკაში ნახვისას, ლეგალიზაციის მხარდაჭერა გაიზარდა 69 პროცენტამდე. საბოლოოდ თვით გუბერნატორმა ჰიკენლუპერმაც კი უწოდა ამას „საღი აზრი“.

ოჰ — და კოლორადო ჯერჯერობით არ გავსებულა ხალხით, რომლებიც სასიკვდილოდ ჩეხავენ თავიანთ ოჯახებს.

არ არის დრო, რომ მოვუსმინოთ მეცნიერებას და საბოლოოდ მოვიშოროთ ვიქტორ ლიკეტას ნაჯახი?