სასუქი მარიხუანასათვის

სასუქები კანაბისისთვის

როდესაც ჩვენ გვაქვს ერთი ან ორი მცენარე და გვინდა, რაც შეიძლება დიდი მოსავალი ავიღოთ, აუცილებელია სასუქების გამოყენება. მარიხუანა უსასუქოდაც გაიზრდება და დამწიფდება, მაგრამ ყვავილედების ზომა მკვეთრად განსხვავებული იქნება სასუქიანთან შედარებით.

პირველ რიგში, აუცილებელია კარგი ნიადაგის მომზადება პერლიტითა და ბიოჰუმუსით ან გადამწვარი ნაკელით. ეს დიდი მცენარის გაზრდის არაჩვეულებრივი საფუძველია. როდესაც ის გამოიტანს პირველ 3-4 სართულ ფოთლებს და უკვე ვეგეტაცია სრული სვლით წავა, შეგვიძლია სასუქების გამოყენების დაწყება.

სავეგეტაციო პერიოდში მცენარეს სჭირდება დიდი რაოდენობით აზოტი ფოთლების, ტოტებისა და ზოგადად, ვეგეტატიური ნაწილის განსავითარებლად, ანუ გასაზრდელად. რაც უფრო მეტ საკვებ ნივთიერებასა და მინერალს მივაწვდით მას, მით უფრო გაიზრდება იგი. ასე რომ გაითვალისწინეთ მოსალოდნელი მასშტაბები და ძალიან არ გაგიტაცოთ სასუქებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე ყუთში არ დაეტევა.

ყვავილობისა და ყვავილედების განვითარების დროს, მათ უკვე აღარ სჭირდებათ დიდი რაოდენობით აზოტი. ეს ნივთიერება იცვლება კალიუმითა და ფოსფორით, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან მცენარის ნაყოფის ზომასა და მის ზოგად მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაში მარიხუანასათვის ნაყოფი არის თესლი, ხოლო სინსემილას შემთხვევაში – ყვავილედები.

ყვავილობის პერიოდში აზოტის შემცველი სასუქის მიცემა გამოიწვევს ყვავილობის ვადების გახანგრძლივებასა და პატარა ყვავილედების ფორმირებას! ანუ “მეტი სასუქი – მეტი მოსავალი” არ არის სწორი! თუ ჩვენ ეს კარგად არ დავიმახსოვრეთ, შედეგი ჩვენი სურვილებისა და მონდომების საპირისპირო იქნება.

ფოთლების ჩამოცვენა

ყვავილობის პერიოდის ბოლოს მცენარე არსებული ფოთლებიდან უკან იწოვს საკვებ ნივთიერებებსა და წყალს, რის შემდეგაც იყენებს ყვავილებისათვის. სწორედ ამიტომ უყითლდება მცენარეს ფოთლები სიცოცხლის ბოლოს და საჭიროა ხელი არ შევუშალოთ ამ საქმეში ზედმეტი აზოტის მიცემით.

ცნება “ზედმეტი ფოთლები” არ არსებობს! თითეული ფოთოლი მნიშვნელოვანია მცენარისათვის, ის სწორედ მისი საშუალებით იღებს სინათლის ენერგიას. ბევრი მებაღე ცდება და უმოწყალოდ პუტავს მცენარეს იმ მიზეზით, რომ ეს ფოთლები ხელს უშლის მის განვითარებას. ეს დიდი შეცდომაა. ამ დროს მცენარე ძალიან ისტრესება და ყვავილობის ვადებიც ხანგრძლივდება!

%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%98

რომელი სასუქები გამოვიყენოთ მარიხუანასათვის?

ე.წ. NPK სასუქები სხვადასხვა ვარიანტით ამ ბოლოს უკვე გამოჩნდა საქართველოს აგრომაღაზიებში. მათზე აწერია სამი რიცხვი თანმიმდევრობით. როგორც სურათზე ხედავთ, 3-12-6 ეს ნიშნავს პროპორციულ შეფარდებას N-P-K. ანუ მასში არის 3 წილი აზოტი, 12 წილი ფოსფორი და 6 წილი კალიუმი. ეს კონკრეტული სასუქი, როგორც ხვდებით, ყვავილობის პერიოდისთვისაა იდეალური. მინიმალური აზოტი და დიდი რაოდენობით ფოსფორი სწორედ ისაა, რაც მცენარეებს დიდი ყვავილედების ჩამოსაყალიბებლად სჭირდებათ.

ამ ციფრების ვარიანტი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს: 8-20-8; 15-15-15; 20-10-10; 12-12-50 და ა.შ. მათში ამორჩევა თქვენზეა დამოკიდებული. ანუ თავიდან გვინდა მაგალითად, 20-10-10 ვეგეტაციის ფაზისათვის, ხოლო ყვავილობისათვის 10-20-10. როგორც ხვდებით, ფოსფორის მაღალი შემცველობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კალიუმი, რადგანაც საქართველოს ნიადაგებში კალიუმი ისედაც საკმარისი რაოდენობითაა.

სასუქებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს საკვები ელემენტების სინერგიისა და ანტაგონიზმის ხსენებაც. ეს არის მოვლენები, როდესაც ერთი ელემეტი ხელს უშლის ან ეხმარება მეორე ელემენტის შეთვისებას მცენარის მიერ. მაგალითად, აზოტის ნაკლებობა ამავდროულად იწვევს კალიუმის ნაკლებობასაც. კალიუმის ნაკლებობა მაგნიუმის, კალციუმისა და აზოტის დეფიციტს და ა.შ.

საკვები ელემენტების ანტაგონიზმი

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გარდა აზოტის, ფოსფორისა და კალიუმისა, ანუ NPK ჯგუფისა, არსებობს ათეულობით სიცოცხლისათვის კრიტიკულად აუცილებელი მიკროელემენტები, უბრალოდ ისინი ისე მცირე დოზითაა საჭირო, რომ ამ სამ გიგანტთან ერთად არ მოიხსენიებიან. მიკროელემენტების ნაკლებობა ან სიჭარბე უამრავი დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს მცენარისათვის. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია ჰდირპონიკულ სისტემებში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ მცენარის მიერ საკვები ელემენტების შეთვისება დიდწილად დამოიკიდებულია ნიადაგის ან ხსნარის რეაქციაზე, ანუ pH-ზე. სწორად განსაზღვრული pH ჯანსაღი მცენარის გაზრდისა და დიდი მოსავლის წინაპირობაა. არსებობს pH განსასაზღვრი უამრავი ხელსაწყო, რომლებიც ძალიან მალე უტყუარ და ზუსტ პასუხს მოგვცემენ რეაქციის რაოდენობაზე. ყოველი ახალი კულტივაცია უნდა დაიწყოთ ახალი ნიადაგით, რადგანაც წინა უკვე გამოფიტული იქნება. ასევე სასუქები იწვევს ნიადაგის დაბინძურებას. გამოყენებულ ნიადაგს ნუ გადაყრით ნაგავში, ჩაიტანეთ და ეზოში დაუყარეთ რომელიმე ხეს.

რაც შეეხება მამაპაპურ, იმავე ორგანულ სასუქებს. აქ დიდი არჩევანი გვაქვს. ძალიან კარგია ბიოჰუმუსის გამოყენება, რომელსაც მცენარე 100%-ით ითვისებს. ასევე გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ნაცარი და ა.შ. ქათმის სკინტისაგან დამზადებულ ნაყენს რომელსაც ზოგან “ჟიჟას” უწოდებენ ძალიან დიდი ეფექტი აქვს ყვავილობის პერიოდში გამოსაყენებლად. მაგრამ ჯერ ის აუცილებლად უნდა გაზავდეს 1/10 შეფარდებით, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს დაწვავს. აზოტის დიდ რაოდენობას შეიცავს შარდიც, რომელიც ასევე 1/10 უნდა გაზავდეს.

რაც შეეხება რძესა და ჩაის, პირადად მე ეს მითი მგონია და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ არაფერი მსმენია საქართველოს ფარგლებს გარეთ. შაქრიანი წყალი კი კარგი საკვებია ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის და ყვავილობის პერიოდის მეორე ნახევრიდან მისი გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა.

ორგანიკა

ორგანიკა

შემადგენლობა:

წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1453148

N (აზოტი) – 5-7 %,
P205 (ფოსფორი) – 0,35-0,75 %,
K20 (კალიუმი) – 8,5-10 %,

Ca (კალციუმი) – 7,5-10%,
Mg (მაგნიუმი) – 4,2-4,5%,
S (გოგირდი) – 1,3-1,5%,
Fe (რკინა) – 0,7-0,8%,
Mn (მანგანუმი) – 0,5-0,56 %,

B (ბორი) – 0,022-0,025%,
Cu (სპილენძი) – 0,001-0,0015%,

Zn (თუთია) – 0,08-0,085%

შემადგენლობა (ეტიკეტზე):

პრაქტიკაში გამოცდილია და ძალიან კარგ შედეგს იძლევა ქართული წარმოების თხევადი ბიო-სასუქი ორგანიკა. რომელიც 1 ლიტრში 20 მილილიტრი უნდა გავაზაოთ ფესვებში დასასხმელად ან 1 ლიტრში 10 მილილიტრი ფოთლოვანი კვებისათვის. მილიგრამების დასარწყავად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჩვეულებრივი შპრიცი. ორგანიკა ყოველი მეორე მორწყვის შემდეგ გამოიყენეთ და ძალიან კმაყოფილი დარჩებით, რადგანაც ის აუმჯობესებს ნიადაგის მიკროფლორას.

სასუქების, განსაკუთრებით კი მინერალური სასუქების გამოყენებისას ყოველთვის დაიწყეთ რეკომენდირებული დოზის 1/4-ით და ნელ ნელა მოუმატეთ. ეს მოგცემთ გარანტიას, დაიცვათ მცენარეები ზედმეტად დიდი დოზებისაგან.

დაიმახსოვრეთ! ზედმეტი სასუქის გამოყენებას, სჯობს საერთოდ არ გამოიყენოთ ის, რადგანაც ზედმეტი სასუქი მცენარეს მოკლავს, ხოლო დაკლება არაფერს დაუშავებს. სასუქებთან მიმართებაში დაკლება სჯობს ზედმეტს!

დიდი ყვავილედები