ტექნიკური საკითხები ყუთის აწყობის დროს

გროუ ბოქსი

ყუთის აწყობის დროს გვიჩნდება უამრავი შეკითხვა. მე ამ პოსტში შევეცდები, პასუხი გავცე ზოგიერთ ტექნიკურ კითხვას, რომელიც თან სდევს ბოქსის აწყობას. ამისათვის ეტაპობრივად განვიხილავ ყველა იმ საკვანძო საკითხს, რაც ჩემი აზრით, თქვენში ბევრ კითხვას ბადებს.

ყველაფერი განათების შესახებ

ამ პოსტის მიზანია,  დაგეხმაროთ განათების თქვენთვის საჭირო ტიპის შერჩევაში. სანამ სხვადასხვა ტიპის ნათურაზე საუბარს დავიწყებდეთ, ჯერ ზოგადი საკითხები განვიხილოთ. კერძოდ, თუ როგორ უნდა დავითვალოთ განათების ჩვენთვის  საჭირო რაოდენობა.

ვატი არის სიმძლავრის ერთეული, რომლითაც გამოისახება განათების წყაროს მიერ მოხმარებული ენერგია ერთი საათის განმავლობაში. როდესაც ნათურას აწერია 40W ვატი ესეიგი ის მოიხმარს  40 ვატს საათში, ანუ 0,04 კილოვატს  საათში ელექტრო ენერგიას. (1 000 ვატი = 1 კილოვატს)

ლუმენი არის ერთეული, რომელიც სინათლის წყაროს მიერ გამოსხივებულ,  ადამიანისთვის ხილული სინათლის, სრულ რაოდენობას ასახავს.

ვატები და ლუმენები

შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ მცენარის გაზრდის დროს გვაინტერესებს სინათლის რაოდენობა (ლუმენები) და არა სინათლის წყაროს მიერ გამოყენებული ელექტრული ენერგია – ვატები.

ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ რა რაოდენობის ლუმენი გვჭირდება ერთ მცენარისათვის ან კვადრატულ მეტრზე,  კუბურ მეტრზე და ა.შ. კარგ შემთხვევაში ერთი კვადრატულ მეტრზე საჭიროა 33 000 ლუმენი. ხოლო იდეალურ ვარიანტში 75 000 – 110 000 ლუმენამდე.

ცნობისთვის, ზაფხულის მზიან დღეს მზე ასხივებს დაახლოებით 110 000 ლუმენს კვადრატულ მეტრზე
ასე რომ, უპირველესად საჭიროა, გამოთვალეთ გროუ ბოქსის ფართობი. მაგალითად, თუ თქვენი ბოქსის სიგრძა 1,2 მეტრი და სიგანე 0,8 მეტრი, შესაბამისად 1,2 მ X 0,8 მ = 0,96  მმ2  ანუ თითქმის ერთი კვადრატული მეტრი.

ცნობისთვის: 1000 ვატიანი High Pressure Sodium-ის (HPS მაღალი წნევის ნატრიუმიანი ნათურა) ტიპის ნათურა კვადრატულ მეტრზე ანათებს 107 000 ლუმენს, რაც ჩვენს ზემოთ შერჩეულ გროუ ბოქს (0,8 x 1,2 მ) იდეალურად მოერგებოდა.

გაითვალისწინეთ, რომ განათების წყარო შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს მცენარესთან, ოღონდ ისე, რომ არ დაწვას და გამოაშროს  მცენარის ფოთლები. გააჩერეთ ხელი მცენარის უმაღლესი ადგილის გასწვრივ და თუ ის უსიამოვნოდ გაგიხურდებათ ან დაგეწვებათ, მაშინ მცენარეც არასასურველ პირობებში იქნება.

სინათლით დამწვარი 2

განათების მიერ დამწვარი ფოთოლი

განათების წყაროს ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ზემოთ ავღნიშნე, სიმძლავრე (ვატები) არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი განათების ტიპის შერჩევისას.  ერთნაირი სიმძლავრის, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ნათურები ხასიათდებიან სინათლის გამოსხივების სხვადასხვა რაოდენობით – ლუმენებით.

შედარებისათვის 300 ვატის ვარვარების (incandescent) ნათურა ასხივებს 5 100 ლუმენს, როცა იგივე 300 ვატიანი ჰალოგენის (Metal Halide) ნათურა ასხივებს 27 000 ლუმენს, მაგრამ ორივე მოიხმარს იმავე რაოდენობა ელექტრო ენერგიას (ვატებს).

Metal halide ვარვარების ნათურა

ალბათ, ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რომელი ჯობია 60 ვატიანი ეკონომ ნათურა რომელსაც აქვს 5000 ლუმენი თუ 85 ვატიანი ეკონომი რომელსაც აქვს 3600 ლუმენი? ამ კითხვის პასუხი მარტივია, რომელსაც აქვს მეტი ლუმენი, ის უკეთესია მცენარესთვისაც და თქვენი ჯიბისთვისაც. რადგანაც თვის ბოლოს ნაკლები კომუნალური გადასახადის გადახდა მოგიწევთ.
მიახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვადასხვა ტიპის განათების გამოსხივებული ენერგია (ლუმენები) ერთ ვატზე:

ვარვარების (Incandescents) – 15 ლუმენი/ვატი.
ლუმინესენციური ეკონომ ნათურა (Fluorescents) –  60-70 ლუმენი/ვატი.
შუქდიოდი (LED) – 75 ლუმენი/ვატი.
ჰალოგენი (Metal halide) – 87 ლუმენი/ვატი.
ნატრიუმიანი (High pressure sodium) – 150 ლუმენი/ ვატი

შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ  ბმულზე და გამოთვალოთ კალკულატორის მეშვეობით, თქვენთვის საინტერესო განათების შესაბამისი ლუმენების რაოდენობა ერთ ვატზე.

გარდა სინათლის რაოდენობისა (ლუმენი), დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე სინათლის სპექტრს. სინათლის სპექტრი ხასიათდება სხვადასხვა ფერის ტემპერატურით, რომლის საზომი ერთეულია კელვინი (Kelvin). სინათლის სპექტრი გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის დროს სხვადასხვაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ მცენარეს შეუქმნათ სეზონის ცვლილების იმიტაცია, შესაბამისად ვეგეტაციისა და ყვავილობის პერიოდში სხვადასხვა სპექტრის განათებებს ვიყენებთ.

სინათლის ტემპერატურის ცხრილი

მაღალი ფერის ტემპერატურა არის 4600 K კელვინი და მეტი, რომელიც ახასიათებს დღის განათებას. მას ჩვენ ხშირად ვეძახით ცივ განათებას, რომელსაც აქვს ცისფერი, მოთეთრო ფერი.

დაბალი ფერის ტემპერატურაა 3000 K კელვინი და ქვემოთ, რომელსაც ხშირად ვეძახით თბილ განათებას. რომელსაც აქვს წითელი, მოყვითალო ფერის ტონი.
მარიხუანას ვეგეტაციის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მაღალი ფერის ტემპერატურა (4600 K და მეტი).  ხოლო ყვავილობის პერიოდში დაბალი ფერის ტემპერატურა (3000 K და ნაკლები).
როგორც ზემოთ ვახსენე,  არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის განათება, რომელიც ხშირად გვაბნევს და გვიჩენს უამრავ კითხვას. ამიტომ მოდით განვიხილოთ ყველა მათთაგანი:

ვარვარების (Incandescents) ნათურა, არის სტანდარტული სახლის განათება, რომელიც წარმოუდგენლად არაეფექტურია, რადგანაც მის მიერ მოხმარებული ელექტრული ენერგია უმეტესად  ხმარდება მის გათბობას  და არა განათებას. აგრეთვე სინათლის სპექტრის გამო მისი გამოყენება მცენარის გასაზრდელად რეკომენდებული არ არის.

ვარვარების ნათურა

ლუმინესენციური (Fluorescent) ნათურა, რომელიც ცნობილია, როგორც ეკონომ ნათურები (CFL). ლუმინესენციური ნათურები არის ორი ტიპის – მილისებური და კომპაქტეური ( Tube & Compact Fluorescent). მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის გარდა ფორმისა.

გრძელი ნათურა

ლუმინესენციური ნათურები იდეალურია დამწყებთათვის და პატარა გროუ ბოქსებისათვის. ასევე არის დაახლოებით 7 – ჯერ უფრო ეკონომიური ვიდრე ვარვარების (Incandescents), ასე რომ მათი გამოყენებით შენ მოიხმარ ნაკლებ ელექტრულ ენერგიას და  გაქვს უკეთესი განათება.

ასევე ადვილია მათი ინსტალაცია, არ ღირს ძვირი და აქვს სიცოცხლის ხანგრძლივი უნარიანობა. რაც მთავარია, ისინი არ ხურდება და ბევრად უსაფრთხოა სხვა ტიპის ნათურებთან შედარებით. ისინი ბაზარზე გვხვდება სხვადასხვა სპექტრის. ვეგეტაციის პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ 6500 K (ცივი ნათების), ხოლო ყვავილობისას – 2700 K (თბილი ნათების).

ეკონომ ნათურები მცენარის გასაზრდელად

მაღალი ინტენსიურობის განმუხტვის (High Intensity Discharge, HID) ნათურები. სწორედ ამ ტიპის ნათურებში გადის ნატრიუმის High Pressure Sodium (HPS) და ჰალოგენის Metal Halide (MH).  (Sodium – ნატრიუმი)

მაღალი განმუხტვის ნათურები ძირითადად გამოიყენება დიდი ფართის მქომე ადგილების გასნათლებლად მაგალითად დიდი საწყობების, ქუჩების, შენობების და ა.შ. ამ ტიპის ნათურები დიდი პოპულარობით სარგებლობს მებაღეებში, რადგან მათ აქვთ ძალიან ინტენსიური ნათება და არიან 8-ჯერ უფრო ეკონომიური ვიდრე ვარვარების ნათურები.

მაღალი განმუხტვის ნათურები

მაგრამ ყველა ამ ტიპის განათების მუშაობისთვის საჭიროა ეგრეთწოდებული ბალასტი, მის გარეშე მაღალი განმუხტვის ნათურებს ვერ აამუშავებთ. ბალასტის დანიშნულებაა, წარმოქმნას მაღალი რკალი, ანუ იმპულსურად მოდოს ნათურას  მაღალი ძაბვა ჩართვისა და მუშაობის რეჟიმში.

ნათურის ბალასტი

აგრეთვე მაღალი განმუხტვის ნათურები წარმოქმნიან მაღალ ტემპერატურას და ჭირდებათ საკმაოდ ძლიერი გაგრილების სისტემა. მარიხუანას ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ჰალოგენის metal halide (MH) ტიპის ნათურა რაგან მას აქვს ცივი ნათება, მხოლოდ ყვავილობის დროს მაღალი წნევის ნატრიუმის high pressure sodium (HPS) ნათურა რომელსაც აქვს თბილი ნათება. მაგრამ თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, HPS ტიპის ნათურა ორივე პერიოდისთვის კარგად გამოდგება.

ქულტუბი ნათურის გაგრილება

დიოდური ტიპის Light Emitting Diodes (LED) ნათურები. დიოდური ტიპის ნათურები არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ხასიათდება მუშაობის გრძელვადიანი პერიოდით და არის ყველაზე ეფექტური და ეკონომირი. აგრეთვე აქვს ძალიან სპეციფიკური განათების სპექტრი, რომელიც იდეალურია მცენარის გასაზრდელად. დიოდური ტიპის ნათურები არ ხურდება და როგორც წესი, მოყვება ავტონომიური გაგრილების სისტემა. ამ ტიპის ნათურების ნაკლი მათი მაღალი ფასია სხვა სახის ნათურებთან შედარებით.

ლედ განათება

მაგრამ მაინც რომელი უნდა შევირჩიოთ?

ამ კითხვაზე საპასუხოდ, საჭიროა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი: თქვენი ბიუჯეტი, ბოქსის ტიპი/ზომა, გაგრილების სისტემა და ა.შ.  თქვენი ბიუჯეტი არის გადამწყვეტი ფაქტორი ნათურის ტიპის შერჩევისას. დაბალ ბიუჯეტიანმა მებაღეებმა უმჯობესია შეირჩიონ ლუმინესენციური (Fluorescent)  ტიპის ნათურები. თუ თქვენ გაქვთ დიდი სივრცე და ბევრი ფული, მაშინ უმჯობესი იქნება იყიდოთ მაღალი განმუხტვის ნათურები (High Intensity Discharge Lamps)  ანუ ნატრიუმისა და ჰალოგენის.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ნათურებს ჭირდებათ საკუთარი ვენტილაცია, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებსა და ცოდნას ითხოვს. ბოლოს დიოდურო (LED) ტიპის ნათურები იდეალურია მათვის ვინც აპირებს ზარდოს მარიხუანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ანუ თუ თქვენ გაქვთ დიდი ბიუჯეტი და აპირებთ ამ საქმიამობას მიჰყვეთ დიდხანს მაშინ თქვენთვის იდეალურია დიოდების (LED)  გამოყენება და ინვესტიციაც სწორი იქნება.

ყველაფერი გაგრილების სისტემის შესახებ

მცენარის გაზრდისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჟანგბადი და ნახშიროჟანგი (ნახშირბადის დიოქსიდი CO2). შესაბამისად, ყუთში საჭიროა ჰაერის გაგრილების/ცირკულაციის სისტემა. სისტემა შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური. აქტიური სისტემა ნიშნავს სრულყოფილ ვენტილაცაის. ანუ როდესაც ჩვენ ყუთში ჰაერი შეგვაქვს და იქედან გაგვაქვს ცალ-ცალკე ქულერებით. პასიურ სისტემაში კი შესაძლებელია მხოლოდ ჰაერის გარეთ გამტანი ქულერის მუშაობა და ყუთში ჰაერის პასიურად შესვლა ნახვრეტებიდან. ამ სტატიაში შევეცდები, ძირითადად ავხსნა ვენტილატორების ნაირსახეობები და ელექტრული წრედის აწყობა.

ქულერების დაყენება ხდება შემდეგნაირად: რადგან ცივი ჰაერი არის უფრო მძიმე ვიდრე თბილი, შესაბამისად, დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ქულერი – ერთი შემომტანი, რომელიც დადგება ბოქსის ქვედა კუთხეში, ხოლო მეორე  გამწოვი ქულერი, რომელიც დადგება ბოქსის უკიდურეს ზედა წერტილში. იმის გამო, რომ მარიხუანა ყვავილობის პერიოდში ძლიერ სუნს გამოყოფს, შესაძლებელია გარეთ გამტან სისტემაში ჩავრთოთ ჰაერის ფილტრი.
ვენტილაცია ყუთში

ქულერების არჩევა ხდება შემდეგნაირად:
პირველ რიგში, ვირჩევთ ქულერის სიდიდეს, იმ სპეციფიკაციით თუ რა რაოდენობის ჰაერის გატარება შეუძლია მას გარკვეული დროის შუალედში. რომ ვისაუბროთ მარტივ ენაზე და არ დავიწყოთ მათემატიკური გამოთვლები, რაც უფრი დიდია ქულერის ფრთები, მით უფრო დიდი რაოდენობის ჰაერის გატარება შეუძლია მას, შესაბამისად ქულერს ვირჩევთ ფრთების ზომების მიხედვით.

ასევე უნდა დავაკვირდეთ ქულერის ელექტრულ პარამეტრებს: ქულერის სიმძლავრეს, ანუ ვატებს (Watt – W), მის მუშა ნომინალურ ძაბვას, ანუ ვოლტებს (Volt – V) და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ქულერს იარლიყზე სიმძლავრის მაგივრად ეწეროს დენი, ანუ ამპერი (Amps – A), თუ ამ სამი პარამეტიდან რომელიმე ორი მაინც ეწერება იარლიყზე, მაშინ ადვილი გამოსათვლელია მესამე პარამეტრიც რადგან, სიმძლავრე = დენი X ძაბვა. შესაბამისად, თუ მარტო დენი და ძაბვა ეწერა ადვილად გამოითვლით სიმძლავრეს. რადგან სიმძლავრე ყველაზე მნიშვნელოვანია ქულერის არჩევის დროს.

რაც შეეხება დენსა და ძაბვას, ქულერი შეიძლება მუშაობდეს ცვლად ან მუდმივ დენსა და ძაბვაზე. ქულერის ეტიკეტზე ხშირად გვხვდება შემდეგი მარკირება AC ~ (Alternative Current) ანუ ცვლადი დენი და DC – ( Direct Current) მუდმივი დენი. თუ ქულერს აწერია AC (ძირითადად აბაზანის ვენტილატორები) ესეიგი შეგვიძლია პირდაპირ შევაერთოთ ქალაქის ქსელში 220 ვოლტზე) ხოლო თუ ქულერს აწერია DC ( ძირითადად კომპიუტერების ქულერებს) მაშინ აუცილებლად გვჭირდება დამატებითი გამმართველი (კვების ბლოკი, ადაპტერი).
ქულერის ეტიკეტი

კვების ბლოკის შერჩევა ხდება შემდეგნაირად: კვების ბლოკს უნდა ჰქონდეს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმხელა სიმძლავრე მაინც, რა სიმძლავრის ქულერიც გვაქვს მიერთებული ზედ ან თუ რამოდენიმე ქულერის მიერთებას ვაპირებთ, მაშინ მათი სიმძლავრეების ჯამის ტოლი, ან მეტი სიმძლავრე. როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, კვების ბლოკზეც შეიძლება ეწეროს არა სიმძლავრე, არამედ დენი – ამპერები, ასე რომ მგონი, არ დაიბნევით.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ კვების ბლოკს აქვს გაცილებით მეტი ამპერის გაცემის საშუალება, დაუშვათ 3 ამპერის, ის არანაირად საფრთხეს არ შეუქმნის თქვენ ქულერს რომელსაც აქვს მოხმარება დაუშვათ, 0,2 ამპერი, რადგან ქულერი მოიხმარს მხოლოდ იმდენ დენს, რამდენიც მას უწერია საქარხნო მონაცემით. ასევე კვების ბლოკზე და ქულერებზე ხანდახან წერია ამპერები მილიამპერებში. ცნობისათვის: 1 ამპერი (A) = 1 000 მილი ამპერი (mA)

კვების ბლოკის არჩევისას აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ ძაბვის მახასიათებელი. კვების ბლოკის ძაბვა უნდა იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც ქულერის ძაბვაა. ანუ დაუშვათ, თუ ქულერის ძაბვა 12 ვოლტია, შესაბამისად კვების ბლოკიც უნდა იყოს 220 ვოლტის გარდამქმნელი 12 ვოლტზე.
კვების ბლოკი

ხშირად, ადამიანი შეიძლება დაიბნეს, რადგან კომპიუტერის ქულერებს აქვთ ბევრი სხვადასხვა მისაერთებელი კაბელი. თანაც სხვადასხვა ფერის. ეს იმით აიხსნება რომ PC ქულერებს უწევთ სხვადასხვა სიჩქარით ტრიალი (დაუშვათ, ხანდახან standby, sleep და სხვადასხვა რეჟიმების გამო) შესაბამისად ისინი მუშაობენ სხვადასხვა ძაბვაზე. ამიტომ სწორი კაბელის ასარჩევად იხელმძღვანელეთ შემდეგუ სურათით.
ქულერის დაერთება

ყოველთვის დაიცავით პოლარობა მუდმივი დენის ქულერის მიერთების დროს (ცვლადს არ ჭირდება პოლარობის დაცვა). ანუ პლიუს აერთებთ პლიუსის კაბელს და მინუსის კაბელს მინუსისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კვების ბლოკს არ გააჩნია პოლარობის დაცვა, ქულერი დაიწვება.

თუ ვაყენებთ რამოდენიმე ქულერს ერთად, აუცილებელია, ისინი შევაერთოთ პარალელურად (parallel) და არა მიმდევრობით (series) იხილეთ სურათი ქვემოთ:
პარალელურად და მიმდევრობით

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ქულერის დაბერვის მიმართულებას ირჩევთ თქვენით. ხშირად ქულერზე გამოსახულია ისარი რომელიც დაბერვის მიმართულებას გიჩვენებთ, თუ ისარი არ აქვს, მაშინ ფრთების ჭრილს დააკვირდით ან ბოლობოლო ააწყვეთ წრედი და ხელის მიტანით მიხვდებით დაბერვის მიმართულებას.
ვენტილიატორის მიმართულება

ჩემი რჩევა იქნება: დიდი ყუთის იყიდოთ აბაზანის ქულერები, რადგან არ ჭირდება კვების ბლოკის ყიდვა. მათ აქვთ ნაკლი – ხმაური. მაგრამ თუ უკვე გაქვთ კომპიტერის ან მუდმივ დენზე მომუშავე ქულერი და არც ისე დიდი ყუთი, მაშინ იმედი მაქვს, ამ პოსტის მეშვეობით არ შეუშინდებით დაბრკოლებებს და ყველაფერს ადვილათ გაართმევთ თავს.

ქულერის სიჩქარე დამოკიდებულია კვების ბლოკზე (ადაპტერზე) თუ ქულერი არის 12 ვოლტიანი და მას დავაერთებთ 3 ვოლტიან ადაპტერზე, ის იტრიალებს ძალიან ნელა. თუ ქულერი 5 ვოლტიანია და და მას დავაერთებთ 9 ვოლტიან ადაპტერზე, ის იტრიალებს ძალიან ჩქარა და დიდი ალბათობით მალე გადაიწვება. ამიტომ კარგად დააკვირდით ვოლტების რაოდენობას.

როგორ ვაკონტროლო ბოქსში ტემპერატურა?

ალბათ, უკვე იცით, რომ მცენარეს უნდა შევუქმნათ ისეთი ტემპერატურული დიაპაზონი, რომელიც მას არ ავნებს და ხელს შეუწყობს ზრდაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალგაზრდა მცენარის იდეალური ტემპერატურა მერყეობს 20-25 გრადუსამდე, ხოლო რაც უფრო ზრდასრული ხდება მცენარე, მას უკვე შეუძლია შეეჩვიოს 28 გრადუსაც კი (მაგრამ იდეალური ტემპერატურა ისევ 20-25 გრადუსის დიაპაზონში რჩება). როგორც შევთანხმდით, მე განვიხილავ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, ამიტომ ამ სტატიაში შევეცდები ავხსნა, თუ როგორ შეიძლება, დავიჭიროთ ჩვენთვის სასურველი ტემპერატურული დიაპაზონი გროუ ბოქსში.

გამათბობელი პლედი
თუ ჩვენ ვზრდით ავტოყვავილებად ჯიშს, მაშინ ტემპერატურის დაჭერა არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან სინათლის რეჟიმად არჩეული გვაქვს 24/0. მაგრამ ფოტოპერიოდულის შემთხვევაში გვჭირდება სინათლის რეჟიმის 18/6 (ვეგეტაციის დროს) ან 12/12 (ყვავილობის დროს) ცვლილება. ამისათვის აუცილებლად დაგვჭირდება სითბოს დამატებითი წყარო, ანუ გამათბობელი, რომელიც ჩვენთვის საჭირო ტემპერატურას შეინარჩუნებს მაშინ, როდესაც ნათურები ჩამქვრალი იქნება.

გამათბობელი ვენტილატორი

გამათბობლის შერჩევა ინდივიდუალურია და მისი არჩევა თქვენთვის მომინდია. მაგრამ რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ. გამათბობლის არჩევის დროს თავდაპირველად ვაკვირდებით გათბობის მეთოდს (სპირალით ათბობს, ინფრარედით, ზეთის რადიატორით და ა.შ). ამის მერე ვაკვირდებით სითბოს გაცემის რაოდენობას, რომელიც ხშირად გამოხატულია ხოლმე ვატებში, ჩვენთვის ხელმისაწვდომ კვების წყაროს (220 VAC, 12 VDC), რამდენად უსაფრთხოა, ზომებს – რამდენად მოთავსდება ბოქსში და ა.შ.
გამათბობელი ნათურა

მაგრამ გამათბობლის ყიდვის შემდეგ, უკვე სხვა პრობლემებს ვაწყდებით. გამათბობელს ხშირად ჭირდება რეგულირება, რათა ბოქსში ჰაერი ძალიან არ გააცხელოს და ტემპერატურული რეჟიმი უმართავი არ გახადოს. ან უბრალოდ, მუდმივად ჩართულ გამათბობელს დიდი დრო არ უწერია და არც ყუთის უსაფრთხოება იქნება დაცული (იარსებებს ხანძრის საშიშროება).

ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ტემპერატურის რეგულირება, რისთვისაც დაგვჭირდება თერმოსტატის ყიდვა და ელექტრული წრედის აწყობა, რის ახსნასაც ამ სტატიაში შევეცდები. დამიჯერეთ, 21 საუკუნეში ამის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან წარმოებაში უკვე გამოსულია ციფრული თერმოსტატები, რომლებიც საერთოდ არ ღირს ძვირი. ცნობისთვის, ბაზარზე გვხვდება ისეთი გამათბობლები, რომლებსაც უკვე აქვთ ინტეგრირებული თერმოსტატები, მაგრამ ასეთი გამათბობლები გაცილებით ძვირია ვიდრე უთერმოსტატო გამათბობლები.
ამ სტატიაში ავხსნი კონკრეტულ თერმოსტატს, რომელიც მე მაქვს გამოცდილი, მაგრამ თქვენ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ თერმოსტატს გამართავთ და დააკავშირებთ გამათბობლის წრედს.
თერმოსტატი

თერმოსტატის ყიდვისას ვაკვირდებით მის მუშა ნომინალურ ძაბვას, რათა ავირიდოთ დამატებითი კვების ბლოკები. ამიტომ ნომინალური ძაბვის გამათბობლის შემთხვევაში ტერმოსტატიც ნომინალური ძაბვით უნდა იყოს.. ანუ თუ გამათბობელი მუშაობს 220 ~ AC ცვლად ძაბვაზე, შესაბამისად აირჩიეთ თერმოსტატი ცვლად 220 ძაბვაზე მომუშავე. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ თერმოსტატი მუშაობდეს ცელსიუსის და არა ფარინგეიტის შკალით, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და შეცდომები.
თერმოსტატის და გამათობლის შეერთება ძალიან მარტივია:

თერმოსტატი 2

როგორც სქემაზე არის ნაჩვენები, თერმოსტატის 1 და 2 ტერმინალებზე ვსვამთ კვების ფაზას და ნეიტრალს 220 ვოლტს. 3 და 4 ფეხზე ვაკავშირებთ თვითონ თერმოსტატის სენსორს, რომელიც თერმოსტატს შეფუთვაში მოყვება. შეეცადეთ, სენსორი ახლოს იყოს მცენარის ზრდის წერტილთან და გაზომოს რეალური ტემპერატურა. 5 და 6 ფეხზზე ვაკავშირებთ ჩვენს გამათბობელს (როგორც ნახაზზეა მითითებული). იმისათვის, რომ არ დაგვჭირდეს გამათბობლისთვის ცალკე კვების მიყვანა, ფაზას ვიღებთ 1 ფეხიდან და ვაკავშირებთ 5 ტერმინალიდან (ანუ ეს დამაკავშირებელი 1-5 კაბელი/ლინკი მოკლე იქნება), ხოლო 6 ტერმინალზე ვსვავთ გამათბობლის ფაზას. რაც შეეხება გამათბობლის ნეიტრალს იგი დაჯდება 2 ტერმინალზე.

თერმოსტატის ელექტრული წერედი

ელექტრული წრედის აწყობის შემდეგ ვიღებთ თერმოსტატის ინსტრუქციას და ძალიან მარტივად ვაყენებთ ჩვენთვის სასურველ პარამეტრებს. დაუშვათ გვიდა, რომ 28 გრადუსის მიღწევის შემდეგ გამათბობელი გამოირთოს, თერმოსტატის სენსორი როგორც კი აღიქვავს 25 გრადუს გამათბობელი გაითიშება და იქნება გათიშული მანამ სანამ არ მიაღწევს, ტემპერატურის ქვედა ზღვარს დაუშვათ 20 გრადუს ( ქვედა ზღვარსაც ვაყენებთ ჩვენით).
სხვათა შორის, იმავე თერმოსტატის გამოყენება შეუძლიათ მათაც, ვინც ავტოყვავილედებს ზრდის, თუ მოხდა ისე, რომ განათების გამო ბოქსის ტემპერატურამ მიაღწია ჩვენთვის არასასურველ, ძალიან მაღალ ზღვარს, თერმოსტატი გამორთავს განათებას (ოღონდ თერმოსტატს უნდა მიაერთოთ ამშემთხვევაში 5 და 6 ტერმინალებზე ნათურების კვება) მანამ სანამ ტემპერატურა არ მოიკლებს გროუბოქსში. ან ჩართავს გაგრილების სისტემას.
როგორც ნახაზზე შეამჩნიეთ, თერმოსტატს აქვს 7 და 8 ( cooling terminals) ტერმინალები, ეს იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ თქვენ გინდათ, რომ მაღალი ტემპერატურის დასაგდებად გამოიყენოთ დამატებითი ქულერი. მაგრამ რადგან ჩვენ ყველას ქულერები მუდვად გვიმუშავებს ბოქსში ჰაერის ჟანგბადითა და ნახშიროჟანგით გასამდიდრებლად, მე არ ვთვლი საჭიროდ ამ ფუნქციის გამოყენებას. მაგრამ ვისაც დასჭირდება, მის დაერთებასაც მარტივად შეძლებს.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტი, ყურადღება უნდა მივაქციოთ თერმოსტატის სპეციფიკაციაში მოყვანილ ამპერაჟს. როგორც ნახაზის სათაურში წერია ამ კონკრეტულ თერმოსტატს შეუძლია აკონტროლოს/მართოს 10 ამპერიანი გამათბობობელი. 10 ამპერიანი გამათბობელი კი ნიშნავს რომ გამათბობელს ქონდეს მაქსიმუმ (10 ამპერი X 220 ვოლტზე = 2200 ვატის), ანუ ამ თერმოსტატზე 2200 ვატის ( 2,2 კვატის)-ზე მეტი სიმძლავრის მქონე გამათბობელის მიერთება სასტიკად აკრძალულია და გამოიწვევს თერმოსტატის დაწვას, რამაც შესაძლოა გააჩინოს ხანძარი! ეს მონაცემი ნუ შეგაშინებთ, რადგანაც 2200 ვატიანი გამათბობლით 40 კვადრატულ მეტრიან ოთახსაც გაათბობთ და ზომებითაც დიდი იქნება. ანუ ყუთისთვის ნაკლებად გამოსადეგარია.
და ბოლოს, თერმოსტატები იყიდება ძალიან ბევრი ტიპისა და სახეობის. უბრალოდ, სანამ იყიდით, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შეფუთვაში იდოს საზომი თერმო სენსორი და აკმაყოფილებდეს იმ პარამეტრებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ.
განათების ციკლის რეგულირება ტაიმერის მეშვეობით

Grow box-ში მცენარის გაზრდის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სინათლისა და სიბნელის დროებს. მცენარეს აუცილებლად უნდა შეურჩიოთ წინასწარ განსაზღვრული განათების ციკლი და იგი ვეგეტაციისა და ყვავილობის პერიოდში იქნება განსხვავებული.

ბუნებაში მარიხუანა (რუდერალისის გარდა) ყვავილობას იწყებს გვიან ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე. როდესაც დღე იწყებს კლებას, ღამე კი ზრდას, სწორედ ამ სიგნალს გადაყავს მცენარე ვეგეტაციის პერიოდიდან ყვავილობაში. შესაბამისად, მებაღე, რომელიც ოთახში ზრდის მარიხუანას თავისი სურვილის მიხედვით, სიბნელის დროის მანიპულირებით შეუძლია კანაბისს დააწყებინოს ყვავილობა.

ტრადიციული ციკლის მეთოდი ვეგეტაციის დროს არის სინათლის პერიოდი 18 საათიდან 24 საათამდე. მთავარი იდეა იმაში კი არ მდგომარეობს, თუ რამდენი ხანი იქნება ჩართული განათება, არამედ იმაში, თუ რამდენი ხანი იქნება მცენარე სიბნელეში. შესაბამისად 6 საათის და უფრო ნაკლები ხნის შუქჩამქვრალი მცენარე განაგრძობს ვეგეტაციის პერიოდს. შესაბამისად ვეგეტაციის პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებული ციკლია 18/6 ( 18 საათი განათება ჩართულია და 6 საათი გამორთული). თუ ჩვენ გვინდა, მცენარე გადავიყვანოთ ყვავილობის ფაზაში, მაშინ სინათლის ციკლს ვაყენებთ 12/12 ზე, ანუ სინათლე 12 საათი ჩართულია და 12 საათი გამორთული, ამ ქმედებით მცენარეს ვაძლევთ იმპულასს, რომ შემოდგომა მოახლოვდა და შესაბამისად იწყება ყვავილობის პროცესი.
კელვინები

სინათლის ციკლის ცვლილებისათვის საჭიროა, გამოვიყენოთ ტაიმერი, რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშე სინათლის წინასწარ დაყენებულ ციკლს ავტომატურად არეგულირებს. შესაბამისად, ამ სტატიაში შევეცდები აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გაიმართოს ტაიმერი ჩვენთვის სასურველი ციკლის მისაღებად.

ყველაზე გავრცელებული და სანდო ტაიმერი მუშაობს საათის მექანიკური მექანიზმით, რაც ძალიან ადვილი გამოსაყენებელი და იაფია. რაც მთავარია, საქართველოშიც ადვილად იშოვნით.
ტაიმერი.jpg 2

 

ასეთი ტიპის თითქმის ყველა ტაიმერს აქვს ორი ფუნქცია:

1. იმუშაოს ტაიმერზე დაყენებული გრაფიკით. (უნდა დავაყენოთ I ნიშანზე და ჩანდეს საათი)
2. უგულვებელყოს დაყენებული გრაფიკი და მუდმივად ჩართული იყოს. (bypass) (უნდა დავაყენოთ საათის ნიშანზე და დარჩეს I)

ეს ორივე ბრძანება გვერდითა ღილაკით იმართება. ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება ტაიმერმა იმუშაოს დაყენებული გრაფიკით.
ტაიმერი 2

შემდეგი ნაბიჯი ტაიმერზე შესაფერისი გრაფიკის დაყენებაა. ტაიმერის 24 საათიანი ციფერბლატი შედგება პატარა შავი კლავიშებისგან, თითოეული ეს კლავიშიანი დანაყოფი 15 წუთის ტოლფასია. თუ თქვენ გინდათ, რომ ტაიმერმა განათება აანთოს მაშინ ეს პატარა კლავიშები უნდა ჩაწიოთ, მხოლოდ თუ გინდათ, რომ განათება ტაიმერმა გამორთოს მაშინ კლავიშები დატოვეთ ამოწეული.
ტაიმერი

შესაბამისად, 18/6 ციკლის დროს, 18 საათის კლავიშები (72 ცალი) იქნება ჩაწეული და 6 საათის კლავიშები (24 ცალი) ამოწეული. იგივე პრინციპით იმოქმედებთ ვეგეტაციის 12/12 ციკლის დროსაც. გრაფიკის დაყენების შემდეგ ტაიმერი მზადაა. შეგიძლიათ, იგი შეაერთოთ დენის წყაროში და მასში კი ჩააერთოთ განათება.

ჩემი რჩევა იქნება: სანამ ტაიმერის ექსპლუატაციას დაიწყებდეთ, მანამდე შეამოწმოთ მისი დაყენების სიზუსტე. ტაიმერის ცენტრალურ ღერძზე არსებული პატარა ისარი მუდმივად ერთ ადგილას რჩება, ხოლო მოძრავი მექანიზმი ღილაკებით მის გარშემო ბრუნავს. ამ პატარა ისრით შეგიძლიათ აიღოთ საწყისი წერტილი.

მაგალითად, თუ გინდათ, რომ განათება ჩაირთოს საღამოს 12 საათზე და იმუშაოს დილის 6 საათამდე, მიიყვანეთ 24 საათიანი ნიშნული ამ ისართან, 24-იდან 6 საათამდე ღილაკები დატოვეთ ზევით, ხოლო დანარჩენი ყველა ჩაწიეთ და საღამოს 12 საათზე ჩააერთეთ განათება ტაიმერში ისე, რომ ის ჩართული იყოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შუქი უნდა ჩაქრეს და დილის 6 საათზე უნდა ჩაირთოს. მერე ისევ 12 საათზე უნდა ჩაქრეს და ა.შ.