უცხოური ფორუმები

olkpeace geocanabis

ოლკპისი არის რუსული მეგა ფორუმი, რომელიც ათ წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს ათი ათასობით რუს, უკრაინელ, ბელარუს, ყაზახ, სომეხ, აზერბაიჯანელ და ა.შ. მოკლედ მთელ რუსულად მოლაპარაკე ქვეყნებს. აქ თქვენ ნახავთ აბსოლიტურად ყველაფერს რაც კი მარიხუანას შეიძლება უკავშირდებოდეს. დაკმაყოფილდება თქვენი ნებისმიერი ცნობისმოყვარეობა, თუ რუსული იცით, პასუხი გაეცემა თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. მოკლედ ეს არის უნიკალური საშუალება ეზიაროთ უდიდეს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას კანაფის კულტურაში.

ოლკპისზე თქვენ შეძლებთ იხილოთ ათასობით რეპორტი ყველა სიტუაციაში, პრობლემების გადაწყვეტის გზები, იმპროვიზაციისა და ინფორმაციის ზღვა, ონლაინ აუქციონი და მაღაზიები საიდანაც თქვენ ბევრი სასარგებლო ნივთის გამოწერა შეგიძლიათ. თუ გაქვთ ცნობისმოყვარეობა და სურვილი გაიგოთ მეტი და იცით რუსული ენა, ძალიან დიდ საბადოს მიაგნებთ არამხოლოდ კანაბისის შესახებ.

 

jahforum geocanabis

ეს არის კომპანია Errors-seeds-ის ფორუმი, რომელიც უკრაინულია, მაგრამ იქ დისკუსია რუსულ ენაზე იმართება. ეს შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ არანაკლებ გამოსადეგი და ვრცელი ვებ-გვერდია ქართველი მომხმარებლებისათვის. მითუმეტეს, რომ უკრაინელებთან უფრო ახლოს ვართ ვიდრე რუსებთან.

აქ თქვენ ნახავთ უამრავ რეპორტს, გამოხმაურებას, მეგობრულ ადამიანებს, ჯადოსნური სოკოებისა და ფსიქოტროპული მცენარეების განყოფილებებს. მიიღებთ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე და დახმარებას ნებისმიერი სახის პრობლემაში მოსაწევის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით.

რუსული და უკრაინული ფორუმები ამერიკულთან და ევროპულთან შედარებით ქართველებისათვის იმიტომ არის უკეთესი, რომ სოციალურ-კულტურულ-კლიმატური და სავაჭრო ფუნქციებით ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ამერიკული და ევროპული ფორუმები და სამყარო საერთოდ სხვა პლანეტაა ჩვენთვის, მაგრამ იქედანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია.

 

marijuanagrowing geocanabis

marijuanagrowing არის ხორხე სერვანტესის ვებ-გვერდი, რომელიც ასევე მოიცავს არაჩვეულებრივ ფორუმს. ინგლისური ენის ცოდნა კი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ უამრავ სიახლეს, გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და იდეები მარიხუანას შესახებ უამრავ ადამიანს.  დაუსვათ შეკითხვა თავად სერვანტესს. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება გაიგოთ უფრო მეტი.

 

icmag geocanabis

აისმაგი არის მსოფლიო დონის ფორუმი, რომლის წევრებიც არიან უდიდესი მებაღეები. აქ ნახავთ სამყაროში ყველაზე მაგარ თემებს. აქ მპოსტავი ადამიანებიდან ზოგს 50 წელზე მეტი სტაჟი აქვთ მარიხუანას სფეროში. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან წერენ საოცარ ისტორიებს მარიხუანას შესახებ. ეძებენ და აზიარებენ უნიკალურ უიშვიათეს ჯიშებს, რომლებიც ყველაზე მაგარი სიდშოპების მაღლა დგას. ეს ფორუმი განსაკუთრებით იმით გამოირჩევა, რომ აქ წევრები ტროპიკული ქვეყნებიდან, ზრდიან საოცარ სატივებს, რომელთა გაზრდა მსოფლიოს სხვა წერტილში შეუძლებელია.

ეს არის სულ სხვა დონის საზოგადოება და თუ თქვენ იცით ინგლისური, შეგიძლიათ გადაეშვათ საოცრებების სამყაროში, სადაც ჯერ ქართველებიდან ძალიან იშვიათს თუ დაუდგამს ფეხი. თუ თავად არ ნახეთ და წაიკითხეთ ეს ფორუმი, სიტყვებით მისი აღწერა და გადმოცემა ძალიან ძნელია.

ფორუმების მნიშვნელობა ცოდნის მიღებაში ძალიან დიდია. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, მცირე რესპუბლიკა, რომელსაც ჰყავს ათასობით წევრი. ისინი წერენ რეპორტებს, აზიარებენ გამოცდილებას, დებენ ფოტოებს, პასუხობენ შეკითხვებს, გვეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში და ა.შ. ფორუმებიდან შეიძლება ყველაფრის სწავლა და ისეთი რამეების გაგება, რაც აქამდე არც კი წარმოგვედგინა.