ჰაშიში და ჩარა

ჰაშიში

ჰაშიშის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა არის ის და რა კავშირშია მარიხუანასთან. ჩარას შესახებ კი ქართველებისათვის თითქმის არაფერია ცნობილი. ამიტომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთში ხშირად გვერევა, უფრო სწორედ, ყვეალფერს ჰაშიშს ვეძახით რაც მარიხუანას კონცენტრატებთანაა დაკავშირებული.

როგორც ვიცით, მარიხუანას ყვავილედები დაფარულია ფისით, რომელიც შედგება ტრიქომებისაგან. სწორედ აქ იყრის თავს ყველა ის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელთა გამოც ასეთი პოპულარულია ეს მცენარე. ტრიქომები არის ყვავილედებზე, ფოთლებზე და ღეროზეც კი. ჰაშიშისა და ჩარას დამზადების არსიც სწორედ ტრიქომებისა და ფისის შეგროვებაში მდგომარეობს.

კანაბისის ტრიქომები

განსხვავება ამ ორ სუბსტრატს შორის არის ის, რომ ჰაშიში მზადდება დამწიფებული, უკვე კარგად გამშრალი მცენარეებისაგან. ხოლო ჩარა, ნედლი ყვავილედებიდან ფისის აგროვების პროცესის შედეგია. განსხვავება მდგომარეობს კულტურულ-გეოგრაფიულ ასპექტებშიც. ჩარა უფრო აზიის ქვეყნების პროდუქტია ისეთების, როგორციაა: ინდოეთი, ნეპალი, ლაოსი, ტაილანდი და ა.შ. ხოლო ჰაშიში ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის: მაროკო, ავღანეთი, პაკისტანი და ა.შ.

ფისის აგროვება კანაბისის მცენარეზე

ორივე მეთოდი უძველესი დროიდან იღებს დასაბამს. ჩარას ბუდიზმში დიდი რელიგიური მნიშვნელობა აქვს. ის ამ ხალხების კულტურის განუყრელი ნაწილია. მისი დამზადების არსი მდგომარეობს შემდეგში: კარგად დამწიფებულ ყვავილედებს ხელისგულებით ვსრესთ და ვგორგლავთ, ამას ვიმეორებთ ბევრჯერ მრავალ სხვადასხვა მცენარეზე სანამ ხელებზე საკმარისი რაოდენობის შავი ფისი არ დაგვრჩება. შემდეგ ამ ფისს ავგორგლავთ და ბურთულას გავაკეთებთ. სწორედ ეს არის ჩარა.

ჩარას დამზადება

ადგილობრივები მას სპეციალური ხელსაწყოთი ეწევიან, რომელსაც ჩილუმი ეწოდება. ჩარა დღესაც ძალიან პოპულარულია აზიის ქვეყნებში, იგი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუბსტრატია. მარიხუანას გაზრდითა და მისი პროდუქტების გაყიდვით მილიონობით ადამიანი ირჩენს თავს ასეთ ქვეყნებში.

ჩილუმი

რაც შეეხება ჰაშიშს. მისი წარმოების პროცესი ჩარასაგან განსხვავდება იმით, რომ ტრიქომების შეგროვება ხდება უკვე მშრალ მდგომარეობაში. მაროკო ცნობილია თავისი ჰაშიშით, რომელსაც ევროპაში აგზავნის ათეულობით ტონას ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, არალეგალურად. მაროკოს ფერმერების გარკვეული ნაწილი სწორედ კანაბისის გაზრდითა და ჰაშიშის გაყიდვით ირჩენს თავს.

ჰაშიშის დამზადება მაროკოში

ჰაშიში მზადდება გამხმარი მცენარეების “გაცრით”. ეს პროცესი საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა და დღემდე ძველებურ ტექნოლოგიებს იყენებენ. მცენარეს ათავსებენ სპეციალურ საცერში, ზემოდან აფარებენ პოლიეთილენის პარკს და ურტყამენ ჯოხებს, ასე იცრება სასურველი ტრიქომები, რის შემდეგაც მათ პრესავენ და ამზადებენ საექსპორტოდ.

დაპრესილი ჰაშიში

რადგანაც როგორც ჰაშიში, ასევე ჩარა, არის კონცენტრირებული პროდუქტი, იგი ბევრად უფრო მცირეა მოცულობით ყვავილედებთან შედარებით და ჰაშიშის შემთხვევაში 100 კგ კანაფისაგან დაახლოებით 1 კგ პროდუქტი მიიღება. ანუ მისი გადატანა ბევრად უფრო ადვილია საზღვარზე და საერთოდაც, კომპაქტური ზომები დიდ როლს თამაშობენ ამ პროდუქტების არსებობაში და დიდწილად განაპირობებენ მათ პოპულარობას.

პირადად, არცერთი არ გამისინჯავს და ვერაფერს გეტყვით მათ ეფექტსა და მსგავსება-განსხვავებაზე მარიხუანასთან მიმართებაში. მაგრამ, რადგანაც ეს კონცენტრანტებია, მათი ძალა ბევრად უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი ყვავილების ეფექტს.

ჩარა

ჩარა

თრიაქი არ არის ჰაშიში და არანაირი კავშირი არ აქვს მარიხუანასთან. თრიაქი არის ყაყაჩოს ოპიუმის პროდუქტი.