2016 წლის არჩევნები

შტატები, რომლებიც მონაწილეობენ რეფერენდუმში

შტატები, რომლებიც მონაწილეობენ რეფერენდუმში

როგორც იცით, 2016 წლის შემოდგომაზე არჩევნები მარტო საქართველოში არ ტარდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკისთვის ახალი ეპოქა იწყება. ჩვენთვის საინტერესო კუთხით არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამერიკის ზოგიერთი შტატის მოსახლეობამაც. წელს 12 შტატში ჩატარდება რეფერენდუმები, რომლებიც გამოავლენენ ხალხის აზრს მარიხუანას შესახებ სხვადასხვა საკითხზე.

ამერიკა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და განსაკუთრებით საქართველოსთვის სამაგალითოა ბევრ საკითხში. ამერიკული ტენდენცია – მარიხუანას ლეგალიზაცია, იმედია როდესმე ჩვენთანაც პოპულარული იქნება მანამდე კი ვიმედოვნოთ, რომ ეს რეფერენდუმები უფრო მეტ შტატში გახდის მოსაწევს ხელმისაწვდომს და ნარკომაფიას უფრო დიდ ზიანს მიაყენებს. გაიზრდება შტატების შემოსავალი, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და რა თქმა უნდა, კმაყოფილი მწეველებიც უფრო მშვიდად მიიღებენ სხვადასხვა სახის პროდუქტსა თუ მომსახურებას სრულიად ლეგალურად.

დღეის მდგომარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 შტატშია მარიხუანა ლეგალური სამედიცინო მიზენებით გამოსაყენებლად ექიმის დანიშნულების საფუძველზე. მარიხუანა რეკრეაციული (გასართობი) მიზნებისთვის ლეგალურია 4 შტატში მათ შორისაა: კოლორადო, ორეგონი, ვაშინგტონი და ალიასკა, ასევე კოლუმბიის ოლქში (DC).

მარიხუანას ლეგალური სტატუსი

მარიხუანას ლეგალური სტატუსი

ნოემბრის არჩევნებზე  12 შტატიდან 6 გადაწყვეტს რეკრეაციული მიზნებისთვის ლეგალიზებას, 5 სამედიცინო დანიშნულებისთვის ლეგალიზებას და 1 შტატი გააუმჯობესებს სამედიცინო კანონმდებლობას.

ნევადა

ნევადაში 21 წლის და უფროს ადამიანებს შეეძლებათ გაზარდონ, იქონიონ და გამოიყენონ მარიხუანა რეკრეაციული მიზნებისთვის, ასევე დაარეგლურირებს მის ვაჭრობას ლიცენზირებულ მაღაზიებში.

კალიფორნია

უმრავლესობის მხარდამჭერის შემთხვევაში, კალიფორნიაში 21 წლისა და უფროს პირებს შეეძლებათ შეიძინონ მარიხუანა სპეციალურ მაღაზიებში რეკრეაციული მიზნებისთვის.

არიზონა

არიზონაში 2010 წელს სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციის რეფერენდუმზე 4000 ხმამ იქონია გავლენა. დღეს არიზონას მოსახლეობის აზრი ზუსტად შუაზეა გაყოფილი 50/50 -ზე წინასწარი კვლევებით ძალიან მძაფრი შეჯიბრი გაიმართება მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. გამარჯვების შემთხვევაში 21 წლისა და უფროს პირებს შეეძლებათ შეიძინონ, გაზარდონ და გამოიყენონ შეზღუდული რაოდენობის კანაბისი.

მაინე

ამ შტატში გამარჯვების შემთხვევაში მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია და 21 წლისა და უფროს პირებს შეეძლებათ შეიძინონ, გაზარდონ და გამოიყენონ შეზღუდული რაოდენობის კანაბისი.

ოკლაჰომა

ოკლაჰომაში კენჭს იყრის სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების ინიციატივა. ექიმის დანიშნულების მქონე პირებს უფლება ექნებათ გაზარდონ და მოიხმარონ კანაბისი. ასევე დაარეგულირებს სამედიცინო მიზენებისთვის მის კომერციულ წარმოებას.

მიჩიგანი

მიჩიგანში სამედიცინო მარიხუანა 2008 წლიდანაა ლეგალური. წლევანდელ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ინიციატივა გულისხმობს 21 წლისა და უფროსი პირების უფლებას გაზარდნონ, მოიხმარონ და შეიძინონ მარიხუანა. ასევე დაარეგულირებს კანონმდებლობას მისი კომერციული პროცედურების შესახებ.

არჩევნები 2016 მარიხუანა

შტატები, რომლებიც მონაწილეობენ რეფერენდუმში

მონტანა

მონტანაში მხარდაჭერის შემთხვევაში გაუმჯობესდება სამედიცინო მარიხუანის შესახებ არსებული კანონმდებლობა და პაციენტების უფლებები გაიზრდება.

ჩრდილოეთ დაკოტა

გამარჯვების შემთხვევაში კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარების მქონე პირებს უფლება ექნებათ იქონიონ და შეიძინონ სამედიცინო მარიხუანა.

მასაჩუსეთსი

აქ რეფერენდუმის 50%-ზე მეტით დასრულების შემთხვევაში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, ატარონ 30 გრამამდე მარიხუანა და გაზარდონ 6 ძირი.

ფლორიდა

გამარჯვების შემდეგ პაციენტებს უფლება ექნებათ ლეგალურად გამოიყენონ სამედიცინო მარიხუანა. დარეგულირდება კანონმდებლობა და შეიქმნება სამედიცინო მარიხუანას სისტემა.

არკანზასი

მხარდაჭერის შემთხვევაში შეიქმნება სამედიცინო მარიხუანას სისტემა, რომელიც პაციენტებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ სამედიცინო კანაბისით ლეგალურად.

მისური

მოხდება სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება, გადასახადებიდან გარკვეული ნაწილი მოხმარდება შტატის ვეტერანებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დღემდე უმძიმესი კლასის ნარკოტიკების სიაში ტოვებს მარიხუანას. მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი შტატი ახდენს მის ლეგალიზებას. წლევანდელი არჩევნები დიდი გავლენის მქონე იქნება ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე.

ასევე 2016 წლის ნოემბრიდან ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალური იქნება. ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიო ასპარეზზე კანაბისისთვის. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ეს მცენარე ხელმისაწვდომი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ახლა მოვლენ პარლამენტში ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შეცვალონ საქართველოს კანონმდებლობა. იმედია, ისინი მოახდენენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და კვლევებისთვის გამოყენების დაშვებას, რათა დამტკიცდეს მისი სამედიცინო თვისებები და სახელმწიფომ აღიაროს მარიხუანას კარგი მხარე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა.