შუქის ამრეკლი საშუალებები

შუქის არეკვლა

ნებისმიერი მებაღისთვის, რომელიც ეწევა კანაფის შიდა კულტივირებას, მნიშვნელოვანია ნათურების შუქის ენერგიის მაქსიმალურად ათვისება. მცენარესთან ახლომდებარე კედლების სათანადო ამრეკლი და ნათურის ამრეკლი „ქუდი/რეფლექტორი“ აირეკლავს ნათურიდან წამოსულ შუქს და გაუშვებს მას უკან მცენარისკენ ნაცვლად იმისა, რომ კედლებმა შთანთქონ მთელი შუქი.

ფაქტიურად, სწორი არეკვლა საშუალებას იძლევა 30%-ით მეტი შუქი მივაწოდოთ მცენარეს! კარგად არეკვლადი კედლები ასევე გვეხმარება მცენარის სიბნელეში მყოფი და დაჩრდილული ადგილების განათებაში. რაც უფრო მეტ შუქს მივაწვდით მცენარეს, მით უფრო მალე გაიზრდება და უფრო დიდ მოსავალს მივიღებთ. ასევე მჭიდროდ მოწყობილ სათავსოში, ახლოს მდებარე არეკვლადი კედლებით, თქვენი მცენარე მიიღებს ბევრად მეტ შუქის ენერგიას, ვიდრე თუ მას მოვათავსებთ ღია ოთახის შუაში, მაშინაც კი თუ ამ ოთახის კედლები კარგად არეკვლადია. ეს ხდება იმიტომ, რომ გამოყენებადი შუქის რაოდენობა რაც კედელს შეუძლია აირეკლოს მცენარისკენ, მცირდება კედლიდან მცენარემდე მანძილის გაზრდასთან ერთად.

დარწმუნდით, რომ არეკვლადი კედლები არის შესაბამისად მოწყობილი მაქსიმალური არეკვლადობის მისაღწევად! ეს ნიშნავს:

  • მოერიდეთ ნაკეცებს/ნაოჭებს იმ მასალებში, რომლებიც უნდა გადაეფინოს თანაბრად.
  • კედლები უნდა იყოს ბრტყელი, რაც შეიძლება ნაკლები მოხრებით და კუთხეებით.
  • გლუვი მრუდები უკეთესია ვიდრე 90°-იანი კუთხეები.
  • არეკვლადი მასალა არ უნდა იყოს ჭუჭყიანი ან ფერშეცვლილი.

შენიშვნა: ნაკეცები და ქაოტური ნაოჭები ამცირებენ არეკვლადობას და ქმნიან „ცხელ წერტილებს“, ანუ შუქი კონცენტრირდება მცენარეზე ერთ წერტილში, ამან კი შესაძლებელია დასტრესოს, დააზიანოს ან დაწვას მცენარე!

სარკული და დაიფუზიური არეკვლა

ძალიან კარგ ამრეკლად ითვლება თანაბრად ტექსტურირებული „ხორკლიანი“ მასალები, რადგანაც ისინი მაქსიმალურად თანაბრად ანაწილებენ შუქს, ამიტომაც ძირითადად მხოლოდ ესეთი მასალა გამოიყენება პროფესიონალურ გასაზრდელ კარვებში და ნათურების ამრეკლ „ქუდ/რეფლექტორებში“.

რეფლექტორის ხორკლები

საუკეთესო ამრეკლი საშუალებები

მცენარეების გასაზრდელი სპეციალური კარავი (საუკეთესო არეკვლადობა)

გასაზრდელი კარვის შეძენა, ჰობისტ მებაღეებს მისცემს ალბათ საუკეთესო შედეგს ყველა არსებულ მეთოდებს შორის. კარვის ზომის არჩევანი საკმაოდ დიდია, მისი კედლები არის მარტივი გასაწმენდი, შუქგაუმტარი, წყალგამძლე, არ დნება და უმრავლესობა შექმნილია გაგრილების სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.

სავეგეტაციო კარავი

თეთრი საღებავი (60-90% შუქის არეკვლადობა)

ეს არის საკმაოდ გამომდგარი და რეკომენდირებული მეთოდი მათთვის, ვისაც სპეციალურ კარავზე ხელი არ მიუწვდება და ურჩევნია თავისი გემოვნებით ააგოს გასაზრდელი ყუთი/ოთახი. თეთრი ემულსიური საღებავი არის იაფი და ეფექტური  საშუალება. ამავე დროს გამორიცხავს კედელზე ჰაერის „ჯიბეები“ ან ცხელი წერტილების წარმოქმნას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრიალა საღებავი! იმის გარდა, რომ პრიალა საღებავი ნაკლებად ირეკლავს შუქს, ის ასევე ირეკლავს არათანაბრად და ამავე დროს ჩნდება ცხელი წერტილების წარმოქმინს რისკი. გამოიყენეთ ე.წ. “მატოვი” საღებავი, ასეთი საღებავი ხშირად მარკირებულია როგორც „FLAT”, “MATTE”, “матовый”.

თეთრი საღებავი შთანთქავს და არ აბრუნებს უკან სითბოს, ასევე შეღებილი კედლები მარტივი გასაწმენდია.

ამრეკლავი საღებავი

შავ-თეთრი პოლიმერი, ე.წ. „პანდა“ (85-90% შუქის არეკვლადობა)

„პანდა“ პლასტიკური ფირია, რომელიც ერთ მხარეს შავია, მეორე მხარეს კი თეთრი. თეთრი მხარე უნდა უყურებდეს მცენარეს, შავი მხარე კი აკავებს შუქს გარედანაც და შიგნიდანაც. პანდა ფირის შედარებით ძვირი ფასის მიუხედავად, ამ მასალას საკმაოდ ბევრი იყენებს, რადგან ეს ფირი კარგად ირეკლავს შუქს, ასევე მისი კედელზე სწორად/ბრტყლად გაკვრა და საჭიროებისამებრ ჩამოხსნა ძალიან მარტივია. გაითვალისწინეთ, პანდას ფირი არის პლასტმასის, შესაბამისად გადახურებისას ის შესაძლებელია დადნეს. ყურადღებით იყავით და ნუ მოათავსებთ ამ ფირთან ახლოს განათებას, რომელიც დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს.

სინათლის ამრეკლავი მატერიალი

„Orca“-ს ფირი (90-94% შუქის არეკვლადობა)

ორკას ფირი შექმნილია სპეციალურად მცენარეების გასაზრდელად. იგი შედგება მიკრობოჭკოვანი თეთრი პლასტიკატისგან და იყენებს უნიკალურ სტრუქტურას შუქის გასაფანტად, რაც ჰგავს თოვლის ფიფქებს ან ორკას (ცელნამგალა ვეშაპის) კანს. მიუხედავად იმია, რომ საკმაოდ მაღალფასიანია (პანდას ფირზე ძვირია), ორკას ფირს არ ეკიდება ობი, მარტივი გასაწმენდია და სქელია – ეს მახასიათებლები აღნიშნავს, რომ ბევრად გამძლეა და ნაკლებად სავარაუდოა დაზიანება სხვა მასალებთან შედარებით. იყენებს უაღრესად მაღალი დონის არეკვლადობის კრისტალურ სტრუქტურას, თანაბრად ანაწილებს არეკლილ შუქს და ნაკეცების შემთხვევაშიც კი არ ქმნის ცხელ წერტილებს. ორკას ფირი ასევე ირეკლავს ინფრაწითელ შუქს, რაც ნიშნავს, რომ გასაზრდელ სივრცეში სითბო შენარჩუნდება.

ამრეკლავის ტექსტურა

კარგი ამრეკლი საშუალებები

თეთრი ელასტომერული სახურავის საფარი საღებავი (60-90% შუქის არეკვლადობა)

გაშრობისას ეს საღებავი იღებს რეზინისებრ წელვად ფორმას, აქვს ობის საწინააღმდეგო დამცავი თვისება და ინარჩუნებს ტემპერატურას გასაზრდელ სივრცეში რაც კარგია ცივი რეგიონებისთვის. ასევე კარგად შთანთქავს ხმას. ამ საღებავის უარყოფითი მხარე არის დიდი ფასი და გამოყენების სირთულე რადგან ამ საღებავით შეღებვამდე შესაძლებელია დაგჭირდეთ ზედაპირის დამუშავება სპეციალური საშუალებით, რომ თანაბრად და კარგად მიეკროს კედელს.

კედლის შეხებვა შუქის არეკვლისთვის

Mylar, Foylon (90-98% შუქის არეკვლადობა)

მაილარი გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო არეკვლადობით. ეს არის ფირი სინთეტიკური პოლიეფირული ქსოვილის ბაზაზე. გამოიყენება მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დიდი როლი უჭირავს კოსმონავტიკაში. ძირითადად გვხვდება რულონებში სხვადასხვა სისქით (1მმ, 2მმ). რაც უფრო სქელია, მით მეტად გამძლეა და მარტივი გასაკრავი. სამწუხაროდ ძალიან რთული გასაწმენდია და ალბათ რაღაც პერიოდის მერე მოგიწევთ გამოცვლა. ნაკეცები და ჭუჭყი ძალზედ ამცირებს არეკვლადობის თვისებას. ასე რომ ეცადეთ გააკრათ სწორად და დაიცავით სისუფთავე. კარგად ინარჩუნებს სითბოს და თუ სივრცეში დიდი ტემპერატურა გაქვთ, მოგიწევთ კარგ ვენტილაციაზე ფიქრიც. არსებობს მაილარის სპეციალური ტიპი „C3 ანტი-დეტექტირებადი ფირი“, რომელიც აკავებს ინფრაწითელი სხივების 90%-ს, რაც საშუალებას იძლევა, გავხადოთ უჩინარი ჩვენი გასაზრდელი სივრცე ინფრაწითელი და სითბური სკანირებისას, სამართალდამცავების მიერ.

შუქის ამრეკლავი მაილარი

საშუალო ამრეკლი საშუალებები

პენოპლასტი (60-70% შუქის არეკვლადობა)

პენოპლასტი არის იაფი, გამძლე და ძალიან მჩატე მასალა. შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კედლებზე ან გამოიყენოთ თავად როგორც კედელი! არათანაბარი ზედაპირი სახასიათო ფაქტურით კარგად ფანტავს და შლის შუქს. ასევე ძალიან ფრთხილად იყავით, რადგან პენოპლასტი მარტივად დნება და შეიძლება წარმოქმნას პრობლემები.

ამრეკლავი პენოპლასტი 2

თეთრი ფორმატის ფურცელი (60% შუქის არეკვლადობა)

არის იაფი და მარტივად საშოვნელი. ახალ მდგომარეობაში შედარებით კარგად ირეკლავს შუქს, მაგრამ საკმაოდ რთული გასაწმენდია და მაღალ ტენიანობაში ან უბრალოდ დასველებისას, დარბილდება, დეფორმირდება, აიკიდებს ობს. შესაბამისად ძალიან მალე დაკარგავს თავის ფუნქციას.

თეთრი ფორმატის ფურცელი

ალუმინის ფოლგა  (50-70% შუქის არეკვლადობა)

საყოფაცხოვრებო ფოლგა ძირითადად გამოიყენება სამზარეულოში და დამწყები მებაღეები ხშირად იყენებენ შუქის ამრეკლად, რადგანაც ხედავენ რომ პრიალა ზედაპირი აქვს. მიუხედავად იმისა თუ რა ჩანს ერთი შეხედვით, ინტუიტიურად ფოლგის არაპრიალა მხარე ბევრად უკეთ ირეკლავს შუქს, პრიალა კი უარეს არეკვლადობასთან ერთად ქმნის ცხელი წერტილების საფრთხეს.

სამწუხაროდ, ფოლგის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ძალიან მარტივად იკეთებს ნაკეცებს, იჭმუჭნება და იხევა, რაც ასევე აუარესებს არეკვლადობას. ძალიან რთულია ფოლგის სწორად გაკვრა და რადგან ნაწილობრივი და არათანაბარი ნაკეცები ცუდ შედეგს მოგვცემს, მებაღეებს ურჩევნიათ სულ დაჭმუჭნონ რათა ფაქტურა მიეცეს შუქის თანაბრად გასანაწილებლად. ბევრად უკეთესი ამრეკლი საშუალებები არსებობს და სასურველია სხვა მეთოდს მიმართოთ ან დიდხანს არ შეჩერდეთ ფოლგაზე – დროულად ჩაანაცვლეთ ის თუნდაც, თეთრი საღებავით.

საყოფაცხოვრებო ფოლგა

საგანგებო სიტუაციის საბნები (90% შუქის არეკვლადობა)

ეს საფარები ჩვეულებრივ არის მაილარის მასალის და ხშირად გვხვდება პორტატიულ აფთიაქების ნაკრებში. ისინი არის დაკეცილ მდგომარეობაში რაც ართულებს კედელზე სწორად ნაკეცების გარეშე გაკვრას. ძალიან თხელი მასალაა და მარტივია, შემთხვევით გაიხეს. დადებითი მხარე აქვს ის რომ ძალიან იაფია (2-3$) და შეგვიძლია ხშირად ვცვალოთ.

საგანგებო სიტუაციების საბნები

სარკე (კარგი არეკვლადობა გამოსახულებისთვის მაგრამ არა შუქისთვის)

სარკე ინტუიტიურად მიგვაჩნია საუკეთესო არჩევნად, მაგრამ რეალობაში მისი შუქის არეკვლადობა დამაკმაყოფილებელ შედეგსაც კი ძლივს იძლევა. როდესაც სარკე ძალიან სუფთად და კარგად ირეკლავს გამოსახულებას, ის ვერ ირეკლავს კარგად შუქს, მითუმეტეს იმ შუქის სპექტრს რაც მცენარეს სჭირდება ენერგიის წყაროდ.

ასევე სარკე ვერ ირეკლავს შუქს ნათურებიდან ოპტიმალური სტრუქტურით და ცხელი წერტილების ყველაზე დიდ რისკს ქმნის. რის შედეგადაც, დიდი ალბათობით დაგეწვებათ, დაგიზიანდებათ ან დაგესტრესებათ მცენარე. მიუხედავად იმისა, რომ სარკე უკეთესია ვიდრე შავი კედელი, გირჩევთ მოერიდოთ მათ გასაზრდელ სივრცეში განთავსებას.

სარკე როგორც ამრეკლავი