ავტოყვავილებადი ჯიშების თავისებურებები

ყველაზე დიდი ავტოყვავილებადი

როგორც ვიცით, ავტოყვავილებადი ჯიშები შეიცავენ რუდერალისის სახეობის გენეტიკას. ამის წყალობით ისინი არ არიან დამოკიდებული სინათლის ციკლზე და ყვავილობას გარკვეული ასაკის დადგომის შემდეგ იწყებენ. ყველაზე ჩქარი ჯიშები 10-11 კვირაში უკვე მზად არიან მოსაჭრელად და საკმაოდ შთამბეჭდავ მოსავალსაც ტოვებენ იდეალური პირობების შექმნის შემთხვევაში.

მაგალითად მოვიყვანთ ჰოლანდიური სიდბანკის Dutch Passion-ის AutoUltimate-ს, რომელიც LED განათებაზე გაიზარდა 15 ლიტრიან ქოთანში. დათესვიდან მთელი ციკლის განმავლობაში 24 საათიანი სინათლის რეჟიმი, დღეში სასუქებით 2-ჯერ კვება და დამატებითი ნახშიროჟანგი საოცარ შედეგებს იძლევა. ასეთი რამე მხოლოდ მსგავსი იდეალური პირობების შექმნითა და კარგი გენეტიკის მქონე მცენარის საშუალებითაა შესაძლებელი.

აუტო ულტიმეიტი

კონკრეტულად ამ მცენარემ 512 გრამი ყვავილედები დატოვა. ეს კი ძალიან დიდი მოსავალია ერთი მცენარიდან, განსაკუთრებით ავტოყვავილებადის შემთხვევაში. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძნელი მისაღწევია.

როგორც წესი, ავტოყვავილებადი ჯიშები სუსტი გენეტიკით გამოირჩევიან. ისინი ვერ უძლებენ სტრესს, გადარგვას, გარემო პირობების შეცვლას და ა.შ. განსაკუთრებით კი გარეთ, ბუნებაში სადაც ავტოყვავილებადი ჯიშები განსაკუთრებით აჩენენ ყველა თავის სისუსტეს. ასეთ პირობებში ისინი შეიძლება საოცრად პატარები გაიზარდონ და მოსავალიც ცოტა ჰქონდეთ.

პატარა ავტოყვავილებადი

ამასთან, გარეთ საუბარიც კი ზედმეტი იქნება 10-11 კვირიან ვადაზე და მცენარეს სრულად დასამწიფებლად მინიმუმ 3 თვე დასჭირდება. ამის მიზეზიც არაიდეალური პირობების ქონაა ყუთისგან განსხვავებით. 3-4 გრამი ყვავილედები ამდენ ცდად ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ავტოყვავილედებს გარეთ მოყვანის პირობებში მუდმივი მოვლა და სასუქების სწორად მიწოდება სჭირდებათ.

კარგი ნიადაგის შერჩევით, მუდმივი მეთვალყურეობითა და სასუქებით თქვენ კარგი კაკლებით საკმაოდ დიდი მოსავლის აღება შეგიძლიათ ავტოყვავილებადის პირობაზე. მთავარია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მცენარეს და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩებით. ერთი ძირიდან 50-80 გრამი ყვავილედები საკმაოდ მაღალპროდუქტიულ შედეგად ითვლება.

ავტოყვავილედი

მეორე მხრივ, მცენარის ზედმეტად დატვირთვაც არ არის სასურველი. ამ დროს ის მთელ ენერგიას ყვავილების გაზრდისთვის ხარჯავს და THC წარმოება და მომატება მეორე პლანზე ინაცვლებს.

ავტოყვავილებადი კანაბისის სიცოცხლის ციკლი

ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა რაც ჩნდება, არის როდის უნდა გადავიყვანოთ აუტოები სავეგეტაციო სასუქებიდან ყვავილობისათვის საჭირო სასუქებზე. ბევრს ჰგონია, რომ როგორც კი დაინახავენ პირველივე ბუტკოებს, უკვე დროა, გადავიდეთ ყვავილობის პერიოდისათვის საჭირო ნივთიერებებზე. ალბათ, კანაბისის სიცოცხლის ციკლის ოდნავი განმარტება ამ შეკითხვას პასუხს გასცემს.

კვირა 1-3 მას შემდეგ რაც თქვენ გააღვივებთ თესლს და იგი მიწიდან ამოვა, ის იქნება აღმონაცენის ფაზაში. ფოთლების პირველი სართული, ჩვეულებრივ არის ერთთითიანი. მას მოჰყვება მეორე სართული, რომელიც უკვე 3 თითიანი იქნება და კანაბისის ფოთლის ფორმა ექნება. მას შემდეგ, რაც მეორე სართული გაჩნდება, ზრდა საგრძნობლად დაჩქარდება, რადგანაც ახალი ფოთლები მეტ ფოტოსინთეზს ახდენენ, ეს კი მცენარის ენერგიის უმთავრესი წყაროა.

ეს პროცესი გაგრძელდება. მეტი ახალი ფოთოლი – უფრო ჩქარი ზრდა. შერჩეული სუბსტრატის მიხედვით სავეგეტაციო სასუქების(მაგ. “ორგანიკის”) სუსტი დოზის მიწოდება შესაძლებელია უკვე მეორე კვირიდან. მესამე კვირისთვის მცენარეთა უმეტესობა უკვე გამოამჟღავნებს თავის სქესს. მამლები დაიწყებენ სამტვერე ტომრების (კვერცხების) გამოტანას, ხოლო დედლები გამოაჩენენ თეთრ ბუტკოებს.

კვირა 4-6 ახლა მცენარეები შედიან წინაყვავილობის პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა აჩვენონ დაჩქარებული ზრდა. ზოგჯერ ისეთიც, რომელიც დღეში ერთ სართულ ფოთლებს დაიმატებს. ეს არის დრო, როცა ისენი ივითარებენ სიმაღლის მაქსიმუმს. ბევრი მებაღე უშვებს შეცდომას, როდესაც ამ პერიოდში სავეგეტაციო სასუქებიდან გადადის ყვავილობის სასუქებზე. ისინი ფიქრობენ, რომ რადგანაც ხედავენ ყვავილედებს, ესეიგი სწორი დრო ყოფილა. ეს შეცდომაა.

კვირა 7-9 ამ მომენტისთვის სიმაღლეში ზრდა შეწყვეტილია და გადასული ვართ ფოსფორისა და კალიუმის მიწოდებაზე. ყვავილედები დაიწყებენ შევსებას და მასის დაგროვებას, ისინი გახდებიან მაგარი და მკვრივი. ბუტკოები თეთრი ფერიდან შეიცვლებიან ყავისფრად, ნარინჯისფრად, წითლად და ა.შ. ამ დროისთვის მცენარეს უკვე ძლიერად ექნებათ ჩამოყალიბებული სუნი. ამ პერიოდის დასასრულის მიახლოვებისას დიდი, მთავარი და მცირე, მეორადი სავენტილაციო ფოთლები დაიწყებენ გაყვითლებას. ეს არის მცენარის სიცოცხლის ბოლოსკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი ინდიკატორი.

კვირა 10-11 ამ პერიოდში უნდა შევწყვიტოთ ყოველგვარი სასუქის მიცემა და ჩვეულებრივი წყლით დავიწყოთ მცენარის ჩარეცხვა. ამით გამოიდევნება სასუქის ნარჩენები და მარილები ნიადაგიდან. გაუმჯობესდება კვამლის გემო. სავენტილაციო ფოთლების გაყვითლება გაგრძელდება, რადგანაც მცენარე უკან გამოიწოვს მათში დაგროვილ ენერგიას. საბოლოოდ ისინი დაიხოცებიან და ჩამოცვივდებიან. ამ მომენტისთვის პატარა ფოთლები, რომლებიც ყვავილედებიდან გამოდიან ასევე დაიწყებენ გაყვითლებას. ახლა კი დროა, მოსავალი ავიღოთ.

Auto Blackberry Kush

Auto Blackberry Kush

ბევრი იფიქრებთ, რომ მაღაზიები, რომლებიც კაკლებს ყიდიან გვეუბნებიან რომ მცენარეები ციკლს დაასრულებენ 8-9 კვირაში, მაშინ რატომ ვამბობთ რომ მინიმუმ 10-11 კვირა გვჭირდება? ბრიდერებისგან მოწოდებული ინფორმაცია ცოტა არ იყოს, დამაბნეველია. თუ თქვენ გადახვალთ ყვავილობისთვის საჭირო სასუქებზე 3-4 კვირაში, მცენარე შეძლებს დამწიფდეს მითითებულ დროში. მაგრამ ისინი იქნებიან პატარები და ვერ მიაღწევენ მთელი პოტენციალის გამოვლენას.

მრავალწლოვანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოყვავილებადი ჯიშები ყველაზე კარგ შედეგს სწორედ ამ მეთოდის გამოყენებისას იძლევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც დამოკიდებული იქნება ჯიშზე, გარემო პირობებზე, სასუქებზე და ა.შ. ეს ინფორმაცია არის ზოგადი ინსტრუქციის მოცემი.

რასაც ქვია ექსპერტი მებაღე და იდეალური პირობები (პლაზმური, LED, HPS ნათურები) სწორი სასუქები და გარემო. ასეთი მონსტრის გაზრდის საშუალებასაც იძლევა, რომელმაც ერთ კილოზე მეტი ყვავილედები მოისხა.

auto Ultimate

Dutch Passion AutoUltimate

თუ თქვენ აპირებთ ავტოყვავილებადი ჯიშის გაზრდას, გაითვალისწინეთ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა, გქნოდეთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. კარგი ყუთი და განათება ან შესაფერისი პირობები.გარეთ თქვენ ასევე დაგჭირდებათ კარგი სასუქი და შესაბამისი ცოდნა და გეგმა მათ გამოსაყენებლად.

რაც ყველაზე მთავარია, უნდა შეიძინოთ საუკეთესო გენეტიკის მქონე კაკლები. მათი მწარმოებლები უნდა იყვნენ პროფესიონალები და სამუშაოდ კარგი საწყისი მასალა უნდა გააჩნდეთ. მოერიდეთ გაურკვეველი წარმომავლობის სელექციონერების იაფფასიან პროდუქციას. მათ შეიძლება დროისა და ფულის დაკარგვის მეტი არაფერი მოგცენ.

ორგანული მებაღეობის შემთხვევაში ავტოყვავილედებისთვის ძალიან კარგი ნიადაგის ნარევის მომზადება მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ მოსავალზე არ უნდა იფიქროთ, რადგანაც ისინი მინერალური სასუქების გარაშე ფიზიკურად ვერ ასწრებენ ფესვთა სისტემის ნორმალური მასის განვითარებას ფოტოპერიოდულებისგან განსხვავებით და შესაბამისად, კარგ კვებას.