როგორ გავზარდოთ მოსაწევი სახლში? (ახალბედებისთვის)

%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98
რადგანაც ბევრი ახალბედა კითხულობს და შესაბამისი სტატია არ დევს. გადავწყვიტეთ, სპეციალურად ახალბედებისთვის დაგვეწერა მარტივი სტატია, როგორ უნდა გაზარდო პლანი სახლის პირობებში, რა დაგჭირდება ამისთვის და რა დაგიჯდება ეს ყველაფერი.

ფანჯრის რაფაზე გაზრდა

როდესაც სახლის პირობებში გაზრდაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ხელოვნური განათების პირობებში გაზრდას სპეციალურად მოწყობილ ყუთში ან ოთახში. მაგრამ ასევე შესაძლებელია მოსაწევის ფანჯრის რაფაზე გაზრდაც. მაგრამ ამ მეთოდს აქვს უამრავი უარყოფითი მხარე:

  • სეზონურობა (შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე დღის სინათლის ნაკლებობის გამო პრაქტიკულად აზრი არ აქვს ასე გაზრდას)
  • ძალიან დაბალი მოსავალი (ზაფხულშიც კი, იმ პირობით, რომ მზის პირდაპირი სინათლის მინიმუმ 5 საათი მოხვდება მცენარეს, მაინც შეუძლებელია ერთი ფანჯრის რაფაზე საკმარისი განათების უზრუნველყოფა)
  • უსაფრთხოება (შეიძლება უბრალოდ ვინმემ დაინახოს თქვენ ფანჯარაში მოსაწევი და ეს ვინმე, არაა აუცილებელი, უცხო იყოს და გარედან იყურებოდეს თქვენ ოთახში, სახლში ვინც კი გესტუმრებათ (ოჯახის წევრებზე საუბარი არ მაქვს) ყველა დაინახავს მცენარეს)
  • ძალიან დიდი დრო (გაზაფხულზე ფანჯრის რაფაზე დადებული მცენარე შეიძლება შემოდგომის ბოლომდე ვერ იყოს დამწიფებული სინათლის ციკლების გამო, თუ ოთახში შუქს ავანთებთ და მცენარეს მოხვდება, იმისდა მიუხედავად, რომ გარეთ უკვე სიბნელეა, დაირღვევა ყვავილობის ციკლი)
  • არარენტაბელურობა (იმისდა მიუხედავად, რომ დახარჯავთ დიდ დროს ლოდინში და შეიძლება ძალისხმევასაც (ხშირი რწყვა, სასუქი, მიხედვა, დამალვა, სინათლის უზრუნველყოფა და ა.შ.), მაინც არამომგებიანია ეს მეთოდი ყუთში გაზრდასთან შედარებით)
  • ადგილი (ყველას არ აქვს სამხრეთისკენ მიმართული კარგად განათებული ფანჯარა)
  • გათბობა (ფანჯარასთან დადებული მცენარე მოწყვლადია ღამის სიცივეების (შეიძლება ყინვის) მიმართ თუ სახლში კარგი, 24 საათიანი გათბობა არ გაქვთ)

კარგ მხარეს შეიძლება მივაკუთვნოთ სიიაფე (ფულს არაფერში იხდი) და ჩითილის გამოყვანის შესაძლებლობა, ანუ ამ გზით შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჩითილი და შემდეგ გადავრგოთ გარეთ.

%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90

ყუთში გაზრდა

დავუბრუნდეთ ყველაზე გამოცდილ, სანდო და პრაქტიკულ მეთოდს. სახლის პირობებში გაზრდა საუკეთესო შემთხვევაში გულისხმობს ხელოვნური განათების პირობებში კულტივირებას. ამ მეთოდს აქვს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მეთოდი საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ეს არის ყველაზე სტაბილური, რენტაბელური და მდგრადი მეთოდი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც გარეთ გაზრდის საშუალება არ აქვთ და არამხოლოდ მათთვის.

%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae

ასეთი მეთოდისთვის არსებობს ორი გზა. პირველი, ეს არის მთლიანი ოთახის გადაკეთება გროურუმად ანუ გასაზრდელ ოთახად. ეს დიდი მასშტაბების პროექტია და ახალბედებისთვის არ გამოდგება.

მეორე გზა, რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, არის ყუთის აწყობა და მასში ერთი ან ორი მცენარის გაზრდა. თუ თქვენ უფრო დიდი ამბიციები გაქვთ, მაშინ ცოდნისა და გამოცდილების მომატება არ გაწყენდათ. ყუთის შემთხვევაშიც არის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, გასაზრდელი კარავი, ყუთი, კარადა, კომპიუტერის ქეისი და ა.შ. არჩევანი თქვენ პირობებზეა დამოკიდებული. თუ თქვენ სახლში პრობლემა არ გაქვთ ოჯახის წევრებთან და ვიზიტორებთან, შეგიძლიათ დაუფარავად გაზარდოთ ყუთში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ისე გაზარდოთ მოსაწევი, რომ ოჯახის წევრებიც კი ვერ მიხვდებიან, რა ხდება მათ თვალწინ.

%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90

ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კარადას, რომელიც არის გასაზრდელი ყუთი, მაგრამ ისეა გაკეთებული, რომ მისგან არ გამოდის არც სინათლე, არც ვენტილიატორების ხმა და არც მცენარეების სუნი. რა თქმა უნდა, ასეთის აწყობა ძალიან რთულია და მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ შედეგი ნამდვილად დაგიფასდებათ.

არსებობს სხვა გზაც, ასევე დამალული, მაგრამ ნაკლები მახასიათებლებით. კომპიუტერის ქეისი არის პატარა, მასში მცირე მოსავლის აღება თუ იქნება შესაძლებელი და თან არ არის ჰაერის ფილტრის დაყენების საშუალება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან კარგი მეთოდია.

%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97

ასევე, თუ ის პროფესიონალურად არ არის დამზადებული, მისგან სინათლეც გამოვა. მაგრამ თუ ნამდვილად კარგად ააწყობთ, ვერავინ მიხვდება, რომ ის ჩვეულებრივი კომპიუტერი არაა.

%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1

საქართველოში დიდი არჩევანი არ გვაქვს, თორემ ამერიკასა და ევროპაში ბევრი კომპანია აწარმოებს პროფესიონალურ დამალულ ყუთებს, კარვებსა და გროუ ბოქსებს და შესაძლებელია პირდაპირ მზა პროდუქტი შეიძინო და დაიწყო გაზრდა.

%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0

ყუთის ზომა დამოკიდებულია იმაზე, რისი საშუალება გაქვთ. რაც უფრო დიდი იქნება ყუთი, მით უფრო მეტი/დიდი მცენარე დაეტევა მასში. ყველაზე მცირე ზომები სავარაუდოდ ასე გამოიყურება. სიმაღლე 50-60 სმ (აქედან 15-20 სმ იქნება ქოთანი, 30-35 სმ მცენარე და 10-15 სმ განათების სისტემა). სასურველია, მინიმუმ 1 მეტრი მაინც იყოს ყუთის სიმაღლე ოპტიმალური პირობებისთვის. სიგრძე-სიგანე დამოკიდებულია ასევე თქვენზე, თუ აპირებთ მხოლოდ ერთი მცენარის გაზრდას 40 x 40 სმ საკმარისი იქნება მინიმალური შედეგისთვის.

თუ თქვენ გაქვთ საშუალება, ააწყოთ ყუთი და ზომებში შეზღუდული არ ხართ, 120 (სიმაღლე) X 100 სმ (სიგანე) X 50 სმ (სიგრძე) ნორმალური იქნება 2 მცენარის გასაზრდელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყუთის ზომა დამოკიდებულია თქვენზე და ყოველთვის გახსოვდეთ ძველი, ქართული ანდაზა: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. კარგად დაფიქრდით რა გინდათ, აწონ-დაწონეთ ყველა ფაქტორი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ყუთის აწყობა.

ასევე მნიშვნელოვანია მცენარის კონკრეტული ჯიშის ზომის მახასიათებელის გათვალისწინება (დაბალი, საშუალო, მაღალი). როგორც წესი, ვეგეტაციის დასასრულს მცენარე წყვეტს აქტიური ზრდის პროცრესს, მაგრამ შესაძლოა, კიდევ მოიმატოს ყვავილობაში, საბოლოო ზრდის ფაზის გამო. “მაღალმა” მცენარემ ყვავილობის პერიოდში შესაძლოა, ორჯერ მოიმატოს სიმაღლეში და ეს ფაქტორი წინასწარ გასათვალისწინებელია რეჟიმის შეცვლისას/ყვავილობის ინიცირებისას ყუთის პარამეტრების გათვალისწინებით. ზოგიერთი სიდბანკი (მოსაწევის თესლის მწარმოებელი კომპანია) ასეთ მარკირებას უკეთებს, მაგრამ ეს ინფორმაცია თუ არ გაქვთ/ვერ მოიპოვეთ, ზოგადად ცნობილია რომ სატივა უფრო მაღალი იზრდება ვიდრე ინდიკა.

%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98

რა გვჭირდება სახლში გაზრდისთვის?

მაშ ასე, მას შემდეგ რაც გადავწყვეტთ სად გავზარდოთ, როგორ გავზარდოთ და ავაწყობთ ყუთს, უნდა ვიზრუნოთ მისი შიდა ნაწილის ამრეკლავი ზედაპირით დაფარვაზე. ეს აუცილებელი და კრიტიკული ფაქტორია. დაწვრილებით ამრეკლავი საშუალებების შესახებ ამ სტატიიდან შეიტყობთ.

Chocolope

ამის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მარიხუანას თესლი. პრინციპში, ყველაფერი ამით უნდა დავიწყოთ. ჯიშის არჩევის საშუალება თუ გაქვთ, შეეცადეთ, თქვენი პირობებისთვის შესაფერისი ჯიში მოძებნოთ, ან გამოიყენოთ სტატია ჯიშის არჩევაზე. თუ თქვენ ხელი მიგიწვდებათ მხოლოდ ქართული ჯიშის კაკლებზე, ეს ძალიან კარგია. ყუთში გაიზრდება ნებისმიერი კაკალი, შეეცადეთ ის იყოს, რაც შეიძლება ძლიერი მოსაწევიდან ამოღებული. ცუდი და გაურკვეველი ჯიშის მცენარეზე დროის დაკარგვა არ ღირს.

%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac

ამის შემდეგ უნდა ავირჩიოთ ქოთანი და კარგი ნიადაგი. ქოთნის ზომა დამოკიდებულია ყუთის და მცენარის ზომაზე. რაც უფრო დიდი ყუთია და რაც უფრო დიდი მცენარე დაეტევა შიგნით, მით უფრო დიდი მოცულობის ქოთანი (აუცილებლად ძირგახვრეტილი) და მეტი ნიადაგი დაგვჭირდება. ქოთნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვედროც კი, ან ნებისმიერი ჭურჭელი ან ქოთანი, სპეციფიკური მოთხოვნა არ არსებობს გარდა ძირის გახვრეტისა, რომ წყალი არ ჩადგეს და მცენარის ფესვები არ დალპეს. შეეცადეთ, შეარჩიოთ რაც შეიძლება კარგი ნიადაგი.

%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98

ყუთში გაზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განათება. რაც უფრო კარგი განათება გექნებათ, მით უფრო დიდი მოსავალი და ხარისხიანი ყვავილედები დაგრჩებათ. განათება აუცილებელი ფაქტორია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია როგორც განათების ტიპი, ასევე სინათლისა და სიბნელის ციკლების რეჟიმის დაცვა. ახალბედებისთვის იდეალურია ეკონომიური განათების გამოყენება. ეს არის ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება.

%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1

განათების შესახებ სტატია მეტ ნათელს მოჰფენს ამ საკითხს, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება დამაბნეველიც იყოს. ამიტომ დასაწყისისთვის ერთი მცენარისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ცალი 85 ვატიანი (ნამდვილი ვატი) ეკონომ ნათურა, რომელიც დაახლოებით 25 ლარი დაჯდება, ამას დამატებული გაყვანილობა და საჭირო დეტალები, 40 ლარი ჩავთვალოთ.

ტაიმერი.jpg 2

ასეთ ტაიმერს (ის კი აუცილებლად უნდა გვქონდეს) დაახლოებით 13-15 ლარად შეიძენთ. ანუ განათება და ტაიმერი ერთად დაახლოებით 50 ლარი დაჯდება.

ქულერის ეტიკეტი

ასევე აუცილებელია ყუთში ვენტილაციის არსებობა ჰაერის ცირკულირებისთვის, ამის შესახებ სტატია უნდა წაიკითხოთ.  ასეთი ყველაზე მარტივი სისტემა დაახლოებით 15-20 ლარი დაჯდება. ჯერჯერობით, განათება და ვენტილაცია დაახლოებით 70 ლარი ღირს. ამას დამატებული ქოთანი, ნიადაგი და დანამატები (პერლიტი, ა.შ.) სულ 100 ლარი იქნება.

ყუთის აწყობა დამოკიდებულია მასალაზე, თქვენ შეგიძლიათ მასალად გამოიყენოთ უკვე არსებული ავეჯი, ან დაამზადებინოთ ყუთი ავეჯის მასალისაგან, რაც მაქსიმუმ 100-150 ლარი დაჯდება (ნამდვილად კარგად გაკეთებული ყუთი). ანუ დასაწყისისთვის, თუ თქვენ გაქვთ კაკალი და სურვილი, სახლში გაზარდოთ, დაგჭირდებათ 200 ლარამდე ფული და კარგი ადგილი სახლში, ყუთისთვის. თქვენ შეგიძლიათ ეტაპობრივად შეიძინოთ საჭირო ელემენტები და გარკვეული დროის შემდეგ ააწყოთ ყუთი.

დრო

რამდენი დროა საჭირო დათესვიდან მოსავლის ასაღებად? ეს დამოკიდებულია ჯიშზე. მაგრამ ზოგადად, მინიმუმ სამი თვეა საჭირო კაკლის გაღვივებიდან კარგად დამწიფებული მოსავლის აღებამდე. ფოტოპერიოდული და ავტოყვავილებადი ჯიშები განსხვავდება ვეგეტაციისა და ყვავილობის ვადით. 

ჩვეულებრივი(ფოტოპერიოდული), ჯიშის შემთხვევაში სასურველია, ერთი თვე გავაჩეროთ 18 საათი სინათლეში და 6 საათი სიბნელეში ტაიმერის საშუალებით და როცა ცოტა წამოიზრდება გადავრთოთ ყვავილობაზე და 12/12 სიბნელე/სინათლის რეჟიმი ჩავურთოთ მომდევნო ორი თვე, რაც თითქმის ყველა ჯიშისთვის ერთნაირი პერიოდია დასამწიფებლად.

ანუ, თუ ჩვენ ავაწყობთ ყუთს და დავთესავთ მოსაწევს, დაგვჭირდება სამი თვე მოსავლის აღებამდე. არ არსებობს ერთ თვიანი ან ოც დღიანი ჯიშები. მინიმალური ვადა არის დაახლოებით ორი თვე, მაგრამ ეს იდეალურ პირობებში და ისიც ავტოყვავილებადი ჯიშის შერჩევით ან კლონის მეშვეობით, რაც უკვე პროფესიონალური დონეა.

უსაფრთხოება

ძალიან მნშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოება. პირველ რიგში, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კანაბისის კულტივირებას.  ეს პროცესი უნდა იყოს მკაცრად კონფიდენციალური და არ უნდა იცოდეს არავინ. ასევე აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა და ელექტრო სისტემის სწორად აწყობა, სახლში ხანძრის გაჩენა ნამდვილად არ შედის ჩვენ ინტერესებში.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კარგად გაეცნოთ მარიხუანას გაზრდის თავისებურებებს. ამაში, ეს სტატია დაგეხმარებათ. 

გროუ ბოქსი

კარგად გაეცანით კანაპედიას და თუ კარგად მოიდნომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, არაჩვეულებრივ მოსავალს მიიღებთ სახლის პირობებში. ასევე კარგი საშუალებაა იუთუბზე ვიდეოების ყურება: grow box, how to build grow box და ა.შ.