ხსნარის მინერალიზაცია TDS/ppM/EC

ppM - EC კონვერტაციის ცხრილი

TDS – Total Dissolved Solids (მთლიანი ხსნადი მარილები) ანუ საერთო მინერალიზაცია  ნიშნავს ხსნარში ხსნადი მარილების კონცენტრაციას, რომელიც იზომება ელექტროგამტარობით ანუ EC – Electrical Conductivity და გამოისახება ppM – parts per Million.

ეს მონაცემები გვჭირდება წყლის ხარისხის გასაგებად, სასუქის კონცენტრაციის დასადგენად და ჰიდროპონიკული სისტემის სამართავად. გამოხდილ წყალში ხსნადი მარილების რაოდენობა არის 0, ანუ იქ არის მარტო H2O. როდესაც ჩვენ მინერალურ სასუქს ვხსნით წყალში, აუცილებელია ვიცოდეთ რამდენი ppM ანუ ხსნადი მარილების(სასუქის შემადგენელი ელემენტების) რამდენი ნაწილაკი უნდა მოდიოდეს  წყლის ყოველ მილიონ მოლეკულაზე, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.

ანუ თუ ppM არის 500, ეს ნიშნავს რომ წყლის ყოველ მილიონ მოლეკულაში 500 არის მარილის მოლეკულა. რაც შეეხება EC-ს ეს არის ამ მაჩვენებლის გამოხატულების სხვა ხერხი. კერძოდ, ელექტროგამტარობა. არსებობს EC-ppM კონვერტაციის ცხრილი, ის საჭიროა რადგანაც ზოგიერთი ხელსაწყო ზომავს EC-ს, ზოგიერთი კი ppM-ს.

მაგალითად, თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ppM არის 150-160 კონცენტრაციით. დასალევი წყლის მაქსიმალური ზღვრული ნორმა არის ppM – 500. წვიმის წყლის კონცენტრაცია წესით, 0 უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ის 0-30 მერყეობს, მტვრისა და ჰაერის დაბინძურების გამო.

ამ მეთოდის პრინციპიც წყლის ელექტროგამტარებლობაზეა დაფუძნებული. მასში ხსნადი მარილების არსებობა ზრდის გამტარობის უნარს. როდესაც გამოხდილ წყალში ppM არის 0 ის ელექტროგაუმტარია. ზღვის წყალი იმიტომ არის მარილიანი, რომ იქ ძალიან დიდი კონცენტრაციით არის ხსნადი მარილები, რომლებიც დაბალი კონცენტრაციის მქონე მდინარეებით ივსება და რადგანაც ზღვაში წყალი ინტენსიურად ორთქლდება მილიონობით წელია, კონცენტრაციაც შესაბამისად იზრდება.

სასუქების უმეტესობას ეტიკეტზე აწერია ის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ასევე მარიხუანას თესლის ზოგიერთ გამყიდველს მითითებული აქვს TDS-ის რაოდენობები მცენარის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ამ კონცენტრაციის დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე შეფერხდება ზრდაში, ან საერთოდ დაიღუპება.

ინდიკები უფრო მეტ ppM ითხოვენ ვიდრე სატივები, რადგანაც მათი ფოთლები და ყვავილედები უფრო დიდია. სავეგეტაციო პერიოდში მცენარეს სჭირდება დაბალი კონცენტრაციის სასუქის ხსნარი, რადგანაც ის ჯერ პატარა და სუსტია, არ აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და ა.შ. რაც უფრო მეტად გაიზრდება ის, მით უფრო მეტად უნდა ავწიოთ სასუქის კონცენტრაცია.  ეს დამოკიდებულია თავად სასუქებზე. მაგალითად, ორგანული სასუქების უმეტესობა რადგანაც შეიცავს მიკროორგანიზმებს, მათი ppM ყოველთვის სწორი არ არის და მისი გამოყენებაც არ გვჭირდება. ის ეფექტურია წყალში ხსნადი, მინერალური სასუქების დროს.

ასე რომ გაითვალისწინეთ ეს მონაცემები და თუ დააპირებთ, გამოიყენოთ მინერალური სასუქები, იქონიოთ ჰიდროპონიკული სისტემა, ან უბრალოდ გაინტერესებთ თქვენი წყლის შემადგენლობა, გამოიწერეთ EC ან TDS მეტრი.