როდის უნდა ავიღოთ მოსავალი?

როდის უნდა ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

როდესაც ბევრი შრომისა და ძალისხმევის შემდეგ მივიღებთ ყვავილედებით დახუნძლულ კანაბისს, ჩნდება კითხვა: როდის უნდა მოვჭრათ მცენარე?

თუ ჩვენ მოგვივა ადრე, დავკარგავთ მის პოტენციურ ძალასა და მოსავლის რაოდენობას. თუ გადავაცილებთ საჭირო დროს, მივიღებთ მაღალი სი-ბი-დი შემცველობის ძილის წამალს.

სწორად შესარჩევი თარიღისათვის ჩვენ გვჭირდება სამი რამ:

  1. ცოდნა, რომელსაც დღეს მიიღებთ.
  2. თვალები – ორგანოლეპტიკური დაკვირვებისათვის.
  3. იდეალურია, გამადიდებელი შუშა, რომელიც 100%-ით უტყუარ პასუხს მოგვცემს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა ავიღოთ მარიხუანას მოსავალი.

პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ მოსავლის აღებამდე ბოლო 2-3 კვირა ძალიან კარგია ნიადაგის გამორეცხვა სასუქებისაგან, თუ თქვენ მათ იყენებდით. ხოლო ბოლო 4-5 დღე წყალი საერთოდ აღარ დავასხათ. ასევე ზოგიერთი მებაღე ბოლო დღეებში სრულ სიბნელეში ამყოფებს მცენარეს სინათლის სტრესისა და ფისის გამოყოფის გასაძლიერებლად.

დავიწყოთ სიმწიფის დადგენა ბუტკოს მეთოდით. ბუტკო ეს არის პატარა თეთრი ბუსუსები, რომლებიც დედალ მცენარეს ყვავილობის დაწყებიდანვე გამოაქვს. ეს მეთოდი არ არის ისეთი ზუსტი, როგორც ტრიქომების შემოწმება, მაგრამ თუ ჩვენ გამადიდებელი შუშა არ გვაქვს, გამოდგება. ამასთან, ზოგიერთ ჯიშს ბუტკოები კარგად გამოხატული არ აქვს. ჩვენ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ყვავილედებს და ვნახოთ როდის დაიწყებენ ბუტკოები ჭკნობასა და გაწითლებას თუ ისინი ჩანან.

მარიხუანა მზადაა ასაღებად, როცა ბუტკოების 20-30% დამჭკნარი, მოღუნული და გაწითლებულია. ისინი არ უნდა იყოს თეთრი, გასწორებული და ჯანსაღი შესახედაობის. როდესაც ისინი ჭკნობას იწყებენ, ეს ნიშნავს, რომ ტი-ეიჩ-სის რაოდენობა ზენიტშია და მცენარის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვლინდება. მეორე მხრივ, მცენარე ყვავილედებისა ყველაზე დიდ მასას და ძალას სწორედ დამწიფებამდე 2-3 კვირით ადრე იკრეფს, ასე რომ ადრე აღებაც არ არის სასურველი.

როდესაც ჩვენ კანაბისს ზედმეტად დიდხანს გავაჩერებთ, იწყება THC-ის სიკვდილი და CBD-ის სინთეზირება. ეს გამოიწვევს მასში სატივას თვისებების სრულ ჩაკვდომას და ინდიკას ტკივილგამაყუჩებელ, სედატიურ და ძილის მომგრვრელი თვისებების გამოვლენას, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, თუ მართლა რამე არ გვაწუხებს. ანუ რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მას, მით უკეთესი ვერ გახდება!

ქვემოთ მოცემული სურათების საშუალებით, ვნახავთ როდის არის სწორი დრო მცენარის მოსაჭრელად.

auto-mazar-bud-37-days-old

როგორც ამ სურათებზე ჩანს, ბუტკოები ჯერ თეთრი და გამართულია. ანუ არ მოსულა დრო.

wonder-woman-cola-2-1200

ჯერ კიდევ აკლია, ანუ გარდამავალი პერიოდი. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ბუტკო გაწითლებული და დამჭკნარია, მაგრამ ჯერ ადრეა.

too-young-cannabis-with-zoom-in-sm

ქვემოთ მოცემულ სურათებზე კი ზუსტად ის მომენტია ასახული, როდესაც ჩვენ მოსავალი უნდა ავიღოთ. ბუტკოთა 30-40% გაწითლებული და დამჭკნარია. ამ დროს ტი-ეიჩ-სის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.

auto-sour-diesel-cola-white-background1200

bubblelicious-bud1200

ამ სურათებზე კი კარგად ჩანს, რას ნიშნავს გადაცილება.

11232894_1063401877006702_1526970460585841568_n

purple-bud-purple-leaves-1200

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი ჯიშის შემთხვევაში ამ მეთოდის გამოყენება ძალიან გართულებულია. არსებობენ ისეთი სახეობებიც, რომელთაც ახასიათებთ თეთრი ბუტკოების შენარცუნება THC მაქსიმალური კონცენტრაციის დროსაც.

მცენარის სიმწიფის დასადგენად შესაძლებელია სხვა მებაღეების მაგალითის აღებაც. ანუ მათ რა დრო დასჭირდათ მის დასამწიფებლად. ეს დრო მეტწილად ვარირებს გარემო პირობების მიხედვით, ასე რომ ცდომილება შეიძლება მოხდეს. ასევე ყველა ჯიშს აწერია, რამდენ ხანშია მზად მოსაჭრელად, ეს ფაქტორიც შეგვიძლია, გავითვალისწინოთ.

გადავიდეთ ბევრად უფრო ზუსტ – ტრიქომების მეთოდზე

11336867_646099015491244_7912854292922371559_o

ეს მეთოდი გამოირჩევა პრაქტიკულად ასპროცენტიანი სიზუსტით. მისი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს, ზუსტად განვსაზღვროთ მოსავლის აღების თარიღი.

ამ მეთოდის არსი მდგომარეობს ტრიქომების დაკვირვებაში გამადიდებელი შუშის საშუალებით, რომელთა დიდი არჩევანიც ამაზონზეა და იაფიცაა. ტრიქომები სოკოებივით აღმართული ჯირკვლოვანი წარმონაქმნებია, სწორედ მათ გამოა ასეთი პოპულარული მარიხუანა, რადგანაც იქ წარმოებს უამრავი კანაბინოიდის სინთეზი.

ფისის ეს ჯირკვლები სწორედ ის კრისტალებია, რომლებიც ვიზუალურად შაქარივით აქვს მოყრილი მცენარეს. ასევე მათი დამსახურებაა მცენარის წებოვანობა. ისინი კონცენტრირებულია ყვავილედებსა და მის პატარა ფოთლებზე. გაურკვეველი მიზეზების გამო, კატებს იზიდავთ ტრიქომები. ასე რომ თუ არ გინდათ მცენარეები კატებმა გაგიფუჭონ, მოარიდეთ მათ.

Hawaiian Snow Pheno #3

Hawaiian Snow Pheno #3

ჩვენი მთავარი ინტერესის სფეროა თავზე პატარა ბურთულიანი ტრიქომები, რომლებიც სავსეა სხვადასხვა კანაბინოიდებით. ტრიქომებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, THC მაქსიმუმი დავადგინოთ და სწორედ ამის შემდეგ მოვჭრათ კანაბისი. ტრიქომების ანატომია იცვლება ყვვავილობის პერიოდის განმავლობაში. ისინი ძალიან პატარაა და შეუარაღებელი თვალით რამის გარჩევა პრაქტიკულად შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გვესაჭიროება გამადიდებელი შუშა.

მცენარე თავის პოტენციალის პიკში მაშინაა, როდესაც გამჭვირვალე ტრიქომები გადავა რძის ფერ ან ბუნდოვანში. ამ დროს THC შემცველობა პიკშია და ეფექტიც შესაბამისად ყველაზე კარგია. როდესაც ტრიქომებს ქარვისფერი მიეცემა, ეფექტი უფრო სედატიური და დამამშვიდებელი გახდება ფსიქოტროპულობის გარეშე.

როდის უნდა ავიღოთ მოსავალი

შეჯამება და რჩევები

  • როდესაც ბუტკოები, ანუ ბუსუსები ჯერ კიდევ თეთრი და სწორია, მცენარე არ არის ბოლომდე დამწიფებული.
  • მისი სიმწიფე იწყება მაშინ, როდესაც ბუსუსების 50-60% იწყებს ჭკნობასა და გაწითლებას. როდესაც მიკროსკოპით დაკვირვებისას ტრიქომების უმეტესობა ბუნდოვანი ფერისაა და არა გამჭვირვალე, მათი 10-15% კი ყავისფერშია გადასული THC ამ დროს პიკშია და ეფექტიც ეიფორიული და ფსიქოაქტიურია.
  • რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მცენარეს, არ ნიშნავს, რომ უფრო და უფრო გაძლიერდება. რაც უფრო ადრე მოვჭრით მას, ვკარგავთ ძალასა და მოსავლის რაოდენობას. ამიტომ სწორად უნდა შევარჩიოთ მისი მოჭრის პერიოდი.
  • როდესაც დავაგვიანებთ მოსავლის აღებას, ეფექტი ფსიქოაქტიურობას დაკარგავს და უფრო დამაწყნარებელი და ძილის მომგვრელი გახდება.
  • შესაძლებელია ერთი და იმავე ძირიდან ყვავილედების რაღაც ნაწილი უფრო ადრე ავიღოთ სატივას ეფექტისათვის და დანარჩენი უფრო გვიან ინდიკას ეფექტისათვის.
  • დამწყები მებაღეების უმრავლესობა ჩქარობს მოსავლის აღებას, რაც შეცდომაა. აცალეთ მცენარეს ბოლომდე გამოავლინოს თავის შესაძლებლობები.
  • ბუტკოებისა და ტრიქომების მეთოდების ერთდროულად გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სწორად განვსაზღვროთ მოსავლის აღების დრო.

მოსავლის აღების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად და კარგად გავაშროთ ყვავილედები. ამის შესახებ მომავალი სტატიების მეშვეობით გაიგებთ.

გამშრალი ყვავილედები