კანაბისის ფოთლები

 

Deep Chunk 3

კანაბისის ფოთლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მცენარეში. სწორედ ფოთლები იღებენ სინათლის ენერგიას და გარდაქმნიან მას. ფოთლები ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებენ მცენარის განვითარებაში და მისი მოცულობის უდიდეს ნაწილსაც სწორედ ისინი შეადგენენ. ასევე მსოფლიოში ამ მცენარის ცნობადი სიმბოლო სწორედ მისი ფოთლებია.

საქართველოში მარიხუანას ფოთლებს კიდევ უფრო მეტი დანიშნულება აქვთ დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით – აქ მათ ეწევიან. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენთან მოსაწევი ჭირს. ანუ როდესაც ზაფხულში მებაღეებს ძველი მოსავლიდან არაფერი აქვთ შემორჩენილი იძულებული არიან, ფოთლები მოწიონ. ამას კი უმეტეს შემთხვევებში, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ.

პირველ რიგში, ფოთლების ბოთლებსა და ბულბულიზატორებში მოწევა საშინელ დარტყმას აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. მათი დაბალი პოტენციის გამო კი იძულებული ვართ, სულ ბევრი და ბევრი მოვწიოთ განსხვავებით მწიფე ყვავილედებისაგან.

კანაბის სატივა

მეორე, მცენარის “პუტვა” და ფოთლების გლეჯვა უამრავ პრობლემას იწვევს. ამით გამოწვეული სტრესის გამო მცენარე დრამატულად აგდებს ზრდის ტემპებს, სუსტდება, ზოგადი მდგომარეობა უარესდება. ცუდად მოგლეჯილი ფოთლების გამო დაზიანებული ადგილები სამოთხეა სხვადასხვა დაავადებისა თუ მავნებლისათვის. მცენარე იწყებს დაზიანებული ადგილების კალუსური ქსოვილებით დაფარვას. მთელი ენერგია ამ პროცესისთვის იხარჯება და სწორედ ამიტომაც წყდება ზრდა-განვითარება.

ფოთლები უმთავრესი წყაროა მზის ენერგიის მიღებისა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის. როგორც იცით, პირდაპირი სინათლის მინიმუმ 5 საათი უნდა ხვდებოდეს მარიხუანას მინიმალური განვითარების ტემპის შენარჩულებისათვის. რაც მეტი მზე ხვდება მცენარეს, მით უფრო დიდი, ძლიერი და პოტენციურად მაღალი იქნება მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. ამაში კი ფოთლების დამსახურება ყველაზე დიდია.

თუ ჩვენ გვინდა, დიდი, ძლიერი, მაღალი მოსავლის მქონე და ჯანმრთელი მცენარე გავზარდოთ, ნუ შევეხებით მის ფოთლებს.

Blueberry

Blueberry

აქვს თუ არა მარიხუანას “ზედმეტი ფოთლები”?

ზოგიერთ მებაღეს არგუმენტად მოჰყავს, რომ მარიხუანას აქვს “ზედმეტი ფოთლები”, რომელიც მას ართმევს ენერგიას და მათი მოშორებით მთელი ძალა წავა ყვავილედებში. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა.

როდესაც მცენარე ფოთლების საშუალებით იღებს სინათლეს, ის ამ ენერგიას უახლოესი ყვავილებისაკენ გადაამისამართებს. ანუ ყვავილედების ირგვლივ რაც მეტი ფოთოლი იქნება, მით უკეთესია მათთვის.  ამიტომაცაა რომ ზედა ყვავილედები ყველაზე დიდი იზრდება. ხოლო ქვედები, რომლებიც დაჩრდილულია ფოთლების მიერ, შედარებით პატარა. მეტი სინათლე უდრის მეტ მოსავალს.

დამჭკნარი ფოთლები

ასევე მცენარე ფოთლებში დაგროვილ საკვებ ნივთიერებებს სიცოცხლის ბოლო ფაზაში, ანუ ყვავილობის პერიოდის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა უკან იბრუნებს და ყვავილედებში ამისამართებს. სწორედ ამიტომაა რომ ფოთლები ყვითლდება, ხმება და ცვივა. ისინი მთელ თავიანთ ენერგიას უკან აბრუნებენ.

ბუნებაში ზედმეტი არაფერი არ არსებობს. რაც საჭიროა არაა, მას ევოლუცია თავად იშორებს. დაელოდეთ სანამ ფოთლები თავისით გახმება და ჩამოცვივა. ნუ შეეცდებით ბუნებრივი პროცესების დაჩქარებას.

მოსავლის გაზრდის ტექნიკა

არსებობს გარკვეული მეთოდები, რომელიც თავის თავში გულისხმობენ ფოთლებისა და სუსტი ამონაყარების მოშორებას. ამ მეთოდთაგან ერთ-ერთს ეწოდება lollipopping რაც ჩვენებურად დაჩუპაჩუფსებას ანალოგი იქნება.

დაჩუპაჩუფსება

მისი სახელი გამომდინარეობს იქედან, რომ მცენარის ტოტებს ვაცლით ქვედა ნაწილში არსებულ ფოთლებს და პატარა ყლორტებსა თუ ყვავილედებს, რითაც მთელ ენერგიას ვაგზავნით ზედა ყვავილედებში. ამით თავიდან ვიცილებთ უპერსპექტივო ქვედა ტოტების ფორმირებას, რომლებიც დიდ ვერაფერ მოსავლას მოგვცემდა და ვზრდით მთავარი ყვავილედების ზომებს. რჩება მხოლოდ ღეროები.

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია და ის ძირითადად, სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება (SoG,SCRoG). თქვენ თავად შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენ მცენარეებს და ღეროს ძირიდან მოყოლებული ტოტებზე სუსტი და უპერსპექტივო ფოთლები და ყლორტები მოაშოროთ. ამით ენერგიის ძირითად ნაწილს გაგზავნით ზედა ეშელონებში. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და თავად აღმოაჩიენეთ საუკეთესო გზები. მთავარია, ყველაფერი მცენარის სასიკეთოდ მოხდეს.

ლოლიპოპინგი

დაიმახსოვრეთ, რომ ეს პროცესი უნდა ჩატარდეს სტერილური (სპირტით გაწმენდილი) ინსტრუმენტით. რათა მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების შანსები. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პერიოდში მცენარე მიიღებს სტრესს და გარკვეული დრო შეიძლება, ზრდაში შეფერხდეს. მაგრამ, ეს ნამდვილად ღირს მიღებულ შედეგად. დამატებითი ინფორმაცია ამ მეთოდთან დაკავშირებით მოძებნეთ იუთუბზე.

SONY DSC

ლოლიპოპინგის მაგალითი 2

გარეთ მცხოვრები მცენარე დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მხრიდან იღებს სინათლეს მზის მოძრაობის გამო. განსხვავებით ოთახის მცენარეებისა, რომელთათვის ერთადერთი წყარო ზემოთ დამაგრებული ნათურაა. ჩვენ შეგვიძლია, ხელი არ ვახლოთ ბუნებაში არსებულ მცენარეს, ის მაინც სრულ პოტენციალს გამოავლენს თუ სწორად იქნა გაზრდილი. მაგრამ უპერსპექტივო ყლორტების მოშორება მათაც წაადგებათ.

დეფოლაცია ასევე აუცილებელია დაზიანებული და დაავადმყოფებული ფოთლების შემთხვევაშიც. დაავადების კერების მოცილება პროფელაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა.

ამ მეთოდების გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფოთლების შეცლა უნდა მოხდეს ერთ დღეს და არა პერიოდულად. როდესაც ჩვენ მცენარეს ფოთლებს ვაცლით, ის ამით ძალიან ისტრესება და შეიძლება ერთი კვირაც კი დააგვიანდეს დამწიფება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ერთდროულად.

ფილოტაქცია ანუ ფოთოლთგანწყობა

როგორც სტანდარტული ფილოქტაციის მქონე მცენარეს, კანაბისს ფოთოლთგანწყობა უვითარდება ღეროზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. ღეროსა და ფოთოლს შორის კი წარმოიშობა ახალი ყლორტები. სწორედ აქ ხდება ყვავილედების წარმოქმნაც.

ფილოქტაციაყლორტების წარმოშობის ადგილებში ფორმირებულ ფოთლებს ეწოდებათ სავენტილაციო ფოთლები (fan leaves) რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ამ ყლორტის შემდგომ კი მისგან ფორმირებული ტოტის ენერგიით მომარაგების საქმეში. ნუ მოწყვეტთ მათ მოსაწევად, რადგანაც ისინი პრაქტიკულად არ შეიცავენ ტი-ეიჩ-სის.

სავენტილაციო ფოთლები

ეს არის ყველაზე დიდი განაპირა ფოთლები, რომლებიც ყველაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ მათი დიდი ზედაპირული ფართობის გამო. მათ შეიძლება ქვედა ტოტები დაჩრდილონ, მაგრამ მათი გადაადგილება, გაწევ-გამოწევა ან ექსპოზიციის შეცვლა ამ პრობლემასაც ხსნის.

სავენტილაციო ფოთლები fan leaves

მარიხუანას პოტენციის წყაროები

როგორც ვიცით, მარიხუანა გამოიყენება მისი საოცარი ფსიქოაქტიური თვისებების გამო. ამის მიზეზი არის მის შემადგენლობაში შემავალი კანაბინოიდები. მათგან უმთავრესი კი THC.

მარიხუანას ფესვებისა და თესლის გარდა, ფისის ჯირკვლები ყველგან გვხვდება. მათ შორის ფოთლებსა და ღეროებზეც. მაგრამ მათი რაოდენობა და კონცენტრაცია დრამატულად მერყეობს ორგანოების მიხედვით. ასევე, დედალი მცენარე უფრო პოტენტურია, ვიდრე მამალი.

ყველაზე მეტი ტრიქომი ყვავილედებზეა. შემდეგ მოსდევს ყვავილედების ირგვლივ არსებული პატარა ფოთლები, რომლებიც ზოგჯერ ისეა დაფარული კრისტალებით, თითქოს შაქარი ეყაროს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ასეთი ფოთლების სახელი shugar leaves – შაქრიანი ფოთლები.

შაქრიანი ფოთლები 2

Hawaiian snow (pheno #3)

ვინაიდან მცენარის ეფექტის ძალა სწორედ ამ ფისზეა დამოკიდებული, ასეთი ფოთლები თითქმის ყვავილედების ტოლფას შედეგს იძლევა. მაგრამ დიდი ვეგეტატიური მასის გამო მათი გემო უკეთესის სურვილს ტოვებს.

ფოთლები, რომლებზეც ტრიქომები არ არის ან მცენარის ვეგეტაციის პერიოდში არსებული ფოთლები, ძალიან მცირე რაოდენობით კანაბინოიდებს შეიცავენ. მათი კონცენტრაცია 0-1% მერყეობს, ეს კი ძალიან ცოტაა. ეფექტიც, შესაბამისად, მწიფე ყვავილედებთან შედარებით ბევრად სუსტია, ქლოროფილის საშინელ გემოზე რომ არაფერი ვთქვათ.

შაქრიანი ფოთლები

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფოთლები საერთოდ არ იბოლება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავენტილაციო ფოთლები პრაქტიკულად საერთოდ არ ვარგა მოსაწევად. თუ მაინცდამაინც უნდა მოწიოთ და ვერ ითმენთ, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე არის ყლორტები, რომლებშიც საკმაო რაოდენობითაა კონცენტრირებული კანაბინოიდები. მაგრამ დაიმახსოვრეთ, მათი ყვავილობის პერიოდის დაწყების შემდეგ მოწყვეტა არ შეიძლება, რადგანაც ისინი აღარ აღდგება!

მარიხუანას ყლორტები

პირადად მე, ფოთლების მოწევას საერთოდ არ გირჩევდით. გაუფრთხილდით როგორც თქვენი, ასევე მცენარის ჯანმრთელობასაც და უნებისყოფობა ნუ გძლევთ.

ფოთლები, როგორც დაავადებების სიმპტომების მაჩვენებელი

კანაბისის დაავადებები, თუ მინერალების ნაკლებობა-მეტობა, სხვადასხვა სტრესის ნიშანი და ყველაფერი რაც მის ჯანმრთელობას ეხება ჩანს ფოთლებზე. ეს არის საუკეთესო ინდიკატორი, პრობლემების მაჩვენებელი და ყველაზე ნათელი დიაგნოსტირების საშუალება. ფოთლების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა სჭირს მცენარეს.

ამის შესახებ ინტერნეტში უამრავი მასალა დევს, რომელიც დროთა განმავლობაში ითარგმნება და განთავსდება საიტზე. მანამდე კი კიდევ ერთხელ მინერალთა  მეტობა-ნაკლებიბის მცირე დიაგრამას გადახედეთ.

Deep Chunk 2

მინერალების ნაკლებობა