მთვარე და მარიხუანა

მთვარე და მარიხუანა 2

აქ რომანტიკა არაფერშუაშია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მთვარის გავლენას მცენარეზე. შეიძლება, თქვენ აქამდე არასდორს არ დაფიქრებულხართ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მთვარეს დედამიწის ცოცხალ ნაწილზე, მაგრამ ამაზე ათასობით წელია ფიქრობენ ადამიანები და მათ ბევრი აღმოჩენაც გააკეთეს.

უძველესი დროიდან ფერმერები თავიანთ მოსავალს სწორედ მთვარის ფაზის მიხედვით თესავდნენ. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც გავლენა ძალიან დიდი და ხელშესახებია.

მთვარის ფაზების მიხედვით დათესილი თესლი უფრო მალე ღვივდება, მცენარეები არიან უფრო ძლიერი და გამძლე, ისინი ყვავილობას იწყებენ უფრო ადრე და მოსავალიც დიდი აქვთ. მათ უკეთ შეუძლიათ ცუდი ამინდის მიმართ მდგრადობის შენარჩუნება, უწყლობის გაძლება და დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა.

ამის მიზეზთა მეცნიერულ სიღრმეებში წასვლა ჩვენ არაფერ ახალს არ მოგვცემს, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ არსებობს ასეთი ფენომენი და შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

მთვარის ფაზები 2

მთვარის ფაზებისათვის ყურადღების მიქცევა მოწინავე მებაღეების საქმეა. ეს არის ძალიან ადვილი და შედეგსაც იძლევა. თუ თქვენ გაქვთ საშუალება, გამოიყენოთ ის და იმოქმედოთ ფაზების მიხედვით, ძალიან კარგი იქნება.

ახლა კი წარმოგიდგენთ უდიდესი პორტალის – ოლკპისის ვებ-გვერდზე განთავსებულ მთვარის კალენდარის გამოყენების წესს, რომელიც ძალიან ადვილია და თქვენგან არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუ რუსული იცით, თქვენ დიდ ცოდნას მიიღებთ ამ გვერდიდან. თუ არ იცით, მაგასაც არაუშავს. ნახატების მიხედვით ყველაფერს მიხვდებით.

ეს კალენდარი ყოველდღიურად ახლდება და მასზე ერთი თვის პროგნოზი წინასწარაა დატანილი.

მთვარის კალენდარი

აქ თქვენ ხედავთ რიცხვსა და დღეს, რომელიც წითლად, მწვანედ ან შავად არის დაწერილი. წითელი ნიშნავს, რომ იმ დღეს არაფრის გაკეთება არ არის რეკომენდირებული. შავი ნეიტრალური დღეა და ინდივიდუალურადაა მოცემული ქმედებები. ხოლო მწვანედ აღნიშნულ დღეებში მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ რეკომენდაციების მიხედვით.

პირველ რიგში, აირჩიეთ თბილისის დრო რომელიც +4 საათიან სარტყელში მდებარეობს. შემდეგ წაიკითხეთ კონკრეტული დღის მთვარის მდებარეობის შესახებ და ამ დღის თავისებურებები მცენარესთან მიმართებაში. ბოლოს კი ყურადღება მიაქციეთ რეკომენდაციებს და თესლის გაღვივება, მორწყვა, სასუქების შეტანა და ა.შ. მოახდინეთ მხოლოდ ამ პერიოდებში.

+4 თბილისი

დააკვირდით მცენარეებს რა შედეგს გამოიღებს მთვარის ფაზების გათვალისწინება. გამოცდილება და შთაბეჭდილებები ჩვენც გაგვიზიარეთ. დაგეგმეთ თქვენი მცენარესთან ვიზიტები წინასწარ და დატკბით მიღებული შედეგებით.

რეკომენდაციები მთვარესთან დაკავშირებით