მარიხუანა საქართველოში

მარიხუანა საქართველოში

საქართველოში არსებული ჯიშები საინტერესო თემაა. კანაბისი საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა რიცხვებიდან დაწყებული შემოდიოდა შუა აზიის საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი,თურქმენეთი ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის გვერდით არიან.

ეს ქვეყნები კი ცნობილია თავიანთი ლენდრეისებით, ანუ იქ კანაბისი ბუნებრივად იზრდება და ჩვენი რუდერალისისაგან განსხვავებით სატივებისა და ინდიკებისაგან შედგებიან. სატივები კიდევ უფრო ტროპიკულ მხარეებში გვხვდება ბუნებრივად. მაგალითად მექსიკაში, კოლუმბიაში, იამაიკაში, ბრაზილიაში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში და ა.შ. სწორედ აქედან არის აღებული დღევანდელი კომერციული ჯიშების სრული უმრავლესობა.

საქართველოში მარიხუანას თესლის შემოტანა დაიწყეს მეზობელი სახელმწიფოებიდან. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯარისკაცებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებოდნენ საბჭოთა ჯარის განაწილებით. ამ ქვეყნებიდან ჩამოტანილი კაკლების შთამომავლები არიან დღევანდელი  ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ქაოსურად ერთმანეთში ჯვარდებოდნენ და ასეთი სახით მოაღწიეს დღემდე.

ასევე დიდი წვლილი მიუძღვით მეზღვაურებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და ყველგან ავრჩელებდნენ მარიხუანასა და მის თესლს. ყველა ქვეყნის პორტში გამონაკლისი არც საქართველო იყო. ქართველ და უცხოელ მეზღვაურებს დედამიწის შორეული ადგილებიდან ჩამოქონდათ მარიხუანა, რასაც ზოგჯერ თესლიც მოყვებოდა.

ზოგიერთ მებაღეს ერთიდაიგივე მცენარის თესლი შეიძლება წლების განმავლობაში ერთმანეთში ეჯვარებინა და სხვა ჯიშები არც კი მიეკარებინა თავისი მცენარეებისათვის. ეს კი ე.წ. “სელექციურ დეპრესიას” იწვევს რაც გენეტიკის შესუსტებაში გამოიხატება. ანუ როდესაც მცენარე სულ ერთსადაიმავე ყვავილედიდან აღებული კაკლებით მრავლდება, ასე რომ ვთქვათ, ისევ თავის და-ძმებთან ჯვარდება და სულ ერთი და იგივე გენეტიკა მეორდება ყოველ სეზონზე მცენარის ეფექტი კლებულობს, ის სუსტდება, კარგავს პოტენციას და ა.შ. მხოლოდ განსხვავებული დედ-მამის შთამომავლები (ჰიბრიდები) არიან ძლიერები.

ეს ფაქტორები სელექციონერებისთვისაც პრობლემაა, რადგანაც ჯიშის დასტაბილურების პროცესიც იმავეს გულისხმობს. ფენოტიპური გაბნევადობა ასეთ დროს ძალიან ძნელი შესაკავებელია. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში შემოსული ჯიშები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა გენეტიკური მრავალფეროვნების არ ქონის გამო და ამიტომაც ვერ არის კომერციული ჯიშების დონის. მაგრამ, როდესაც გამოერევა ჰიბრიდი სხვადასხვა კაკლების წყალობით, შედეგიც არ აყოვნებს და ქართული ჯიშები საუკეთესო მხარეს ავლენენ.

მეორე მხრივ, კომერციული ჯიშები თავის თავში არ გულისხმობს რომ ყველაზე და ყველაფერზე კარგია და აუცილებლად სჯობს ლენდრეისებს. “სელექციური დეპრესია” ბუნებრივ პირობებში არ მოქმედებს.  მაგალითად Afghan Kush, რომელიც 100% ინდიკაა იმდენად ძლიერი ეფექტის მქონეა, რომ მას დიდი პოპულარობა არ აქვს. ყოველდღიური მწეველი უპირატესობას ჰიბრიდებს ანიჭებს. განსაკუთრებით კი სატივას დომინანტობით, რადგანაც ინდიკა დღის განმავლობაში რამდენჯერმე რომ მოწიო ის დღე დაკარგულად ჩაითვლება მისი სხეულის ეფექტის სიძლიერის გამო. სატივა კი პირიქით – უფრო ენერგიულს გხდის და დღის განმავლობაში მუშაობასაც კი გიმარტივებს.

ინდიკასა და სატივას ზონები

ამიტომაცაა აუცილებელი საქართველოში ჩამოვიტანოთ ბევრი უცხოური ჯიშისა და გენეტიკის მქონე კაკლები. მოვერიდოთ ფემინიზებულებს და მამალი მცენარეების შენარჩუნებით დავმტვეროთ ქართული ჯიშები ან პირიქით, ქართული მამლებით დაიმტვეროს უცხოური დედლები. ეს საუკეთესო შემთხვევაა და ქართული გენეტიკაც გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება.

ამას თავისი ცუდი მხარეც აქვს. დღეს მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემა დგას კომერციული ჯიშების პოპულარობის გამო. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იამაიკა, მაროკო, მალავი, სვაზილენდი და ა.შ. ხალხი უპირატესობას კომერციულ ჯიშებს ანიჭებს, რომლებიც დიდ მოსავალს იძლევა და ადგილობრივი ლენდრეისები გადაშენების და კომერციულებთან გენეტიკის შერევის საფრთხის წინაშე დგანან.

ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გავაახლოთ ქართული გენეტიკა, მაგრამ ამავდროულად ვიზრუნოთ მასზე და შევეცადოთ, არ დავკარგოთ. დავიწყოთ საუკეთესო ეგზემპლარების შეგროვება. დავკავდეთ სელექციით და შეიძლება, ჩვენი სიტყვაც ვთქვათ მსოფლიო ბაზარზე თუ მოვახერხეთ და კარგი გენეტიკის ადგილობრივი ჯიშები შევაგროვეთ.