კანაბისის მიღების მეთოდები და საშუალებები

მოწევის საშუალებები

როდესაც მარიხუანას მოხმარების გზებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერჯერობით საქართველოში ამ მხრივ დიდი გასაქანი არ გვაქვს თავად ყვავილედების არ იყოს. ჩვენთან მარიხუანას მოიხმარენ სიგარეტში შეკეთებულს, ბულბულატორსა და ბოთლში. ასევე ხარშავენ მანაგუას უვარგისი მატერიალისაგან და მას სვამენ. მაგრამ ტექნოლოგიები მსოფლიოში ამ მხრივ უკვე ძალიან წინ წავიდა და საოცარი მეთოდები ჩამოყალიბდა. ამ სტატიიდან გაიგებთ ზოგიერთი მათგანის შესახებ.

არსებობს მარიხუანას მოხმარების სამი ძირითადი გზა: ინჰალაცია, ორალური და ადგილობრივი. ინჰალაცია ნიშნავს მოწევას. ორალური ნიშნავს მარიხუანასაგან დამზადებული ნივთიერებების შეჭმას, დალევას და ა.შ. ადგილობრივი მეთოდი ნიშნავს სხვადასხვა მაზის წასმას კონკრეტულ, პრობლემატურ ადგილებზე.

ინჰალაცია ანუ მოწევა

როდესაც ჩევენ მარიხუანას ბოლს ვისუნთქავთ, გაზები ფილტვების საშუალებით ხვდებიან სისხლში. არსებობს ინჰალაციის ორი გზა: მოწევა და აორთქლება.

მოწევა

ეს არის კანაბისთან ასოცირებული ყველაზე ცნობილი და უძველესი მეთოდი. ამისდა მიუხედავად, ელექტრონული ამაორთქლებლები ბევრად უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობის მხრივ. მოწევასთან დაკავშირებით არსებობს დიდი დებატები სამეცნიერო წრეში, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი ბოლი, რომელიც ფილტვებში ხვდება, წარმოშობს გარკვეულ რისკებს. ამიტომაც ეს ყველაზე ნაკლებად სასურველი მეთოდია ამ მცენარის მისაღებად.

მწეველებს აქვთ უამრავი ხელსაწყო, რისი საშუალებითაც შეუძლიათ მოწევა. მათ შორის: ჩიბუხები, ბონგები, შესაკეთებელი ფურცლები, ჩილიმები, ბულბულატორები, ბოთლები და ერთჯერადი ექსპერიმენტული საშუალებებიც კი.

ჩიბუხი

შუშის ჩიბუხები

ეს არის ყველაზე ძველი საშუალება, რომელსაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს მისი კარგი თვისებების გამო. ეს არის პატარა, პორტაბელური, გამოსაყენებლად და დასამალად ადვილი ნივთი. საქართველოში მათი არჩევანი ძალიან ძალიან მცირე სახეობებით შემოიფარგლება. მაგრამ ამერიკაში მათი დამზადება ასულია ხელოვნების დონეზე და საოცარი ეგზემპლარების შეძენაა შესაძლებელი დისპენსერებსა თუ უბრალო თემატურ მაღაზიებში.

არსებობს იდუმალი ჩიბუხები, რომლებსაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების ფორმა აქვს და მცირედი მოდიფიკაციის შემდეგ ჩიბუხად გადაიქცევა. ეს ძალიან მოსახერხებელია მაშინ, როცა არ გინდათ, გაგიონ რა არის.

საიდუმლო ჩიბუხი

ბონგი ანუ წყლის ჩიბუხი

ბონგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწევის საშუალება. მისი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კვამლი ჯერ წყალში გამოივლის, გაიწმინდება ზედმეტი ფერფლისაგან, გაცივდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება თქვენს ფილტვებში. ბოლი იწმინდება თუ არა მასში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებისაგან უცნობია.

ბონგი

ისინი ძირითადად, შუშისაგან მზადდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. მაგრამ მოყვარულებისათვის არსებობს უამრავი დიზაინის ბონგი და მათი არჩევანი ძალიან დიდია.

წყლის ჩიბუხები

შესაკეთებელი ფურცლები

ჯოინთი

ეს არის სპეციალური შესაკეთებელი ფურცლები, რომლებიც უამრავი რაოდენობის, დიზაინისა და შემადგენლობისაა ბაზარზე. საქართველოში მათი პოვნა ძალიან ძნელია. აქ მხოლოდ ძალიან უბრალოდ წებოიანი ზოლის გარეშე თუთუნის შესაკეთებელი ფურცლების შეძენაა შესაძლებელი.

შესაკეთებელი ფურცლები

ტარიანი და ასცენტი

ტარიანი

საქართველოში ბევრად უფრო გავრცელებულია მარიხუანას ჩვეულებრივ სიგარეტში მოწევა. ყველაზე კარგია ტარიანის გამოყენება, რომელიც სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება მაღაზიებში. “ბელამორკანალის” შოვნა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენებური “საკურორტო” კი ბელამორთან შედარებით ძალიან უხარისხო მატერიალისაგანაა დამზადებული, მაგრამ ოდნავ უფრო გრძელია და მასში თითქმის 2 სიგარეტი მასალა ჩადის.

ძალიან კარგი საშუალებაა ასცენტი, რომელიც საქართველოშიც იყიდება და იდეალურია მოსაწევის შესაკეთებლად მისი ფილტრის ფორმის გამო.

ასცენტიასცენტის ფილტრი

ბულბულატორი

რომელსაც ბულბულიზატორსაც ეძახიან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ამავე დროს ყველაზე ცუდი ჯამნრთელობისათვის ბოთლის მერე, რადგანაც ასეთი რაოდენობით ცხელი კვამლის შესუნთქვა, რომელსაც ურევია როგორც კალკისაგან, ასევე პლასმასის ბოთლის ყელისაგან გამოყოფილი მხუთავი და ტოქსიკური აირები, წინა რიგების ბილეთია კიბოს სამყაროში.

ბულბულატორი

რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი მოდიფიცირება და უფრო უსაფრთხო მოხმარება, მაგრამ, როგორც წესი, ის ერთჯერადად გამოიყენება და შემდეგ აგდებენ. რადგანაც მისი შენახვა ზომების გამო, არც ისე ადვილია. კომერციულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, არსებობს მისი პროფესიონალური ვარიანტები, რომლებიც არც ისე იაფაია, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ, ბევრად უსაფრთხო მოსახმარად.

გრავიტრონი

ჩილიმი

ეს მარიხუანას მოსახმარებლად ყველაზე ნაკლებად გამოყენებადი საშუალებაა, რადგანაც აქ იმდენი ბოლი გამოდის და იმდენი მარიხუანაა საჭირო, რომ უბრალოდ არაა საჭირო მისი გამოყენება. აღმოსავლურ ქვეყნებში, სადაც ამ მცენარეს დიდი რაოდენობით მოიხმარენ, უფრო პოპულარულია. ყველაფრის მიუხედავად, დიდი ჩილიმი რამოდენიმე ადამიანს ერთად აძლევს მოწევის საშუალებას, რაც ვინმესთვის შეიძლება, სახალისო იყოს.

ჩილიმი

სხვადასხვა ერთჯერადი საშუალება

ერთჯერადი საშუალებები

ვისაც საქმე არ აქვს და თავგადასავლებს ეძებს, არსებობს უამრავი იდეა, რომლის განხორციელებაც შეიძლება. ეს მეთოდები უფრო გასართობადაა და ყოველდღიურობაში არ გამოიყენება.

ვაპორიზაცია ანუ აორთქლება

ამაორთქლებლები

ვაპორაიზერები არის ყველაზე კარგი არჩევანი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი და თავიანთ ჯანმრთელობაზე მზრუნავი მწეველებისათვის. ვაპორაიზერი ისე ახურებს მასში მოთავსებულ ყვავილედებსა თუ კონცენტრანტებს, რომ თავისუფლად გამოიყოს THC, CBD და სხვა კანაბინოიდები ისე, რომ სითბო არ ეყოს სხვა მავნე ტოქსიკური ნივთიერებების რეალიზებისათვის. ეს ხელსაწყოები მინიმუმამდე ამცირებენ იმ ზიანს, რომელიც მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ვაპორაიზერები საგრძნობლად ამცირებენ კვამლის სუნს, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა სხვა მეთოდებთან შედარებით.

ეს არის სპეციალურად მარიხუანასათვის მოდიფიცირებული ელექტრო სიგარეტები, რომლებიც უცხოეთის ბაზარზე ძალიან დიდი არჩევნითაა წარმოდგენილი და ეს ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ვითარდება. ასევე ხელმისაწვდომია მათი სტაციონალური, დიდი მოდელებიც.

ამაორთქლებლები ანუ ვაპორაიზერები

ასევე არსებობს ე.წ. “დაბბინგი” რაც ბონგზე დამაგრებული სპეციალური თითის საშუალებით აორთქლებს კონცენტრანტებს და საოცარი პოპულარობით სარგებლობს მისი ძლიერი ეფექტის გამო.

კანაბისის ორალური მოხმარება

აქ იგულისხმება ყველა ის ტექნიკა, რომელიც კანაბისის პირში მოხვედრას გულისხმობს. ქართველები ამ მხრივ მხოლოდ ე.წ. “მანაგუით” შემოვიფარგლებით, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ბევრად წინ წავიდა ამ მხრივაც.

ნაყენი

კანაბისის ნაყენი

კანაბისის ნაყენი ძირითადად, სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება. მათი დამზადება ძალიან მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის(90 გრადუსზე მეტი) საშუალებით ხდება. ეს ასევე შესაძლებელია ცხიმის შემცველი სბსტრატებით, რომლეთა ცხიმოვან უჯრედებსაც უნდა ჩაებღაუჭონ კანაბინოიდები. ეს მეთოდი გულისხმობს რამოდენიმე წვეთის ენის ქვეშ დაწვეთებას. ის მალევე შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ამით ადვილია დოზის კონტროლი და შედეგიც კვამლთან შედარებით უფრო კონცენტრირებულია.

კაფსულები კანაბისის ზეთით

კაფსულები

ეს ტაბლეტები შეიცავენ კანაბისის ზეთს და შუალედურ რგოლს წარმოადგენენ ნაყენებსა და საჭმელებს შორის. ისინი გადაყლაპვის შემდეგ კუჭში იხსნება და ეფექტიც დიდხანს არ აყოვნებს. ეს გზა იმათთვისაა, ვისაც არ უნდა რომ მოწიოს და სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანა ასეთი გზით მიიღოს. ეს მეთოდი ნაყენებთან ერთად გამოიყენება ავადმყოფ ბავშვებშიც.

საჭმელ-სასმელი და ტკბილეულობა

საჭმელი საშუალებები

ეს კი არის ის, რაზეც ჩვენ საქართველოში ძალიან დიდხანს უნდა ვიოცნებოთ. ამერიკელებს ძალიან უყვართ ტკბილეულობა და როგორც კი მის შტატებში მარიხუანა ლეგალური გახდა, მათ მაშინვე დაიწყეს მისი ყველაზე გემრიელად მოხმარების პროდუქტების დამზადება. ეს ნამცხვრები და კანფეტები ბავშვებისათვის არ გეგონოთ. ერთი ცალი ასეთი და თქვენ ბევრი საათით მოწყდებით რეალობას და უკეთეს სამყაროში გადაინაცვლებთ.

მოწევისაგან ან აორთქლებისაგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ სისხლში ხვდება, სრულიად განსხვავებული ეფექტი აქვს კუჭში მოხვედრილ კანაბინოიდებს, რომლებიც ჯერ უნდა დაიშალონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდნენ ღვიძლის გავლით სისხლში. ეფექტი აგვიანებს გამოვლინებას, მაგრამ ის უფრო ძლიერი, დიდხანს მოქმედი და ფსიქოტროპულია. ასეთი რამის დამზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვინც მოინდომებს, მომავალი სტატიების საშუალებით ჩვენც დავეხმარებით.

მაგრამ გახსოვდეთ. ორალურად მიღებული კანაბისის დოზის კონტროლი ძალიან ძნელია და ძლიერი ეფექტის გამო, შედეგი შეიძლება, არც თუ ისე სასიამოვნო იყოს!

ადგილობრივი მოხმარება

ეს მეთოდი ცოტა დამაბნეველი შეიძლება, იყოს ქართველებისათვის, რადგანაც ასეთი რამე ჩვენთან არ ხდება. ეს არის სამედიცინო მარიხუანას კიდევ ერთი მხარე. მისგან დამზადებული მაზის დაზიანებულ ადგილას(მაგალითად დაჭიმული კუნთი, მტკივანი წელი და ა.შ.) წასმა, ადგილობრივად აყუჩებს ტკივილს, მაგრამ ამას “დაბოლების” ეფექტი არ აქვს. ეს უბრალოდ ეფექტური წამალია.

მაზები