Cannapedia Autoflowers Cup

ტურნირის მანიფესტი 
ჩემპიონატი განკუთნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მებაღეობა სიამოვნებას ანიჭებს და მცენარის მოვლა ხელოვნებასთანაა გაიგივებული. ჩვენთვის ეს მცენარე ისევე კულტურული და ტრადიციულია როგორც სხვა მცენარეთა კულტურები.
საქართველოში მებაღეობა წლიდან წლამდე ვითარდება და თანდათან უკეთეს შედეგებს ვდებთ.კანაპედია, კანაპედიას მეგობრები, ტურნირის მხარდამჭერები სპონსორები და პარტნიორები მაქსიმალურად ვეცდებით ტურნირი სანახაობრივი და სპორტული იყოს.ტურნირის ხანგძლივობა: 100 დღე

გამარჯვებულის გამოვლენის წესი 
გამარჯვებული გამოვლინდება 4 კატეგორიაში
საუკეთესო Indica
საუკეთესო Sativa
საუკეთესო Hybrid
საუკეთესო Grow
ხალხის რჩეულიშეფასების კრიტერიუმები: მეტრ კვადრატზე მიღებული მოსავალი, THC კონტენტი, ეფექტი. ამ 3 კრიტერიუმით გამოვლინდება Indica, Sativa, Hybrid, Growხალხის რჩეულის უშაუალოდ გამოვლინდება ფინალურ დღეს, დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დააგემოვნონ საკონკურსო ჯიშები და ადგილზე დააფიქსინონ თავიანთი რჩეული

მონაწილეთა საყურადღებოდ

ყველა მონაწილე თვითონ ირჩევს 1 საკონკურსო ავტომოყვავილე კანაფის თესლს, ატრიბუტიკას, სასუქს, განათებას, მიწას და გაზრდის სტილს. მონაწილე თავისუფალია არჩევანში.

მონაწილეებს მოეთხოვებათ 100 დღის განმავლობაში კვირაში ერთხელ ატვირთონ მინიმუმ 1 სურათი.

მონაწილეობისთვის აუცილებელი ფოტო ტექნიკური მოთხოვნა

იმისათვის რომ თქვენი შედეგები კარგად წარმოვაჩინოთ და თან ქართული მებაღეობის შედეგები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ფოტოს ტვირთავთ https://growdiaries.com/ დღიურს ქმნით ჰეშტეგით #CannapediaAutoflowersCup

100 დღის განმავლობაში სწორედ ამ პლათფორმაზე ატვირთავთ კვირაში მინიმუმ ერთ სურათს “პარასკევ დღეს”, რომელიც მონაწილეობისთვის არის სავალდებულო მოთხოვნა!

პრიზები :default_peace:
საუკეთესო Indica 500₾
საუკეთესო Sativa 500₾
საუკეთესო Hybrid 500₾
საუკეთესო Grow 500₾
ხალხის რჩეული 500₾

თემა ფორუმზე