Category Archives: გარეთ outdoor

მზის ფაზები საქართველოში

მზის ფაზები საქართველოში

საქართველო მდებარეობს 41 იდან 43 განედამდე. შესაბამისად, ჩვენთან არის არაჩვეულებრივი კლიმატურ-ნიადაგური პირობები კანაბისის გასაზრდელად, განსაკუთრებით კი, დასავლეთ საქართველოში. ამის მიზეზებს მომავალი სტატიებიდან დაწვრილებით გაიგებთ.

როგორც იცით, ჩვენთან ყველაზე მოკლე დღე არის 22-23 დეკემბერს, ხოლო ყველაზე გრძელი 22-23 ივნისს.

20-22 მარტს საქართველოში დღის ხანგრძლივობა არის ზუსტად 12 საათი, ისევე როგორც ღამე. მაისის პირველ კვირაში უკვე 14 საათამდე ადის. ყველაზე გრძელ დღეს 21 ან 22 ივნისს დღის ხანგრძლივობა 15 საათს აღწევს, ამის შემდეგ კი იწყება უკუსვლა.

აგვისტოს პირველი კვირიდან იწყება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო პერიოდი, დღის ხანგრძლივობა 14 საათამდე მცირდება და იწყება ყვავილობისწინა პერიოდი. მცენარეები ორი-სამი კვირის განმავლობაში გამოამჟღავნებენ სქესს და დაიწყებენ ყვავილობას.

აგვისტოს ბოლოს უკვე ნათელი საათების რაოდენობა 13 საათი ხდება. ამ პერიოდში კანაფის მცენარეებს უკვე აქვთ ყვავილედები, ეს პერიოდი – არის ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეებისათვის, მათ ამ პერიოდში სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და კვება.

20-25 სექტემბრისათვის დღის ხანგრძლივობა ისევ 12/12-ზე ხდება ღამესთან მიმართებაში და უკვე სრული ტემპებით მიმდინარეობს ყვავილობის პროცესი.

ოქტომბრის პირველ ნახევარში 11 საათი, ნოემბრის პირველი კვირა  10 და 22-23 დეკემბერს ყველაზე მოკლე დღე წლის განმავლობაში  9 საათი. შემდეგ ისევ აღმასვლა იწყება.

ეს საათები, მოცემული სრული დროით ვერ აღწევს მცენარემდე თუ ის ტრიალ მინდორში არ არის დათესილი და მზე ამოსვლიდან ჩასვლამდე არ უყურებს მას. რეალურად ბუნებაში, ან მთები, ან სხვა მცენარეები ან შენობები და ათასი რამ ეფარება მათ, განსაკუთრებით კი მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს.

ამიტომაც 30-90 წუთი უნდა გამოვაკლოთ ამ დროებს, რათა მივიღოთ რეალური რაოდენობა საათებისა, რასაც ისინი იღებენ. მაგალითად, აგვისტოს დასაწყიში მზე ამოსვლიდან ჩასვლამდე 14 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რეალურად, როცა თენდება პირველი 30-45 წუთი არ არის კარგად განათებული დღის სინათლე და ჩასვლისასაც ამდენივე არც უნდა მივიღოთ მხედველობაში.

სწორედ ამ მიზეზთა გამო, აგვისტოს პირველ ნახევარში მცენარეები უკვე იწყებენ სქესის გამოჩენას და მეორე ნახევრიდან უკვე ყვავილედების განვითარებას.

დაიმახსოვრეთ! მარიხუანამ დღეში მინიმუმ 5 საათი მზის პირდაპირი სხივები უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ვზრდით. ამიტომ კარგად შეარჩიეთ ადგილი.