Category Archives: სიახლეები

კანაფის ლეგალიზაციის საკითხი დაიძრა გერმანიაში

გერმანიაში ძალაში შევიდა კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზების კანონი

1 აპრილიდან გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა.

ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ამ ნაბიჯის მომხრეები შუაღამის შემდეგ ზეიმობდნენ კანონის ამოქმედებას. როგორც dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, ბრანდენბურგის ჭიშკართან შეკრებილი ასეულობით ადამიანი დემონსტრაციულად ეწეოდა მარიხუანას და ცეკვავდა რეგეის მუსიკაზე. ამიერიდან სრულწლოვანებს აქვთ უფლება, ატარონ 25 გრამი მარიხუანა ან ჰაშიში.

აკრძალულია მისი მოხმარება არასრულწლოვანების თანდასწრებით, ასევე – სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სპორტულ ობიექტებთან. მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი.

ამ ეტაპზე გერმანიაში კანაფის მომხმარებელთა წინააღმდეგ 100 ათასი საქმეა აღძრული, რაც, იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თანახმად, იმას ადასტურებს, რომ კანაფის პოლიტიკამ არ იმუშავა. მისი აზრით, ამიერიდან სამართალდამცველებს და პოლიციას ტვირთი შეუმსუბუქდებათ. პოლიციის პროფკავშირი პირიქით ფიქრობს, რომ სამართალდამცველები ახლა მეტად დაიტვირთებიან, რადგან კანონში ყველაფერი ცხადი არ არის და ამასთან, პოლიცია არ არის სათანადოდ აღჭურვილი ახალი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც კონტროლის დროს კონფლიქტებს გამოიწვევს.

გერმანიის საზოგადოებაში კანაფის პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ამ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, დღემდე მკაცრი კანონი იყო.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/32886223.html

ბაიდენმა ფედერალური შეწყალება გამოსცა კანაფის ფლობისთვის!

გილოცავთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 85-წლიანი ფედერალური აკრძალვის შემდეგ, აშშ-ს მთავრობა ოფიციალურად ცვლის კანაფის მიმართ მიდგომას, დაწყებული ყოველი ფედერალური მსჯავრდებულის პატიებით, რომელიც ეხება კანაფის ფლობას და მოუწოდებს შტატების გუბერნატორებს იგივე გააკეთონ შტატის დონეზე.

„მარიხუანას ფლობაზე ადამიანების ციხეში გაშვებამ, იმ ქმედებისათვის რაც ბევრ შტატში ლეგალურია მრავალი სიცოცხლე გაანადგურა. აშკარა რასობრივი უთანასწორობის ფონზე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების გარშემო“, წერს პრეზიდენტი, „დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ შეცდომების გამოსწორებას.”

ეს არის დიდი გამარჯვება ყველასთვის, ვისაც სჯერა ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ფედერალურ დონეზე კანაფის დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციისთვის.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-us-canada-63166964

ლუქსემბურგი – ევროპის პირველი ქვეყანა სადაც მარიხუანას სრული ლეგალიზება მოხდება

კანაბისის სრული ლეგალიზაცია საბოლოოდ მოდის ევროპაში!

ლუქსემბურგი განაგრძობს კანადის წარმატებულ გზას მარიხუანას სრულ ლეგალიზაციაში და ის შესაძლოა გახდეს ევროპის პირველი ქვეყანა სადაც ეს მოხდება.

გილოცავთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევას!

წყარო: https://www.theguardian.com/world/2019/aug/07/luxembourg-to-be-first-european-country-to-legalise-cannabis

მოზარდები ნაკლებად მოიხმარენ მარიხუანას როდესაც ის ლეგალიზებულია

მოზარდები ნაკლებად მოიხმარენ მარიხუანას იქ, სადაც ის ლეგალიზებულია. ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომლის შესახებ ინფორმაციასაც BBC ავრცელებს.

მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს 1993-2007 წლებში აშშ-ის დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლეებს შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებში ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი მზარდი იყო, თინეიჯერებში მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 10%-მდე შემცირდა იმ შტატებში, სადაც მარიხუანა რეკრეაციული მიზნებისთვის ლეგალურია.

33 შტატში ლეგალიზებულია სამედიცინო კანაფი, ხოლო 10 შტატში ის ლეგალიზებულია რეკრეაციული გამოყენებისთვის. თუმცა მისი მოხმარება ყველა შტატში აკრძალულია 18 წლამდე მოზარდებში.

მკვლევართა ჯგუფი ასეთ დასკვნამდე აშშ-ის მასშტაბით 1.4 მილიონი თინეიჯერის მონაცემთა ანალიზის შედეგად მივიდა.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-us-canada-48921265

მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალი: 20 ოქტომბერი, 4:20, დედაენის ბაღი

ყველას, ვისაც დღეს მეტი თავისუფლება აქვს და პოლიციისგან ისეთი პრობლემები, როგორც ადრე, აღარ ექმნება, უნდა ესმოდეს, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი მიიღებს კანაფის რეგულირების კანონს, დღევანდელზე გაცილებით უარეს რეალობაში აღმოვჩნდებით, ამიტომ: 
? 20 ოქტომბერს 
? დღის 4:20 საათზე 
? დედაენის ბაღში 

ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება და ვისაც ესმის, როგორაა დაკავშირებული კანაფის თემა მის თავისუფლებასთან, ერთად ჩავიდენთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, რომელიც დე ფაქტო მოახდენს კანაფის კულტივაციისა და კოფი შოფების ლეგალიზებას!

ორგანიზატორები