Category Archives: სიახლეები

რა არის “ბიო” და რატომ არ უნდა მოვწიოთ ის

სინთეტიკური მარიხუანა

პირველ რიგში, უნდა ვაღიარო, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დაერქვა სინთეტიკურ ნარკოტიკებს საქართველოში “ბიო”. “ბიო” სოფლის მეურნეობაში ნიშნავს ორგანულად წარმოებულ პროდუქციას ყოველგვარი ქიმიური საწამლავებისა და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე.

იმ ნარკოტიკებს, რომელსაც აქ “ბიოს” ეძახიან, არის სინთეტიკური კანაბინოიდების ჯგუფი. მათი წარმოება დაიწყო 60-იანი წლებიდან მას შემდეგ, რაც ტი-ეიჩ-სის ქიმიური სტრუქტურა გაიშიფრა. ამაში დიდი წვლილი ალექსანდრე შულგინსაც მიუძღვის. მასიურად მათი წარმოების დაწყებას კი ამერიკელ პროფესორს, ჯონ ჰაფმანს უნდა ვუმადლოდეთ კლემსონის უნივერსიტეტიდან. 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე იწარმოება JWH სერია და მისი ვარიაციები, რომელიც ავტორის სახელის აბრევიატურაა.

რა არის ბიო?

2000 წლებიდან მოყოლებული სინთეტიკური კანაბინოიდები ძირითადად, ჩინეთში იწარმოება, რადგანაც დანარჩენ მსოფლიოში მათი ლეგალურად დამზადება აკრძალულია. საქართველოშიც სწორედ იქედან შემოდის ეს მომაკვდინებელი ნივთიერებები. ისინი მიწისქვეშა, არალეგალურ ლაბორატორიებში მზადდება. ამიტომაც მათი ზუსტი შემადგენლობა მხოლოდ დამამზადებლისთვისაა ცნობილი.

რადგანაც ლაბორატორიები არასანქცირებულია და იქ არანაირ ნორმებს არ იცავენ, შეიძლება, ერთი და იმავე სახელწოდებით გაყიდული ნივთიერება ყოველ პარტიაში სულ სხვადასხვა კონცენტრაციით შეიცავდეს კანაბინოიდებს. სწორედ ამიტომაა, რომ 5 ჯერ ერთიდაივეზე მიჩვეული მომხმარებელი მეექვსედ რომ იმავე დოზით იყენებს, შეიძლება მოუხდეს რედოზირება, რადგანაც სხვა ფორმულით იყოს დამზადებული და დოზა სულ სხვანაირი ეფექტი ჰქონდეს.

ეს ნარკოტიკები ძირითადად, არსებობს თეთრი ფხვნილის ფორმით, რომელიც იხსნება სამედიცინო სპირტში და ერევა ნებისმიერ სუბსტრატს. მაგალითად ამ სპირტს ჩვენ თუ დავასხამთ თუთუნს, უკვე თუთუნი იქნება ეს ნარკოტიკი. თუ დავასხამთ ჭადის ფქვილს, უკვე ეს ფქვილი იქნება ნარკოტიკი, ან კაკლის ხის გამხმარ და დაფქვეულ ფოთლებს. ანუ ნებისმიერ რამეს, რასაც ეს სპირტი შეერევა, გახდება ნარკოტიკული ზემოქმედების. ამისათვის იყენებენ უამრავ ჩვეულებრივ ბალახს, მაგალითად სალბიას, რომელიც მწვანე ფერისაა და აფთიაქებში იყიდება, როგორც სამკურნალო ჩაი.

ასეთი მაქინაციების დროს, ძალიან ვარირებს დოზები, ამიტომ ერთხელ გასინჯული, მეორედ შეიძლება 10 ჯერ ძლიერი იყოს. სწორედ ეს არის ძირითადად სიკვდილის გამომწვევი. ხალხი ვერ ხვდება, რას ეწევა და ჰგონიათ, რომ რაც გუშინ მოწიეს, დღესაც იგივე იქნება.

სპაისები

ეგრედწოდებული სპაისები, უკვე შემზადებული და რაიმე მცენარეში გაზავებული ნარკოტიკული საშუალებაა. მწარმოებლები მათ ლამაზ შეფუთვაში ათავსებენ, არქმევენ უცნაურ სახელებს, ყიდიან როგორც არომატიზატორებს, ჩაის. ამით ისინი გვერდს უვლიან კანონს. აქ არ აწერია ზუსტი შემადგენლობა და ფორმულა.

სპაისები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლეგალურია, იყიდება სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტში. მათი პოპულარობის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ არ ჩანს ნარკოტესტში. ანუ თქვენ ყიდულობთ და მოიხმართ ფსიქოტროპულ საშუალებებს კანონის გვერდის ავლით.

იმის გამო, რომ მარიხუანა არალეგალურია და მისი მოხმარება ისჯება კანონით, ადამიანები მიდიან საშინელი გზით – თავს იგდებენ საფრთხეში და იყენებენ ასეთ საშინელებებს, სვამენ სხვადასხვა ტაბლეტებს რითიც იავადმყოფებენ თავს.

რატომ არ უნდა მოვწიოთ სპაისები?

პირველ რიგში, ნამდვილ მარიხუანასაგან განსხვავებით, ისინი იწვევენ სიკვდილს! ეს სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. ასევე დამანგრევლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, პროვოცირებას უკეთებენ ფსიქოზის გამოვლენას. პირდაპირ უტევენ გულს, იწვევენ დეპრესიას, ნერვოზს, დაბნეულობას, ჰალუცინაციებს და ა.შ.

რაც ყველაზე მთავარია, ისინი ანგრევენ ორგანიზმს, გააჩნიათ უდიდესი დამოკიდებულების გაჩენის უნარი და მათი მომხმარებელი ხდება მათზე დამოკიდებული, ჩვეულებრივი ნარკომანისგან არაფრით განსხვავებული. ეს არის ნამდვილი საშინელება, რომელსაც არასდროს არ უნდა გაეკაროთ!

რადგანაც ისინი არ არის ლეგალური, მათ ეფექტებზე ვერ მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები და ბოლომდე არ არის ცნობილი, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ გრძელვადიან პერიოდში და ხანგრძლივი მოხმარებისას.

საქართველოში ასეთი ნარკოტიკების მოხმარება ისჯება კანონით. ნუ შეეცდებით მის გამოწერას, ყიდვას, შოვნას და ნუ გასინჯავთ.

 

2 ივნისის აქცია – არ დაიჭირო!

2 ივნისის აქცია - არ დაიჭირო

წელს უკვე მესამედ, 2 ივნისს თბილისში, სამთავრობო კანცელარიის წინ ჩატარდა აქცია, რომლის მიზანი იყო გაეპროტესტებინა დღეს არსებული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის შესახებ.

აქციას დაესწრო რამდენიმე ათასი ადამიანი. ისინი აქ მოსული იყვნენ ოჯახებით. მათი მთავარი ლოზუნგი იყო “არ დაიჭირო” და “მე არ ვარ კრიმინალი”. აქციამ ელექტრონული მუსიკის ფონზე ჩაიარა.  ბოლოს, შარშანდელივით გაწვიმდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აქციის მსვლელობისათვის.

2 june

აქცია გააშუქეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოური პრესის წარმომადგენლებმა. აქციის ორგანიზატორები და აქ დამსწრეები მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს ცვილებები კანონმდებლობაში, გააუქმონ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი მარიხუანას მოხმარების გამო და მხოლოდ ადმინისტრაციული დატოვონ შემსუბუქებული ფორმით.

god made weed in god we trust

 

რატომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

2 ივნისის აქცია

დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ბარბაროსულად უსწორდება მარიხუანას მომხმარებლებს. მისი საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის გამო უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე, შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, ქურდობაზე და ა.შ.

ეს არის ქვეყნის დიდი სირცხვილი. არ შეიძლება კანაფის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა. ნარკოლოგიურ დაწესებულებებში გადაყვანისა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარების მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის მოქალაქეების შეურაცყოფა და მათი ღირსების შემლახველი ქმედება.

მარიხუანა არ უნდა განეკუთვნებოდეს მძიმე ნარკოტიკთა ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებასა და გრძელვადიან პერიოდში სიკვდილს. კანაფი ათასობით წელია გამოიყენება სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით სამედიცინო მარიხუანა სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ლეგალური და აღიარებული საშუალება უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

მაგრამ მთავარი არ არის კარგია თუ ცუდი მარიხუანა. მთავარია, რომ მისი მომხმარებლები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ცხოვრება არ უნდა ენგრეოდეთ!

დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ყველანი შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ არსებული კანონმდებლობა.

არ დაიჭირო

საჯარო დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე

არ დაიჭირო
28 მაისს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში ლექსო მაჭავარიანის, ირაკლი საღინაძისა და მოძრაობა “2 ივნისის” მონაწილეობით ჩარატდება საჯარო დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაცის შესახებ. დასწრება თავისუფალია.

გაეროს მოხსენება მსოფლიოს ქვეყნების მიერ მარიხუანის მოხმარების შესახებ

კანაფის წლიური მოხმარება მსოფლიოში

“ნარკოტიკული საშუალებების მსოფლიო ბაზრის” შესახებ მოხსენების 2012 წლის მონაცემებით, რომელიც ახლახანს გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, კანაფი ისევ რჩება მსოფლიოში ლიდერ არალეგალურ რეკრეაციულ სუბსტრატად.

კანაფი ისევ ადვილად ხელმისაწვდომია ჩრდილოეთ, ცენტრალურ, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში, ასევე კარიბის ზღვის რეგიონში. ყველაზე რთული მარიხუანას შოვნა სამხრეთ ევროპის ქვეყნებშია, როცა დანარჩნ ევროპაში შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ოკეანორიუმის ქვეყნებში ის მთლიანობაში ხელმისაწვდომია. ის ძალიან პოპულარულია სამხრეთ აზიაში, მაგრამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნაკლებადაა გავრცელებული.

ყველაზე იაფი მოსაწევი ღირს სამხრეთ აზიასა(საშუალო ფასია 20 ცენტი გრამი) და აფრიკაში(40 ცენტი გრამი). ამერიკის კონტინენტზე აშშსა და კანადის გარდა, საშუალო ფასი გრამ მარიხუანაში 3.70 დოლარია. აშშ-ში შავ ბაზარზე ისევ მაღალი ფასებია და გრამი 13.80 დოლარამდეა. სამხრეთ ევროპაში მისი ფასი 16.70 დოლარამდეა, დანარჩენში 9.40 დოლარი. ოკეანორიუმის ქვეყნებში ყველაზე ძვირი 24.40 დოლარამდე ადის.

გაეროს მონაცემებით, მარიხუამას მოიხმარს 125-227 მილიონი ადამიანი, რაც მსოფლიოს 4.9%-ია, მათი ასაკი 15-64 წლამდე მერყეობს. ყველაზე მეტს მოიხმარენ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, ამერიკასა და ოკეანარიუმში. დასავლეთ და ცენტრალური ევროპაც ასევე დიდი სეგმენტია.