Category Archives: სიახლეები

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

უკვე მესამე წელია იმართება 2 ივნისის კამპანიის აქციები, სადაც მთავარი მოთხოვნა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა. საქართველოს კანონმდებლობა ძალიან უსამართლოდ ექცევა მარიხუანას მომხმარებლებს და არა მარტო მათ. ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია, წაიყვანოს მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ეს არის ადამიანების დამცირება სახელმწიფოს მხრიდან.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და მოხდეს პირველ ეტაპზე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და მძიმე ნარკოტიკების ჯგუფიდან გამოყოფა. შეწყდეს ნარკოლოგიურში წაყვანის პრაქტიკა და გამოსწორდეს ზოგადი მდგომარეობა ამ მხრივ, ყველანი მივიდეთ 2 ივნისს კანცელარიის წინ 18:00 საათზე.

იხილეთ არასამთავრობოთა მიერ შედგენილი პრაქტიკული ინსტრუქცია: როგორ უნდა მოვიქცეთ დაკავების დროს? 

გია ბუთხუზის ლექცია

“National Geographic საქართველო”, გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით, წარმოგიდგენთ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექციას “კაიფის მეცნიერება”.

არ წყდება ვნებათაღელვა კანაფის გარშემო სხვადასხვა თემაზე. ამ დროს, ყველას ავიწყდება მთავარი კითხვა – რა ვიცით ამ მცენარის შესახებ? როგორია იგი ბიოლოგიური და ქიმიური თვალსაზრისით? რეალურად რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმსა და ტვინზე? რა ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ მასში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს ჩვენი ნერვული სისტემის შესახებ? და, ბოლობოლო, რას ამბობს უახლესი კვლევები – მართლა მავნეა კანაფი თუ არა? იქნებ სასარგებლოც კია?

დასაწყისი 29 მაისს, პარასკევს, 20:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში.

ფბ ივენთი

https://www.facebook.com/events/425349704303187/