satori.pandora 114 დარეპორტება თემის თარიღი: მაისი 15, 2019 (რედაქტირებული) გამარჯობა ფლორისტებო, განსაკუთრებული მოკითხვა პარტიზან მებაღეებს... დაიწყო სეზონი და მეც გავედი ბუნებაში. შარშანდელი წელი ჩავაგდე, ასე ვთქვათ დავისვენე. წელს ისევ გადავწყვიტე გარეთ დათესვა. პარალელურად შემოგთავაზებთ ჩემს რეპორტსაც. პროცესი უკვე დაწყებული მაქვს. სხვათაშორის ვფიქრობდი გამეკეთებინია თუ არა რეპორტი. უამრავი ადამიანი თესავს, ზოგი გარეთ ზოგიც ბოქსში მაგრამ ცოტა თუ აკეთებს აქ რეპორტს. ამ ფორუმის პატივისცემის გამო გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასევე, უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ამ წელს გარეთ არცერთი რეპორტი არ არის, ერთი ორის გარდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გთავაზობთ ჩემს თავგადასავალის აღწერას. პირველი გროვი ძალიან ცუდად დასრულდა, შვილივით გაზრდილი და თითქმის დასრულებული ორი ძირი ცუდმა ადამიანემა-ებმა მომპარეს, ისე რომ ერთი ყვავილედაც კი არ დამიტოვეს. სამაგიეროთ მეორე მცდელობა იყო პროდუქტიული, ვიტყოდი კარგად პროდუქტიულიც კი... 11 ძირი მოსაწევი გავზარდეთ მე და ჩემა მეგობრებმა პარტიზაულად და ეს მოსავალი ორი წელი გულუხვად ვარიგეთ ახლობელ ადამიანებში. მეასმე მცდელობისთვის ძირითადად ავტოები მაქვს. ვერ გაუძელი ცდუნებას და ბობ მარლიდან აუტო გაგარინი და ოპიუმი ვიყიდე.(29 და 31 ტეგეკა უწერიათ) ფასდბადიდან ანანასები მაქვს. ჩემი საყვარელი სატორი მანდელადან გამოვიწერე. ერთი ძალიან საინტერესო უკრაინული ბრიდერს ვიცნობ, თვითონ გამოყავს ჯიშები და არც ექსპერიმენტებს ერიდება. როგორც თვითონ ამბობს ავღანური და აფრიკული გენებიდან აქვს გამოყვანილი ახალი შტამი რომელიც გიგანტური იზრდება, ტეგეკაც 23 აქვს და იობა დაარქვა. ასევე ორიცალი მეგრული მოსაწევი გავაღვივე. ეს ყვავილები თითქმის აბორიგენულია და როგორც მისი პატრონი ამბობს 15 წელზე მეტია რაც ერთი და იგივე თესლებს ატრიალებს. რა თქმა უნდა ინდიკაა და ეფექტიც შესაბამისი აქვ. ტეგეკას ზომა არ ვიცი მაგრამ, მაგრად რომ იკბინება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. აღნიშნული ჯიშის თესლები ორ-ორი ცალი მქონდა, 19 აპრილს ყველა გასკდა და გადავიტანე ნათურაზე, ყველა ამოვიდა 22 აპრილს უკვე ეს სურათი მქონდა. 24 აპრილს ეს: და 26 არილს ეს სურათი გაგრძელება იქნება: რედაქტირებულია მაისი 15, 2019 satori.pandora-ს მიერ Weedy, მოყვარული1986, konoplya and 3 others 6 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
nothigh 2.534 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 15, 2019 ძალიან საინტერესო იქნება, წარმატებები satori.pandora 1 ციტატა რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი. თესლის სწორი გაღვივება 50 ვატიანი ბიუჯეტური რეპორტი ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
MRJ777 43 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 15, 2019 სჲნტერესო იქნება მართლა წარმატებები, ახალი სურათებიც გვაჩვენე satori.pandora 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
მოყვარული1986 201 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 16, 2019 წარმატებები satori.pandora 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
satori.pandora 114 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 17, 2019 დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის... 1მაისს ჩემი ყვავილები წავიღე ბუნებაში. ცოტას ვნერვიულობდი იმიტომ რომ დრო გამეწელა, დიდი ხანი იყვნენ ნათურის ქვეშ და რამდენიმე საათი გარეთ მზეზე ვერ გამქონდა. წესით როდესაც ნათურაზე აჩითილებ და აუტისთვის ამზადებ რამდენიმე საათი უნდა გაიტანო რომ მზის სხივებს შეეჩვიონ. სამწუხაროდ, დროის არქონის გამო მაგის საშუალება არ მქონდა. ჩემი ჩითილები ჩავდე ყუთში და გავიტანე ბუნებაში. ასეთ შემთხვავაში, ნაკლები სტრესი რო მიიღონ, სასურველია ჩრდილში დადო. მეც ზუსტად მასე მოვიქეცი. რამდენიმე დღე ჩრდილში მედო ყუთში ჩადებული ჩითილები, თან ის დღეები წვიმებიც დაემთხვა. ამის მიუხედავად, ერთი ჩითილი მაინც დაისტრესა. ასევე მიხდა ერთი სამწუხარო ამბავიც, როდესაც ტყეში ჩემს მიერ შერჩეულ ადგილზე მიმქონდა ყუთი, ეკალ-ბუჩქ-ბარდებში ფორთხიალის დროს ყუთიდან გადმომივარდა ანანასის ჩითილი და თავი მოწყდა.... იმედი მაქვს როდესაც ერთი დარჩენილი ანანასი გაიზრდება დავკლონავ... ამ ფორუმზე დაკლონვის ბევრი მაგალითები ვნახე ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
GuriaZ 237 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 17, 2019 უხვი მოსავალი ძმაო satori.pandora and opa420opa 2 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
satori.pandora 114 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 17, 2019 ერთი კვირის შემდეგ, 7 მაისს, შევიარაღდი ბარით, პერლიტით და ტორფით. ასევე წავიღე ნაჯახი, ჩემს ძველს ადგილზე სადაც ეს მოსავალი მოვიყვანე ( https://geocanabis.com/forum/index.php?/topic/1280-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-satori-fem-black-fury-fem-ineapple-express-auto-lsd/page-12 ) ამოსული იყო ეკალ-ბარდები, გავწმინდე, გავასუფთავე და დავიწყე ორმოების ამოთხრა. რაც შეეხება ნიადაგის მომზადებას. ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ფორუმზეც და ასევე უამრავ სხვა ფორუმებზეც ათასობით პოსტი და ინფორმაცია დევს. დამწყები გროვერებისთვის დავწერ, რომ ნიადაგის მომზადებისას მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, მიწა რაც შეიძლება ფხვიერი უნდა იყოს იმისთვის რომ ფესვებმა საჭირო ჟანგბადი მიიღოს და ადვილად განვითარდეს. ამ ფუნქციას აგრო პერლიტი იდიალურად ასრულებს. პერლიტი მიწასაც აფხვიერებს და ნესტსაც იკავებს. შემხვედრია ისეთი პოსტები სადას ნესტის შესანარჩუნებლად მიწაში ბავშვის ჰიგიენური საფენის (პამპერსის) შიგთავსაც ურევენ. ეს ნივთიერება წვიმის ან მორწყვის დროს წყლით იჟღენთება და შემდეგ მცენარე იქიდან საზრდოობს. მე ეს მეთოდი არ გამომიყენებია, თუმცა საინტერესოდ მეჩვენება. დრენაჟითვის საჭირო კენჭები და სხვა საშუალებების გამოყენება ბუნებაში საჭიროდ არ მიმაჩნია. მიწა ისედაც იწოვს წყალს. რაც შეეხება მიწის გამდიდრებას მცენარის ზრდისთვის საჭირო ნივთიერებებით, ამის ასევე მრავალი საშუალება არის. მე მხოლოდ ტორფს ვიყენებ. პირველი ეტაისთვის საკმარისია, შემდეგ ხომ სასუქს ისედაც ვაძლევ და ვფიქრობ, ზედმეტია კიდევ რამის მიწაში შერევა. ბევრ აგრო, მცენარეების, ყვავილების მაღაზიაში იყიდება უკვე შეზავებული მიწა. ჩემს შემთხვევაში 10 ორმოს ამოთხრა მომიწია და 100 კილო გამზადებულ მიწას ტყეში ნამდვილად ვერ ვათრევდი. ამოვთხარე დაახლოებით 12-15 ლიტრი ქოთანის ექვივალენტი ორმოები. ამოღებული მიწა გავაფხვიერე ხელით შეურიე ერთი მესამედი პერლიტი, ერთი მესამედი ტორფი და ერთი მესამედი ორმოდან ამოთხრილი მიწა. ფრთხილად გავჭერი ლუდის ერთჯერადი ჭიქები და თვის მიწიანად ჩავრგე ჩემი ჩითილები ამ ოროებში. ერთი სამწუხარო ამბავიც შემემთხვა ერთი სატორი თავმოჭმული დამხვდა ყუთში. ზოგადად ამ ტერიტორიაზე სადაც ყვავილები მომყავს ლოკოკინები არ არიან... არ ვიცი რამ მოაჭამა თავი ჩემს სატორს. აქვე ერთი შეკითხვა გამოცდილ გროვერებს, როდის შეიძლება ფოტო პერიოდულის კლონირება ? მინდა სატორიც დავკლონო. ამ დღეს ეს ჯიგრები შემხვდნენ :) ზოგადად ბუნებაში გროვი მაგრად ასწორებს, ყოველ კვირა გიწევს ქალაქიდან გასვლა ბუნებაში, სიწყნარეში, უსმენ ჩიტების ჭიკჭიკს, ხვდები სხვადასხვა ცხოველებს :) აბა დროებით, ღმერთის წყალობით გაგრძელება კიდევ იქნება.... nothigh, DIESEL, CHINGO and 1 other 4 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
მოყვარული1986 201 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 17, 2019 ყველაფერი კარგად იქნება ძმაა satori.pandora 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
satori.pandora 114 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 22, 2019 (რედაქტირებული) გამარჯობა მეგობრებო, ღმერთის წყალობით გრძელდება ჩემი რეპორტი... ეს ფოტოები 14 მაისს არის გადაღებული, შესაბამისად 22 დღე მას შემდეგ რაც მიწიდან ამოვიდნენ :) პირველი პრობლემა რომელიც თვალში მომხვდა, მწერებს ფოთლები ქონდათ შეჭმული. ამიტომ კარატე გავხსენი ერთი გრამი ნახევარ ლიტრ წყალზე და შევასხი ფოთლებში. ზოგადად კარატე მომწონს. უკვე მესამე გროვზე ვიყენებ და კარგად შველის მცენარეს. იქ სადაც მე ვთესავ საბედნიეროდ ლოკოკინები არ არიან. ძირითადად ფოთლებს კალიები მიჭამენ, და წვრილი ქინქლისებრი მფრინავი მწერები არიან. კარატე ამ მავნებლებს კარგად იგერიებს. სხვა მხრივ ჩემი ყვავილები ნორმალურად ვითარდებიან. ანანასი დამესტრესა ცოტა. ამათთან შედარებით ნელა იზრდება. ოდნავ ყვითელია. წერეთელზე ვერ გავედი და ორგანიკა ვერ ვიყიდე. უსასუქოდ რომ არ დამრჩენოდნენ ბიოჰომუსი გავიყოლე კარფურიდან. დავასხი და ცოტა მოაცოცხლა ჩემი გოგოები. შეჭმული ქონდა ფოთლები ქართულებსაც, ანუ მეგრულებს... მე მათ წიეს დაუძახებ ამის მერე :) წიე და წიე თუ კარგები გაიზარდნენ... ქართულ თესლებში მაინც ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული... ჯერ ერთი რეგულარებია და შესაძლებელია გაგიმამლდეს და თან არ იცი როგორი ხარისხის იქნებიან :) ასევე ფოთოლი მოაჭამეს ბოროტმა მწერებმა ერთ-ერთ ოპიუმსაც.. კბილი გაკრეს გაგარინსაც... სატორი ძალიან კარგად გამოიყურება, ასევე სხვებთან შედარებით დიდია იობიც. მაქვს ერთი დასტრესილი იობიც... თავიდანვე დაისტრესა, ჩითილი რომ გამომყავდა... ამის მიუხედავად მაინც გადავრგე... ჯერ წვალობს და ძალიან ნელა იზრდება... კითხვა მაქვს გამოცდილ გროვერებთან ? ეშველება რამე ???? დროებით დაგემშვიდოდობებით მეგობრებო, გისურვებთ ყველას წარმატებას... გაგრძელება იქნება... რედაქტირებულია მაისი 22, 2019 satori.pandora-ს მიერ weedweed 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
cannabis 189 დარეპორტება პოსტის თარიღი: მაისი 22, 2019 წარმატებები satori.pandora 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Recommended Posts
შემოუერთდით საუბარს
თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.