სულ ახლახან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული და საკმაოდ დიდი ოდენობის უძველესი მცენარე, რაც კი ოდესმე უპოვიათ. ბალახი 35 წლის მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 2 500 წლის წინ დაიღუპა.
მამაკაცი კავკასოიდურ რასას მიეკუთვნება და დამარხული იყო ხის საწოლზე მწოლიარე, თავქვეშ კი ლერწმებისგან გაკეთებული ბალიში ედო. მას მკერდზე 91 სმ სიგრძის მარიხუანას ღერების მთელი წყება ედო, რაც ბალახის ერთგვარ სუდარას ქმნიდა.
„ეს უნიკალური აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის პრეისტორიულ ცენტრალურ ევრაზიაში კანაფის რიტუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევ