რეგისტრაციის პირობები

ჯეოკანაბისის ფორუმზე არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ აქაურობის დატოვება.

 

თქვნ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგედებათ სამუდამო ბანი, თუ:

 

1. გააკეთებთ განცხადებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კანონმდებლობით აკრძალული ნივთიერებების შეძენის/გაყიდვის/გაცვლის/ა.შ. შესახებ.

 

2. გაავრცელებთ უცხოურ ვებ-გვერდებს, საიდანაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერების, მათი თესლის ან მათ მოსახმარად საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

 

3. თქვენ გამოიყენებთ რამოდენიმე ექაუნთს სხვა მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად.

 

4. თქვენ გამოაქვეყნებთ განცხადებას თაღლითობის ან სხვა სახის კანონდარღვევის შესახებ.

 

5. გამოიყენებთ ფორუმს თქვენი პროდუქციის/მომსახურების რეკლამირებისათვის.

 

6. მიმართავთ ვანდალიზმს ფორუმისა და მისი წევრების წინააღმდეგ.

 

 

თქვენ დაგედებათ დროებითი ბანი, თუ:

 

7. გახსნით ორ ან მეტ იდენტურ თემას არაშესაფერის განყოფილებაში ან დაპოსტავთ ერთსა და იმავეს ორ და მეტ ადგილას.

 

8. გახსნით თემას ისეთ საკითხზე, რომელიც უკვე განიხილებოდა ფორუმზე.

 

9. დადებთ უხამს/არაშესაფერის/შეურაცმყოფელ/ამორალურ ან მსგავსი შინაარსის ფოტო/ვიდეო/სხვა სახის მასალას.

 

10. ქართულ ტექსტებს დაწერთ ინგლისური ასოებით.

 

11. თქვენს ავატარზე, სახელში ან ხელომოწერაში წარმოჩენილი იქნება არაშესაფერისი ან შეურაცმყოფელი ტექსტი/გამოსახულება.

 

12. შეურაცყოფას მიაყენებთ ფორუმის სხვა მონაწილეს.

 

13. გამოიყენებთ არანორმატიულ ლექსიკას.

 

14. იტროლავებთ/იფლუდავებთ და ა.შ.

 

 

თქვენ მოგეცემათ გაფრთხილება, თუ:

 

15. არათემატურ განყოფილებაში გახსნით თემას.

 

16. გამოიყენებთ ფორუმს პირადი მიმოწერისათვის(ამისათვის არსებობს PM).

 

17. სასაუბროდ გამოიყენებთ მხოლოდ/ან დიდი ოდენობით სმაილებს.

 

18. შექმნით უაზრო/არაფრისმომცემ გამოკითხვას.

 

19. რეკლამირებას გაუწევთ სხვა ვებ-გვერდებს.

 

20. შეეცდებით ფორუმის სხვა წევრების იდენტიფიცირებას.

 

 

Geocanabis.com გაფრთხილებთ: თქვენი პიროვნების მაქსიმალურად დასაფარად ნუ დაწერთ თქვენს სახელს, გვარს, მისამართს, ქალაქს, ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს და ა.შ.

 

Geocanabis.com არ არის პასუხისმგებელი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პიროვნების იდენტიფიცირების დამალვაზე.

 

Geocanabis.com არ აგებს პასუხს მომხმარებელთა გაუფრთხილებლობის გამო გამოწვეულ მატერიალურ ან მორალურ ზიანზე.

 

ფორუმზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ თქვენ უკვე შეგისრულდათ 18 წელი და კარგად იცნობთ საქართველოს კანონმდებლობას ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით!

 

ყველა რისკს მომხმარებელი იღებს თავის თავზე!