Recommended Posts

წუხელ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი Drug Report-ებს და ჩავწვდი რეფორთების აზრს. დღეს გამიჩნდა სურვილი, რომ გაგიზიაროთ ჩემი მოქმედებები. 

ყველაფერი პეპსით არ დაწყებულა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირის წინ გადმომცეს ორი ჩითილი, რომლებიც ძალიან ცუდ პირობებში იზრდებოდნენ. ნაცნობი მოსაწევის შთამომავლები იყვნენ და გადავწყვიტე შემეფარებინა. იმ დღესვე მოვათავსე ბოქსში. 

  • ბოქსის პარამეტრები

სიმაღლე: 130 სმ; სიგრძე: 70სმ; სიგანე: 90 სმ.  მასალა - ფანერი
 

  • განათება

ეკონომ ნათურები, რომლებიც განაწილებულია ბოქსის სხვადასხვა ადგილას. დაყენებული მაქვს 6 მოძრავი ნათური ბუდე, რომლებსაც ფოტოებში კარგად შეამჩნევთ. 3 ნათურა არის 65 ვატიანი, 2 ნათურა არის 40 ვატიანი და 1 ნათურა არის 85 ვატიანი. ლუმენების რაოდენობა არის 15 000. ყველა ნათურა არის 6500 K

 

  • მიწა

შედგება ნეშომპალასგან, აგრო პერლიტისგან, ბიოჰუმუსისა და ტორფისგან. ჩემმა მეგობარმა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი არის მცენარეების მოვლაში და აქვს მცირე ბიზნესი, გამიმზადა ნარევი. 

 

  • ჰაერის ცირკულაცია

მაქვს ჰაერის ცირკულაციის აქტიური სისტემა. მიყენია როგორც ჰაერის შემტანი, ისე გამომტანი ქულერები. ბოქსში დავამონტაჟე ორი მაგიდის ვენტილატორი, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მსუბუქად უბერავენ მცენარეს

 

  • სინათლის ამრეკლები

ბოქსის ქვედა და კარის შიგნითა ნაწილი შეღებილია თეთრად. ე.წ. მატოვი საღებავით. დანარჩენ ნაწილებში გასაკრავი მატერია მქონდა სახლში. არც ფორგა არის და არც პენოპლასტი. გამიმართლა იმაში, რომ მქონდა სხვადასხვა სისქის. ბოქსის ტემპერატურის დარეგულირებაც ამით მოვახერხე. სწორედ ამ მიზეზით კარის შიგნითა ნაწილი და ბოქსის ძირი შეღებილი. შედეგად მივიღე უცვლელი ტემპერატურა.  

  • სასუქი

ვიყენებ ორგანიკას და ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც კი მცენარე აქტიურ ვეგეტაციის ფაზაში შევიდა და თან ორგანიკა მივახმარე, რამოდენიმე საათში დაიწყო რადიკალური ცვლილებებით ზრდა. დაახლოებით 6-10 საათში უკვე დაუჯერებლად გაზრდილი მხვდება. 

 

  • ქოთანი

მაქვს ორი 10 ლიტრიანი თიხის ქოთანი. დრენაჟისთვის ვიყენებ სადრენაჟე კენჭებს, რომლებიც გარდენიაში ვიყიდე. 

 

  • დამატებითი აღჭურვილობა

მაქვს ჰაერისა და მიწის ტენიანობის გამომთვლელი აპარეტები. პლიუს, ჰაერისა და სითხის ტემეპერატურის გამომთვლელები, რამოდენიმე შპრიცი სასუქის ზუსტად გაზავებისთვის, შესასხურებელი ფოთლოვანი მორწვისთვის, დანაყოფებიანი ჭურჭელი, ჰაერის ტენიანობისათვის 2 ჯამი და ტილო. მომარაგებული მაქვს თოკები სქროგის გასაკეთებლად. განათების, ჰაერის ცირკულაციისა და გაწოვისთვის ვიყენებ 3 ტაიმერს. 

 

  • სინათლის, ჰაერის ცირკულაციისა და გაწოვის ციკლი 

განათება მიყენია 18/6 - ზე. სინათლის გათიშვის დრო დარეგულირებული მაქვს იმის მიხედვით, თუ როდის ვიმყოფები სახლში. გათვალისწინებული მაქვს მოწყვისთვის განკუთვნილი დღეები და დრო. განათების გათიშვიდან 15 წუთში ითიშება ქულერები. რაც შეეხება შიდა ვენტილატორებს, 18 საათიან სინათლეში მუშაობენ 12 საათის განმავლობაში მცირე პაუზებით. 6 საათიან სიბნელეში მუშაობენ 3 საათის განამვლობაში სხვადასხვა წყვეტის დროით. ამით თავიდან ვიცილებ მცენარის სიმხურვალისგან დაწყვას და ვუქმნი უფრო ბუნებრივ პირობებს. 

image.jpg

 

image.jpg

image.jpg



სამწუხაროდ არ ვიცი ზუსტი დრო, თუ როდის ჩაითესა მცენარე. დაახლოებით ახლა მე-4 კვირაში არის. 

მე-3 კვირაში გამოიყურებოდა ასე 

 

image.jpg

 

ორგანიკის მიცემის შემდეგ, მე-3 კვირის ბოლოს გამოიყურებოდა ასე: 

IMG_20170510_054721.jpg

 

დღეის მდგომარეობით, ანუ მე-4 კვირის ბოლოს: 

IMG_20170512_135117.jpg

რედაქტირებულია ჯეიკობი-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 38
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

წუხელ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი Drug Report-ებს და ჩავწვდი რეფორთების აზრს. დღეს გამიჩნდა სურვილი, რომ გაგიზიაროთ ჩემი მოქმედებები.  ყველაფერი პეპსით არ დაწყებულა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირის წინ 

მიზანმიმართულად არ ვიტყვი კონკრეტულად სად ვიყიდე ;) საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება ამ ტიპის ვენტილატორები. mini desktop fan - ასე შეგიძლია მოძებნო ამაზონზე ან იბეიზე. ბოქსის აწყობის დროს ერთ მნიშვნელ

მოკლედ ამ უბანში ხომ მცენარეს ვერ გაზრდი :@ მოკლედ, განათების ციკლი დაირღვა. ავარიული გათიშვების გამო მთლად აირია ტაიმერი და შესაბამისად სინათლის ციკლიც. მცენარე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. თან ვფი

აბა შენ იცი 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ჯეიკობი
 

 

წარმატებები, მომეწონა დაწვრილებით რომ გაქვს ახსნილი ყველაფერი და ზედმეტი კითხვები აღარ დაისმევა :)

 

 

მაგრამ მე უნდა გკითხო მაინც ))))) ეგ ვენტილატორები სად იყიდე და რა ღირს?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მიზანმიმართულად არ ვიტყვი კონკრეტულად სად ვიყიდე ;) საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება ამ ტიპის ვენტილატორები. mini desktop fan - ასე შეგიძლია მოძებნო ამაზონზე ან იბეიზე. ბოქსის აწყობის დროს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადავაწყდი. რაც მჭირდებოდა იმის დასახელება ზუსტად რომ არ ვიცოდი, ვერც ვშოულობდი. გამყიდველი მეუბნებოდა, რომ ასეთი რაღაც არ გვაქვსო და მერე თვითონ ვპოულობდი იმავე მაღაზიაში. მაგიდის ვენტილატორი ან მინი ვენტილატორი  იკითხე კარგ საკანცელარიო მაღაზიებში და მიაგნებ 

ფასს რაც შეეხება, 10-15 ლარის ფარგლებში იყიდება. 15 ლარზე მეტი არ გადაიხადო. ესენი არის 2.5 ვატიანი ვენტილატორები, რომლებიც USB კაბელით მუშაობენ. ამ ტიპის ვენტილატორები ამაზონზეც 12 დოლარზე მეტი არ ღირს. 

  • რჩევა

თუ ყიდვას დააპირებ გირჩევ, რომ მეტალის ჩარჩოთი იყიდო. ეს ხარისხზე მიუთითებს და დამონტაჟების დროს გაცილებით მოსახერხებელი არის, ვიდრე სათუთი ჩინური პლასტმასის ვენტილატორი

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მიზანმიმართულად არ ვიტყვი კონკრეტულად სად ვიყიდე ;) საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება ამ ტიპის ვენტილატორები. mini desktop fan - ასე შეგიძლია მოძებნო ამაზონზე ან იბეიზე. ბოქსის აწყობის დროს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადავაწყდი. რაც მჭირდებოდა იმის დასახელება ზუსტად რომ არ ვიცოდი, ვერც ვშოულობდი. გამყიდველი მეუბნებოდა, რომ ასეთი რაღაც არ გვაქვსო და მერე თვითონ ვპოულობდი იმავე მაღაზიაში. მაგიდის ვენტილატორი ან მინი ვენტილატორი  იკითხე კარგ საკანცელარიო მაღაზიებში და მიაგნებ 

 

ფასს რაც შეეხება, 10-15 ლარის ფარგლებში იყიდება. 15 ლარზე მეტი არ გადაიხადო. ესენი არის 2.5 ვატიანი ვენტილატორები, რომლებიც USB კაბელით მუშაობენ. ამ ტიპის ვენტილატორები ამაზონზეც 12 დოლარზე მეტი არ ღირს. 

  • რჩევა

თუ ყიდვას დააპირებ გირჩევ, რომ მეტალის ჩარჩოთი იყიდო. ეს ხარისხზე მიუთითებს და დამონტაჟების დროს გაცილებით მოსახერხებელი არის, ვიდრე სათუთი ჩინური პლასტმასის ვენტილატორი

მადლობა მეგობარო :)

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ყველაფერი კარგი და წარმატებებს გისურვებ მაგრამ თემის სათაური ქართულად რომ დაგეწერა უფრო მაგარი იქნებოდა :)) 

რედაქტირებულია mawaka-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

EMIXAM
 

http://geosm.ge/ka/p1102/usb-მინი-ვენტილატორი-138x78x135მმ 

 

Chem saxelze iyide))))

რედაქტირებულია Kdurant-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...