მთავარი ნარკოპოლიტიკა საქართველოში

Recommended Posts

  • პასუხებით 141
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მე ლეგალიზაციის მომხრე ვარ. არაფერი ცუდი არ მოხდება. უნახავმა რა ნახაო ახლაცაა და სულ იქნება.

კაცს რომ მოსაწევი უყვარს ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იყოს ლეგალიზაციის მომხრე, თვლი რომ ისეთ ქმედებას ჩადიხარ რომლის გამოც ადამიანი უნდა დავსაჯოთ? არაქვს დასჯის ტიპს მნიშვნელობა ციხეში დავიჭერთ დავაჯარი

გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას 140 გრამამდე დოზა შესაძლოა, მცირე ოდენობად იყოს მიჩნეული     მარიხუანას და მცენარე კანაფის ოდენობები, რომლებიც გაწერილია „ნარკოტიკული საშუალ

გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას 140 გრამამდე დოზა შესაძლოა, მცირე ოდენობად იყოს მიჩნეული

მარიხუანას და მცენარე კანაფის ოდენობები, რომლებიც გაწერილია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართში შესაძლოა, შეიცვალოს. 

მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. 

პროექტის თანახმად, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 750 გრამის ოდენობით. 

რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამის, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. 

მთავრობის ინიცირებული პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ გააცნო. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ 70 გრამამდე მარიხუანას ფლობის შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს გამოყენებული სასჯელი. გარდა ამისა, ბოლო წლებში არაერთხელ გაჟღერდა რომ ნარკოპოლიტიკა მოითხოვს ლიბერაციზაციას და მეთოდები, რომელიც კომუნისტური წარულიდან მივიღეთ მემკვიდრეობით უკვე დრომოჭმულია“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

სერგო რატიანის შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ინიციატივა რეპერების საქმეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კანონპროექტი გაცილებით ადრე იყო პარლამენტში შეტანილი.

„აღნიშნული პროექტი პარლამენტში შემოვიდა რამდენიმე თვის წინ და რაზეც ახლა ვმსჯელობთ არავითარი კავშირი არ აქვს რეპერების საქმესთან. რა მოხდა რეპერებთან დაკავშირებით, მეც დიდი ინტერესით ველოდები, როგორც თქვენ“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს სამართლებრივი ვაკუუმი, რაც მოქალაქეებს, სამართალდამცავ სისტემას და სასამართლოს პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერი კახი კალაძის განცხადებებს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან, ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით. ცხადია არის გამოხატული გზავნილები, რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ცვლილებებით კანონმდებლობა მოგვყავს საკონსტიტუციაო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ოდენობა თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე და, შესაბამისად, საფრთხეს არ უქმნის სხვათა ჯანმრთელობას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინებაში, ასევე, გაითვალისწინა კანონმდებლის მიდგომა, რომლის თანახმადაც, რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საზოგადოებისათვის საფრთხის შექმნის მსჯელობისას სასამართლომ განაცხადა, რომ კანონმდებელი 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენასა და შენახვას, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვასთან შედარებით, ნაკლები საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

nothigh
 
რაღაც კარგი რაღაცეები კი ხდება, მაგრამ კაცურად თუ იცი ეგეც გვითხარი ეს მცენარე კანაფი და მარიხუანა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?

და დატესილი თუ გიპოვეს მაგ შემთხვევაში მაინც შარში ხარ ხო?

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

მარტო გრამების გადანაცვლება ხდება არაფერი უფრო სასიკეთო?:)

nothigh
 
რაღაც კარგი რაღაცეები კი ხდება, მაგრამ კაცურად თუ იცი ეგეც გვითხარი ეს მცენარე კანაფი და მარიხუანა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?

და დატესილი თუ გიპოვეს მაგ შემთხვევაში მაინც შარში ხარ ხო?

კანაფი იგივვე მარიხუანაა. დათესილი ანუ კულტივაცია კიდე სხვა სასჯელი და ეგ მაინტერესებს ზუსტად ამ გრამების გადანაცვლებას რა სიკეთე მოაქ კულტივაციასთან რა აზრი აქვს უბრალოდ თუ ისევ7-9 წლამდე იქნება სასჯელი

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

მეც ეგ მაინტერესებს ანუ კანაფი 250 გრამზე მეტია დიდი ოდენობა და გამომშრალი მარიხუანა 50 გრამიო ზემოთ წერია და რა სხვაობაა.

დათესვაზე რა თემაა ეგ არის უმთავრესი. რახან გირჩი მხოლოდ დააჯარიმეს ჩითილები თუ უპოვეს ვინმეს იმასაც ჯარიმას აკმარებენ ალბათ და თუ უკვე გაზრდილი უპოვეს ბარიგობას თხრიან ავტომატურად თუ რა პონტია ვერ გავიგე. ამ დედამოტყნულ კანონებს ისე წერენ რო რო წაიკითხავ ვერ გაიგო :) ერთი ახლობელი იურისტი მყავდა, წერილს დაწერდა 2 ფურცელს, წაიკითხავდი თითქოს ყველაფერი ეწერა, მარა რო ჩაუღრმავდებოდი არაფერიც არ ეწერა

ბარიგობას ვერ შეგტენის თუ არ დაგიმტკიცეს, რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთვევაში, მტკიცებულებაა საჭირო რომ ყიდი

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

nothigh
ეგ კანონი არ არის მთავარი რაც იუსტიციამ შეიტანა და რასაც დღეს განიხილავს პარლამენტი...

მთავარი ჯანდაცვის კომიტეტის და ეროვნული ნარკოპოლიტიკის პალტფორმის მიერ ერთად მომზადებული საკანონმდებლო პაკეტია

პ.ს.

იმ ვიდეოს უყურეთ რაც დავპოსტე, თითქმის ყველაფერს დეტალურად განიხილავენ ეხლა რაც ხდება ამ მიმართულებით

http://i.imgur.com/DKSELMH.png

http://netgazeti.ge/news/201873/

რედაქტირებულია Weedy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

ბარიგობას ვერ შეგტენის თუ არ დაგიმტკიცეს, რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთვევაში, მტკიცებულებაა საჭირო რომ ყიდი

საქართველოში ვცხოვრობთ. რამდენი გამოყლეებულისგან გამიგონია ეს " ბარიგაა აბა რა არი, ამდენი პლანი პირადი მოხმარებისთვის უნდოდა ხოო?" და მოგიწკურავენ თვალებს ირონიულად. 2-3 და მეტი ძირი თუ გიპოვნეს, მოგარტყამენ განსაკუთრებით დიდ ოდენობას და იძახე მერე არ ვყიდიო, გამოგაცხადებენ ნარკობარონად და ახალგაზრდობის დამღუპველად და საზოგადოებაც ტაშს უკრავს.

არანაირი დეკრიმინალიზაცია არ არის ეს კანონი. გარკვეულ რაოდენობებზე შეღავათია პროსტა, ციხეში აღარ გიშვებენ. კაი შეღავათია, მარა კრიმინალად რჩები. ჯარიმასაც იხდი და ციხეც იქვეა, თუ კარგი ბოსტანი გაქვს და გიპოვნეს.

რედაქტირებულია აგრიკოლა-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

nothigh

რაღაც კარგი რაღაცეები კი ხდება, მაგრამ კაცურად თუ იცი ეგეც გვითხარი ეს მცენარე კანაფი და მარიხუანა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?

და დატესილი თუ გიპოვეს მაგ შემთხვევაში მაინც შარში ხარ ხო?

მეც მაინტერესებდა და მგონი კანაფს ეძახიან ნედლ პლანს და მარიხუანას გამომშრალს

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...