მთავარი ნარკოპოლიტიკა საქართველოში


Recommended Posts

https://1tv.ge/news/zviad-qoridze-prezidenti-mouwodebs-gadawyvetilebis-mimgheb-pirebs-narkopolitika-ufro-liberaluri-gakhdes/

 

ზვიად ქორიძე - პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ნარკოპოლიტიკა უფრო ლიბერალური გახდეს

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ნარკოპოლიტიკა გახდეს უფრო ლიბერალური, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი სრულად გამოხატავენ თავიანთ ლიბერალურ პოზიციას ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, რაც გამოიხატა კიდეც დღეს გამოცემულ შეწყალების აქტში.

ქორიძის ინფორმაციით, 23 მსჯავრდებულიდან, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს, თითქმის ნახევარი ნარკოდანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს. ასევე მსგავსი ბრალდებით დაკავებულებს შეწყალების დღევანდელი აქტით სასჯელი შეუმსუბუქდათ. ნარკოდანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული ის ორი პირი, რომლებსაც, პრეზიდენტის განკარგულებით, უვადო სასჯელი ვადიანით შეეცვალათ.

„მიდგომა პრეზიდენტის ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში მაქსიმალურად ლოიალურია. 23 მსჯავრდებულიდან, რომლებიც დღეს დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მათ შორის, ვისაც შეუმცირდათ სასჯელი, არიან ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები. ნარკოდანაშაულზე დაკავებულები იყვნენ ის პირები, ვისაც უვადო სასჯელი ვადიანით შეეცვალათ. პრეზიდენტიც და კომისიაც ფიქრობს, რომ ასეთი ტიპია გადაწყვეტილებით გამოხატა თავისი ლოიალური დამოკიდებულება ნარკოდანაშაულების მიმართ. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებს, ნარკოპოლიტიკა გახდეს ლიბერალური“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 187 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 141
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მე ლეგალიზაციის მომხრე ვარ. არაფერი ცუდი არ მოხდება. უნახავმა რა ნახაო ახლაცაა და სულ იქნება.

კაცს რომ მოსაწევი უყვარს ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იყოს ლეგალიზაციის მომხრე, თვლი რომ ისეთ ქმედებას ჩადიხარ რომლის გამოც ადამიანი უნდა დავსაჯოთ? არაქვს დასჯის ტიპს მნიშვნელობა ციხეში დავიჭერთ დავაჯარი

გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას 140 გრამამდე დოზა შესაძლოა, მცირე ოდენობად იყოს მიჩნეული     მარიხუანას და მცენარე კანაფის ოდენობები, რომლებიც გაწერილია „ნარკოტიკული საშუალ

დღეს 3 საათზეე განხილვაა პარლამენტში დაველოდოთ რაგადაწყვეტილებას მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

 


დღეს 3 საათზეე განხილვაა პარლამენტში დაველოდოთ რაგადაწყვეტილებას მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის

იმედია კაი გადაწყვეტილება იქნება :D ძაან დიდი ინტერესით ველოდები და იმედია გამოვა ყველაფერი 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

https://1tv.ge/news/jandacvis-komitetis-shvidi-wevri-narkopolitikis-liberalizaciis-winaaghmdegia/

 

ჯანდაცვის კომიტეტის შვიდი წევრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია
 
 

ჯანდაცვის კომიტეტის შვიდი წევრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია.

დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე და დიმიტრი მხეიძე საკანონმდებლო პროექტით გათვალისწინებულ ნორმებს მხარს არ უჭერენ.

ისინი ამ თემაზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

ამ წუთებში დიმიტრი ხუნდაძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ხვდება.

კომიტეტის სხდომა ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმი ვერ შედგა.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

უკიდურესად მაღიზიანებენ , თანისეთი არგუმენტების მოყვანას დაიწყებენ რაც სრული აბსურდი პრინციპში არც არგუმენტია მარა ხალხს კი აჯერებენ და , ძააან მტკივა გული რომ ასეთი ხალხის ხელში ვართ და ჩვენ თავად ვართ ასეთი თორე ქვეყანას რას ვერჩი მიწა წყალი კი კაი გვაქ 

შენმა მოგებულმა ბრძოლებმა შთამაგონა -

მაგრამ არა მატერიალურ პლანზე მოგებულმა ბრძოლებმა,

არამედ მათ, რომელიც მოგებულ იქნა შენს შუბლს უკან ...

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

FLOYD ზუსტად რო ხალხი ვრთ ეგეთი, ეს ბოლო აქცია მაგისი ნათელი მაგალითია, ის ხალხის რაოდენობა რაც რესპუბლიკის მოედანზე იყო 10-ში ზღვაში წვეთია მწეველთა და ნარკომომხმარებლებთა საერთო რაოდენობასთან რაც სამწუხაროდ საქართველოში გვყავს. მიზეზიი? იმიტო რო ესეთი ხალხი ვართ (((

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

აქამდე სად იყავი?

 

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...