კანაფი კიბოს, ფარმაცევტული კომპანიების და მილიარდერების წინააღმდეგ!


Recommended Posts

წყარო http://intermedia.ge  

ლინკი  http://intermedia.ge/სტატია/86868-საუკუნეზე-მეტია-მსოფლიო-ფარმაცევტული-კომპანიები-კიბოსა-და-უამრავი-სხვა/125/  

ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ უბრალოდ ჩემი აზრით არც ისე უინტერესო სტატიაა და იდოს ჩვენს ფორუმზეც.

 

"საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიები კიბოსა და უამრავი სხვა დაავადების წამალს მალავენ !!!"
6 ივლისი, 10:18

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070609593979430.jpg
"საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიები მალავენ კიბოსა და უამრავი სხვა დაავადების წამალს, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე." - ასეთია სამედიცინო ექპერტების დასკვნა.
კანაფის სამკურნალო თვისებებზე ინფორმაციას, ჯერ კიდევ ჩვენს 
წელთაღრიცხვამდე XV საუკუნით დათარიღებულ ჩინელი ექიმების ჩანაწერებში მიაკვლიეს. კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიია და როგორც ჩანს, სწორედ აქედან გავრცელდა იგი ჩინეთსა და ინდოეთში. კანაფი მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. იქიდან გამომდინარე, რომ კანაფი იწვევდა ფსიქოტროპულ თრობას, აქტიურად დაიწყეს მისი გადამუშავება. რათა მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ სამკურნალო თვალსაზრისით გამოეყენებინათ. კონკრეტულად რომელ წელს დაიწყო მისი გადამუშავება უცნობია, თუმცა მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები დღემდე იწვევს მედიკოსების გაოცებას. კანაფის ზეთი არა მხოლოდ კვების პროდუქტი, არამედ ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.


უფრო კონკრეტულად რომელი დაავადების სამკურნალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ კანაფის ზეთი:


გულსისხლძარღვთა სისტემა:
კანაფის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-3, ომეგა-6სა და 
ფიტოსტეროლებს. ამის გამო, იგი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. ამას გარდა, კანაფის ზეთში შედის ვიტამინები: C, E, B6, კალიუმი, მაგნიუმი, ისინი ახდენენ სასურველ ზემოქმედებას სისხლძარღვებსა და გულის კუნთის მდგომარეობაზე. კანაფის ზეთის რაციონში ჩართვა რეკომენდირებულია: ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის 
იშემიით, აგრეთვე თრომბოფლებიტით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, რკინას, თუთიას, რომლბიც მონაწილეობენ სისხლის უჯრედების სინთეზში. ეს პროდუქტი რეკომენდირებულია ანემიით დაავადების დროს.

სასუნთქი სისტემა:
რეკომენდირებულია კანაფის ზეთის მიღება ზედა სასუნთქი გზების კატარით, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტით, პნევმონიით, ასთმითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070610004279430.jpg

 

საჭმლის მომნელებელი სისტემა: კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი 
გამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, შეხორცებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება გასტრიტის, კოლიტის, ენტერიტის, კუჭისა და ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ასევე ქოლეცისტიტისა და ბუასილის სამკურნალოდ.

 

ონკოლოგიური დაავადებები: 1991 წელს ჩატარდა წამყვანი ონკოლოგების გამოკითხვა. გამოკითხულთა 60% კანაფის ზეთს იყენებდა კომლექსურ თერაპიაში, სიმსივნით დავადებულთათვის, ქიმიო თერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად. კანაფის ზეთში შემავალი ქლოროფილი, რომელსაც აქვს ანტისიმსივნური მოქმედება ებრძვის კიბოს უჯრედების განვითარებას. ისრაელსა და უკრაინაში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების კანაფის ზეთით მკურნალობა, სხვადასხვა კვლევით ცენტრებში.

 

კანი, თმა, ფრჩხილები:
გამოვლევებმა აჩვენა, რომ ჭამამდე 2 ს/კ კანაფის ზეთის რეგულარულად მიღება, უკვე 2 კვირის შემდგომ უზრუნველყოფს ჯანმრთელ, რბილ კანსა და მაგარ ფრჩხილებს. ხოლო თმა იწყებს ხშირ ზრდასა და იძენს ბზინვარებას. რეკომენდირებულია კანაფის ზეთის შეტანა კვების რაციონში, შემდეგი დაავადებების დროს: ვიტილიგო, ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი, აკნე. ეს პროდუქტი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კანის სიწითლის სამკურნალოდ.

 

http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070610014179430.jpg

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი:

 

კანაფის ზეთი შეიცავს ალფა ლინოლის მჟავას, რომელიც ააქტიურებს კალციუმის ათვისების პროცესს, რაც ხელს უწყობს, ძვლების გამაგრებას.

 

ნერვული სისტემა:

რეკომენდირებულია ამ პროდუქტის მიღება: ნევროზის, უძილობის, ყურადღების დეფიციტისა და ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს.

 

იმუნიტეტი: 
სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ კანაფის ზეთს, ერთ მოსაზრებაზე ჯერდებიან, რომ კანაფის ზეთის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უდიდესი ნაწილის ნორმალიზებას.

 

კანაფის ზეთის მოხმარების წესი: ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების მარაგის შესავსებად, კანაფის ზეთს იღებენ, 1 ჩ/კ ჭამის შემდეგ, 2-3 ჯერ დღეში. სასურველია, ზაფხულის თვეებში შესვენება. სხვადასხვა დაავადების კომლექსური მკურნალობისას, რეკომენდირებულია ზეთის მიღება თითო სუფრის კოვზით 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, წყლის დაყოლების გარეშე. მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ექიმთან 
კონსულტაციის გავლა, რათა დადგინდეს პრეპარატის მიღების ზუსტი დოზა.

 

უკუჩვენებები: ერთადერთი უკუჩვენება, შეიძლება იყოს პრეპარატის პირადი აუტანლობა.

 

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცივი გამოწურვით დამზადებული კანაფის ზეთი ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს. მისი სწორი მოხმარების შემთხვევაში კი, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

 
 
რედაქტირებულია mawaka-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი სტატიაა!

 

 

დილა-საღამოს სულ სახეში უნდა უტყლაშუნო ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი სტატიაა!

 

 

დილა-საღამოს სულ სახეში უნდა უტყლაშუნო ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს

კაი გეხვეწები თუ ძმა ხარ :დ რა გგონია არ იცის ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა ეს? ყველამ კარგად იცის . "პროსტა არ აწყობთ და ვსიო" 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

 


კაი გეხვეწები თუ ძმა ხარ :დ რა გგონია არ იცის ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა ეს? ყველამ კარგად იცის . "პროსტა არ აწყობთ და ვსიო"

ხოდა რომ იცის ოჯერ უფრო მაგრად უნდა უტყლაშუნო

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

 


იყიდება კიდევაც კარფურშიცაა კანპლანოეე მასლა :დ

ეგენი კარფურში, სუპერმარკეტებში და აფთიაქებში რომ იყიდება ჩვენთან ფსიქოაქტიური არ არის, არ შეიცავს THC-ს და გამოწურულია თესლებიდან და არა დამწიფებული გირჩებიდან! შესაბამისად ის სამკურნალო თვისებებიც ვერანაირად ვერ ექნება...

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 11 თვის შემდეგ...

იყიდება კიდევაც კარფურშიცაა კანპლანოეე მასლა :დ ეგენი კარფურში, სუპერმარკეტებში და აფთიაქებში რომ იყიდება ჩვენთან ფსიქოაქტიური არ არის, არ შეიცავს THC-ს და გამოწურულია თესლებიდან და არა დამწიფებული გირჩებიდან! შესაბამისად ის სამკურნალო თვისებებიც ვერანაირად ვერ ექნება...

თესლებიდან უნდა იყოს ეგ და

 

ვერ გავიგე ამ სტატიაში ორჯერ ეწერა რო ჭამამდე უნდა მიიღო და 1 ხელ ჭამის შემდგეგ და როგორ უნდა მიიღო ბოლობოლო ჭამამდე თუ შემდეგ :დ ალბათ ჭამამდე ხო ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
"საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიები კიბოსა და უამრავი სხვა დაავადების წამალს მალავენ !!!"

 

ეს ხომ ისედაც ვიცოდით არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენზე უფროსმა თაობამაც? 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...