ჰიდროპონიკა

Recommended Posts

როგორც ჩანს ჰიდროპონიკას ძალიან ცოტა ცდილობს ჩვენში. ამ განყოფილებაშიც ცოტა ვნახე თემაზე პოსტები, ამიტო ვეცდები ჩემი მწირი გამოცდილება გაგიზიაროთ ე.წ. კრატკის მეთოდის შესახებ.

გარკვეული გამოცდილება უკვე მაქვს მებაღეობაში (სამწუხაროდ, მხოლოდ ადგილობრივი უსახელოურები მქონია, კარგი გენეტიკის კაკალებმა ბედის უკუღმართობით ჩემამდე ვერ მოაღწია) და წელს ვიფიქრე, იქნებ ჰიდროპონიკაც მეცადა თქო, კერძოდ კი ჰიდროს ერთი მეტად საინტერესო, იაფი და მარტივი მეთოდი, რომელიც საკმაოდ კარგად არის დაცდილი სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანაში. 

აქ არის მისი მოკლე ახსნა http://www.epicgardening.com/the-kratky-method/ 

ოღონდ მე საკითხს ზერელედ მივუდექი. მეთქი მაინც ქართული ველური კაკლებია თქო, თან პირველად ვაკეთებ თქო და ბარემ რაც ხელთ მქონდა, იმ საშუალებებით ვცადე. წყალი აქვე თბილისში ნაყიდი ფხვნილი სასუქებით დავამზადე, რომლებიც ვარაუდით და თვალის ზომით შევაზავე, ქვაბამბის კუბების ნაცვლად, ჩითილებს ქაღალდის ხელსახოცებით გავუკეთე საყრდენი ქურქები და ირგვლივ კენჭები შემოვუწყვე, მერე კი ის ქაღალდიც მოვაშორე და  პირდაპირ კენჭებს მივანდე მცენარის დაჭერა.

პირველი რამდენიმე დღე ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ მცენარეებს, მაგრამ მერე ჯერ ერთს მოედო ფესვებზე ობისმაგვარი სოკო, მერე მეორეს. ამოვიღე, გავრეცხე ორივე, კენჭები დავმდუღრე, ქაღალდი მოვაშორე და პირდაპირ ქვებში ჩავრგე. საბოლოოდ, ერთი თითქმის გამხმარია ახლა, ღერო აქვს მარტო მწვანე, მეორემ კი მოახერხა თითქოს გადარჩენა, ბოლო დღეებია, მომჯობინდა, ცოტა აიყარა კიდეც, ახალი ფოთლები გამოისხა. ამდენი სტრესის მერე რაღა უნდა გამოვიდეს ამისგან, მარა აშკარად ცოცხალია და ვითარდება.

საბოლოოდ, სწორად და ყურადღებით გაკეთების შემთხვევაში, მგონი საკმაოდ საინტერესო და კარგი მეთოდია მათთვის, ვისაც მცენარისთვის ყოველდღიური ყურადღების მიქცევის საშუალება არ აქვს.

IMG_20170505_181942.jpg

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 139
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სალამი მეგობრებო,   ბოდიში აქამდე რომ ვერ დავწერე შედეგები. ნამდვილად ვერ ვიცლიდი ფორუმისთვის :) ყველაფერი კარგად მაქვს. მადლობა ვინც ღელავდა ჩემზე. მოსავალიც ავიღე. სამწუხაროდ არ ვარ შედეგებით კმა

სალამი ყველას.   ფოტოებზე მასშტაბი არ ჩანს მცენარეები საგრძნობლად გაიზარდნენ. კმაყოფილი ვარ ტარანტულას და ვუდუს შედეგებით. ფესვები თეთრია და საოცარი ზრდაა შედეგად. ყველაზე დიდ ძირს რამოდენიმე ტოტი დ

ჰიდროპონიკის იდეა საკმაოდ საინტერესოა. 
 სამწუხაროდ 30 პოსტი არ მაქვს თორემ მინდოდა რეპორტებში გამეხსნა თემა.  როგორც ვხვდები საქართველოში გამოცდილება არვის არ აქვს ამ სფეროში ან ვისაც აქვს სდუმს ამიტ

Posted Images

ჰიდროპონიკის სასუქები დამიწერეთ ვინმემ და დოზები, მინდა რომ ვისწავლოდ გავაკეთებ მაგის რეპორტს თუ ვინმე დამეხმარება

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites
  • 2 კვირის შემდეგ...

ჰიდროპონიკის იდეა საკმაოდ საინტერესოა. 

სამწუხაროდ 30 პოსტი არ მაქვს თორემ მინდოდა რეპორტებში გამეხსნა თემა.  როგორც ვხვდები საქართველოში გამოცდილება არვის არ აქვს ამ სფეროში ან ვისაც აქვს სდუმს ამიტომ ჩემსას გაგიზიარებთ და თუ სადმე შევცდი შემისწორეთ. 

შევიძინე Advanced hydroponics of Holland-ის წარმოების სასუქების სრული კომპლექტი. ავაწყე 12 ქოთნიანი რეცირკულირებადი წყალქვეშა კულტურის სისტემა ეწ. RDWC დამატებითი ზედა კვების მიწოდებით.
ოთახის ზომებია 3x5მ. ვენტილაცია წესების შესაბამისად. განათება 2 ცალი 400 ვატიანი SunMaster Dual spectrum თავისი Avenger adgust-a-wing ამრეკლებით და ციფრული დროსელებით. დამხმარე სისტემებზე ბევრს არ ვილაპარაკებ მინდა მეტი ყურადღება ჰიდროპონიკაზე გავამახვილო.

12 ქოთნიანი სისტემა როგორც უკვე ვთქვით დაკავშირებულია 3/4’ მილებით მეცამეტე სათლთან. სათლების მოცულობაა 12 ლიტრი. ბადე ქოთნები ვერსად ვერ ვიშოვე ამიტომ ჩემით გავაკეთე.
კერამზიტი იყიდება დომინოში. იქვეა მინერალური ბამბა.
აქ წავიკითხე ქაღალდის ხელსახოცით უცდია ერთერთ ფორუმელს და დაობდა რაც არ არის გასაკვირი. ჰიდროპონიკაში არავითარი ორგანიკა არ უნდა გამოიყენოთ. ისედაც რთულია პათოგენური მიკროორგანიზმებისგან თავდაცვა.
ასევე დავამონტაჟე წყლის ფილტრაციის სისტემა. 3 საფეხურიანი სავსებით საკმარისია ე.წ. უკუოსმოსი.
აუცილებელია PH რეგულირება რადგან თბილისის წყალს საკმაოდ მაღალი PH აღმოაჩნდა 7.5-7.8
ყველა სათლში დიდი ჰაერის ქვაა. აყენია 4 კომპრესორი 4 გამოსასტვლელით და მეხუთე 1 გამოსასვლელიანი კომპრესორი მეცამეტე სათლზე ზედა კვებისათვის.
თესლი მოვათავსე პირდაპირ მინერალურ ბამბაში ბამბა კერამზიტში. ჩითილები ცალკე არ გამომიყვანია. ზედა კვების სისტემა ირთვება ხშირი პერიოდულობით და უზრუნველყოფს აუცილებელ სინოტივეს. ჩითილები ამოვოდა III-IV დღეს 12 კაკლიდან 12 რაც საკმაოდ იშვიათია.
დავთესე სამი სახეობა:
Think Big - DutchPassion
Auto Monster Mass - Critical Mass Collective
Gorilla Glue auto - FastBuds
როგორც შემდეგ გაირკვა ნათესებიდან მხოლო 10 განვითარდება ნორმალურად ხოლო 2 მცენარე გაუგებარი მიზეზების გამო ვერ მოახერხებს დღემდე ფესვების წყალში ჩაშვებას.

რაც შეეხება სასუქებს. პირველი ერთი კვირა მხოლოდ ფესვებსი სტიმულატორი მივეცი. მეორე კვირიდან დავამატე სასუქები და ენზიმები.TDS - 400ppm, PH - 5.8.
სამნახევარ კვირაში ფოთლებმა დაიწყო გაყვითლება მივეცი მეორე პორცია სასუქების TDS-მა აიწია 1000-მდე
ცოტა ბევრია ჩემის აზრით 900 მინდოდა მაგრამ არაუშავს ათივე ბედნიერია :)
თუ დაინტერესება იქნება გეტყვით რა შემეშალა და შემდეგი სისტემის აწყობისას გავითვალისწინებდი და რა არის დასამატებელი ამ სისტემისათვის.

ერთ მცენარეს ვზრდი მიწაში უბრალოდ შედეგების შესადარებლად. ფოტოებზე მიწაში მცენარე ერთი კვირით ახალგაზრდაა.
ეხლა ფოტოებს დავდებ და რა კითხვებიც იქნება სახელის და მისამართის გარდა ყველაფერზე გიპასუხებთ :)

http://i91.fastpic.ru/big/2017/0515/3f/bb9278867a5fc294d5ec2052abccf53f.png

http://i91.fastpic.ru/big/2017/0515/10/88d2cc866571981482437f432ab50010.png

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

grisha
 
გადაუღე აბა მცენარეს სურათი და როგორ გიყენია ლედები როგორ გაქვს მოწყობილი გვანახე საზოგადოებას:))

ვა რა საინტერესო რამეა,მალადეც ძმაო.რა დაგიჯდა ეს სიამოვნება?

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

ძალიან ბევრი გიშრომია და სავარაუდოთ ფულიც დაგიხარჯავს მალადეც კარგი რამეა 

ერთ კარგ თემას თუ გააკეთებდი საერთოდ დაგლიჯავდა 

ფასები 

სასუქები

კონტროლი

გამოყენების დოზები

შედეგები 

და ასე შემდეგ გეტყობა რომ გარკვეული ხარ ასე თუ ისე და თU გაგვიზიარებ ძალიან კარგი იქნება მეგობარო 

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

mawaka

მინდოდა ცალკე თემის გაკეთება მაგრამ 30 პოსტი არ მაქვს :) თუ მოდერატორი  თემად გადაიტანს კარგი იქნება თუ არა და მე გადავიტან მოგვიანებით.  ფასებს რაც შეეხება კონკრეტულად რისი ფასები გაინტერესებთ ძალიან ბევრი შემადგენელი ნაწილია.

კონტროლი PH, TDS წყლის დონე რომელსაც პერიოდულად შევსება სჭირდება.

სასუქები მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით იმედია გაქაჩავს და არ იქნება ელემენტების ნაკლებობა. ასეთ შემთხვევაში დასჭირდება შესაბამისი დოზების კორექტირება.

ეხლა ამ სასუქებთან ერთად უნდა დავამატო Botanicare  Hydroguard სასარგებლო ბაქტერიებია. კარგი იქნებოდა თავიდანვე დამეწყო გამოყენება რადგან სათლების კედლებზე რაღაც ბაქტერიების კოლონიებია. ჯერ გაუგებარია პრობლემურია თუ არა მაგრამ სანამ პრობლემები შეუქმნია სჯობს თავიდანვე მოვაგვარო. ფესვებს გადავუღებ ამ დღეებში და დავდებ ჯერ ეხლახანს ჩავიდა წყალში და კარგად გამოიყურება.

შედეგები ყოველდღე იცვლება საკმაოდ სწრაფად იზრდება და დავდებ ახალ სურათებს.

მათთვის ვისაც აინტერესებს სასუქების დამზადება. ქიმიაში ელემენტარული ცოდნა აუცილებელია. მე მეტნაკლებად ვერკვევი და გეტყვით რომ ძირითადი კომპონენტების შოვნა და შერევა პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ! არსებობს ასევე მიკრო ელემენტები, ენზიმები, ფესვების სტიმულატორები, ყვავილობის და ზრდის სტიმულატორები, რომლებიც როგორც მე ვხვდები ნუ მიკროელემენტების გარდა ლამის ჰორმონალური პრეპარატებია და მათი კუსტარულად დამზადება რთულია :) ანუ სასურველ შედეგს სავარაუდოთ ვერ მიიღებთ.

ეხლა რაც სისტემას შეეხება კარგი იქნება თუ დავამატე წყლის გამაგრილებელი კონდიციონერი. სასურველია წყლის ტემპერატურა ქოთნებში 23 გრადუსს არ აღემტებოდეს ეხლა 27 მდეც ადის

მოკლედ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია :)

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

Ruderalis

ძალიან სასარგებლო და საინტერესო რეპორტია, ველით გაგრძელებას.

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

Ruderalis
წარმატებები მეგობარო, ძალიან გამიხარდა ფორუმზე ამ თემასთან დაკავშირებით ესეთი პოსტი რო ვნახე,  თან კარგად აგიწყვია, ფასი გვაინტერესებს ყველაფრის შეძლებისდაგვარად ყველას მგონი რა როგორ ჯდება,  რაც რეპორტები მაქვს ნანახი ორჯერ მეტი მოსავალი აქვს კარგად გაკეთებულ ჰიდროფონიკას.  თან აქ შეიძინე ეგ ქოთნები და სისტემა თუ გამოიწერე?  მეც მინდა სამომავლოდ მოვემზადო მაგ სისტემის ასაწყობად, ფართს ვამზადებ უკვე. ზაფხულის მერე  გავაკეთო უნდა წესით

თემას რაც შეეხება გახსნას ფორუმის უხუცესებმა რომელიმემ და წაიყვანე შენ, mawaka-მ ან nothigh-მა

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

სალამი მეგობრებო,  დიდი მადლობა Joy, აგრიკოლა, mawaka და სხვებს ვინც რეპორტი მოიწონა.

ხვალ დეტალურად დავწერ ფასებს. ყველაფერი რაც ჰიდროპონიკის სისტემას შეეხება ნაყიდია თბილისში. ჩამოტანილია ნათურები, დროსელები, ამრეკლები, ტაიმერები და სასუქები.

გავაგრძელებ რეპორტს:

მას შემდეგ რაც ფესვები წყალში ჩავიდა ძალიან სწრაფად წავიდა ზრდა. 1200 ppm-იდან ხსნარი სისტემაში ჩამოვიდა 900 ppm-ზე PH-მა ოდნავ მოიმატა რაც ბაქტერიულ ფონზე გასაგებია. ხვალ თუ მოვახერხე ფესვებსაც გადავუღებ. შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი ფოტოები  2 დღის წინანდელ სურათებს.

http://i91.fastpic.ru/big/2017/0517/86/af42ede0d793b195ec9a79faaba1e586.jpg

http://i89.fastpic.ru/big/2017/0517/9a/11c7a52c11cad900672e27e3dc0ac69a.jpg

http://i91.fastpic.ru/big/2017/0517/e7/59faf9a29f3ee23163534b10858980e7.jpg

http://i48.fastpic.ru/big/2017/0517/e2/be7971427a780a3158945fea122ddde2.jpg

და რამოდენიმე საერთო ფოტო უშუალოდ გრო რუმის

http://i47.fastpic.ru/big/2017/0517/74/ebb14f97ea84e675bad49a1c94a52974.jpg

http://i89.fastpic.ru/big/2017/0517/ae/9ced04b39d24946ed229743a29a4b6ae.jpg

to be continued...

რედაქტირებულია Ruderalis-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება

Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...