ნახშიროჟანგი (CO2) და მისი გამოყენება კანაფის გაზრდისას


pussyslayer

Recommended Posts

გამარჯობა, თუ შეუძლია ვინმეს ახსნას როგორ მოვაწყოთ ნახშირორჟანგის სისტემა.. დადებითი მხარეები ძირითადად ცნობილია და უარყოფითი მხარეები თუ აქვს?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 80
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ნახშიროჟანგი (CO2) და მისი გამოყენება კანაფის გაზრდისას   დამატებით ნახშიროჟანგის გამოყენებით იმ სივრცეში სადაც მოგვყავს კანაფი, შესაძლებელია მივიღოთ 20%-იანი მატება ზრდაში და მოსავალში.  ამ სტატიაშ

გლობალური დათბობა დააჩქარე

კაი კაცი ხარ შენ. მოდერებზე იყო საუბარი ადმინის მხრიდან და თუ ფორუმის წევრებს შეეძლებათ სიტყვის თქმა ჩემი ხმა დაუფიქრებლად შენ.

ნახშიროჟანგი (CO2) და მისი გამოყენება კანაფის გაზრდისას

 

დამატებით ნახშიროჟანგის გამოყენებით იმ სივრცეში სადაც მოგვყავს კანაფი, შესაძლებელია მივიღოთ 20%-იანი მატება ზრდაში და მოსავალში.  ამ სტატიაში მოგიყვებით სწორ და არასწორ გამოყენებას ნახშიოჟანგის. სამწუხაროდ, ბევრი იყენებს მას არასწორად შესაბამისად ვერავითარ შედეგსაც ვერ აღწევენ, ამბობენ რო გამოუსადეგარია  არ მუშაობს და ა.შ.

 


CO2-ის გამოყენებით ვზრდით მოსავლიანობას.

 

f1_-_Copy.jpg

 


ჩვენი გოგონები სუნთავენ ნახშიროჟანგს და არა ჟანგბადს.

 

მცენარეებისთვის აუცილებელია CO2, რადგან ის თამაშობს დიდ როლს ფოტოსინთეზის დროს მცენარისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში. ნახშიროჟანგის გარეშე გოგონები „დაიხრჩობიან“ და დაიღუპებიან, ეს ერთ-ერთი მიზეზია თუ რატოა ესე აუცილებელი გოგოებს მივცეთ სუნთქვის საშუალება.

გროვერებს რომლებიც იყენებენ სუსტ ნათებას (იგულისხმება ეკო ნათურები) შეუძლიათ არ ინერვიულონ ნახშიროჟანგის რაოდენაბზე მათ ბოქსებში,  მსგავსი განათების პირობებში საკმარისია ის ნახშიროჟანგი რაც ჰაერშია. 

მაგრამ სიტუაცია იცვლება მაშინ, როცა განათება ძლიერია იმაზე, ვიდრე მცენარეს შეუძლია შთანთქოს. ძლიერი განათების ფონზე, ნახშიროჟანგის მიწოდებით თქვენ ეხმარებით მცენარეს აითვისოს მეტი შუქი, რაც ჯამში აძლიერებს ფოტოსინთეზის ძალას. მცენარის მიერ მეტი ენერგიის გამომუშავებით თქვენ დაჯილდოვდებით სწრაფი ზრდით და დიდი ყვავილედებით. ბონუსის სახით კი, CO2-ის დამატება ზრდის მცენარის სიცხის ამტანიანობას და  გამძელობას ნათებით დამწვრობისადმი.

ერთ-ერთი მინუსი CO2-ის გამოყენების მისი ღირებულებაა. ასე რომ, სანამ ჩვენს მცენარეს გამოვკვებავთ ნახშიროჟანგით გადავხედოთ ბიუჯეტს და ვნახოთ გვიღირს თუ არა.

 

ნახშიროჟანგის დამატებით მიწოდება ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ნატრიუმის ან ლედ განათების შემთხევაში.

 

f2_-_Copy.jpg

 

f3_-_Copy.jpg

 


პლიუსები და მინუსები CO2-ის გამოყენების გაზრდისას.

+ პლიუსები

დიდი ყვავილედები, სწრაფი ზრდა.  თუ თქვენ ყველა ხელსაყრელ პირობას შეუქმნით მცენარეს (განსაკუთრებით განათება) CO2 დაეხმარება თქვენს მცენარეს დაჩქარდეს მისი ზრდა 20%-ით, ყვავილედები გაიზრდება ზომებში და შესაბამისად მოსავალიც.

მცენარე გახდება სიცხის ამტანი: ნახშიროჟანგის დონის შენარჩუნება გროუბოქსში 1200-1500 ppm დონემდე საშუალებას გვაძლევს ტემპერატურის ლიმიტი გავზარდოთ 30°C . რაც საშუალებას იძლევა უფრო კომფორტულად იგრძნონ გოგოებმა თავი სიცხეში.

არომატული უსაფრთხოება. CO2-ით გამდიდრება შესაძლოა სასარგებლო იყოს უსაფრთოების მხვრივ თუ თქვენ გაქვთ დახურული გროუბოქსი და თქვენ მას არ ანიავებთ. სხვა სიტყვებით - ნახშიროჟანგის გამოყენება ფარავს კანაფისის არომატს,  რაღაც ასპექტში გამოგვდის სუნის ნეიტრალიზატორი. 

 

- მინუსები

 

CO2 არ არის ეფექტური, თუ თქვენ არ გაქვთ ძლიერი განათება.  რაც შეეხება განათებას თქვენ გჭირდებათ ან HPS ან LED განათება (ორივე ერთად იქნება შესანიშნავი) რო გქონდეს ძლიერი შუქი, მცენარემ რო შეძლოს მეტი CO2 ის ათვისება,  რაც ძლიერია ნათება მით უფრო მეტ CO2-ს შთანთქავს მცენარე. 

შესაძლოა დაგჭირდეთ გროუბოქსი გერმეტიზაცია.  CO2-ის მცირე რაოდენობით დამატება არ საჭიროებს ბოქსის გერმეტიზაციას მაგრამ თუ თქვენ გსურს ნახშიროჟანგის მაღალი დონის შენარჩუნება (მაგალითად, 1200-1500 ppm) თქვენ სავარაუდოდ დაგჭირდებათ ყველა იმ წერტილის დამუშავება საიდანაც შეიძლება გავიდეს ნახშიროჟანგი.

ფასი. საუკეთესო CO2 სისტემები ძვირი ჯდება პირველად, ყიდვისას, შემდეგ კი გაცილებით იაფია. (შევსება, დატენვა და ა.შ.)

 

 

რამდენი CO2 დაგვჭირდება ?

 

მილიონით წლის წინ, როდესაც მცენარეების გაჩნდა, ჰაერში იყო გაცილებით მეტი ნახშიროჟანგი ვიდრე ეხლა. რეზულტატი კი ის არის მცენარეს შეუძლია დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგის შთანთქმა ფოტოსინთეზის დროს (1500 ppm; parts per million - წილი მილიონზე) დღესდღეისობით CO2-ის შემცველობა ჰაერში გაცილებით ნაკლებია, დაახლოებით 400 ppm,  ამის და მიუხედავად მცენარეებს დარჩათ უნარი აითვისონ გაცილებით მერი კონცეტრაცია რაც მათ საშუალებას აძლევს მეტი ენერგია გამოიმუშაონ  იგივე შუქის რაოდენობაზე. ეს ნიშნავს იმას რო CO2 ით გამდიდრება მაქსიმალურად ეფექტური რო იყოს სასურველია მისი დონე იყოს 1500 ppm-მდე კარგი განათების ფონზე.

 

CO2-ით გამოკვება ეფექტურია მაშინ როდესაც სხვა ყველაფერი მწობრშია ბოქსში და კარგად მუშაობს. მათ არ უნდა ქონდეს პრობლემა მორწყვასთან და მავნებლებთან.  ჯანმრთელი და მოვლილი მცენარე გაცილებით კარგად რეაგირებს CO2 ზე ვიდრე მოუვლელი.

 

ინტერნეტში ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა CO2 ის გამოყენებასთან დაკავშირებით, დავივიწყოთ რაც ვიცოდით,  მივყვეთ მცოდნე გროვერების ცოდნას, რომლებმაც გამოსცადეს ყველაფერი და მივიდნენ გამოდილ შედეგამდე.

 

f4_-_Copy.jpg

 

 

ორი ყველაზე ეფექტური მეთოდი CO2 ით გამდიდრების - CO2 გენერატორის გამოყენება ან ბუტილირებული CO2-ბალონის ყიდვა. ორივე ამ მეთოდის კომბინირება ხდება ტაიმერთან რაც აადვილებს ბოქსის „გაზიფიკაციას“

 

 

როგორ მოვარგოთ CO2 გროუბოქს?

  • გამოიყენეთ სწორი განათება
  • დარწმუნდით ბოქსის ჰერმეტულობაში (სურვილისამებრ)
  • დაამატეთ CO2 მცენარეს ზემოდან, თითქოს წვიმდეს. (ჟანგბადზე მძიმეა და მიდის ქვემოთ
  • გამორთეთ CO2 -ის მიწოდება ღამით,
  • როგორ გამოვიყენოთ ნახშიროჟანგი ვეგეტაციისა და ყვავილობის პერიოდში?
 

1. გამოიყენეთ სწორი განათება თქვენს ბოქსში

 

ოქროს წესი: თქვენ საჭიროა გქონდეთ 24,000-32,000 ლუმენი კვ.მ-ზე ბოქსში რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი 1200-1500 ppm ნახშიროჟანგის გამოყენებისგან. HPS და LED განათება გამოდგება ამ საკითხში.

დააზუსტეთ რამდენი ლუმენი აქვს თქვენს განათებას, შემდეგ დააზუსტეთ ბოქსის ფართობი (სიგრძე x სიგანე) ლუმენების რაოდენობა გაყოფილი ბოქსის ფართობზე უნდა მერყეობდეს 24,000-32,000 - მდე.

 

მაგალითები:

1მ x 1მ - 600W HPS ან LED

1.5 მ x 1.5მ - 2x 400W HPS ან ლედ

2მ x 2მ - 1000W  HPS ან ლედ

 

თუ იყენებთ ნაკლები სიმძლავრის განათებას, გამოიყენეთ ნაკლები ნახშიროჟანგი.

 

2. დარწმუნდით ბოქსის ჰერმეტულობაში (სურვილისამებრ)

 

ჩვენი საშუალოსტატისტიკური ჰაერი შეიცავს 400 წილ CO2-ს თავის შემადგენლობაში, გამოდის რომ არაჰერმეტულ ბოქსში დამატებული CO2 განიავდება. ეს პუნქტი არაა აქტუალური მათთვის ვინც აპირებს CO2 ის დამატებას მცირე რაოდენობით. ეს პუნქტი აქტუალური მათთვის ვისაც სურს აღმოფხვრას სწრაფი განიავება დიდი რაოდენობით ნახშიორჟანგისა ბოქსიდან.

 

რამოდენიმე პუნქტი, თუ თქვენ აპირებ თქვენი ბოქსის იზოლირებას/ჰერმეტულობის დაცვას:

ტემპერატურა: თუ ამატებთ CO2-ს დიდი რაოდენობით - რეკომენდირებულია შევინარჩუნოთ მაღალი ტემპერატურა 30°C -35°C გრადუსის ფარგლებში. ამასთანავე ყურადღებაა საჭირო მაინც ყვავილედებზე და ფოთლებზე მისაქცევი რო არ დაიწვან. (თუ ზრდით რამოდენიმე ჯიშს ყველას ჭირდება ყურადღება ვინაიდან სხვადასხვა ჯიში სხვადასხვაგვარად რეაგირებს ტემპერატურაზე)

ტენიანობა: შეინარჩუნეთ ტენიანობა 60-70% ის ფარგლებში, თავიდან რო ავიცილოთ დაობება და სხვა პრობლემები. (საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰაერის გამომშრობი) გერმეტიზაცია/იზოლაცია თავიდან აგვაცილებს ჰაერის გაჟონვას გროუბოქსიდან როცა ის დახურულია. მუშაობს მხოლოდ მოდენა და გაწოვა.

 

 

image.jpg

 

 

თუ მოგეწონათ ეს სტატია და დაინტერესება იქნება თქვენგან მივამთავრებ ბოლომდე. იმედია მერე ადმინი გააერთიანებს პოსტებს. ეს ნახევარი სტატიაა.

 

შემდეგი თავები:

 

3. CO2 -ის მცენარეზე სწორი მიწოდება.

 

4. CO2 -ის გამოყენების საათები (მცენარის "ძილის" მიხედვით)

 

5. ბოქსის CO2 -ით გამდიდრების პოპულარული მეთოდები და სხვა

 

 

 

 

 

 



რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

*Edit

რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მშვენიერია <3 და ისიც რო დაწერო თუ გაქვს ინფორმაცია ხელით როგორ ავაწყოთ სისტემა ..მინახავს ბოთლებით აწყობილი მთავარი ინგრედიენტები სოდა და ძმარი იყო 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მშვენიერია <3 და ისიც რო დაწერო თუ გაქვს ინფორმაცია ხელით როგორ ავაწყოთ სისტემა ..მინახავს ბოთლებით აწყობილი მთავარი ინგრედიენტები სოდა და ძმარი იყო 

სქემა & თემა http://geocanabis.com/forum/index.php?/topic/1198-ნახშიროჟანგიco2-გოგოებს/?p=38349

http://s018.radikal.ru/i526/1705/b3/821d3385a412.jpg

რედაქტირებულია Joy-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

როცა დასრულდება ეს პოსტი და საბოლოო სახეს მიიღებს, მთავარ საიტზე გადავიტანთ  <___base_url___>/uploads/emoticons/default_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.gif

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

როცა დასრულდება ეს პოსტი და საბოლოო სახეს მიიღებს, მთავარ საიტზე გადავიტანთ 

მეორე თემაც ყოფილა და როგორმე თუა შესაძლებელი  გაერთიანება კაი იქნება ოღონდ თუ შეგიძლიათ რო წაშალოთ ისეთი პოსტები რომლებიც ინფორმაციას არ შეიცავს მათშორის ჩემი ეს პოსტიც ძალიან კაი იქნება .... ძაან ძნელი ამდენი პოსტის კითხვა <3         

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მაინტერესებს გარეთ როგორ მოვახერხოთ ნახშიროჟანგია მიწოდება

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მაინტერესებს გარეთ როგორ მოვახერხოთ ნახშიროჟანგია მიწოდება

გლობალური დათბობა დააჩქარე

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ეგ არაფერ შუაშია მეგობარო. გარეთ შეიძლება მაგ სისტემის აწყობა ბევრი მეთოდით :):):):):)

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...