კანაფის ისტორია საქართველოში


Recommended Posts

თრიაქი არის ოპიუმი იგივე ყაყაჩო

 

კარგია რამეა)))))))

ოპააა მადლობა ინფორმაციისთვის.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 23
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აქაც კანაფიო თრიაქზე     

ალბათ ბევრ ჩვენგანს ექნება         ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია წაკითხული, არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა ეს ფაქტი :)) ;)    აქ საუბარია უძველეს დროზე როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო ქ

თრიაქი იყო ის 

საქართველოში ოდითგანვე არ აპოპულარულებდნენ კანაფს, მიზეზი მარტივი და გასაგებია რატომაც. ასეთი თემა უკვე არსებობს კსტაწი :)

 

რაც მანდ არის მოხსენიებული ტექნიკური კანაფია

 

თრიაქი ძალიან ბევრს ჰგონია კანაფი, თრიაქი ელიტარული ნარკოტიკი იყო ადრე საქართველოში, გლეხობაში არ იყო გავრცელებული, აი მაგის გამო ელიტას მაგრად ეკიდა კანაფი და იჯდა ოპიუმზე.

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

sutiva-D

 

სანამ ოპიუმი იყო კანაფი ყველას ეკიდა ჩემი აზრით

 

ოპიუმი ჩამოქონდათ სპარსეთიდან. აქაური კი კანაფი არ იბოლებოდა.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ადრე ძაან ბევრი ოპიუმი იყო მერე უეცრად გაქრა ეხლა ვიძახი 90 იანებამდე შემორჩა იგივე შავი იგივე ყაყაჩო რავი რამდენი რამე ქვია დაჟე ადრე ბავშვებს ტუჩებზე უსვავდნენ მაგის რძეს რო ვერ აძინებდნენ უბრალოდ ხშირი მოხმარება და დოზის გაზრდა არ შეიძლება მაგაზე მალე ზრდი დოზას და მალე ჯდები :) მერე კვდები

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ ცნობები იმის შესახებ თუ რომელი უფრო იბოლებოდა ოპიუმი თუ კანაფი, ჩვენს სახელოვან მეცნიერს არ მოუპოვებია.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

http://agronews.ge/12601-2/

 

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე მცენარე კანაფის - Cannabis-ის შესახებ გიამბობთ, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა ხალხების მიერ საყოფაცხოვრებო, საკვებ-სანელებელი, სარიტუალო, თუ სამკურნალო მიზნით.

 

ნინო გოცაძე

 

 

გაეროს ერთიანი კონვენციით ნარკოტიკული საშუალებების შესახებ (1961), მცენარე კანაფი, ცნობილი როგორც კანაბისი, იგივე „მარიხუანა“, ნარკოტიკულ საშუალებათა ნუსხაშია შეტანილი. კონვენციის ხელმომწერ მხარეებს საკუთარ ქვეყნებში მისი მოყვანა-რეალიზაციის მკაცრი კონტროლი ევალებათ.

 

 

არკოტიკული კანაფის კულტურული ფორმები, გენმოდიფიცირებული ჯიშები და ჰიბრიდები დიდი ოდენობით შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს - კანაბინოიდებს. მათი ზემოქმედება იწვევს მკაფიო ფსიქოტროპულ ეფექტებს, ცნობიერების მძიმე დარღვევებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

 

ჩვენს სტატიაში საუბარია სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის კანაფზე - კულტურაზე, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა ხალხების მიერ საყოფაცხოვრებო, საკვებ-სანელებელი, სარიტუალო, თუ სამკურნალო მიზნით.

 

კანაფს (Cannabis) უხსოვარი დროიდან იყენებენ საქსოვი ბოჭკოს (ქერელის), კულინარიული დანიშნულების თესლებისა და ზეთის მისაღებად, აგრეთვე სამკურნალოდ.

 

საქართველოში ბუნებრივად გვხვდება ჩვეულებრივი კანაფი Cannabis sativa და ველური კანაფი Cannabis ruderalis.

 

 

ანაფის ბოჭკოსგან ამზადებდნენ ქაღალდს, ქსოვილს, ხომალდის იალქნებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თოკებს, ბაგირებს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი ეგზემპლარები დაბეჭდილია კანაფის ქაღალდზე. ფართოდ გავრცელებული, ყველასთვის საყვარელი „ჯინსის“ ქსოვილი კი პირველად სწორედ კანაფის ბოჭკოსგან მიიღეს.

 

სამრეწველო დანიშნულების მცენარის აღწერილობის პირველი ჩანაწერები გვხვდება ძვ.წ.აღ. 2800 წლით დათარიღებულ ხელნაწერებში. პლინიუს უფროსი კანაფს აღწერს როგორც დასაწნავ, საკვებ და სამკურნალო მცენარეს, რომლის თესლები უებარი საშუალებაა პირუტყვის შეკრულობისას, წვენი კურნავს ოტიტს, ფესვი კი გამოიყენება როგორც საფენი სახსრების ტკივილის, პოდაგრისა და დამწვრობის დროს.

 

დიოსკორიდეს მიხედვით, კანაფის თესლების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს უნაყოფობას, მწვანე მცენარის წვენის ჩაწვეთება კი ხსნის ყურის ტკივილს.

 

 

კანაფს სარიტუალო მიზნით იყენებდნენ ნეოლითური ხანიდან. ინდოეთში (VIII—VI საუკუნეში ძვ.წ.აღ.) ბრაჰმანები კანაფის ნახარშს ღვთაებასთან მისაახლოვებლად. მას წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ, მიცვალებულთა მეგზურად, რომელიც სულს სხვა სამყაროში გადასვლაში ეხმარებოდა.

 

აღმოსავლურ კულტურაში მცენარე დასაფლავების რიტუალების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ჰეროდოტეს აღწერილი აქვს სკვითების დასაფლავების ცერემონიალი, სადაც მიცვალებულს კანაფის ბოლს უკმევდნენ.

 

 

 

რაც შეეხება საქართველოს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში კანაფი ცნობილია როგორც ტრადიციული სანელებელი კულტურა, განსაკუთრებით, სვანეთში. მისგან ხდიდნენ ზეთს. მოხალულ თესლებს ქვიჯაში ნაყავდნენ, საცერში ატარებდნენ და მიღებულ მასას ზეთის მისაღებად ხელით ზელდნენ ან ტომარაში ჭყლეტდნენ. კანაფის ზეთს არომატის მისაცემად უმატებდნენ კერძებს.

 

გარდა ამისა, კანაფის თესლებს საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. სადღესასწაულო და სარიტუალო დღეებში აცხობდნენ კანაფისგულიან ქადებს, კანაფის მხლოვანებს და ტრადიციულ საკულტო პურებს „გიმბშარ ლუკვნე“ და „ღიმიმბაშ ქუთ“. სვანეთში ველური კანაფი დღემდე ატარებს სარიტუალო დატვირთვას.

 

 

 

 

რედაქტირებულია nothigh-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
კულტურის ისტორია და ბოტანიკური დახასიათება

 

კანაფი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. შუა აზიის ქვეყნები, ინდოეთი ჩინეთი და იაპონია უძველესი დროიდან იცნობდნენ მას. ევროპის ქვეყნებში აღნიშნული კულტურა გავრცელდა

 

XVI საუკუნეში რუსეთში კი მას ცნობდნენ IX საუკუნიდან.

 

კანაფი – Cennabis sativa L. ეკუთვნის კანაფისებრთა ოჯახს (Cennabinaceae). იგი ერთწლოვანი მცენარეა. სიმაღლით იზრდება 75-სმ-დან 7 მეტრამდე.

 

ფესვი – მთავარღერძიანია, ნიადაგში ჩადის 2 მეტრამდე, ახასიათებს უხვად დატოტვილი გვერდითი ფესვები. ფესვთა სისტემა ხასიათდება საკვებ ნივთიერებათა სუსტი შეთვისების უნარით.

 

ფოთოლი – თათისებრ რთულია, ყუნწიანი, ნაკვეთების რაოდენობა 3-დან 11-მდეა და მეტიც. ქვედა ფოთლები ღეროზე მოპირდაპირედ სხედან, ზედა ფოთლები კი მორიგეობით.

 

ღერო – სწორია, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტვილი. სქლად თესვის დროს ზოგჯერ არ იტოტება. ქვედა ნაწილში ღერო ცილინდრულია, ზევით – ბლაგვკუთხიანი და ბუსუსებით დაფარული. ღერო დამუხლულია, მუხლთშორისების რაოდენობა 5-დან 10-მდეა. მათ შორის მანძილი კი 5-დან 40 სმ-მდე.

 

კანაფი ორსახლიანი მცენარეა, თუმცა არსებობს ერთსახლიანი ტიპებიც (ინდოეთის კანაფი).

 

მამრობით მცენარეებზე ყვავილედი გადაშლილი მტევნის მსგავსადაა შეკრებილი, აქვს 5 მტვრიანა.

 

მდედრობით მცენარეს უფრო მკვრივი, თავთავის მსგავსი ყვავილედი აქვს. ყვავილები მოთავსებულია წვრილი ფოთლების იღლიებში. ბუტკო ერთნასკვიანია, ორად გაყოფილი დინგით.

 

კანაფი ჯვარედინგამანაყოფიერებელი მცენარეა, მისი დამტვრიანება ქარის საშუალებით ხდება. მამრობითი მცენარეების ყვავილობა ერთი კვირით გვიან იწყება, ვიდრე მდედრობითის და გრძელდება 25 დღემდე. განაყოფიერებიდან თესლის მომწიფებამდე მცენარეს 30-40 დღე სჭირდება.

 

ნაყოფი მომრგვალო ორსადგულიანი კაკლუჭაა, რომელიც მონაცრისფრო-მწვანედაა შეფერილი.

 

არსებობს კანაფის სამი სახეობა:

 

ჩვეულებრივი კანაფი – C. sativa L რომელსაც აწარმოებენ საბოჭკოედ და სათესლედ

ინდოეთის კანაფი – C. indica Lam. ეს მცენარე მოჰყავთ ინდოეთში ირანში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების მისაღებად

სარეველა კანაფი – C. ruderalis Ianisch. რომელიც ვრცელდება გარეულად.

ბიოლოგიური თავისებურებანი

 

კანაფის თესლს შეუძლია გაღივდეს 1-2 გრადუს ცელსიუსის პირობებშიც, თუმცა მის გასაღივებლად ნიადაგის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 8-10 გრადუს ცელსიუსით სითბო. განვითარების ადრეულ სტადიებზე კანაფი ადვილად იტანს წაყინვებს 4-5 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში. მცენარის ნორმალურად განვითარებისათვს საჭირო ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25 გრადუსი სითბო. ტემპერატურის დაცემა 15 გრადუსამდე, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, მნიშვნელოვნად აფერხებს მცენარის განვითარებას.

 

კანაფი დიდ მოთხოვნილობას იჩენს ნიადაგის ტენის მიმართ. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტი 600-დან 800-მდეა. კანაფის განსაკუთრებით მაღალი მოსავალი მიიღება ნიადაგის მინდვრული ტენტევადობის 70-80% ტენიანობის პირობებში. განსაკუთრებით მომთხოვნია წყლის მიმართ დადკოკრების დაწყებიდან თესლის მომწიფებამდე. თუმცა აღსანიშნავია რომ ზედმეტი წყალი უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე – ამ დროს მისი ფესვები განიცდიან ჰაერის ნაკლებობას.

 

გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ კანაფის ფესვთა სისტემა საკვებ ნივთიერებებს სუსტად ითვისებს, მცენარე დიდ მოთხოვნილებას აყენებს საკვები ნივთიერებების მიმართ. კანაფის 10 ტ. მოსავალს ნიადაგიდან გამოაქვს 160-200 კგ. აზოტი, 50-60 კგ. ფოსფორი და 100-120 კგ. კალიუმი.

 

კანაფი კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, მუქი რუხი და ღია-მორუხო ტყის ნიადაგებზე. ასევე კარგად ხარობს კორდიან, ეწერ, ალუვიურ და დაშრობილ ტორფიან მიწებზე.

 

კანაფი საკმაოდ მედეგია სარეველებისადმი – ძლიერად განვითარებული მწვანე მასა და ძლიერი შეფოთვლა აფერხებს სარეველების გავრცელებას.

 

ნიადაგის განოყიერება

 

კანაფი კარგად რეაგირებს მინერალური და ორგანული სასუქებით გამოკვებაზე. სასუქების ძირითადი დოზის ირო მესამედის შეტანა საჭიროა შემოდგომით, მზრალად ხვნის წინ, ხოლო და ერთი მესამედი კი დამატებითი გამოკვების სახით ვეგეტაციის განმავლობაში. მინერალური სასუქების რეკომენდებული საჰექტრო ნორმებია: აზოტი 90-120 კგ, ფოსფორი 60-90 კგ, კალიუმი 60-90 კგ. არაორგანული სასუქებიდან კარგ შედეგს იძლევა ჰექტარზე 40 ტ. გადამწვარი ნაკელის შეტანა.

 

თესვა

 

კანაფის შედარებით სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა და წვრილი თესლი მოითხოვს ნიადაგის გულმოდგინედ დამუშავებას. თესვისათვის მომზადებული თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:

 

სისუფთავე – არანაკლებ 96%

 

გაღივების უნარი – არანაკლებ 75%

 

კანაფის თესვა რეკომენდებულია ადრეულ ვადებში, როგორც კი ნიადაგის ზედა ფენა გათბება 8-დან 10 გრადუსამდე. ადრე ნათესი კანაფი უკეთ ჩაგრავს სარეველებს და შედარებით ნაკლებად ზიანდება კანაფის რწყილისაგან.

 

თესლის ჩათესვის სიღრმე 2-დან 4 სმ-მდეა. დათესვის შემდეგ, მსუბუქი ნიადაგის შემთხვევაში, რეკომენდებულია მიწის მოტკეპნა რათა ხელი შეეწყოს მცენარის თანაბარ და ადრეულ აღმოცენებას. მძიმე ნიადაგის შემთხვევაში კი დატკეპნა საზიანოა.

 

კანაფის აღმონაცენის მოვლის მნიშვნე,ოვან ღონისძიებას წარმოადგენს ხელოვნური დამტვერვა. ამ პროცედურას მიმართავენ დილის საათებში, როდესაც მამრობითი მცენარეების 25-30% აყვავილდება. ხელოვნური დამტვერვა მნიშვნელოვნად ზრდის მცენარის მოსავლიანობას.

 


ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მართალი ხარ, თრიაქია ნახსენები თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არაქვს ამას

თრიაქი არის ყაყაჩოს ნაყენი რომელსაც გასაბრუებლადაც იყენებდნენ და ძლიერ გამაყუჩებლად, ომში დაჭრილებს და მდიმე სენით დაავადებულებს სცორედ ყაყაჩოს ნაყენს ანუ თრიაქს აალევინებდნენ ეცეოდნენ და ასე შემდეგ მაშინ არ იჩხერდნენ თორე ალბათ არ მოიკლებდნენ))))

 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=93753

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...