უსაფრთხოება!!!


Recommended Posts

მოგესალმებით,

 

მოდი ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა როგორ ვპოსტოთ ფორუმზე ისე რომ თავი ავარიდოთ არასასურველ სტუმრებს ან სხვა უსიამოვნებას.

 

მე ჩემს მაგალითს დავწერ როგორც ვაკეთებ და თქვენც დაწერეთ რაც იცით, არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის ცოდნაზე და მგონი არ გვაწყენს ინფორმაცია.

 

საიტი ჯეოკანაბისი რაღაც ინფორმაციის მოძიებისას ამოაგდო გუგლმა, ბევრი საინტერესო რამ ეწერა, ალბათ ყველაფერი რაც დამწყებმა გროვერმა უნდა იცოდეს. მერე ფეისბუქ გვერდიც ვნახე და ბოლოს ფორუმი.

ძალიან კარგია რომ არსებობს მსგავსი ფორუმი, ერთ კონკრეტულ ორიენტაციაზე მიმართული და საერთო ინტერესების მქონე ხალხის სივრცე.

მეეჭვება ამ ეტაპზე ახალბედამ ამ ფორუმზე მოაგროვოს იმ საჭირო ინფორმაციის დოზა რაც ჭირდება სრულყოფილ "მებაღეობას", მაგრამ იმედია და მჯერა ასე მალე იქნება. ნელნელა მოემატება ხალხის რაოდენობა და აქტიური ხალხის მატება მოიტანს მეტ სასარგებლო ინფორმაციას და ბოლოს როცა გვეღირსება დეკრიმინალიზაცია იქნება დიდი პოზიტიური "ქომუნითი" ))

 

რაც შეეხება უსაფრთხოებას ინტერნეტში, ყველა კომპიუტერი თავის უნიკალურ კვალს რომ ტოვებს ალბათ სიახლე არავისთვის არაა.

პირადად მე მირჩია მეგობარმა გამომეყენებინა თორ ბრაუზერი. მართალია თორი არაა 100% უსაფრთხო და ინფორმაციასთან მოთხოვნისამებრ წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს - დაზვერვა, უშიშროება და ა.შ მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამხელა რესურსს არავინ ჩართავს, ასე რომ ვაყენებთ თორ ბრაუზერს, რაც ძალიან ადვილია, პირდაპირ გუგლიდან მოვძებნოთ და დავაყენოთ.

უმრავლესობა ხმარობს ვინდოუსს და ოფიციალურ საიტზე არის პირდაპირ ვინდოუსისთვის განკუთვნილი პაკეტი რომელსაც მხოლოდ გადმოწერა და დაყენება ჭირდება.

დავაყენეთ თორი, დავარეგისტრირეთ იმეილი თორის გამოყენებით, სადაც რა თქმა უნდა გამოგონილ სახელს და გვარს დაბადების თარიღს და ა.შ ვწერთ.

ამ მეილით ვრეგისტრირდებით ჯეოკანაბის და მსგავს ფორუმებზე და არასდროს არ შევდივართ სხვა მოწყობილობიდან, სადაც არ აყენია თორი, ან სხვა ბრაუზერიდან, თუ ის არაა დაკონფიგებული თორის გავლით ინფორმაციის გადაცემაზე!

 

ყურადღება! ფოტოს რომელსაც ვიღებთ ტელეფონით ან ციფრული ფოტოკამერით, მიმაგრებული აქვს ინფორმაცია, სახელი, თარიღი და ა.შ. მოწყობილობები რომელსაც აქვს GPS და გააქტიურებულია ადგილმდებარეობის გადაცემა/დაფიქსირების ფუნქცია, სურათს ამაგრებენ ისეთ ინფორმაციასაც როგორიცაა მაგალითად: სურათის გადაღების ადგილი ზუსტი კოორდინატების სახით. რომ მოვაშოროთ ეს ინფორმაცია, სურათზე მაუსის მეორე ღილაკზე დაწოლით უნდა შევიდეთ თვისებებში (properties), გადავიდეთ დეტალებში (details), სადაც არის ინფორმაცია ფაილზე და წავშალოთ ზედმეტი ინფორმაცია (remove properties and personal information). აქედან უკვე შეგვიძლია როგორც სათითაოდ ისე ყველა შესაძლებელი მაჩვენებლის წაშლა.

ამის შემდეგ ეს ფაილი, ამ შემთხვევაში სურათი, უკეთესი იქნება თუ აიტვირთება ჰოსტინგ საიტზე, სადაც არ გვჭირდება რეგისტრაცია, მე მაგალითად ვხმარობ imagehousing.com-ს, ისევ თორ ბრაუზერის საშუალებით და საბოლოო მომხმარებლამდე/ფორუმამდე მიგვაქვს ატვირთული ფაილის ლინკი.

 

თუ საუბარი გიწევთ მეგობრებთან ისეთ თემებზე რაც თქვენს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს ან გიხდებათ კონფიდენციალური ინფორმაციის/ფაილების გაგზავნა მოიბლური ტელეფონების და სხვა მოწყობილობებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ მესენჯერი სიგნალი (Signal Private Messanger) ესაა აპლიკაცია რომელიც ინფორმაციას შიფრავს გადაცემამდე და სხვა მესენჯერებთან შედარებით დაცულია!

 

 

სურათზე რომ არ უნდა გამოჩნდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მოხდეს პიროვნების ან გადაღების ადგილის იდენტიფიკაციის საშუალება, ლაპარაკი მგონი ზედმეტია. ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 22
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით,   მოდი ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა როგორ ვპოსტოთ ფორუმზე ისე რომ თავი ავარიდოთ არასასურველ სტუმრებს ან სხვა უსიამოვნებას.   მე ჩემს მაგალითს დავწერ როგორც ვაკეთებ და თქვენც

მომწონს თქვენი ენთუზიაზმი მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ამ ფორუმს, საიტს თესლების მოძრაობას უყურებენ ისედაც და აკონტროლებენ რაც არ უნდა ბრაუზერით შემოხვიდე და აე შემდეგ IP მისამართი მაინც თავისას შვება უბრალ

tor browser ით თუ შემოდის ამ საიტზე მაგით შემოდით ჩემ ყლეს მოგაგნებენ და ცოტა ჩაკეცეთ პანჯარა 100% ზე არ იყოს)) ვითო alphabay ია (ცხონებული) ))     წარმატებები

რესფექთ!
კარგი პოსტია
წარმატებები ყველას
2 მეტრიან მოსავალს გუსურვებთ 2 კილო ყვავილედებით
მე 3-4 წელია მინდა მარა მეზარება ძალიან

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
Guest laducha

იქნებ ეგ თორი თუ რაღაცაა პირიქით დაზვერვის ბრაუზერი? მე არავის არ ვენდობი. არავინ არ დაიწყებს შენს დაზვერვას რაა რაღაც პლანის გამო. უდიდესი ბიუჯეტი იხარჯება მაგაში ისედაც. რაც ძალიან კარგად ვიცი მე თვითონ. უბრალოდ იყავით ფრთხილად და არ იბაზროთ ყველგან. აქ კიდე ნაღდათ არ ჩაერევა უშიშროება :D

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი თემაა 

 

უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია 

 

 

მობილურისთვის თუ არსებობს რამე მსგავსი დამცავი აპლიკაცია ან ბრაუზერი

 

მობილურს იპ არ უფიქსირდება მარა ყოველი შემთხვევისთვის კარგია

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

იქნებ ეგ თორი თუ რაღაცაა პირიქით დაზვერვის ბრაუზერი? მე არავის არ ვენდობი. არავინ არ დაიწყებს შენს დაზვერვას რაა რაღაც პლანის გამო. უდიდესი ბიუჯეტი იხარჯება მაგაში ისედაც. რაც ძალიან კარგად ვიცი მე თვითონ. უბრალოდ იყავით ფრთხილად და არ იბაზროთ ყველგან. აქ კიდე ნაღდათ არ ჩაერევა უშიშროება :D

 

 

იყოს ვისიც გინდა უშიშროებას მოსაწევი არამგონია ადარდებდეს მაგრამ პოლიციაც არ იჯდება გულხელდაკრეფილი მგონი და ზედმეტი სიფრთხილე არაფერს დააშავებს. ყველამ თავის საქმის თვითონ უკეთ იცის აქ ხალხი სურათებს ტვირთავს და წერს მოსაწევს ვზრდიო და მაგის არც ჯარიმა და საპროცესო და არც ციხე არ მინდა ნამდვილად ))

 

 

 

მობილურისთვის თუ არსებობს რამე მსგავსი დამცავი აპლიკაცია ან ბრაუზერი მობილურს იპ არ უფიქსირდება მარა ყოველი შემთხვევისთვის კარგია

 

 

ტორს აქვს ბრაუზერი ანდროიდისთვის ორვები ქვია

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

 

 


ტორს აქვს ბრაუზერი ანდროიდისთვის ორვები ქვია

 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 1 წლის შემდეგ...

ვინდოუს ტელეფონისთვის არის რამე უფრო დაცული ბრაუზერი? მარტო ტელეფონით შემოვდივარ მე და რატომგაც ეს უფრო უსაფრთხო მგონია თუ ვცდები?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

Jackherer
 

შენი დაჭერა რო მოუნდეთ ინტერნეტ კაფიდან  როშემოხვიდე მაინც დაგიჭერენ . იყავი წყნარად , ყველაფერი ყველასთან არ მოყვე და ასე შემდეგ წესები დაიცავი   

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გაიხარე მადლობა. თუ დამიჭერენ გაუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება ბედისწერის ამბავი უფრო

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გაიხარე მადლობა. თუ დამიჭერენ გაუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება ბედისწერის ამბავი უფრო ამ საკითხში მართლა ფრთხილი ვარ დავრავი იმედია...

 

ძაან კარგია რომ ეგრე ფრთხილობ :))  სულ მზადყოფნაშ უნდა იყო მაგრამ ძაან პანიკობაც არ არის საჭირო. 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...