ნაცარი ბუნებრივი სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალება


Recommended Posts

მოკლედ წელს ვერაფერს ვერ ვყიდულობ. ვერც მიწა, ვერც ტოფრი და ვერც პერლიტი, ამიტომ მომიწია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების მოძნებნა რითიც გავამდიდრებ არც თუ ისე საამაყო მიწას. ხოდა ამ ძებნა ძებნაში გამახსენდა ერთი გამოცდილი ადამიანის რჩევა ნაცართან დაკავშირებით და მოვიძიე ნაცრის შესახებ იმფორმაცია. რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. 

 

                                                                                           ნაცარი ბუნებრივი სასუქი

 

 

 

 

 

 

სასუქების და შხამქიმიკატების სიძვირე იძულებულს ხდის სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს, სულ უფრო ხშირად მიმართონ ადგილობრივ ნედლეულს. ამ ნედლეულთა შორის ნაცარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

იგი ძვირფასი მინერალური სასუქია, რომელიც მიიღება სხვადასხვა ორგანული ნივთიერების წვით. შეიცავს, როგორც ძირითად მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი), ასევე მიკროელემენტებსაც (რკინა, ბორი, სპილენძი).

იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც კალიუმიანი სასუქი და ნიადაგში შეიტანება 5-10 ცენტნერი ჰექტარზე. ნაცარში კალიუმის შემცველობა 10-დან 30 პროცენტამდე მერყეობს, ხოლო კალციუმის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში, აღემატება კალიუმის შემცველობას და იგი მჟავე ნიადაგების ნეიტრალიზაციისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.

ნაცარში საკვები ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საწვავიდანაა ის მიღებული. უფრო ძვირფასია მინდვრის კულტურების ნაცარი, ნაკლებ ძვირფასია მერქნის და კიდევ უფრო ნაკლები _ ტორფის, ნაკელის, ქვანახშირის ნაცარი.

ნაცარში არ არის ქლორი, ამიტომ ის ცვლის კალიუმიანი სასუქების გამოყენებას ისეთი კულტურების განოყიერების დროს, რომლებიც ვერ ეგუებიან სასუქში ქლორის შემცველობას. მაგალითად: კარტოფილი, თამბაქო, კიტრი, სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი.

ყვავილობის პერიოდში ნაცრის გამოყენებაზე კარგად რეაგირებენ ყაბაყი, გოგრა და პამიდორი.

ნაცარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარხლის კულტურისთვის. ნაცრის გამოყენება შეიძლება ყველანაირ ნიადაგებზე, გარდა მომლაშო ნიადაგებისა. ნაცრის გამოყენების ეფექტურობა იზრდება მისი ნაკელთან, ტორფთან და ნეშომპალასთან ერთად შეტანის დროს.

წვიმის წყლის მოქმედებით, ნაცარში შემავალი კალიუმის მარილი იხსნება და ირეცხება. ამიტომ, საჭიროა ნაცრის შენახვა დახურულ და მშრალ ფარდულში.

გაზაფხულზე მინდვრად ნაცრის გატანა დასავლეთ საქართველოში საჭიროა ფარცხვის წინ. ის მინდვრად თანაბრად უნდა მოიბნიოს.

ზამთრის ცივ დღეებში ღუმელი უფრო აქტიურად «მუშაობს», ყოველდღიურად გროვდება ბევრი ნაცარი, რომელიც ძალზე სასარგებლოა ნაკვეთებისთვის. თავად განსაჯეთ: ნაცარი, აზოტის გარდა, შეიცავს ბაღისა და ბოსტნის მცენარეთა პრაქტიკულად ყველა მასაზრდოებელ ელემენტს. ღუმელის ნაცარი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმით, რომელიც გამძლეობას მატებს ნაყოფს.

ძველი ჭეშმარიტებაა: მჟავე ნიადაგს მოკირვა უნდა, მაგრამ ბაღში კირის ხელაღებით შეტანა აფუჭებს ნაკვეთს. რით ამცირებენ მჟავიანობას? ისევ ღუმელის ნაცრით!

ნეშომპალა ან ნაკელშერეული ნაცარი კვალში შეაქვთ (100-200 გრამი კვადრატულ მეტრზე) გაზაფხულზე.

 

 

                                                                                           ნაცარში შემავალი ნივთიერებების პროცენტული მაჩვენებელი

 

ფოთლოვანი ხის ნაცარი შეიცავს: 3,5% ფოსფორს, 10% კალიუმს და 30% კალციუმს.
ხოლო წიწვოვანი ხის ნაცარი შესაბამისად: 2,5% ფოსფორს, 6% კალიუმს და 35% კალციუმს.

                                                                 

 

 

                                                                                             ნაცრის სასუქად გამოყენების რამოდენიმე მეთოდი

 

1. მშრალად

ა) მორწყვის წინ ნაცარს თხელ ფენად აბნევენ მცენარეთა მწკრივში.
ბ) ზოგი ფერმერი ჩვეულებრივ იყენებს როგორც კალიუმიან სასუქს-100 კგ-ს 1 ჰექტარზე.

2. ნაცრის ხსნარი

ნაცრის ხნარი მომზადების წესი ამგვარია: 3 სუფრის კოვზ ნაცარს, 1 ლიტრ წყალს ვასხავთ და ვაჩერებთ 1 კვირის განმავლობაში (დაახლოებით 150-200 გრ. ერთ ვედრაზე). ხსნარის ნორმა ერთ ძირ კიტრზე, ხახვზე, დაახლოებით 0,5 ლიტრია.

ტევადობა (საშუალოდ)

ნაცარი 1 სუფრის კოვზი — 6 გრ.
ჩაის ჭიქა 100 გრ.
500 გრამიანი ქილა — 250 გრ.

ნაცარი უნდა ინახებოდეს მშრალ და დახურულ სათავსში, ნესტს და სისველეს მისგან გამოაქვთ კალიუმი და სხვა მიკროელემენტები.

 

 

 

                                                                                                   

                                                                                    ნაცარი მცენარეთა დაცვის საშუალება

 

ნაცარი არამარტო კარგი სასუქია, არამედ მისი გამოყენება შეიძლება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ხახვს ხშირად აზიანებს ე.წ ხახვის ბუზის მატლი, რომელიც მაის-ივნისში ჩნდება. მატლის საწინააღმდეგოდ იღებენ ნაცარს და უმატებენ იმავე რაოდენობის ნაფტალინს ან თამბაქოს მტვერს. ამ ნარევს მოაბნევენ რიგთაშორის და ბოლქვებს შორის.

ნაცრით ებრძვიან კომბოსტოს ბუზსაც _ იღებენ ერთ წილ ნაფტალინს და ხუთ წილ ნაცარს, რომელსაც მოაბნევენ კომბოსტოს ღეროს გარშემო.

ბუგრისაგან კომბოსტოს დაზიანებულ ადგილებს შეასხურებენ ნაცარტუტს. ნაცარტუტის მოსამზადებლად საჭიროა ორი ჩაის ჭიქა ნაცარი, 10 ლიტრი წყალი, რომელსაც უნდა დავუმატოთ 50 გრამი საპონი.

ხეხილზე ბუგრის საწინააღმდეგოდ იყენებენ ნაცრის ნაყენს _ 300 გრამ ნაცარს გაცრიან, დაასხამენ ნახევარ ვედროზე ცოტა მეტ მდუღარე წყალს, შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ 20 წუთს. როცა ნაყენი შეგრილდება, მას გაწურავენ და დაუმატებენ წყალს იმდენს, რომ 10 ლიტრამდე შესრულდეს. ამ ნაყენს შეასხურებენ ხეხილს. ნაყენს თუ დაუმატებთ 30გრ. შარდოვანას, ეფექტი უკეთესი იქნება.

შესხურება უნდა მოხდეს საღამოობით, ნაყენი ახალი მომზადებული უნდა იყოს. ამ ნაყენის საშუალებით შეგიძლიათ ებრძოლოთ კოლორადოს ხოჭოსაც.

 

 

 

თუ ვინმეს უფრო მეტი ინფორმაცია მოგეპოვებათ და გამოცდილიც გაქვთ დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ.

რედაქტირებულია THCFun-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

გეთანხმები ნაცარი კარგია მაგრამ ყველაზე კარგი საშუალება არის ქათმის სკლინტი გამხმარი ნაკელი ნაცარი და შავი მიწა ამ ყველაფერს თუ გააზავებ იდიალური იქნება გამომიცდია პირადად და ძალიან კარგი შედეგიც მიმიგია

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...