hit
counter

კონტენტზე გადახტომა

მოგესალმებით!
ფორუმზე შესასვლელად საჭიროა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ან შეხვიდეთ თქვენი რეგისტრირებული ექაუნთით!
სურათი

კანაფზე ტოლერანტობა, დოზები და სასარგებლო რჩევები

  • გაიარეთ ავტორიზაცია, რომ უპასუხოთ
32 პასუხია ამ თემაში

#1
sutiva-D

sutiva-D

    მებაღე

  • წევრი
  • 334 პოსტი
  • რჩეული სახეობა:სატივა
  • რჩეული ჯიში:Ghost Train Haze
 
Medical-_Marjiuana.jpg
 
პირველ რიგში განვიხილოთ ფარმაკოლოგიური ტერმინი "წამლისადმი ტოლერანტობა". ეს არის ცნობილი ეფექტი რომელიც გამოწვეულია წამლის ხშირი მიღების შედეგად, მის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქციის შესუსტებაში, რაც გამოწვეულია გარკვეული თავისებურებებით (დეტალებს არ ჩავუღრმავდები, არ იქნება მკითხველისთვის საინტერესო) ეფექტის გასაუმჯობესებლად საჭიროა სამლის დოზის გაზრდა. იგივე პრინციპით, საკმაოდ წარმატებით შეიძლება ორგანიზმის "გამოწვრთნა" სხვადასხვა შხამების მიმართ. შრატის მოქმედებაც გარკვეულწილად ამ პრინციპს ემყარება.
 
იგივე პრინციპები მოქმედებს კანაფისადმი ტოლერანტობის განვითარებაში. მედიცინაში ერთხმად აღიარებულია რომ კანაფის დოეზები მკაცრად ინდივიდუალურია და რაც ერთი ორგანიზმისთვის მისაღებია, მეორესთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. საქართველოში გაიზარდა კანაფის მოხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, განათლების დაბალი დონის და ენობრივი ბარიერის მისი მოხმარების კულტურა ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება, ძირითადად საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ხდება ამ ყველაფრის მოპოვება, არადა განვითარებული ქვეყნები, უკვე დიდ პატივს სცემენ ამ მცენარის შესაძლებლობებს, მხოლოდ იმის გამო, რომ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია, მისი მოხმარების შესახებ.
 
ძალიან დიდი სტატია რომ არ გამოვიდეს და რომ არ გადაგღალოთ, მაქსიმალურად მოკლედ ვეცდები ავღწერო ის ძირითადი პრინციპები, რაც უნდა ვიცოდეთ კანაფის რეგულარული მოხმარების დაწყების წინ. პირველი საყურადღებო ტერმინი არის დოზირება! ბევრს გონია რომ რაც უფრო მეტს მოწევს, მით უფრო მაგარ კაიფს მიიღებს და სწორედ ეს არის მცდარი შეხედულება.
 
კანაფის საკმურნალო ეფექტი, საკმაოდ დაბალ დოზებში გამოიხატება და ფსიქოაქტიურ ეფექტეთან ძალიან ცოტა აქვს კავშირი. "დაბოლების" ეფექტი მიიღწევა ფაქტიურად ინტოქსიკაციის შედეგად და რაც უფრო მეტია ინტოქსიკაცია, მით უფრო მეტ არასასურველ ეფექტებს ვღებულობთ ვიდრე სასურველს, რომ არარაფერი ვთქვათ ისეთ უკუჩვენებებზე როგორიცაა: ღებინება, გულისრევის სეგრძნება, პანიკა, ძლიერი დისკომფორტი, კოორდინაციის სრული მოშლა და ა.შ.
 
eff7ec_3076500.jpg
 
მედიცინაში ნამდვილად არ არის მიღებული ისეთი შეხედულება, რომ რაც უფრო ძლიერად "იბოლება" მით უფრო კაი სამკურნალო თვისებები გააჩნია კანაფს. ეს ხალხში გავრცელებული
ბაიკებია და არანაირი კავშირი არ აქვს სამკურნალო თვისებებთან, მედიცინაში CBD და THC-ს კომბინაციას უფრო მეტ ყრადღებას აქცევენ, ვიდრე THC-ის პროცენტულად მაღალ შემცველობას.
 
სტაჟს მწეველებში, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს სტაჟიანებიც საკუთარ ტყავზე შეძენილი გამოცდილებებით საზრდოობენ და შეცდომებს რათქმაუნდა ძირითადად დამწყებები უშვებენ, კანაფში არსებული ფსიქოაქტიური ნივთირებების ყველაზე გავრცელებული გზა, არის ნამწვის შედეგად მიღებული აირების ინჰალაცია. ამ მეთოდით დოზების ზუსტი რეგულირება, საკმაოდ ძნელია ახალბედებში იმიტომ რომ მათ აქვთ მოკლე "თერაპიული ფანჯარა" სტაჟიანებისგან განსხვავებით.
 
თერაპიული ფანჯარა  არის წამლის მინიმალურ და მაქსიმალურ დოზის ეფექტებს შორის არსებული მონაკვეთი. რომლის მანძილიც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მეტწილად კი ტოლერანტობაზე. ამიტომ დამწყებისთვის სულაც არ არის "გრეხი" მოწიოს თავიდან ცოტა, და ასე ნელ ნელა მივიდეს მისთვის სასურველ ეფექტამდე, რათქმაუნდა გამოცდილება დაგირეგულირებთ ამ ყველაფერს მაგრამ სანამ გამოცდილებას შეიძენთ, გექნებათ ბევრი მძაფრი ინტოქიკაციები და არავინ იცის რამდენად შეიძლება შეგაზიზღოთ ზოგადად კანაფი.
ბევრი "პროფესორი" მინახავს, აუგად რომ იხსენებს, როგორ მოწია ერთხელ ახალგაზრობაში, და როგორ არ მოეწონა და იმის მერე არარც მოუწევია საერთოდ და სურვილიც კი არ გასჩენია.
ეს ბაიკები არის, უცოდინრობის და გაუნათლებლობის შედეგი, სწორად შერჩეული დოზა, დამწყებისთვისაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც სტაჟიანისთვის საუკეთესო სტრეინი, გარკვეული პაუზის მერე.
 
დამწყებისთვის ან პირველად მომხმარებლისთვის აუცილებელია იმის გათვითცნობიერება, რომ მცირედი დოზა უკეთესია და ექსპერიმენტი უფრო წარმატებული გამოვა, ვიდრე სტაჟიანზე მიბაძვა. ბევრმა შეიძლება ეს პროპაგანდად ჩათვალოს, ახალბედებს ასწავლიან მოწევასო, მაგრამ დამიჯერეთ, თუ სწორად მივაწოდებთ ადამიანებს ინფორმაციას და სწორი გათვლით დაიწყებენ, და ზოგადად სწორად შეხედავენ ამ მცენარის თვისებებს, ეს იქნება ცხოვრების ბენეფიტი, ბონუსი, რომელსაც თვითონ ბუნება გვაძლევს, სავალალო შედეგების გარეშე და გაუმაძღრობა ყველაფერში რომ ცუდია ეს ქართველებმა, ბევრ რამეში გამოვცადეთ.
 
მივუბრუნდეთ ისევ ტოლერანტობის განვითარებას. ტოლერანტობის (არ აგერიოთ მიჩვევაში, მიჩვევა და დამოკიდებულება არ ახასიათებს კანაფს) განვითარება საბოლოოდ ყველა მომხმარებლის ცხოვრებაში დგება, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული როგორ სწრაფად მივაღწევთ მას და ასევე შეგვიძლია ეს ისე გავახანგრძლივოთ მოხმარება, რომ მთელი ცხოვრება გავწელოთ ტოლერანტობის დადგმამდე.
 
F2.large.jpg
 
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ტოლერანტობის დაგდომაც ინდივიდუალურად ხდება, თუმცა საერთო სცენარი ერთია და ზოგადად ყველასთვის ერთი პრინციპი მოქმედებს. ყოველდღიური მიღება, ერთ ერთი მთავარი პირობაა ტოლერანტობის სწრაფი მიღწევისთვის, ყოველდღიურობა როცეფტორებისთვის "დამღუპველი" ფენომენია. ამიტომ გამოცდილი მომხმარებელები ტოლერანტობის დადგომისას, იღებენ პაუზის გადაწყვეტილებას. პაუზა, ანუ მიღების შეწყვეტა გარკვეული პერიოდით, საბედნიეროდ აღადგენს იგივე ეფექტებს და ტოლერანტობას გარკვეული ვადით გვაცილებს. ზოგადად მიიჩნევა რომ 3-4 დრეც კი საკმარისია, განსხვავებული ეფექტი რომ ვიგრძნოთ ტოლერანტობის დადგომის შემდეგ, ეს არის მინიმალური დრო რაც საჭიროა, ეფექტურობის სხვაობის შესამჩნევად, თუმცა რაც უფრო დიდი დროით ვიღებთ პაუზას, მით უფრო მატულობს დასაწყისში განცდილი ეფექტის მიღების ალბათობა.
 
ზოგადად მიიჩნევა რომ 1 თვე არის ის საშუალო დრო, რომლითაც მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ეფექტი, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ბევრისთვის 1 წელიც კი მისაღებია იმისთვის რომ შეიგრძნოს, ის პირველადი ეფექტები, რაც ოდესღაც ქონდა. თუმცა როცა პაუზიდან გამოვდივართ, ტოლერანტობის მიღწევა მალევე ხდება, თუ თავიდან ყოველდღე წევით ვერ მიდიოდით ტოლერანტობამდე თვეების განმავლობაში, პაუზიდან გამოსვლის შემდეგ ყოველდღიური წევით, ისევ მალევე გაგიტრუხდებათ ეფექტები. 
 
ამ ყველაფერს კი შევაფერხებთ მოწევის სიხშირის კონტროლით, დღეში ერთჯერადად მიღება, ყველაზე მინიმუმ კვირაში 2 ჯერ, გაგვიხანგრძლივებს დროს, თუმცა რაც უფრო ხშირი
იქნება მოწევებს შორის პაუზა, მით უფრო შევინარჩუნებთ ეფექტებს და შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც არ დადგეს ტოლერანტობა. ზოგადი რეკომენდაციაა კვირაში ერთხელ, ვიქენდებზე ეს არის ისეთი ინტენსივობის გრაფიკი, რომლის გათვალისწინებით, არასდროს არ მიაღწევთ ფარმაკოლოგიურ ტოლერანტობას და ეფექტები სულ მუდმივად ერთი დონის გვექნება.
ასევე გასათვალისქინებელია, სხვადასხვა სტრეიინების და სატივა ინდიკას კომბინაცია, რაც საკმაოდ რთული თემაა და აქ განხილვას არ დავიწყებ.
 
sciencesaysyoucantoverdoseonweed_640x359
 
სტატია არ არის საიდანმე ნათარგმნი, ის გადმოცემული ჩემს მიერ "ერთი ამოსუნთქვით" სხვადასხვა ლიტერატურული სტატიების და კვლევების წაკითხვიდან დაგროვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, რომელსაც პერიოდულად ვეცნობი ხოლმე.
 
სტატიის დაწერის მოტივაცია არის, დაგროვილი არასწორი შეხედულებების და ბაიკების მიმართ წარმოქმნილი პროსტესტი. მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები და ლიტარატურული გაუმართაობა, ვეცადე მაქსიმალურად ყველასთვის გასაგები ენით დამეწერა და არა სამედიცინო ტერმინებით, რომლებიც ძალიან კარგად ვიცი, პროფესიის გამო.
 
ქვევით მომყავს მაგალითად ნაშრომების და ავტორების სახელები.
 
Di Napoli M, et al. Prior cannabis use is associated with outcome after
intracerebral hemorrhage. Cerebrovascular Diseases. 2016;41(5-6):248-255.
 
Waldman M, et al. An ultra-low dose of tetrahydrocannabinol provides
cardioprotection. Biochemical Pharmacology. 2013;85(11):1626-1633.
 
Johnson JR, et al. “Multicenter, double-blind, randomized, placebo-controlled,
parallel-group study of the efficacy, safety, and tolerability of THC: CBD extract
and THC extract in patients with intractable cancer-related pain.” 
Journal of Pain and Symptom Management. 2010;39(2): 167-179.
 
Portenoy RK, et al. Nabiximols for opioid-treated cancer patients with poorly-controlled
chronic pain: A randomized, placebo-controlled, graded-dose trial. The Journal of Pain. 2012;13(5):438-449.
 
Thompson GR, et al. Oral and intravenous toxicity of Δ9-tetrahydrocannabinol in rhesus
monkeys. Toxicology and Applied Pharmacology. 1974;27(3):648-665.

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

#2
peace1312

peace1312

    ახალბედა

  • წევრი
  • 76 პოსტი
  • რჩეული ჯიში:Santa Maria

ძალიან კარგი თემაა, ყოჩაღ ესეთი  ხარისხიანი შეფასებისთვის  :მეგობრობა:

#3
nothigh

nothigh

    ექსპერტი

  • მოდერატორი
  • 8033 პოსტი

ასევე გასათვალისქინებელია, სხვადასხვა სტრეიინების და სატივა ინდიკას კომბინაცია, რაც საკმაოდ რთული თემაა და აქ განხილვას არ დავიწყებ.

სამწუხაროა რომ აქ არ გაინიხილავ. ეს ძალიან საინტერესო თემაა :კი:

უფრო გასაგები რომ იყოს ზოგისთვის 

ტოლერანტობის გაზრდა = "გატრუხებას"

რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი.

#4
Voidforged

Voidforged

    მებაღე

  • წევრი
  • 208 პოსტი

საკმაოდ საინტერესო წერტილებია განხილული და ნახსენები ამ ნაწერში. ტრივიალურად, კულტურის მსგავსად ლოკალურად არსებობის და ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება მსგავსად. უამრავი საინფორმაციო საშუალებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და ზოგადად მწეველების დემონიზაცია (არამარტო). როგორც ვხედავ საკმაოდ დიდი ტრეფიკის ბრუნვაა საიტზე რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი დიდია და ძალიან კარგი იქნება მსგავსი თემების არსებობა. მოკლედ 'ყველაფერი' ინდივიდუალური განვითარებიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარეა. მოკლედ რომ ვთქვა, როგორიც არის ტიპი, მსგავსია მისი ქმედებაც და გამოხატვაც. ვგულისხმობ გარკვეული ნივთიერებების არასწორად გამოყენებას(abusing), მარიხუანასთან მაგალითად. საკმაოდ გავრცელებულია ტრადიციული მორალი ჩვენ სივრცეში და ზედმეტად ხშირად მესმის კონკრეტულად მე, მსგავსი არგუმენტები, რომ თავს გამოიყლევებს ახალი თაობა, უამრავი სხვა პრობლემაა ქვეყანაში, ამათ კიდევ ეგ უნდათ და ასე შემდეგ. მეტად მნიშვნელოვანი ის არის ვინც ეროვნული სულისკვეთებით ხართ გულანთებულები და სოციალურის სივრცის გაუმჯობესებაზე ფიქრობთ, ინდივიდუალურ მენტალურ გავნითარებს მიხედოთ და თქვენს ნაყოფებსაც და არამარტო მიცეთ თავისუფალი სივრცე. მიცეთ განსჯის და ინდივიდუალური ბუნების შეცნობისკენ სწრაფვის საშუალება. მაგრამ რას აკეთებთ? შემოდის ის მომენტი რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ფილისტერია და პირადი მიზნების რეალიზების საშუალება იკარგება? სასაცილოა თან რამდენი ქვეყნის და სივრცის მაგალითია შესადარებლად და საკმაოდ დიდი ცოდნაა ამ საკითხის გარშემო და არამარტო, იქნება ეს ფსიქოდელიკები, ოპიოიდები თუ სხვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორიც არის ადამიანი, მსგავსად გამოხატავს ის თავის თავს. მესმის რომ გარკვეული ტიპების პირადი ინტერესების გამო არის ამხელა დევნა ამ სასაცილოდ მარტივ საკითხზე, მაგრამ სოციალურ სივრცეს რა ჭირს? რა დედისტყვნა ხდება ამ ქვეყანაში? რაღაცეებს რომ გავუსვა ხაზი კიდევ, უამრავ ქვეყანაშია ლაბორატორიები რომლებიც ქუჩის ნარკოტიკის სამპლებს იღებენ და ანალიზს აქვეყნებენ, რომ ზიანის რისკი შემცირდეს გარკვეული ტიპებისთვის. რომლებიც ეგრევე უშვებენ ყველაფერს ლიჟბი ინტოქსიკაცია მოხდეს. მონაცემთა ბაზები ალბათ ყველა არსებულ ნივთიერებაზე, რაც კაცობრიობას აღმოუჩენია და დაუსინთეზირებია. მოხმარების წესები, თრიფ რეფორთები და ასე შემდეგ. პირადად მე მოსაწევის ენთუზიასტად მივიჩნევ ჩემს თავს და ამ სივრცის გამო არასოდეს მქონია საშუალება აქამდე შემერჩია შესაბამისი გენეტიკის, სახეობის მცენარე. მაღალი CBD-ით სედატივები, რომლებსაც ინსომნიის და სხვა მდგომარეობისთვის მოვიხმარ (ეს სხვა საკითხი). თემის შინაარს გადავუხვიე მგონი და მომიტევეთ ამდენი, რომ დავწერე. ვინც წაიკითხავს სტუმარი იქნება თუ ამ ქომუნითის წევრი და შეიძლება საუბრის აქ გაგრძელება, ყველა კითხვას ვუპასუხებ. ზოგადად ლოკალურ წრეებში თუ ვისაუბრებ ხოლმე, მაგრამ ამდენი წელი ამის ნახვა და ამ საზარელი სივრცის გავლა ძალიან ბევრი მოაზროვნისთვის, ხელოვანი და პოტენციურად რაიმეს შემქნელი ტიპებისთვის რთულია და ესენი ვინც მე მინახავს. რომლებსაც აბსოლუტურად არ ჭირდებათ სისტემის ამხელა ხელებით პირადი სივრცის დამახინჯება. ასევე მსგავსი სხვა უამრავი ტიპის ადამიანი. 

აღარ გადავხედავ ნაწერს და ერთი პოსტი მაქვს და დავპოსტავ. ალბათ ჩანს გარკვეული წერტილები რისი აღნიშვნაც მინდოდა ამ ცუდი ინტრეპრეტაციით. 

  • sutiva-D მოსწონს ეს

#5
Lemon

Lemon

    მებაღე

  • წევრი
  • 217 პოსტი

რომელი უფრო ტრუხდება სატივა თუ ინდიკა?

ვერაფერი გავიგე მაგრამ ჯიგარი ხარ :D დაბოლილზე უნდა გადავიკითხო ისევ ეგ პოსტი უეჭველი :კი:

  • sutiva-D და ivane მოსწონს ეს

#6
tarantinho

tarantinho

    მებაღე

  • წევრი
  • 384 პოსტი
  • რჩეული სახეობა:სატივა

ძაან მაგარი თემაა და თან დღეს გადავწყვიტე პაუზის გაკეთება 2-3 თვიანის და საჩემო თემაა ფსიქოლოგიურადაც მომხოდა. ისეთი გატრუხებული მაქ მოსაწევი ამ ბოლო დროს მოწევა არ ქვია ვჭამ იმენა =))) 

  • sutiva-D მოსწონს ეს

#7
THCFun

THCFun

    სიკეთის მთესავი

  • წევრი
  • 1644 პოსტი
  • რჩეული სახეობა:ჰიბრიდი

ძაან მაგარი თემაა და თან დღეს გადავწყვიტე პაუზის გაკეთება 2-3 თვიანის და საჩემო თემაა ფსიქოლოგიურადაც მომხოდა. ისეთი გატრუხებული მაქ მოსაწევი ამ ბოლო დროს მოწევა არ ქვია ვჭამ იმენა =))) 

მაგრად ასწორებს დასვენების მერე რომ მოწევ და ისევ იმას გრძნობ რასაც ადრე გრძნობდი :)) თან რაც მთავარია ცოტა რაოდენობა გჭირდება.

  • sutiva-D მოსწონს ეს

#8
tarantinho

tarantinho

    მებაღე

  • წევრი
  • 384 პოსტი
  • რჩეული სახეობა:სატივა

მაგრად ასწორებს დასვენების მერე რომ მოწევ და ისევ იმას გრძნობ რასაც ადრე გრძნობდი :)) თან რაც მთავარია ცოტა რაოდენობა გჭირდება.

აბაა იმენა მაგ შეგრძნებებისთვის ღირს მარტო გაჩერება სხვას ყველაფერს რო თავი დავანებოთ. 

#9
mawaka

mawaka

    პროფესიონალი

  • მოდერატორი
  • 4863 პოსტი
  • მდებარეობა:საქართველო!!!!
  • რჩეული ჯიში:Cheese
მოწიეთ კვირაში ერთჯერ და სულ ერთნაირად დაგაბოლებთ. :-)
  • sutiva-D და ivane მოსწონს ეს

#10
THCFun

THCFun

    სიკეთის მთესავი

  • წევრი
  • 1644 პოსტი
  • რჩეული სახეობა:ჰიბრიდი

მოწიეთ კვირაში ერთჯერ და სულ ერთნაირად დაგაბოლებთ. :-)

ჩემთვის ეგ შეუძლებელია 

0 მომხმარებელი კითხულობს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი