საჭირო და სასარგებლო პრეპარატები მცენარის ზრდისთვის


Recommended Posts

ყოველივეზე მოვიძიე ინფორმაცია და არ გამომიცდია პრაკტიკაში ჩვენთვის ამ პრეპარატების ჩამონათვალიდან ყველაზე საინტერესო უნდა იყოს:ეპინის, ცირკონის, НВ-101 იმედი მაქვს

გამოსადეგი ინფორმაციაა

         

 

ქარვის მჟავა - ბიორეგულატორი  

ეს პრეპარატი ბიორეგულატორს წარმოადგენს, რომელიც ხელსუწყობს მცენარეს  მიწიდან სასარგებლო ნივთიერებებისათვისებაში, მცენარის მიერ სტრესის ადვილად გადატანაში, იგი ეფექტურად მოქმედებს,თუ სწორ დროს და სწორი დოზებით გამოიყენებთ.
ამ პრეპარატით მცენარის დამუშავება რამდენჯერმე შეიძლება დასარგავი მასალის დანამვიდანდაწყებული მცენარის მორწყვით დამთავრებული. თესლის და დასარგავი მასალის დამუშავებამერე დადებითად აისახება მცენარეზე ზრდის პროცესში. იგი ეხმარება ნიადაგში მყოფ მიკროორგანიზმებსორგნული ნივთიერებების სწრაფ გარდაქმნაში მცენარისთვის ადვილად ასათვისებელ მასად. ასევე  ტოქსიკური ორგანული ნაერთების დაშლაშიდა ხელს უშლის მათ დაგროვებას მცენარის ქსოვილებში. მისი გამოყენებით მცენარე დაავადებებისმიმართ მედეგი ხდება, მოსავლიანობა იზრდება, მცენარე მეტ ქლოროფილს გამოიმუშავებს,რაც ხელს უწყობს ზრდაში. იგი სასუქს არ წარმოადგენს, მაგრამ მცენარეს ეხმარება სასუქისსწრაფ ათვისებაში და სასუქიც უფრო ნაკლებია საჭირო, მისი გამოყენების შედეგად.
ინსტრუქცია: მისი გამოყენება რამდენიმეგზითაა შესაძლებელი: დანამვა, მორწყვა, დასარგავი მასალის დალბობა.
დანამვა - ერთ აბს ხსნიან 1ლ წყალში, (ჯერ ცოტაოდენ თბილ წყალში, ასე უფრო ადვილადიხსნება) და ხსნარს ასხურებენ ფოთლებს, ღეროს, ფესვებს. ასე შეიძლება მცენარის დამუშავება20-30დღეში ერთხელ.
ფესვების დალბობა - დროს, რა ხნითაც უნდა დაალბონ ფესვები, სიტუაცია განსაზღვრავს - ნახევარი საათიდან 4 საათამდე, თუმცა ოპტიმალურია 1-2 სთ. თუ ამის საშუალება არაა,შეიძლება დანამვაც. მერე ფესვები უნდა შეშრეს, ნახევარი სთ ის მერე კი შეიძლება მისიჩარგვა.
დათესვამდე - იგივე ხსნარით შიძლება თესლის დამუშავება. თესლს ალბობენ 12 სთდან ერთ დღე-ღამემდე, მერე აშრობენ და თესავენ. ამ ხსნარით კარტოფილის ბოლქვების დამუშავებაცშესაძლებელია, მერე ცოტა ხნით აფარებენ ცელოფანს. ასე ხსნარი უკეთ შედის ბოლქვებში.
რეანიმაცია - თუ  მცენარემ სტრესი გადაიტანა,მისი შესხურება ხსნარით დაეხმარება მას სწრაფ აღდგენაში.
უსაფრთხოების ზომები: ქარვის მჟავა უსაფრთხოაადამიანის, ცხოველის ან მცენარეებისთვის, არ აბინძურებს არც გარემოს, თუმცა მასთანმუშაობა სჯობს ფრთხილად, ყოველი შემთხვევისთვის ხელთათმანებით და ბავშვების და ცხოველებისგანმოშორებით.
შენახვა: მას ინახავენ ბნელ მშრალ ადგილზედაახლოებით 25გრ ზე, ცალკე წამლების და საკვებისგან, ბავშვების და ცხოველებისგან მოშორებით.ვადა 3 წელია, მზა ხსნარი კი არ ინახება და დამზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ. 

     

 

ეპინი - მცენარეების ზრდის რეგულატორი ეპიბრასინოლიდი

ხსნარი. 0.25 გრ/ლ. მცენარეთა ზრდის რეგულატორი,ანტისტრესული ადაპტოგენი,იმუნური სისტემის სტიმულატორი.

ეპინი - უნიკალური პრეპარატია ბიოსტიმულატორებს შორის.მასზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა.ვინც ერთხელ მაინც გამოიყენა ის თავის ბოსტანში ან ოთახის ყვავილებზე,ის მისი მუდმივი თაყვანისმცემელი ხდება.

პრეპარატი აუმჯობესებს ბოლქვების განვითარებას,აუმჯობესებს კარტოფილის ბოლქვების საკვებ ღირებულებას,ასტიმულირებს ფიტოფტოროზის მიმართ მდგრადობას,აქვს თვისება დააქვეითოს მძიმე ლითინის მარილების  და ნიტრატების შემცველობა.პომიდვრის,კიტრის,წიწაკის თესლების დამუშავებისას მატულობს ამოსული ჩითილის რაოდენობა,აძლიერებს არასასურველი გარემო პირობების მიმართ დაცვის უნარს.ვეგეტატიურ პერიოდში მყოფ მცენარეებზე შესხურება აუმჯობესებს კვირტების და ნაყოფის გამოსკვნას,ხელს უშლის მათ დაცვენას,აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას,ამაღლებს დაავადებების მიმართ მდგრადობას.

ეპინი აბსოლუტურად უვნებელია  და არ არის საშიში ფუტკრებისათვის.ის შეუცვლელია სტრესულ სიტუაციებში.

ეპინი - მაღალეფექტური ბიორეგულატორი და სტიმულატორია.ბუნებაში მას შეიცავს ყველა მცენარის უჯრედი.

მცენარეებში სტრესს იწვევს - გვალვა,ხანგრძლივი წვიმები,სინათლის და სითბოს უკმარისობა,მოყინვები,გამოფიტული ნიადაგები,ეკოლოგიური დატვირთვები,არაბალანსირებული კვება,მავნებლების შესევა,ვირუსული და სოკოვანი დაავადებები. ასეთ შემთხვევებში მხსნელად გვევლინება ანტისტრესული ადაპტოგენი,რომელიც მცენარეებს ეხმარება შინაგანი რესურსების მობილიზებაში გარემოს არახელსაყრელი პირობების წინააღმდეგ ბრძოლაში,მათი იმუნიტეტის ამაღლების გზით.

ეპინი უზრუნველყოფს:

თესლის გაღივების და ამოსვლის ენერგიის მატებას.

ჩითილის და ზრდასრული მცენარის დაცვას სინათლის უკმარისობის,მოყინვის,დატბორვის,მავნებლებისა და დაავადებებისაგან.

პესტიციდების მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზაციას,ასევე მძიმე ლითონების მარილების,რადიონუკლეიდების და ნიტრატებისაც.

ყლორტების და ახალი ნაზარდების აქტიურ წარმოქმნას ნაყოფ-კენკროვან კულტურებში.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ნაყოფის შენახვის ვადების გახანგრძლივებას.

მოსავლიანობის გაზრდას არანაკლებ 40-50%-ით.

გამოყენება

1 ამპულა შეიცავს 0.25 მგ მოქმედ ნივთიერებას ერთ მილიგრამში(50-55 წვეთი) და გათვლილია 2-2.5 ჰექტარზე.მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 2 დღეღამის განმავლობაში.

დალბობა. ბოსტნეული კულტურების უმრავლესობა(პომიდორი,კიტრი,ყაბაყი,ბადრიჯანი,წიწაკა,ოხრახუში ,ხახვი) უნდა დალბეს თბილ ანადუღარ (22-23 გრადუსი) ხსნარში (100 მლ-ზე 4-6 წვეთი),18-24 საათის განმავლობაში.სტაფილო,ნიახური,ჭარხალი - 3 წვეთი 100 მლ. წყალზე.

ძირხვენები,ძირები,კალმები - უნდა ჩალაგდეს ხსნარში (1 ამპულა 2 ლიტრ წყალზე) 24 საათის განმავლობაში.

შესხურება

ჩითილები - 7 წვეთი 200 მლ.წყალზე (მეტი ყინვაგამძლეობისათვის მცენარეებს ამუშავებენ 2-3 ჯერ 10 დღის ინტერვალით).

ჩითილები პიკირების ან გრუნტში გადატანის წინ - 7 წვეთი 100 მლ. წყალზე.

სათესი კარტოფილი ერთი დღე-ღამით ადრე უნდა დამუშავდეს ხსნარით - 0.5  ამპულა 200 მლ. წყალზე (ეს ხსნარი საკმარისია 100 ბოლქვისთვის).

ჩითილებისათვის ღია გრუნტში - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე (სტაფილოსათვის 5-6 წვეთი 100 მლ-ზე,ჭარხალი 4 წვეთი 100 მლ-ზე).

ბუჩქებს,ხეებს,მარწყვს გაზაფხულზე პირველი ფოთლების გამოჩენის შემდეგ,კვირტებზე - 1 ამპულა 100 მლ წყალზე.

ყველა ნაყოფ-კენკროვან და საბოსტნე კულტურას კვირტების/ყვავილობის/ნაყოფის განვითარების  ფაზაში,ესხურება ფოთლების კარგად დასველებამდე - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე.

სტრესულ სიტუაციებში მყოფ მცენარეებს,ყინვების შემდეგ,ძლიერი ქარის დროს,ღამის ყინვების დროს,სიცხისას,ცივი ღამეების შემთხვევაში,ტენიანობის უკმარისობისას,სინათლის ნაკლებობისას და ასე შემდეგ - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე.ვირუსული,სოკოვანი და სხვა დაავადებების დროს,დაზიანების,ჭკნობის,მავნებლების შესევის შემთხვევაში - 7 წვეთი 100 მლ. წყალზე ყოველ 5-7 დღეში ერთხელ გამოჯანმრთელებამდე.

მოსავლის აღების შემდეგ შესხურება ხდება მცენარეებზე,ზამთრის დადგომის წინ - ძირითადი სამუშაო ხსნარით.

ეპინის გამოყენების შედეგები:

 თესლი ამოდის სწრაფად.

ჩითილები არ იწოწება,მდგრადია ყინვების,გვალვების და დაავადებების  მიმართ.კარგად იტანს პიკირებას და ღია გრუნტში გადარგვას.

მოყინული ან მომჭკნარი მცენარეები იწყებენ გამოცოცხლებას,ხანდაზმულებ კი ახალგაზრდავდებიან - ამოაქვთ ახალი ყლორტები.

ეპინით დამუშავებულ მცენარეებს არ სცვივა გამოკვანძული ნაყოფი.

პოლიეთილების საფარის ქვეშ მყოფი მცენარეები არ ჩახურდება და არ ემართება ფიტოფტორი.

მოსავლიანობა იმატებს არანაკლებ 1,5-ჯერ,მწიფდება 2 კვირით ადრე,დიდხანს ინახება.

მცენარიდან და ნაყოფიდან გამოიდევნება მძიმე ლითონების მარილები,რადიონუკლიდები,ჰერბიციდები,მცირდება ნიტრატების შემცველობა.

სიფრთხილის ზომები:

მცენარეების დამუშავებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.სამუშაოს შესრულების დროს დაუშვებელია მოწევა,დალევა,საკვების მიღება.მუშაობის შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები საპნით.გამოირეცხეთ პირი.პრეპარატი შეინახეთ მშრალ,გრილ ადგილზე +14 +23 გრადუსზე,საკვებისაგან და მედიკამენტებისაგან მოშორებით,ბავშვებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.მოარიდეთ ცეცხლს.დაუშვებელია სხვა პრეპარატებთან შერევა.პრეპარატის დამცავი მოქმედება გრძელდება - დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.იგი უვნებელია თევზებისათვის.არ აბინძურებს ნიადაგს,გრუნტის და მიწისზედა წყლებს.არ ვნებს ფუტკრებს და სხვა სასარგებლო მწერებს.

პირველი დახმარება ეპინით მოწამვლის შემთხვევაში:

პრეპარატით მოწამვლისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ექიმის მოსვლამდე შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

სასუნთქი გზებიდან მოწამვლის დროს გამოიყვანეთ დაზარალებული საშიში ზონიდან სუფთა ჰაერზე.

კანზე მოხვედრისას - საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ საპნით.

თვალში მოხვედრისას - გამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით ან წყალბადის ზეჟანგის 2%-იანი ხსნარით.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას მიეცით დაზარალებულს აქტივირებული ნახშირი წყალთან ერთად.გამოიწვიეთ ღებინება.

პრეპარატის ნარჩენების და ტარის განადგურება.შემთხვევით დაღვრილი პრეპარატი მოწმინდეთ ქლორიანი ხსარით ან საჭმლის სოდით,მორეცხეთ წყლით.

ხელსაწყოები დაამუშავეთ საჭმელი სოდის ხსნარით და შემდეგ წყლით.გამოუყენებელ,ვადაგასულ პრეპარატს დაასხით ქლორიანი ხსნარი,გააზავეთ დიდი რაოდენობით წყლით და ჩაასხით საკანალიზაციო მილში.

საგარანტიო ვადა - 2 წელი. საშიშროების კლასი - 4.

 

 

 

ფიტოვერმი

ინსექტიციდია, რომელსაც იყენებენ კოლორადოს ხოჭოს, ტკიპის, ტრიპსების, ბუგრის, ნაყოფიჭამიას, ხერხას, ფოთლიხვევიას წინააღმდეგ. პრეპარატი შეიცავს მიწაში მყოფი მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, ამიტომ გარემოსთვის საშიში არაა. სწრაფად იშლება მიწაში, წყალში. მისი შესხურებიდან 2 დღის შემდეგ  უკვე მოსავლის მოკრეფაც შესაძლებელია.
ინსტრუქცია: მცენარეები იწამლება უქარო ამინდში. ნუ შეწამლავთ, თუ უახლოეს 9 სთ ში იწვიმებს. ფოთლები კარგად უნდა დაინამოს. 8 სთ ის შემდეგ  ფოთლის მღრღნელი მწერები აღარ ჭამენ ფოთლებს, 16 სთ ის შემდეგ კი - წვენს რომლებიც სწოვენ მცენარეს, სრული ეფექტი მესამე დღიდანაა ერთ კვირამდე  და მწერები კვდებიან. მისი მოქმედება გრძელდება 3 კვირა, თუ ამ პერიოდში არ იწვიმებს.
გამოყენება: 4 მლ პრეპარატი იხსნება 2ლ წყალში, კარგად ურევენ და მერე აზავებენ სასურველ ოდენობამდე. ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დამზადდეს.

კულტურა

მავნებელი

პრეპარატის გასავალი

ხსნარის გასავალი

შეწამვლის დრო

შეწამვლის სიხშირე

ოთახის მცენარეები

ბუგრი

8მლ

0,1-0,5ლ 1კვ მ ზე

მწერის გაჩენისას

2-4

„ „

ტრიპსები

10მლ

„ „

„ „

„ „

„ „

აბლ. ტკიპა

2მლ

„ „

„ „

„ „

ყვავილები დაცულ გრუნტში

ტრიპსები

8მლ

10 კ 100 კვ მ ზე

ყვავილობისას

2-3

„ „

ბუგრი

4მლ

„ „

ვეგეტაციის დროს

2-3

„ „

აბლ ტკიპა

2მლ

„ „

ვეგეტაციის დროს

2-3

ყვავილები ღია გრუნტში

ტრიპსები

10მლ

„ „

მწერების გაჩენისას

2-4

„ „

ბუგრი

8მლ

„ „

„’ „

„ „

„ „

აბლ ტკიპა

2მლ

„ „

„ „

„ „

ავსებადობა: მისი ხმარება არ შიძლება ტუტე რეაქციის პრეპარატებთან ერთად. თუ მათი არევისას ნალექი გაჩნდა, ისინი არათავსებადია.  მასთან ერთად იყენებენ ფოსფორორგანულ ინსექტიციდებს და ზრდის რეგულატორებს, ასევე სასუქებსაც.
უსაფრთხოების ზომები: იგი საშუალოდ საშიში პრეპარატია, მიეკუთვნება საშიშროების მესამე კლასს. ყვავილობისას მისი გამოყენება არ შეიძლება, საშიშია ფუტკრისთვის, წყალსაცავში მისი  მოხვედრაც არასასურველია. მასთან მუშაობისას არ ჭამენ, არ ეწევიან, აცვიათ სპეც ტანსაცმელი, ხელთათმანები, უკეთიათ  რესპირატორი, მუშაობის მერე აუცილებლად საპნით იბანენ ხელ -პირს და წყალს ივლებენ პირშიც. ფიტოვერმის ჭურჭელს არ აგდებენ ნაგავში, წყალში, არ იყენებენ სხვა მიზნისთვის. იგი უნდა დაიწვას სპეც ადგილზე, ბოლი არ უნდა შეისუნთქონ.
პირველი დახმარება: თუ თვალში მოხვდა, იბანენ დიდი ოდენობის გამდინარე წყლით. კანზე მოხვედრისას - საპნიანი წყლით იბანენ იმ ადგილს.  გადაყლაპვისას საჭიროა გააქტივებული ნახშირის დალევა- 1 აბი 10 კგ წონაზე. სვამენ 4 ჭ წყალს და იწვევენ ღებინებას. მერე კი მიდიან ტოქსიკოლოგიის ცენტრში.
შენახვა: ინახება მშრალად, -15 + 30 გრ ზე, ბავშვების და ცხოველებისგან შორს, საკვების და წამლებისგან მოშორებით. გამზადებულ ხსნარს არ ინახავენ.

 

 

ქიმიური პრეპარატები ოთახის მცენარეების მავნებლებისგან დასაცავად

მავნებლები

პრეპარატები

დოზა 1ლ წყალზე

დამუშავების ჯერადობა

დამუშავების მეთოდი

ტკიპები

აგროვერტინი ან აკარინი

1მლ

2-3

შესხურება 2-3 კვირიან ინტერვალით

‘’-‘’

აქტელიკი (57%)

2მლ

2

შესხურება

„-„

ბიტოქსბაკცილინი

8-10გრ

საჭიროებისამებრ

შესხურება 15 დღიანი ინტერვალით

„-„

ინტავირი

0,8გრ

3

შესხურება

„_“

ფიტოვერმი(2%)

2მლ

3

შესხურება 20 დღიანი ინტერვალით

„ – „

ფიტოვერმი (10%)

0,4მლ

3

შესხურება 20 დღიანი ინტერვალით

„ –„

ფუფანონი(57%)

1მლ

1-3

შესხურება

„- „

აქტელიკი(57%)

2მლ

2

მიწის მორწყვა

ბუგრი

აგროვერტინი ან აკარინი

1მლ

2-3

შესხურება 2-3 კვირიან ინტერვალით

„_“

აქტარა(25%)

0,1გრ

1

შესხურება

„_“

ინტავირი (აბები)

2გრ

3

შესხურება

„_“

ფიტოვერმი (2%)

8მლ

3

შესხურება 20 დღიანი ინტერვალით

„_“

ფიტოვერმი(10%)

0,8მლ

3

შესხურება 20დღიანი ინტერვალით

ტრიპსები

აგროვერტინი ან აკარინი

10მლ

2-3

შესხურება 2-3 კვირიან ინტერვალით

„-„

აქტარა (25%)

0,8გრ

1

შესხურება

„-„

ფიტოვერმი(2%)

10მლ

3

შესხურება 20დღიანი ინტერვალით

„_“

ფიტოვერმი (10%)

2მლ

3

შესხურება 20დღიანი ინტერვალით

 

 

 

 

 

 

 

ცირკონი
ცირკონი პოლიფუნქციური პრეპარატია, ის ხელს უწყობს მცენარეების უკეთესად დაფესვიანებას, თესლის უფრო კარგად და სწრაფად ამოსვლას, მცენარეების უკეთეს ადაპტაციას ახალ გარემოსთან მაგ. გადარგვის ან ადგილის გამოცვლის შემდეგ, ასევე აძლიერებს მცენარეების ბუნებრივ იმუნიტეტს, რის შედეგადაც ის უფრო ძლიერი ხდება, ეკთესად ეწინააღმდეგენა დაავადებებს, ასევე ცირკონი სპობს მავნებლებს. ცირკონი ერთდროულად სასუქიც არის და ქიმიური პრეპარატიც, რომელიც ებრძვის სოკოვან დაავადებებს. მისი გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ალბათობა იმისა, რომ თქვენს მცენარეს შეხვდება შემდეგი და, ავადებები: ფუზარიოზი, ბაქტერიოზი, ფესვების ლპობა, ნაცარი, ფიტოფტორიზი, მონილიოზი, პერონოსპროზი. ყველაფერთან ერთად ცირკონი ეხმარება მცენარეებს უკეთეს ზრდაში, ყვავილობასა და ნაყოფის მიცემაში, გვალვის, ზედმეტი მორწყვის შედეგების და სინათლის ნაკლებობოს გადატანაში.გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კაპსულა. გახსებით ცირკონი წყალში. ასეთი ხსნარი უფრო ეფექტური იქნება, თუ იმავე დღეს გამოიყენებთ. თუ გსურთ ცირკონის სამუშაო ხსნარის ვარგისიანობის ვადა გაზარდოთ, წყალში ცოტაოდენი ლიმონმჟავა დაამატეთ (1 კგ 5 ლიტრზე), მერე ჩაასხით ასეთ მომჟავო წყალში ცირკონი და ბოთლი შეინახეთ ბველ და გრილ ადგილას. ცირკონი სიგრილეში უნდა ინახებოდეს, მაგრამ თუ ამპულას მაცივარში ინახავთ, გამოყენებამდე გააჩერეთ თბილ ოთახში და ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში გახსენით.სამუშაო ხსნარში შესაძლებელია მცენარეების თესლის, ბოლქვების, დასაფესვიანებელი ტოტების დალბობა. თესლს 6-8 საათი აჩერებენ ასეთ ხსნარში, ბოლქვებს - 18-24 სთ., ხოლო დასაფესვიანებელ ტოტებს - 18-24 სთ.თუ თქვენმა მცენარემ სტრესი გადაიტანა (გადარგვა, დაავადება, მავნებლები დაესია, ფესვები დაუზიანდა მორწყვის რეჟიმის დარღვევის შედეგად ან სიცივისგან), 1 კვირაში ერთხელ შეასხურეთ მას წყალში გახსნილი ცირკონი. ცირკონის გამოყენება შესაძლებელია როგორც ეზოს, ასევე ოთახის მცენარეებზე და ბაღ-ბოსტნის კულტურებზეც მოსავლის აღებამდე (ვირდე ნაყოფს მოისხამს) მინ. 14 დღით ადრე. ცირკონი არ არის რეკომენდირებული ქარიან ამინდში. მოყვავილე მცენარეებზე დაიწყეთ ცირკონის გამოყენება აქტიური ზრდის დაწყებისთანავე, შეასხურეთ კვირაში ერთხელ. 8 წვეთი ცირკონი 1 ლ წყალში იხსნება, ხოლო საყვავილეების გამოჩენისას ეყოფა 4 წვეთი ცირკონი 1 ლ წყალზე. თუ ოთახის მცენარეებზე იყენებთ ცირკოს, ბუნებრივია არ დაგჭირდებათ 1 ლიტრი წყალი. შესაბამისად ცირკონის დოზირება შეამცირეთ. პირადად მე 1 ლიტრიან ბოთლში ვასხავ 2-3 წვეთს (მაქვა 250 ქოთანი) და ეს სავსებით საკმარისია. ასეთ ხსნარს ვასხურებ მცენარეებს და ვრწყავ კიდევაც, ეს ზრდის პრეპარატის ეფექტს. თუ თქვენი მცენარე მძიმე მდგომარეობაშია, მოასხურეთ ცირკონის ხსნარი, მორყეთ ამავე ხსნარით და გადააფარეთ ცელოფანი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში მინ. 3-4-ჯერ. მერე, როდესაც დაინახავთ, რომ მცენარე უკეთესადაა (“მოწყენილი” ფოთლები აწია, ფერი დაუბრუნდათ, ამოსდის ახალი ფოთლები), შეგიძლიათ პარკი მოაშოროთ და ცირკონის უკვე კვირაში 1-ელ მიასხუროთ, სანამ საბოლოოდ არ გამოკეთდება მცენარე.პრეპარატი თითქმის ყველა სხვა პრეპარატთან შეთავსებადია, მაგრამ თუ გსურთ 2 ან მეტი პრეპარატის შერევა (ე. წ. კოკტეილის გაკეთება) და ამით წამლობა, გაეცანით ინსტრუქციას. მათ შორის იმ სხვა პრეპარატების ინსტრუქციებსაც, რომლებიც ცირკონს უნდა შეურიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცირკონი არ არის შეთავსებადი ტოტესთან და თუ სხვა პრეპარატის შემადგენლობაში ძლიერი ტუტეები შედის, ცირკონი უბრალოდ არ შევა მასთან ქიმიურ რეაქციაში. იმის გადამოწმება, თავსებადია პრეპარატები, თუ არა ძალიან მარტიავია: აიღეთ რაიმე გამჭვირვალე ჭურჭელი, ცააწვეთეთ მასში ცირკონის რამდენიმე წვეთი და მერე ხსვა პრეპარატის რამდენიმე წვეთიც, მერე ჩასსხით ცოტა წყალი, აცადეთ 5 წუთი და შეანჯღრიეთ. თუ ერთგვაროვანი ხსნარი მიიღეთ, ე. ი. თქვენი პრეპარატები თავსებადის, მაგრამ თუ ნალექი ჩანს ან რომელიღაც პრეპარატი გაუხსნელი წყლის ზედაპირზე ტივტიპებს - თქვენი პრეპარატები თავსებადი არ არის. გამოსავალი მარტივია - ჯერ უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატი და დააც. 1-2 კვირის შემდეგ - ცირკონი.გაითვალისწინეთ, რომ ცირკონს აქვს საშიშროების მე-4 კლასი. ის პრაქტიკულად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანებისათვის, თუ მისი გამოყენებისას დაიცავთ უსაფრთხოების სტანდარტულ ზომებს: იმუშავებთ ხალათში (ან რაიმე სხვა ტანსაცმელში, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს და მერე ამ ტანსაცლემს კარგად გარეცხავთ), ხელთათმანებში, რესპირატორში და სასურველია დამცავი სათვალეც გეკეთოთ. წამლობის მერე კარგად, საპვნით დაიბანეთ ხელ-პირი, ან მიიღეთ შხაპი. თუ კანზე (მაგ. შიშველ ხელზე) მოგხვდათ ცირკონის წვეთები - კარგად დაიბანეთ ეს ადგილი საპვნიანი წყლით, არ მოიხვედროთ პრეპარატი თვალებში, პირში, ნაკაწრებსა და ღია ჭრილობებში. უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში (მაგ. თუ ხელი ახლახანს გაიჭერით), შეიკავეთ თავი წამლობისგან, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ მოგიშუშდებათ. წამლობა უნდა ტარდებოდეს გარეთ და მცენარეები მინ. 1 დღე უნდა რჩებოდეს გარეთ. თუ წამლობას ატარებთ ბინაში, გაიტანეთ მცენარეები ისეთ ოთახში, სადაც არავის სძინავს და გამოაღეთ ფანჯრები მინ. 8 საათით. მინ. 2 დღე არავინ დააძინოთ იმ ოთახში, არ შეუშვათ იქ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები. პრინციპში ცირკონი არ არის საშიში, ძალიან დიდი რაოდენობით უნდა დალიოთ ეს პრეპარატი, რომ მოიწამლოთ, ის მხოლოდ ფუტკრებისათვის არის ზომიერად საშიში და ამიტომაც არ ჩაატაროთ წამლოვა გარეთ, ქარიან ამინდში. წამლობა უნდა ტარდებოდეს დილით ადრე, მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის შემცველი წყალი უბრალოდ აორთქლდება მზის სხივების გავლენით მანამ, სანამ იმოქმედებს. ასევე არ შეიძლება წამლობისას ჭამა, სმა, მოწევა. პრინციპში ეს სტანდარტული უსაფრთხოების ნორმებია, რომლებიც ყველა პრეპარატის გამოყენებისას უნდა დაიცვათ. თავი შეიკავეთ წამლობისგან თუ ხართ ალერგიული. გამოსავალი სხვას ჩაატარებინოთ ეს პროცესი. თუ მაინც მოგხვდათ ცირკონი თვალებში, სოდიანი წყლით დაიბანეთ პირი და თვალები, მერე კი ონკანის წყლით დიდხანს იბანეთ თვალები. თუ ცირკონი გადაყლაპეთ, დალიეთ ბევრი სოდიანი წყალი, რათა ღებინება გამოიწვიოთ, მერე კი დაილეთ 1-2 აბი აქტივირებული ნახშირი და დიდი რაოდენობით წყალი.შეინახეთ ცირკონი გრილ და ბნელ ადგილას. კაპსულას შენახვის ვადაა 3 წელი.დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ ცირკონი ძალიან კარგი საშალებაა სოკოვანი დაავადებებისგან და ლპობისგან. ის კარგად აძლიერებს მისუსტებულ მცენარეს დაავადების, მავნებლების და გადარგვის შემდეგ. მე პირადად მიხმარია ეს მცენარე ბალბაზე და ფუქსიებზე, რომლებსაც დაესია ფრთათეთრა და აბლაბუდა ტკიპა. მავნებლის მოსპობის მერე მცენარეები მაინც სუსტად იყვნენ, მაგრამ სულ რაღაც 3 წამლობის შემდეგ გამოცოცხლდნენ და უკვე 2 კვირის შემდეგ ახალი ფოთლები წამოიღეს და დაიწყეს აქტიურად ზრდა. ცირკონი გამომიყებებია ყველა სხვა მცენარეზე (მაქვს კაკტუსები, სუკულენტები, ბალბები და სხვა მრავალი). ის ყველა სახის მცენარეებს უხდება. გირჩევთ გადარგვის მერე, ან გაზაფხულზე, წამლობის შემდეგ, ან როდესაც გარეთ გაიტანთ თქვენს ოთახის მცენარეებს მისცეთ მათ კვირაში 1-ელ ცირკონიანი წყალი და თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით შედეგით. გახსოვდეთ, ოთახის მცენარეებისთვის კმარა 2-3 წვეთი ლიტრიან ბოთლზე და თუ უბრალოდ რწყავთ ამ ხსნარით მცენარეებს (არ ასხურებთ), არც ნიღაბი-რესპირატირი და არც სხვა დამცავი ტანსაცმელია საჭირო, უბრალოდ ხელთათმანები გაიკეთეთ.
 
 

 

 

HB101 ნატურალური პრეპარატია და ზრდის სტიმულატური

 
HB101 სრულიად ნატურალური პრეპარატია და ზრდის სტიმულატური გახლავთ, რომელიც მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. მისი დამზადებისთვის იყენებენ ისეთი მცენარეების ექსტრაქტებს, როგორებიც გახლავთ იაპონური კედარი, ფიჭვი, კვიპაროზი და ჭადარი. ყველა ეს მცენარე გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტითა და სიცოცხლის მაღალი ხანგრძლიობით. ამას მათი წვენი და მეტაბოლიზმის შედეგად მიღებული სუბპროდუქტები განაპირობებენ. აღსანიშნავია, რომ მაგ. ჭადარის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია და მისგან დამზადებულ პრეპარატებს ადამინების მკურნალობაშიც იყენებენ.
HB101 არულიად ნატურალური პრეოარატია, რომელიც კვებავს მცენარეს, ხელს უწყობს მის ზრდას, ყვავილობას და ნაყოფის მიღებას. ვინაიდან მის შემადგენლობაში არანაირი ქიმიური პრეპარატები არ შედის, HB101 აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, მწერებისთვის და გერემოსათვის. ფაქტობრივად ეს პრეპარატი წარმოადგენს იდეალურ საშუალებას, რომელსაც ქიმიური სასუქების მთლიანად ჩანაცვლება შეუძლია. HB101 აწარმოებენ როგორც გრანულებში, ასევე კონცენტრირებული სითხის სახითად. გრანულებს მიწას ურევენ, ისინი დიდხანს იხსნებიან მასში და კვებავენ მცენარეს, მიწა კი არ კარგავს ნაყოფიერებას მრავალი წლის მანძილზე. თხევადი კონცენტრატი ძალიან მარტივია ხმარებაში და დაგეხმარებათ ეფექტის უფრო სწრად მიღწევაში.
HB101 -ის იხსნება წყალში (საკმარისია სულ რამდენიმე წვეთი ერთ ლიტრზე) და ამ ხსნარით ხდება მცენარის რეგულარულო მორწყვა და/ან დანამვა. შედეგად გაუმჯობესდება ფოტოსინთეზის პროცესის შედეგად მიღებული სასასრგებლო ნივთიერებებისა და მზის ენერგიის ათვისების უნარი და თქვენი მცენარის ფოთლები უფრო ხასხასა მწვანე და ხშირი გახდებიან.
HB101 ასევე აძლიერებს მცენარის ფესვთა სისტემას. შედეგად მცენარეს ეძლევა შესაძლებლობა საკმარისი რაოდენობით წამოიღოს მიწიდან მკვებავი ნივთიერებები და მოიმარაგოს გლუკოზა. ასევე HB101 -ის შემადგენლობაში შედის იონიზირებული მინერალები, რომლებიც აბალანსებენ სასარგებლო მინერალების შემცველობას გრუნტში და ამდიდრებენ მიწას ჟანგბადით.
HB101 გამოყენება ასევე ხელს უწყობს ფესვებინდან ღეროს მეშვეობით ფოთლებამდე მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობის მიწოდებას. ასე მცენარე კარგად იკვებება.
HB101 არ არის ინსექტიციდი, რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, ეს პრეპარატი აუმჯობესებს მიწაში სასარგებლო მიკროფლორისა და მინერალური ნივთიერებების ბალანსს, ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და მის ზრდას. ანუ კარგ გარემოს უქმნის მცენარეს. შედეგად თქვენი მცენარე ძლიერი და ჯანსაღი იქნება. ასე რომ მისი იმუნიტეტი ბუნებრივად მოახერხებს თავის დაცვას მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან. იდეაში, ჯანმრთელ მცენარეს, რომელიც კარგ გრუნტში იზრდება არ უნდა დასჭირდეს შეწამვლა ქიმიკატებით. HB101 -ს რეგულარული გამოყენება ამ შედეგამდე მიგიყვანთ.
HB101 გამოყენება შესაძლებელია როგორც ბაღი-ბოსტანში, ასევე დეკორატიული ქოთნის მცენარეებისათვის: გახსენით თხევადი, კონცენტრირებული პრეპარატის 2-3 წვეთი 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ ამ ხსნარით თქვენი მცენარე 7-10 დღეში ერთხელ. შესაძლებელია ასევე დანამოთ კიდეც მცენარეები ამ ხსნარით. ასევე ძალიან კარგია ყვავილების მიწის მორწყვა წყალში გაზავებული HB101 -ით, ეს შეამზადებს მიწას მცენარის დარგვისთვის. ძალიან კარგი ეფექტი ექნება HB101 -ის გამოყენებას მცენარის გადარგვის მერე, რაც ხელს შეუწყობს მის დაფესვიანებას და ახალ გარემოსთან უმტკივნეულო შეგუებას. ასევე შეიძლება ხსნარში თესლის დალბობა დათესვამდე მინ. 12 საათით ადრე, რაც ხელს შეუწყობს მცენარის თესლიდან ამოსვლას.
HB101 -ის გამოყენება დასაშვებია სხვა სასუქებთან კომბინაციაშიც, განსაკუთრებით კარგია ამ პრეპარატის კომბინაცია ნაკელთან. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ HB101 შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით აზოტს და არ არის სასურველი მისი შერევა აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სხვა პრეპარატებთან. ასევე HB101 ვერ შეერევა ზეთოვან პრეპარატებს.
შემადგენლობა:
მინერალური ნივთიერებები:
- ნატრიუმი – 155.3 მგ
– კალციუმი – 125 მგ
– რკინა – 6.8 მგ
– მანგანუმი – 12.5 მგ
– სილიციუმი – 28 მგ
– 100% ნატურალური
მცენარეული ელემენტები:
- კედარი
- ფიჭვი
- კვიპაროზი
- ჭადარი

 

 

რედაქტირებულია albatrosa-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

მინდა რო ნახოთ ეს პოსტი არ ჩდება ალბათ გვერდით პანელზე ამიტომაც დავპოსტე, დაწერეთ თქვენ თუ გამოგიყენებიათ რომელიმე და შედეგები გაგვიზიარეთ მე აუცილებლად გამვიყენებ  ამ პრეპარატ-სასუქებს და დარწმუნებულივარ გამომადგება კიდეც))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი ინფოა  გამოყენებით არ გამომიყენებია არცერთი,ქარვის მჟავას ვეძებდი ბათუმში ადრე და ვერ მოვიძიე. მაგნიუმის სულფატს ვიყენებ ვეგეტაციაში ფოთლებისთვის,ფოტოსინთეზს უწყობს ხელს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

კარგი ინფოა  გამოყენებით არ გამომიყენებია არცერთი,ქარვის მჟავას ვეძებდი ბათუმში ადრე და ვერ მოვიძიე. მაგნიუმის სულფატს ვიყენებ ვეგეტაციაში ფოთლებისთვის,ფოტოსინთეზს უწყობს ხელს

რა დოზებით იყენეებ რას ფიქრობ კაირამეა? გიდებს შედეგს? მე ეპინს და ცირკონს გამოვიყენებ უეჭველად იყიდება ბევრგან თბილიში წესით კარგი რამე ჩანს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ძაან აქტიურობ და მომწონს ეს ყველაფერი მალადეც შენ და ესე გააგრძელე 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ძაან აქტიურობ და მომწონს ეს ყველაფერი მალადეც შენ და ესე გააგრძელე 

მადლობა ვეგას, მართლა ვცდილობ მეტი და მეტი მოვიძო რაც წარმადგება ამ საქმეში.

თქვენი დახმარების შედეგია    

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 თვის შემდეგ...

ძალიან საინტერესო თემაა და დიდი ყურადღების  ღირსია
ეპინი,ცირკონი და 
 HB101-ით დავინტერესდი.გამოგიყენებიათ რომელიმე? რომელი უფრო კარგ შედეგს სდებს ეგ მაინტერესებს და სად იყიდება თბილისში? რამე სხვა მცენარეებზე მინდა ჩავატარო ცდა ჯერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო თემაა და დიდი ყურადღების  ღირსია

ეპინი,ცირკონი და  HB101-ით დავინტერესდი.გამოგიყენებიათ რომელიმე? რომელი უფრო კარგ შედეგს სდებს ეგ მაინტერესებს და სად იყიდება თბილისში? რამე სხვა მცენარეებზე მინდა ჩავატარო ცდა ჯერ

ეპინის ყიდვას ვაპირებ მე პირადად ივნისში, ცხელ ხაზზე უნდა ვარეკო ყვლაფერზე როაქვთ პასუხი და გავიგებ სად იყიდება.

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ეპინის ყიდვას ვაპირებ მე პირადად ივნისში, ცხელ ხაზზე უნდა ვარეკო ყვლაფერზე როაქვთ პასუხი და გავიგებ სად იყიდება.

ხოო რასაც გაიგებ გაგვაგებინე ჩვენც,კონსულტაციაც გაიარე გამყიდველთან და რომელს უფრო გირჩევენ საინტერესოა.ან სამივეს ერთად გამოყენება თუ შეიძლება

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ხოო რასაც გაიგებ გაგვაგებინე ჩვენც,კონსულტაციაც გაიარე გამყიდველთან და რომელს უფრო გირჩევენ საინტერესოა.ან სამივეს ერთად გამოყენება თუ შეიძლება

კი შამან აუცილებლად

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...