შემოსავლების სამსახურმა თესლი ჩამომართვა უსაფუძვლოდ


Recommended Posts

მოკლედ რა ხდება მეგობრებო გამოვიწერე თესლი,რომელიც იყო 1 ცალი და შემოსავლებმა ჩამომართვა. მივდივარ საქართველოს ფოსტაში და კონვერტს აკრია  შემოსავლების შეტყობინება უბეჭდო(გავარკვიე უბეჭდო ფურცელს აკრავვენ),რომ ამოგეცალათ თესლი და არ შეესაბამება საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს

       

 

    -  რა ყ...ბა ხდება ეხლა წაიკითხეთ ქვევით ...... 

 

დავრეკე rs.ge(შემოსავლების სამსახურში) და  გაირკვა,რომ თესლის ჩამორთმევის ერთადერთ პირობა აქვთ ფიტოშემოწმების გავლა-არგავლის პრინციპი რაც ნიშნავს ( ანუ ფიტოშემოწმება): მცენარე როცა შემოდის იმ ქვეყნიდან საიდანაც იწერ უნდა ჰქონდეს ფიტოსერტიფიკატი და აქაც აუცილებლად გადის ფიტოშემოწმებას,რომ ფაროსანას პონტში რამე მწერი ან ბაქტერია არ შემოყვეს და აქვთ ეს სტანდარტი,მაგრამ რომ გაიაროს ფიტო შემოწმება უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ 4 თუ 5 გრამს არ მახსოვს რომელი მითხრეს  და ჩემი თესლი იყო 1 ცალი !!!!!  თვითონ  RS.ge(შემოსავლების სამსახური) საც გაუკვირდა რატო ამოგაცალესო  და გადამამისამართეს საბაჭოზე. ანუ ფიტო შემოწმება რო გაევლო არ აკმაყოფილებდა სტანდარტს,რადგან იყო 1 ცალი თესლი და შესაბამისად არ იყო ის გრამი რასაც ითხოვს ფიტო შემოწმება

 

    - რა ყ...ბა ხდება ეხლა წაიკითხეთ ქვევით 2 ........

 

ვრეკავ საბაჭოზე და ვუხსნი,რომ საქართველოს კონსტიტუციით მცენარის თესლის გადატანა,გადაზიდვა და ა.შ არის ლეგალური და არ ისჯება კანონით და ჩემ გზავნილს ფიტო შემოწმებაც არ უნდა გაევლო,რადგან არ იყო 4-5 გრამი და რატომ ამომაცალეს? გადამამისამართეს საბაჭო დეპარტამენტის განყოფილების უფროსთან და ტიპს რო ველაპარაკებიმეუბნება,რომ ვერაფრით ვერ დაგეხმარები დაწერე განცხადებაო ჩემ კომპეტენციაში არ შედისო და მეთქი არ მინდა შენი დახმარება რჩევა მომეცი რა გავაკეთოთქო და ჩემი რჩევა თუ გინდა ძმაო კანაფის თესლი არ გამოიწერო ჩემი რჩევა ეს იქნებაო(მიხვდა ეგრევე რისი თესლზეც იყო საუბარი,მიუხედავად იმისა,რომ არ მითქვამს) და სახელს გვარს ვეკითხები არ მეუბნება... ვის ველაპარაკები მეთქი საჯარო პირს თუ ვინ ხართ  და გამითიშა ტელეფონი... დავურეკე ახლიდან და შენ გამითიშეო მეუბნება კიდე ვეკითხები ვის ველაპარაკები მეთქი და   ვინმე გ.ა.   საბაჟო დეპარტამენტის განყოფილების თანამშრომელიო.... ვათქმევინე ძლივს,მაგრამ თანამშრომელიო. 

 

დასკვნა :  ჩემი აზრით, საბაჟოზე არის ტიპი ვისაც ევასება კაკლები და ბოროტად იყენებს თავის პრივილეგიას და ამომაცალა და დამიკრა ის შაბლონი ან მეორე: ფოსტის კურიერი ვინმე ისევ  ერკვევა,როგორ  აკრავს შემოსავლების სამსახური  უბეჭდო შეტყობინებებს ამანათზე,(შემოსავლებში მითხრეს,რომ ხო უბეჭდოს ვაკრავთ კონვერტს ფურცელს როცა ვაცლითო) და ეს ფოსტის ტიპი თავისით ბეჭდის ასეთ რამეს სახლშიც რა უნდა და თვითონ აქვს ამოღებული. ფოსტის თანამშრომელზე იმიტო ვფიქრობ კიდე,რომ საიტზე თრექინგით რო შევამოწმე  დამიწერა,რომ ამანათი  კურიერმა გაიტანაო და რო ვერ იპოვა მისამართი დააბრუნაო. თუ ეს ჩემი უსაფუძვლო ეჭვებია და ვბოდავ და არაფერს აზრი არ აქ ეგეც მითხარით.

ადრე კი ვიცოდი რო ხდებოდა ეგეთები 2 ჯერ მომიტანეს ცარიელი კონვერტი მაგრამ 3 თვის წინ ფოსტის 20 ამდე თანამშრომელი გაუშვეს ვისაც უშუალოდ ამანათებთან ჰქონდა შეხება. არასწორები კაკლების ამოღებით რომ გადა###ს  თავზე მობილურების ამოღება დაიწყეს,  ფაქტზე მია### და გაა##ვინეს პროსტა ის ტეხავს რომ 20 თანამშრომლიდან მარტო 4-5 კაცი ჩალიჩობდა და დანარჩენები რომ არ გაბოზდ### მაგ პონტში გაუშვეს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 54
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოკლედ რა ხდება მეგობრებო გამოვიწერე თესლი,რომელიც იყო 1 ცალი და შემოსავლებმა ჩამომართვა. მივდივარ საქართველოს ფოსტაში და კონვერტს აკრია  შემოსავლების შეტყობინება უბეჭდო(გავარკვიე უბეჭდო ფურცელს აკრავ

nothigh ვერ დაგილინკავ,რადგან დავრეკე შემოსავლებში და იქ მითხრეს და ერეს ჯი ზე შეიძლება ეწეროთ სადმე არ მინახავს.  მე ეჭვი მაქ ან  საბაჭოს ტიპმა ქნა ან ფოსტის თანამშრომელმა ეხლა განცხადებები უნდა დავ

kanibala ის რომ ფიტო შემოწმების გავლა თუ არ უწევს და მაინც იღებენ არ უნდა ამოიღონ და შეიქმნება პრეცენდენტი და ვეღარ იზავენ მსგავს რამეს . და აჯობებს ყველამ ვისაც ჩამორთვეს ესე ხმა აიმაღლოს თორე ესე ა

რამე უნდა გავაკეთოთ ჩვენ გვაცლიან კაკლებს

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh
დღეს გვიანია რო დავრეკე სამუშაო საათები არ არისო. ხვალ დავრეკავ და გავარკვევ. ერთი გამიგეთ ის წითელი შემოსავლების სამსახურის სტიკერი უნდა ეკრას თუ არა იმიტომ,რომ ჩემსას არ ეკრა.... მოკლედ ხვალ დავრეკავ და განცხადებები უნდა დავწერო  და საბაჟოზე აქვთ სპეციალური კამერა,სადაც მარტო საქართველოს ფოსტის ამანათები სადაც გადის იმას იღებენ და გავარკვევ მებაჭემ ამომაცალა თუ მერე ფოსტის ტიპმა. და  ის კანონი კიდე ფიტოშემოწმებაზე ვერ ვნახე ვერსად და თუ მოძებნით კარგი იქნება.... შეგვიძლია მართლა პრეცენდენტი შევქმნათ ,მგონი არ აქვთ უფლება და ისე ართმევენ ხალხს და ხალხიც აღარ არკვევს და რეკავს და თუ შევქმენით პრეცენდენტი როგორც,გირჩმა,შენი თქმის არ იყოს, კაკლებს ვეღარ ამოიღებენ ვერასდროს !!! იმიტომ,რომ  პარადოქსულია კანონში წერია,რომ გადატანა,გადაზიდვა და ა.შ ლეგალურია და მებაჟე გაცლის.... 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

პირველ რიგში ეს არის ლინკი სადაც გაწერილია პროცედურები

 

http://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4995&lang=1

 

აქ ვკითხულობთ:

 

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

 
  • • 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;

 

 

ანუ 1-2-3 ცალ კანაფის თესლს გვაცლიან უკანონოდ, თუ რამე მეშლება ვიმსჯელოთ


ანუ ვიღაც *ლე გივი თავისი ხოშით გვაცლის კაკლებს


აგერ არის კონკრეტულად კანონი

 

http://rs.ge/ViewFile.aspx?Id=140

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №429 2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი
 
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის
განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

 

2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

 

ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა; ბ) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში: ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხემცენარეები და ბუჩქები; ბ.ბ) 3 კგ მდე ციტრუსების ნაყოფი; ბ.გ) 5 კგ მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად; ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები; ბ.ვ) 2 კგმდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად; ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით; ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; (9.12.2014 N 670)


https://matsne.gov.ge/ka/document/view/1177930


კონკრეტულად ეს უფრო სწორად

 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2395208

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh
აუ შენ გაიხარე ხო ვამბობდი  რო რაღაც ნიტო ხდებათქო. რა შეიძლება რო გავაკეთოთ ხალხოო  ?????

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

GeorgiaKnowsTheseCulture
 

პირველ რიგში გავიაზროთ რამე ხომ არ გვეშლება და ნამდვილად ეგ წერია თუ არა კანონში. მერე უნდა ვკითხოთ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს და მერე სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh
მეც ვფიქრობ,რომ 1,2 და 3 კაკალს უკანონოდ იღებენ და არავინ არასდროს ხმას არ იღებდა. ხვალ გავარკვევ კიდევ კარგად ან მებაჟის გაკეთებულია ან ფოსტის თანამშრომლის რა ..... 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

nothigh დასაშვებია:
ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა.
გარდა მცენარის თესლისა ანუ მარიხუანას კაკალიც არარის დასაშვები? თუ არასწორად ვკითხულობ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

1. მებაჟეს აქვს ყველაფრის უფლება.

2. ცალკე საკითხია რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს ამ უფლებას.

3. ეგ კაკლები ყველა მოდის კანონდარღვევით. ანუ როდესაც გიგზავნიან და ზავნილზე აწერია ვთქვათ სათამაშო მებაჟეს აქვს ამოღების უფლება იმიტომ რომ იმ გზავნილში სათამაშოს გარდა კაკლებიც დევს რომელიც მითითებული არ არის გზავნილზე. ეგრეთწოდებული ეჭვის საფუზველს ეგ იზლევა.

nothighდღეს გვიანია რო დავრეკე სამუშაო საათები არ არისო. ხვალ დავრეკავ და გავარკვევ. ერთი გამიგეთ ის წითელი შემოსავლების სამსახურის სტიკერი უნდა ეკრას თუ არა იმიტომ,რომ ჩემსას არ ეკრა.... მოკლედ ხვალ დავრეკავ და განცხადებები უნდა დავწერო და საბაჟოზე აქვთ სპეციალური კამერა,სადაც მარტო საქართველოს ფოსტის ამანათები სადაც გადის იმას იღებენ და გავარკვევ მებაჭემ ამომაცალა თუ მერე ფოსტის ტიპმა. და ის კანონი კიდე ფიტოშემოწმებაზე ვერ ვნახე ვერსად და თუ მოძებნით კარგი იქნება.... შეგვიძლია მართლა პრეცენდენტი შევქმნათ ,მგონი არ აქვთ უფლება და ისე ართმევენ ხალხს და ხალხიც აღარ არკვევს და რეკავს და თუ შევქმენით პრეცენდენტი როგორც,გირჩმა,შენი თქმის არ იყოს, კაკლებს ვეღარ ამოიღებენ ვერასდროს !!! იმიტომ,რომ პარადოქსულია კანონში წერია,რომ გადატანა,გადაზიდვა და ა.შ ლეგალურია და მებაჟე გაცლის....

 

 

აქვთ უფლება ამოღების.

 

 

 

თუ გინდათ რომ კანონდარღვევით არ ჩანოიტანოთ უნდა დააწეროს გამომგზავნმა რომ არის მარიხუანას თესლი.

 

 

სულ რომ ყველაფერუ წესრიგში გქონდეს მებაჟეს მარტო იმიტო შეუზლიას გახსნას და ამოიღოს რომ არ აწერია ზუსტად გზავნილზე ინფო. :))

რედაქტირებულია mawaka-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

საბაჟოზე თვითნებურად მითვისების ამბავში ვერ ამოგაცლიან, დანამდვებით ვიცი ეგ. არც იფიქროთ მაგაზე. იმდენ კამერაზე ფიქსირდება გახსნა, არ არსებობს ვინმემ ჩაიჯიბოს. 

 

ოფიციალურად ხდება ამოღება, ამოღებული ნივთები ან აუქციონზე იყიდება შემდგომში ან ნადგურდება. სახლში არავის მიაქვს.

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...