ბუნებრივი სასუქი


Recommended Posts

ჭინჭარი

მწვანე სასუქი, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ხშირად გამოიყენება მებაღეობა-მებოსტნეობაში.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური და უძველესი მეთოდი (ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ) ნიადაგის ნაყოფიერების ზრდისთვის.

იმ მცენარეებისგან, რომელსაც სარეველებს ვეძახით და აქტიურად ვცდილობთ მათგან განთავისუფლებას შეიძლება, ძალიან კარგი განოყიერების საშუალება მივიღოთ.

ამგვარის სასუქი ეფექტურია ფინანსური თვალსაზრისით და რაც მთავარია ნიადაგს უბრუნდება ის ნივთიერებები, რომლებიც ბაღში და ბოსტანში მცენარეებმა საკუთარი ზრდისთვის გამოიყენეს. უფრო მეტიც ფოტოსინთეზის შედეგად ჭინჭარმა და სხვა სარეველებმა, დამატებითი საკვები ნივთიერებები შექმნეს საკუთარ ბიომასაში.

ამჯერად მოგაწვდით ინფორმაციას ჭინჭრის სასუქის შესახებ

  • გაზაფხულხე თესლის გამოღებამდე მოვკრიფოთ ან მოვცელოთ ჭინჭარი;
  • სასუქისთვის გამოიყენება ნედლი, ჯამრთელი ღეროები და ფოთლები;
  • გამოიყენეთ ემალირებული, პლასტმასის ან ხის ჭურჭელი (იდეალურია მუხის კასრი, თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაა). ხსნარი დუღილის პროცესში ლითონთან შეიძლება რეაქციაში შევიდეს, ამიტომ არ ღირს არაემალირებული ლითონის ჭურჭლის გამოყენება;
  • მწვანე მასა დააქუცმაცეთ აავსეთ ნებისმიერი სიდიდის ჭურჭელი, ოღონდ ბოლომდე  არა (15-20 სმ-ის თადარიგით) დუღილის პერიოდში ხსნარი ქაფდება;
  • დაასხით შემთბარი წყალი ისე, რომ დაიფაროს მწვანე მასა, სასურველია ყოველდღე 2-3 ჯერ მორევა;
  • დუღილი გრძელდება დაახლოებით ორი კვირა, 12-15 დღე;
  • დუღილის დასრულების შემდეგ, ხსნარი გაფილტრეთ.

ამ პროცესში ჭინჭრის ნარევი მუქდება და გამოყოფს უსიამოვნო სუნს, სუნის გასაქრობად მასში რამდენიმე წვეთ ვალერიანს აწვეთებენ.

მიღებულ ხსნარს, გამოყენების წინ (გამოიყენეთ მხოლოდ გამოყენების წინ გაზავებული) აზავებენ წყლით პროპორციით 1/10 ზე. ამ ხსნარით თბილ ამინდში საღამოთი, ხოლო გრილ ამინდში დილით რწყავენ მცენარის ძირებს ისე, რომ მან ფესვებამდე ჩააღწიოს.

ხსნარი გამოიყენება დასუსტებული მცენარის იმუნიტეტის ასამაღლებლად. საუკეთესო საშუალებაა კომბოსტოსთვის, ნიახურისთვის, პამიდვრისთვის, კიტრისთვის და სხვა ბოსტნეულისთვის.

ნაცარი

საქართველოში სასოფლო დასახლებების მოსახლეობის ნაწილი, საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად და ა.შ ხის ღუმელს და ბუხარს იყენებს. შესაბამისად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უხვად გროვდება ნაცარი.

ნაცარი კი ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. ეს ბუნებრივი სასუქი მდიდარია სხვადასხვა მიკოროელემენტებით.

ფოთლოვანი ხის ნაცარი შეიცავს: 3,5% ფოსფორს, 10% კალიუმს და 30% კალციუმს.

ხოლო წიწვოვანი ხის ნაცარი შესაბამისად: 2,5% ფოსფორს, 6% კალიუმს და 35% კალციუმს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ნაცარი შეიცავს მაგნიუმს, ნატრიუმს და სხვა ელემენტებს. შემადგენლობიდან გამომდინარე ნაცარი, ხელს უწყობს მცენარის ზრდას და განვითარებას, აძლიერებს მცენარეთა იმუნიტეტს და კარგი საშუალებაა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.

ნაცარს იყენებენ მებაღეობაშიმემცენარეობაში, განსაკუთრებით სასარგებლო კი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვისაა.

ნაცრის სასუქად გამოყენების რამოდენიმე მეთოდი

1. მშრალად

ა) მორწყვის წინ ნაცარს თხელ ფენად აბნევენ მცენარეთა მწკრივში.

ბ) ზოგი ფერმერი ჩვეულებრივ იყენებს როგორც კალიუმიან სასუქს-100 კგ-ს 1 ჰექტარზე.

2. ნაცრის ხსნარი

ნაცრის ხნარი მომზადების წესი ამგვარია: 3 სუფრის კოვზ ნაცარს, 1 ლიტრ წყალს ვასხავთ და ვაჩერებთ 1 კვირის განმავლობაში (დაახლოებით 150-200 გრ. ერთ ვედრაზე). ხსნარის ნორმა ერთ ძირ კიტრზე, ხახვზე, დაახლოებით 0,5 ლიტრია.

ტევადობა (საშუალოდ)

ნაცარი 1 სუფრის კოვზი — 6 გრ.

ჩაის ჭიქა 100 გრ.

500 გრამიანი ქილა — 250 გრ.

ნაცარი უნდა ინახებოდეს მშრალ და დახურულ სათავსში, ნესტს და სისველეს მისგან გამოაქვთ კალიუმი და სხვა მიკროელემენტები.

ნაკელი

ორგანული სასუქებია ისეთი სასუქები, რომლებშიაც მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებები ორგანულ ნაერთების სახითაა წარმოდგენილი.

ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებენ ნიადაგს მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობენ ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.

ორგანული სასუქების ჯგუფს ეკუთვნის: ნაკელი, წუნწუხი, ტორფი, ფეკალი, მწვანე სასუქები (სიდერატი) და სხვ.

ნაკელი ძირითადი ორგანული სასუქია. ის წარმოადგენს ცხოველის მაგარ და თხევად გამონაყოფთა ნარევს საფენთან, რომელსაც განუცდია ნაწილობრივ ლპობა.

ნაკელის საშუალოდ დღე-ღამური რაოდენობა:

  • მსხვილი რქოსანი პირუტყვი 20-30 კგ მაგარ და 10-16 ლ შარდს;
  • ცხენი-15-20 კგ მაგარ და 4-5 ლ შარდს;
  • ცხვარი-1,5-2,5 კგ მაგარ და 0,6-1 ლ შარდს;
  • ღორი-1,2-2,2 კგ მაგარ და 2,4-4,5 შარდს.

დღეისათვის ორგანული სასუქებიდან ყველაზე ფართო გამოყენება აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელს.

სოფლის მეურნეობაში ნაკელის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ნაკელი სრული სასუქია, მისი ეფექტი ყოველგვარ ნიადაგზე, თითქმის ყველა კულტურის ქვეშ იძლევა შესამჩნევ ეფექტს, მისი მოქმედება მჟავე კორდიან-ეწერ ნიადაგებზე ყველაზე ეფექტურია.

ნაკელი მცენარისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს და ამასთან ერთად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ასე, მაგალითად ნაკელის შეტანით მატულობს მსუბუქი და ქვიშნარი ნიადაგების ბმულობა, ხოლო მძიმე თიხნარი ნიადაგები შედარებით ფხვიერი ხდება.

ნაკელი ხელს უწყობს ნიადაგის მიერ წყლის შეთვისებას, უმჯობესდება მისი თბური თვისებები და სტრუქტურა, უფრო ცხოველმყოფელი ხდება ნიადაგის მიკროორგანიზმები.

ნაკელში აზოტი წარმოდგენილია ცილოვანი ნივთიერებებით და ამონიაკის სახით. ცილოვანი ნივთიერებები გვიან იშლება და ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა (4-5 წელი) სწორედ ამაზეა დამოკიდებული. საზოგადოდ ნაკელში საკვები ნივთიერებების შემცველობა-მისი რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია პირუტყვის სახეზე.

ნაკელის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს შენახვის პირობები. წყლის აორთქლებისა და ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად აზოტის, ფოფორისა და კალიუმის პროცენტული რაოდენობა მატულობს, მაგრამ ნაკელის ხანგრძლივად შენახვის პირობებში აზოტის შემცველობა ნაწილობრივ კლებულობს, ამიტომ აუცილებელია დაცული იქნეს მისი შენახვის მოთხოვნები. რაც შეეხება ფოსფორსა და კალიუმს, მათი რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება.

პირუტყვის სახეობიდან და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ნაკელში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდენობა (განსაკუთრებით აზოტის) დიდ ფარგლებში მერყეობს, საშუალოდ კი უდრის: აზოტი-0,5%, ფოსფორი (P205)-0,2%, კალიუმი (K2O) 0,6%. 1 ტ ნაკელი საშუალოდ შეიცავს 5,0 კგ. აზოტს, 2,0 კგ. P2O5 და 6,0 კგ. K2O-ს. იგი შეუცვლელი და ყველაზე იაფი სასუქია.

საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით გამოირჩევა ცხვრისა და ცხენის ნაკელი, შედარებით ნაკლებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი, ხოლო ამ თვალსაზრისით ფრინველის ნაკელი პირველ ადგილზეა.

ნაკელის შენახვის წესები

იმის გამო, რომ ნაკელის როგორც რაოდენობა, ასევე მისი ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული შენახვის პირობებზე, მას უნდა მიექცეს შესაფერისი ყურადღება. დღეისათვის ნაკელის შენახვის ორი წესი გამოყენება: ცხლად და ცივად შენახვა.

ცხლად შენახვისას ნაკელი ეწყობა 50-70 სისქით დაუტკეპნავ შტაბელებად. ჩახურებულ ნაკელს ზემოდან უმატებენ შემდეგ ფენას, მანამ სანამ შტაბელის სიმაღლე არ მიაღწევს 2,5-3 მ-ს. შემდეგ მას თავზე აყრიან 10-20 სმ-ის სისქით მიწას.

შენახვის ასეთ პირობებში იკარგება აზოტის დიდი რაოდენობა, ამიტომ არ შეიძლება ჩაითვალოს იგი პერსპექტიულად.

ცივად შენახვისას ნაკელი ყოველდღიურად გროვდება სანაკელე ორმოში ან ტრანშეიში და იტკეპნება. ასე გრძელდება სანაკელე ორმოს ნაკელით ამოვსებამდე და გადაიფარება 10-20 სმ-ის სისქის მიწით.

დატკეპნილ ნაკელში ტემპერატურა არ აღემატება 30-400C-ს, ამიტომ აზოტის დაკარგვა შესამჩნევად შემცირებულია.

ნაკელის ნიადაგში შეტანის წესები

შენახვის ხანგრძლივობის მიხედვით ნაკელი შეიძლება იყოს ახალი, ნახევრად გადამწვარი და გადამწვარი.

ახალი ნაკელი მართალია მცენარისათვის შესათვისებელ საკვებ ელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს, მაგრამ იგი ნაკლებად გამოიყენება, რადგან ჯერ ერთი, მასში დიდი რაოდენობით გვხვდება ქვეშსაფენი, რაც ხელს უშლის ნაკელის თანაბარ განაწილებას ნიადაგის ზედაპირზე და შემდგომში ჩახვნის დროს მანქანა-იარაღების მუშაობას აფერხებს.

მეორეც ის, რომ მასში გვხვდება ჯერ კიდევ სიცოცხლის უნარიანი სარეველათა თესლი, რაც საგრძნობლად ასარევლიანებს ნიადაგს და ასეთმა ნაკელმა შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს ვიდრე სარგებელი.

ნახევრადგადამწვარ ნაკელში, მართალია შენახვის პერიოდში საკვებ ელემენტთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ მასში ქვეშსაფენი უკვე დაშლილია, საკმაოდ ფხვიერია და ადვილად ნაწილდება ნიადაგის ზედაპირზეც, შედარებით მცირეა მასში აღმოცენების უნარის მქონე სარეველათა თესლი.

გადამწვარი ნაკელი, თავისი შედგენილობით გაცილებით ბევრად ჩამორჩება ახალ ნაკელს, შენახვის პერიოდში საკვები ელემენტების 50% კარგავს, მაგრამ იგი უკეთესია ვიდრე ახალი ნაკელი. სოფლის მეურნეობაში ყველაზე ეფექტურია ნახევრადგადამწვარი ნაკელი.

ნაკელის, როგორც სასუქის ნიადაგში შეტანის ვადებს და წესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საგაზაფხულო კულტურის ქვეშ და ანეულზე ნაკელი უნდა შევიტანოთ ძირითადი ხვნის წინ და აზოტის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით შეტანისთანავე უნდა ჩაიხნას ნიადაგში, პირველ რიგში.

გაზაფხულზე ნაკელის შეტანა დასაშვებია ისეთ ფართობებზე, რომლებიც დაკავებული იყო შემოდგომით ნათესი რომელიმე შუალედური კულტურით და განკუთვნილია საშემოდგომო თავთავიანებისათვის.

მოსავლიანობის მატების საქმეში განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ნაკელის და მინერალური სასუქის ერთობლივი შეტანა.

ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ 4-5 წელიწადს გრძელდება.

მდინარის შლამი

საქართველოს მთელრიგ მდინარეებს მოაქვს დიდი რაოდენობის ატივტივებულ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა ნაწილაკები.

ორგანული ნივთიერებიდან წყალში ატივტივებულია სხვადასხვა ხარისხით გახრწნილი მცენარეული პროდუქტები, ხოლო მინერალური ნივთიერებიდან ძითითადად კარბონატული ქანები.

წყალში ატივტივებული ნაწილაკების რაოდენობა იცვლება წლის პერიოდების მიხედვით. შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე წყალს მეტი ორგანული და მინერალური ნივთიერება მოაქვს, ვიდრე ზაფხულში. მათი რაოდენობა იზრდება წვიმიან და ნალექიან ამინდებში.

მდინარის წყალში ატივტივებული ნაწილაკების, შლამის შემცველობა წლის განმავლობაში 0,15-0,3%-ის ფარგლებში მერყეობს.

მდინარის შლამში საშუალოდ შედის:

  • 0,09-2,16% აზოტი;
  • 0,15-0,52% ფოსფორი;
  • 0,13-0,94% კალიუმი;
  • 6,5% კალციუმი.

დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მოსაშლამვად იყენებენ-რიონის, ცხენისწყლის, გუბისწყლის, ტეხურას, სუფსის, და სხვა მდინარეების შლამს.

ნიადაგის მოშლამვას ახდენენ როგორც წყლის მიშვებით ნაკვეთებზე, ისე არხებში და მდინარის ნაპირებზე დაგროვილი შლამის ნაკვეთებში შეტანით.

დასავლეთ საქართველოს რაიონებში, როგორიცაა სამტრედია, ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, აბაშა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალენჯიხა და სხვა რაიონები, დიდი ხანია იცნობენ მდინარის შლამის სასუქად გამოყენებას.

მდინარის შლამის გამოყენებით მკვეთრად დიდდება სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავალი.

შლამის მოქმედება არ განისაზღვრება ერთი წლით. მისი შემდგომი მოქმედება უფრო მეტია პირდაპირ მოქმედებასთან შედარებით.

შლამის დოზების წინასწარი განსაზღვრა მეტად ძნელია, რადგან, ერთი და იგივე მდინარის შლამის შედგენილობაც კი იცვლება წლის სეზონისა და მოსული ნალექების რაოდენობის მიხედვით.

საშუალოდ ერთ ჰექტარზე შეაქვთ: 40-50; 60-100 ტონა შლამი.

მოშლამვა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. იგი ნიადაგის ზედაპირზე უნდა მოიბნეს, რაც შეიძლება თანაბრად, ამავე დროს აუცილებელია მისი მალე ჩახვნა.

სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.

ხახვის ფურცელი

სტატისტიკის თანახმად, 3-4 წევრიანი ოჯახი წელიწადში საშუალოდ 4-5 კგ. ხახვის ფურცელს ყრის. ამ დროს ის ბუნებრივი ფუნგიციდია იცავს ხეხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს და ოთახის მცენარეებს მავნებლებისგან.

გარდა ამისა ხახვის ფურცელი მცენარეთა კვების (განოყიერების) კარგი საშუალებაცაა. ის კვებავს მცენარეს და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.

ხახვის ფურცელი შეიცავს მრავალ, სასარგებლო, ბოილოგიურად აქტიურ და მინერალურ ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლუკოზიდებს, კაროტინს, ფიტონციდებსა, ორგანულ მჟავებს…აგრეთვე В, С, Е, РР ვიტამინებს.

მსგავსი კომბინაცია არამარტო იცავს მცენარეებს, არამედ კვებავს, ზრდის იმუნიტეტს და მოსავლიანობას.

სადილის მომზადების შედეგად დარჩენილ 2-3 თავი ხახვის ფურცელს დაასხით 1ლ. ადუღებული, ცხელი წყალი. გააჩერეთ ორი დღე გადაწურეთ (თუ შემასხურებელს იყენებთ, რომ არ გაიჭედოს) და მზად არის.

ხახვის ფურცლების ხსნარი (გამოიყენეთ მხოლოდ ახალი დამზადებული), რეგენერაციულ გავლენას ახდენს მცენარეებზე, რწყავენ ოთახის მცენარეებს, რომლებსაც მოულოდნელად დაეწყოთ ფოთლების შეყვითლება. ასეთ კვების  90% იწვევს მცენარეთა გამოცოცხლებას.

თუ დრო არ გაქვთ, ან შემთხვევით სიზარმაცის პერიოდია. ხახვის ფურცელი დააქუცმაცეთ და მოაყარეთ ნიადაგს, მორწყვისას (ნადგომი, ოთახის ტემპერატურის წყალი), მისი სასარგებლო ნივთიერებები — ჩავა ნიადაგში და მცენარე შეითვისებს.

თრიფსის, ბუგრის,  ტკიპის წინააღმდეგ

ხახვის ფურცელს იყენებენ თამბაქოს თრიფსის, ბუგრების და აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგაც.

თამბაქოს თრიფსი  — საკმაოდ საშიში მავნებელია. იგი აზიანებს კიტრს, ხახვს, ნიორს, კომბოსტოს, ბაღჩეულ კულტურებს. ძირითადად სათბურებსა და ორაჟერეებში განთავსებულ მცენარეებს აზიანებს.

ამ მავნებლს აქვს გრძელი, წვრილი (0,8- 0,9 მმ) ღია ყვითელი ან ყავისფერი შეფერვის ტანი, ხავერდისებური ფრთებით და პირის მჩხვლეტავი ნაწილებით. მატლები უფრო მცირე ზომისანი, უფრთოები, მოთეთრო ან მომწვანო-მოყვითალი ფერისანი არიან. ისინი სხვადასხვა მცენარეებზე ბინადრობენ, უმეტესად სათბურებსა და ორანჟერეებში.

ზაფხულის განმავლობაში მდედრი , 100 მუქი ფერის კვერცხს დებს მცენარის კანქვეშ ქსოვილში — თითო-თითოს. 3-7 დღის შემდეგ ჩნდებიან მატლები, რომლებიც მაშინვე კვებას იწყებენ ზრდასრული თრიფსების მსგავსად.

ბუგრები  — ბოსტანის, ბაღჩის და ხეხილის ბაღების სერიოზული მავნებელია.

აბლაბუდიანი ტკიპა  — აზიანებს კიტრს, საზამთროს, ნესვს, პომიდორს და სხვა კულტურებს. განსაკუთრებით სახიფათოა დაცულ გრუნტში.

რეცეპტი

ერთ ვედრო ხახვის ფურცელს ასხავენ — 2 ვედრო (რაოდენობები საჭიროების მიხედვით — შეფარდება 1/2-ზე). ვასხავთ, ანადუღარ, ცხელ წყალს (დაახლოებით 40°С), გავაჩერებთ 2 დღე და გავწურავთ, შემდეგ ვამატებთ საყოფაცხოვრებო საპონის (72 %) ნაჭრებს (ხსნარი, რომ კარგად გაჩერდეს ფოთლებზე), საპონი ბოლომდე უნდა გაიხსნას და ხსნარი მზად არის.

შესხურების წინ ხსნარი გავაზავოთ წყლით შეფარდება 1/2 — ზე. მიღებული ხსნარი უნდა დავასხათ მცენარეებს 3-4 ჯერ, ერთი კვირის ინტერვალით.

ზოდად უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ჯიშები რომელსაც ვყიდულობთ, ითხოვენ გარკვეულ აგროტექნოლოგიას, შესაბამისად მცენარეთა დაცვის ან განოყიერების სქემას.

ამიტომ როდესაც ვიყენებთ ხალხურ საშუალებებს, უნდა ვიცოდეთ რა ნივთირებების ჩანაცვლებას ვახდენთ აღნიშნულ სქემებში და რისი საჭიროება აქვს მცენარეს.

Man cannot outwit the intelligence of nature ! 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 25
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჭინჭარი მწვანე სასუქი, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ხშირად გამოიყენება მებაღეობა-მებოსტნეობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური და უძველესი მეთოდი (ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ)

აი ესაა ჭინჭრის შედეგი ,ეს ძირი 3 თვის არ არის ჯერ. 20 ლიტრიანში მაქვს კახეთში დაყენებული და თუ ვინმეს გაინტერესებთ შემიძლია ცოტა გიწილადოთ,1 ლიტრი 10 ლიტრაში იხსნება.

ესეც დაპირებული სასუქის შედეგი. არაფერი არ მიმიცია ჭინჭრის სასუქის გარდა. სულ ორჯერ დავასხი სამწუხაროს გამითავდა . შედეგი თქვენ შეაფასეთ.      

Posted Images

ხახვის სასუქი მოუხდება გოგონებს უნდა ვცადო

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 კვირის შემდეგ...

ჭინჭარზე მეც მსენია რო ძაან მაგარია ბევრისგან ერთმა ფოტოებიც დადო ერთ გვერდზე სასწაულია . ორგანიკას ვხმარობ და კმაყოფილი ვარ ძაან მარა უნდა ვცადო ჭინჭარიც და დავწერ აუცილებლათ შედეგს

რედაქტირებულია Joniqeshi-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ქათმის სკლინტზე რა ინფორმაციას ფლოობთ გამიზიარეეეთ

რედაქტირებულია Brooklynbounce-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 2 კვირის შემდეგ...

ქატმის სკლინტი ხო შეიცავს ფოსფორს და ყვავილობის დროს კაია ნეტა ეგ რო გაუკეტო? და როგორ უნდა დავამზადო ვინმემ თუ იცის გამარკვიოს, მადლობა წინასწარ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ქატმის სკლინტი ხო შეიცავს ფოსფორს და ყვავილობის დროს კაია ნეტა ეგ რო გაუკეტო? და როგორ უნდა დავამზადო ვინმემ თუ იცის გამარკვიოს, მადლობა წინასწარ

თუ გადამწვარია გახსენი წყალში და მეორე დღეს დაასხი, თუ ახალია მაგას დუღილი უნდა მინიმუმ 15 დღე და მერე შეგიძლია დასხმა

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • 3 კვირის შემდეგ...

ესეც დაპირებული სასუქის შედეგი. არაფერი არ მიმიცია ჭინჭრის სასუქის გარდა. სულ ორჯერ დავასხი სამწუხაროს გამითავდა . შედეგი თქვენ შეაფასეთ.

IMG_20180627_213439.jpg

 

IMG_20180627_213635.jpg

 

IMG_20180627_213840.jpg

 

IMG_20180627_213935.jpg

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

Joniqeshi
 

 

საღოლ ჭინჭარს!

მეორე ძირი იგივე ასაკისაა? არაფერს აძლევდი საერთოდ იმას? ჯიშები იგივეა?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...