ჩარეცხვა - Flush


Recommended Posts

მსგავსი თემა ფორუმზე არ იძებნება ან არ არის.

 

საკმაოდ საყურადღებო და გროვერისთვის გამოსადეგი თემაა და ბევრმა არ იცის რა და როგორ, დისკუსიებიც ძაან ზერელე და გაბნეულია, ვეცდები თავი მოვუყარო ჩემს მტელ გამოცდილებას და მიღებულ პრაკტიკას.

 

312.jpg

 

თვითონ სიტყვა ჩარეცხვა, მიგვითითებს დიდი რაოდენობის წყლის დასხმით (რომელიც აუცილებლად უნდა გამოიდევნოს, ქოთნის დრენირებით - ანუ უნდა გამოიჟონოს ძირში არსებული ნახვრეტებიდან) მიღებულ ეფექტს.

 

ეს საჭიროა: ნიადაგის pH-ის რეგულირებისთვის, ჭარბი რაოდენობით მიცემული სასუქის გასანეიტრალებლად და ნებისმიერი მანიპულაციისთვის რაც მიწის კონსისტენციასთან არის დაკავშირებული.

 

ჩარეცხვისთვის საჭირო წყლის რაოდენობა, განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინტენსივობასთან მიმართებაში.  მინიმალურ ჩარეცხვად ითვლება 1/3 თან, ანუ თუ ქოანი 1 ლიტრიანია - და მინიმალურად გვინდა ჩავრეცხოთ ვუსხამთ მინიმუმ 3 ლიტრ წყალს.

 

მაქსიმალური ეფექტი შეიძლება განუსაზღვრელიც იყოს, მაგრამ მიღებულია რომ 1/10 თან, ყველაზე ცუდ სიტუაციასაც კი გაანეიტრალებს. ამაზე დიდი პროპორცია მე არსად შემხვედრია და პირადად ერთხელ მაქვს გამოყენებული. ზოგადად ვიყენებ 1/3-ზე და მუშაობს მშვენივრად.

 

აუცილებელი და დასამახსოვრებელი პირობაა: ჩარეცხვამდე ნიადაგი უნდა იყოს კარგად გამომშრალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფი დრენირება ვერ მოხდება და გარდა იმისა რომ დაიტანჯებით და დროში გაგეწელებათ, მცენარის ფესვებისთვის შეიძლება საზიანოც იყოს.

 

 

HEADER.jpg

 

 

 

6 კვირაში ერთხელ, მინიმალური პროპორციით 1/3 ჩარეცხვა რეკომენდირებულია და შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ მცენარის სიჯანსაღის მიუხედავად.

 

მოსავლის აღებამდე, 10 დღით ადრე ჩარეცხვაც ძალიან არგია და 1/5 პროპორციით იდეალური იქნება (აუცილებლად დაელოდეთ მიწის გამოშრობას)

 

ჩარეცხვის წინ, ქოთანს უნდა გავუნთავისუფლოთ ძირი ისე რომ წყლის დრენირებას ხელი არაფერმა შეუშალოს, თუ ცოტა აქვს ნახვრეტები, შეგვიძლია თამამად გავზარდოთ რაოდენობაში.

 

დრენაჟისთვის იდეალურია ასევე შემდეგი მეთოდი, სანამ ქოთანს პერლიტნარევი მიწით გაავსებთ, ძირში გაუშვით 3 სმ-მდე უშუალოდ პერლიტი ან რამე ფოროვანი ნივთიერების ფხვნილი, და მერე დააყარეთ მიწა, ასეთნაირად მოწყობილი ქოთანი, ძალიან სწრაფად ატარებს წყალს და თავიდან ავიცილებთ,   ოვერვოთერინგის (მორწყვის გადამეტება) რისკებს.

 

მეორე ჩარეცხვა, არასდროს არ გაიმეოროთ მანამ, სანამ მიწა კარგად არ გამოშრება.

 

უშუალოდ ჩარეცხვის პროცედურა შემდეგნაირად ხდება: ვიმარაგებთ შესაბამისი რაოდენობის წყალს (თუ ონკანისაა, აუცილებლად 24 საათით დამდგარი წყალი), სასურველია შევამოწმოთ pH და სურვილისამებრ დავარეგულიროთ. ვიწყებთ მშრალი ნიადაგის ნელ ნელა მორწყვას, როგორც კი მთლიანად გაჯერდება წყლით, შევწყვიტავთ და დაველოდებით სანამ გამოჟონავს, ამის სემდეგ კი შეგვიძლია დავასხათ სანამ ბოლომდე არ გაპიპინდება ქოთანი და ასე დავცალოთ განკუთვნილი წყლის რაოდენობა. ეს არის ყველაზე უსაფრთხო ჩარეცხვის მეთოდი.

 

წარმატებულ გროვინგს გისურვებთ.

 

 

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites
  • პასუხებით 42
  • შექმნილია
  • ბოლო პასუხი

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მსგავსი თემა ფორუმზე არ იძებნება ან არ არის.   საკმაოდ საყურადღებო და გროვერისთვის გამოსადეგი თემაა და ბევრმა არ იცის რა და როგორ, დისკუსიებიც ძაან ზერელე და გაბნეულია, ვეცდები თავი მოვუყარო ჩემს მტ

სნუუპი1   კაცურად მითხარი, ყურადღებით არ კითხულობ თუ არითმეტიკასთან გაქვს პრობლემა ))))

სნუუპი1 30 ლ. მინიმუმ

ყოჩავ სატივ ძაან კარგ რაღაცეებს და გამოსადეგს აქცევ ყურადღებას,ეხა რა მაინტერესებს 9 ლიტრიან ქოთანში მაქ და რამდენი ლიტრით ჩავრეცხო აღებისას 1 კვირით ადრე? 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

სნუუპი1
30 ლ. მინიმუმ

რედაქტირებულია weedman-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

სნუუპი1
 

კაცურად მითხარი, ყურადღებით არ კითხულობ თუ არითმეტიკასთან გაქვს პრობლემა ))))

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

"ზერელედ" ვიცოდი ამის შესახებ და მადლობა შენ სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის


და რა მაინტერესებს აუთ დორზე რაცააა იმასაც ჭირდება ჩარეცხვა რომელიც არაა ქოთანში ?

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

სნუუპი1

 

კაცურად მითხარი, ყურადღებით არ კითხულობ თუ არითმეტიკასთან გაქვს პრობლემა ))))

მათემატიკა არ მიყვარდა ბავშვობიდან :D::D:

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

და რა მაინტერესებს აუთ დორზე რაცააა იმასაც ჭირდება ჩარეცხვა რომელიც არაა ქოთანში ?

 

 

აუთდორზე არ გამოდის ჩარეცხვა, აუთდორის ფესვები გარემო ფაქტორების გ, იმ სიღრმეზე შეიძლება ქონდეს გადგმული, ალბათ ცისტერნით მოგიწევს მიტანა, უაზრობაა მოკლედ. გაჭირვების ჟამს ალბათ ცდად ღირს, მაგრამ, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ისეთი ეფექტი არ ექნება როგორც ქოთანში შეზღუდულ ფესვზე.

 

 

 

მათემატიკა არ მიყვარდა ბავშვობიდან

 

 

არადა გაგიმარტივე, არითმეტიკა თქო :D

 

3X9=27  ანუ მიღებული და შეჯერებული პრაკტიკით, მინიმუმ 27 ლიტრით ირეცხება 9 ლიტრიანი ქოთანი, ნუ თუ დაამრგვალებ, 30 ლიტრი ჯობს ))

რედაქტირებულია sutiva-D-ს მიერ

"სატივა ეგრე არ იწერება"-ს არ ვართ ))

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ჯერ ონკანის წყლით და მერე დამდგარი წყლით რო ჩავრეცხო ეგრე მოჟნა ?

Man cannot outwit the intelligence of nature ! 

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

ჯერ ონკანის წყლით და მერე დამდგარი წყლით რო ჩავრეცხო ეგრე მოჟნა ?

რატო, არა დამდგარი წყლით ჩარეცხე თორე მჟავიანობას აწევს ნიადაგში და სასუქება ვეღარ შეითვისებს. შეილება რაღაც სხვას გულისხმობ და სხვა იდეა დევს არვიცი

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

sutiva-D

ქოთნის ძირში პერლიტი დაყრაზე მაინტერესებს

პერლიტი ხო დიდი რაოდენობით წყალს იკავებს და ფესვებს პრობლემებს არ შეუქმნის?

რედაქტირებულია მემწვანილე-ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


Link to post
Share on other sites

შემოუერთდით საუბარს

თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

სტუმარი
ამ თემაში დაპოსტვა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   გაასუფთავე რედაქტორი

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...