Weedy 381 დარეპორტება თემის თარიღი: აგვისტო 2, 2018 (რედაქტირებული) იურისტ გიორგი მახარაძის ბლოგი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება აღარ ისჯება. იხილეთ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები და გაიგეთ როგორია დღეს არსებული სიტუაცია ამ საკითხის ირგვლივ. ---- საკონსტიტუციო სასამართლო და მარიხუანას მოხმარება ბოლო 4 დღის განმავლობაში, უამრავი ხალხი მირეკავს, მწერს და მთხოვს ავუხსნა, ლეგალურია თუ არა მარიხუანას მოხმარება და ფლობა. სწორედ მათთვის, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, დაიწერა ეს ბლოგი. პერიოდულად, სხვა საკითხებზეც დავწერ, მაგრამ ჯერ ეს, ძალიან ჩახლართული ამბავი გავარჩიოთ. საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. განსაკუთრებით დიდი გაურკვევლობა კი – იურისტებში. სოციალურ ქსელებში თუ მედიაში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება გააკეთეს იურისტებმა თუ არაიურისტებმა. საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს აღარ დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ანუ მოხმარება- აღარ ისჯება. ერთი შეხედვით, ყველაფერი გასაგებია, თუმცა მთავარი პრობლემა სიტყვა “მოხმარების” განმარტებაში იმალება. 2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: “ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.” საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ “მოხმარებას” და არა მოხმარების პროცესს (მოწევას). საკონსტიტუციო სასამართლოც ასე განმარტავდა მოხმარებას გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელშიც, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარებისთვის. ყველაზე დამაბნეველი იურისტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გამოდგა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ “მოხმარებად” უშუალოდ მოწევის პროცესიც მიიჩნია (სადაც სასამართლო სკოლებში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. მოხმარებაზე საუბრობს), რაც, ცხადია, ლოგიკური და სამართლიანია. უმჯობესი იქნებოდა, სასამართლოს ადმინისტრაციული ოდენობის (5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა) ფლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზეც ემსჯელა, მაგრამ სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, ანუ იმაზე მსჯელობს, რაც გასაჩივრებულია. ეხლა კი ამგვარი კაზუსის წინაშე ვდგავართ: თუ ადამიანს ჯიბეში უდევს “შეკეთებული” სიგარეტი, ის ადმინისტრაციულად დაისჯება ფლობისთვის, მაგრამ თუ ეწევა – არ დაისჯება. ანუ, მოკიდებული ღერი “მოსულა”, მოუკიდებელი – არა? მეორე საკითხია, რა ხდება, თუ მაგალითად, 50 გრამიან “სიგარეტს” (აი, ბობ მარლის ფოტოებში რომ გვინახავს უმეტესობას) ვეწევით? ესეც ხომ მოხმარებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკის შესაბამისად? მაგრამ, ამავდროულად, 5 გრამზე დიდი ოდენობის მარიხუანას ფლობა (შეძენა, შენახვა და ა.შ.), იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ საკითხების განმარტების ტვირთი უკვე საერთო სასამართლოებზე გადავა და სასამართლო პრაქტიკით დარეგულირდება. მნიშვნელოვანია, სასამართლომ აიღოს ნორმის განმარტების ფუნქცია, რომელსაც, სამწუხაროდ, თითქმის არ ახორციელებს. მოცემულობა კი დღეს ასეთია: 1. ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით); 2. თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა სასწავლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში)) მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება; 3. ბობ მარლის “მასტერკის” ამბავიც სასამართლომ უნდა განმარტოს, იქამდე მეეჭვება რომელიმე იურისტს ზუსტი პასუხი ჰქონდეს ამ კაზუსზე 4. საერთო სასამართლოებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მიდგომების, პრაქტიკის და ნორმის სწორად განმარტების მხრივ; 5. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, თუ საქართველოს პარლამენტი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას ფლობისთვის გააუქმებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ამაზე ირიბად საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამის რეგულაციები, რათა დაიცვას გადაწყვეტილებაში ნახსენები ლეგიტიმური ინტერესები მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან-ო). რაც შეეხება ზოგადად მარიხუანას ფლობისთვის არსებულ რეგულაციებს: 1. 5 გრამამდე მარიხუანას (გამომშრალი) ფლობა – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს (ჯარიმა ან 15 დღე-ღამემდე ადმინისტრაციული პატიმრობა); 2. 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არაკონსტიტუციურად ცნო (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მაგრამ პირს სასჯელის სახედ შესაძლოა განესაზღვროს ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (სისხლის სამართლის კოდექსის 2731. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება მუხლი), რაც იწვევს ნასამართლობას და ასევე პირს ჩამოერთმევა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო და სახაზინო დაწესებულებაში მუშაობის და სხვა). 3. 70 გრამზე დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას ფლობისთვის შესაძლოა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთაც კი იქნას გამოყენებული. მოკლედ, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ახლა დაველოდოთ, როგორ განმარტავს სასამართლო “მოხმარებას”. იმედია, ეს განმარტებები მალე გაკეთდება და ნათელი მოეფინება ამ კაზუსებს. წყარო: https://gmakharadze.com/2018/08/02/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/ რედაქტირებულია აგვისტო 2, 2018 Weedy-ს მიერ nothigh 1 ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
mctraxer1999 20 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 2, 2018 სასამართლოზე ერთადერთ არგუნედტად იმის მოყვანა შეიძლება ალბათ,რომ თუ მარიხუანას მოხმარება ლეგალურია ანუ არ წარმოადგენს არანაირ დანაშაულს,ისევე როგორც პამიდორის ჭამა,ანალოგიურად პამიდორის კულტივაცია,ანალოგიურად უნდა იყოს მარიხუანაზე.ციდან ვერ დაგეცემა მარიხუანა,საქმეს აჭიანურებენ,მაგრამ შემდეგ სასამართლოს აუცილებლად მოვიგებთ,რადგან მათ არ დარჩებათ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ თუ რატომ არ უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვა-კულტივაცია ლეგალური,თუ ის არ არის კრიმინალი და მისი მოწევა არ ჯარიმდება,ისევე როგორც კიტრის პამიდორის და სხვა პროდუქტის. ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
mctraxer1999 20 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 არამგონია ვინმემ დაგიჭიროს აწი.ჩაქუჩას რამდენი ძირი ჰქონდა და ფეხები ვერ მოჭამეს. ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Kaxelo789 4 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 მარტო მე მგონია რო „ლეგალიზაცია“ ზედმეტი იყო და დეკრიმინალიზაცია იყო საკმარისი? :/ ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
nothigh 2.534 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 აუცილებელია კულტივაცია და მცირე ოდენობით ტარება ლეგალური გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ქვეშ წავა პროცესები და ისევ კარტელები იხეირებენ ციტატა რაც ნაკლებს მოწევ, მით უკეთესი. თესლის სწორი გაღვივება 50 ვატიანი ბიუჯეტური რეპორტი ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
ვაჟა 22 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 Kaxelo789 რადგან აქ ხარ ესეიგი ან მოგყავს ან მწეველი ხარ ნუ ჩემიაზრია და არცერთი მწეველის არმესმის რომელიც ლეგალიზაციით უკმაყოფილოა და ვერასდროს ვერ გაგიგებთ )))))) ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
MagicMushrooms 129 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 პირველად გავიგე ვინც ზრდის მოსაწევს და ეწევა ლეგალიზაცია არ გახარებოდა რა უცნაური ხალხი ხართ ტო ციტატა ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Voidforged 142 დარეპორტება პოსტის თარიღი: აგვისტო 3, 2018 ციტატა Cannabis Enthusiast and creator of the Georgian strain "Laura Palmer" ქართული სთრეინი "Laura Palmer" Check reports for more info. ამ პოსტის გაზიარება Link to post Share on other sites
Recommended Posts
შემოუერთდით საუბარს
თქვენ შეგიძლიათ ჯერ დაპოსტოთ და მოგვიანებით დარეგისტრირდეთ. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააკლიკეთ შესვლას რომ დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.